1. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ცენტრალური ორგანო, ამ ორგანოსათვის კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების დაკისრების მიზნით.
2. ფედერალურ სახელმწიფოებს, ერთზე მეტი სამართლის სისტემის მქონე სახელმწიფოებს, ან ავტონომიური ტერიტორიული ერთეულების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განსაზღვრონ ერთზე მეტი ცენტრალური ორგანო და დაადგინონ ტერიტორიული და კონკრეტული ფუნქციების ფარგლები. სახელმწიფოს მიერ ერთზე მეტი ცენტრალური ორგანოს განსაზღვრის შემთხვევაში მან უნდა დაადგინოს ერთი ძირითადი ცენტრალური ორგანო, რომელშიც გაიგზავნება ნებისმიერი ტიპის მიმართვები ამავე სახელმწიფოს შესაბამის ცენტრალურ ორგანოში გადამისამართების მიზნით.
3. კონვენციის სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების დეპონირებისას ან 61-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციის წარდგენისას ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს უნდა მიეწოდოს ცენტრალური ორგანოს ან ორგანოების დადგენის თაობაზე ინფორმაცია, მათი საკონტაქტო მონაცემები და, საჭიროებისამებრ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისას, ამ ცენტრალური ორგანოების მოქმედების ფარგლების თაობაზე ინფორმაცია. ხსენებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ხელშემკვრელმა მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის თაობაზე მუდმივმოქმედ ბიურო