1. ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მე-3 თავით განსაზღვრულ წერილობით შუამდგომლობებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების გაწევა. კერძოდ, მათ უნდა -

ა) გადააგზავნონ და მიიღონ ამგვარი წერილობითი შუამდგომლობები;

ბ) დაიწყონ საქმისწარმოება ან ხელი შეუწყონ საქმისწარმოების დაწყებას ამგვარი შუამდგომლობების საფუძველზე.

2. ამგვარ წერილობით შუამდგომლობებთან დაკავშირებით, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა -

ა) სამართლებრივი დახმარების გაწევა ან ხელშეწყობა, როდესაც ამას გარემოება მოითხოვს;

ბ) მოვალის ან კრედიტორის ადგილსამყოფლის დადგენაში დახმარების გაწევა;

გ) მოვალის ან კრედიტორის შემოსავლების და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური მდგომარეობის, მათ შორის, ქონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაში დახმარების გაწევა;

დ) ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის მიზნით, მხარეებს შორის დავის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა,  როდესაც ეს შესაძლებელია მედიაციის, მორიგების თუ სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენებით;

ე) ალიმენტის, ასევე დავალიანების გადახდის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცედურების წარმართვისათვის ხელშეწყობა;

ვ) საალიმენტო თანხის ამოღებისა და კრედიტორისათვის მისი დროული გადარიცხვის პროცედურების ხელშეწყობა;

ზ) დოკუმენტების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვებაში დახმარების გაწევა;

თ) მშობლის/მამობის დადგენის მიზნით, შესაბამისი პროცედურების განხორციელებაში სამართლებრივი დახმარების გაწევა,  როდესაც ეს ზომები საჭიროა ალიმენტის გადახდევინებისათვის;

ი) ტერიტორიული იურისდიქციიდან გამომდინარე იმ წინასწარი და დროებითი ღონისძიებების განსახორციელებლად საქმისწარმოების დაწყება ან დაწყებაში ხელშეწყობა, რომლებიც ემსახურება გადასახდელი საალიმენტო თანხის წინასწარ უზრუნველყოფას;

კ) დოკუმენტის ჩაბარების ხელშეწყობა.

3. ცენტრალური ორგანოს ის ფუნქციები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლით, ქვეყნის შიდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება განახორციელონ სახელისუფლებო ან სხვა ორგანოებმა, რომლებზე ზედამხედველობასაც განახორციელებენ ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს უნდა მიაწოდოს ნებისმიერი სახელისუფლებო ან სხვა ორგანოების განსაზღვრის, ასევე მათი საკონტაქტო მონაცემების და უფლებამოსილების ფარგლების თაობაზე ინფორმაცია. ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მუდმივმოქმედ ბიუროს დროულად უნდა აცნობონ ამ მონაცემების ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებაც.

4. ამ მუხლის ან მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობები არ უნდა იყოს განმარტებული ისე, თითქოს ის ვალდებულებას აკისრებს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოს განახორციელოს ის მოქმედებები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებმა განახორციელონ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელსაც ეგზავნება მოთხოვნ