1. ცენტრალური ორგანო თავად დაფარავს ხარჯებს, რომლებიც მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმეების განხილვის ფარგლებში წარმოიშობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შესრულებისას.

2. ცენტრალურ ორგანოებს უფლება არ აქვთ რამე საფასური დაუწესონ განმცხადებელს კონვენციის ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის, გარდა იმ გამონაკლისი ხარჯებისა, რომლებიც წარმოიშობა მე-7 მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკური ზომების მოთხოვნის საფუძველზე.

3. თხოვნის მიმღებ ცენტრალურ ორგანოს არ აქვს უფლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის განმცხადებელს დააკისროს ხარჯები ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

თავი III. შუამდგომლობები ცენტრალური ორგანოების მეშვეობ