1. ტესტირების მიმდინარეობისას გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა, სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-5 პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გამოსაცდელი მოიხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.
3. ტესტირებიდან გამოსაცდელის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
4. გაფრთხილების გარეშე გამოსაცდელის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.
5. გამოსაცდელი ტესტირებიდან შესაძლოა, მოიხსნას ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების შემდეგ. ტესტირების შემდეგ გამოსაცდელი შესაძლოა, ტესტირებიდან მოიხსნას მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.
6. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში გამოსაცდელის ნაშრომი არ გასწორდებ