1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება -
ა) რჩენის ვალდებულებაზე, რომელიც წარმოიშობა მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობის საფუძველზე იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 21 წელი;
ბ) მეუღლისათვის ალიმენტის გადახდის საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე ან აღსრულებაზე – როდესაც მომართვა ხორციელდება ა) ქვეპუნქტში მითითებული პირობის ფარგლებში; და
გ) მეუღლის რჩენის საკითხზე, გარდა კონვენციის II და III თავებისა.
2. 62-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დათქმა 1-ელი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დანაწესზე, რომ კონვენციის დებულებები გამოიყენება მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებზე. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც აკეთებს ამგვარ დათქმას, არ აქვს უფლება დააყენოს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის მიმართ და მოითხოვოს კონვენციის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომელთა ასაკიც არ ექცევა მის მიერ გაკეთებული დათქმის ფარგლებში.
3. 63-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს განაცხადოს, რომ კონვენციის ყველა დებულება ან მისი დებულებების ნაწილი გავრცელდება საოჯახო, მშობლობის, ქორწინების ან ნათესაობის საფუძველზე წარმოშობილ რჩენის ვალდებულებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით, მოწყვლადი პირის მიმართ არსებულ ვალდებულებებზე. ნებისმიერი ამ ტიპის დეკლარაცია წარმოშობს ვალდებულებებს ორ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის, იმ შემთხვევაში, თუ მათი დეკლარაციების შინაარსი ემთხვევა ერთსა და იმავე ტიპის საალიმენტო ვალდებულებებს და კონვენციის ერთსა და იმავე ფარგლებს მოიცავს.
4. წინამდებარე კონვენციის დებულებები ვრცელდება ყველა ბავშვზე, მიუხედავად მისი მშობლების ქორწინების სტატუსის