1. კრედიტორს, ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით, კონვენციის ფარგლებში, თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოში შეუძლია წარადგინოს შემდეგი ტიპის განცხადებები -
ა) გადაწყვეტილების ცნობა ან ცნობა და აღსრულება;
ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ან ცნობილი გადაწყვეტილების აღსრულება;
გ) თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ამ საკითხზე ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება და როდესაც საჭიროა მშობლის/მამობის დადგენა;
დ) თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღება, როდესაც შეუძლებელია უკვე არსებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ან როდესაც მე-20 მუხლის შესაბამისად, ცნობისა და აღსრულების საფუძვლის არარსებობის გამო, ან 22-ე მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლებით ამ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებაა მიღებული;
ე) გადაწყვეტილების მოდიფიკაცია, რომელიც მიღებულია იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანის მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
ვ) ცვლილების შეტანა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებულია უცხო ქვეყნაში, გარდა თხოვნის მიმღები ქვეყნისა.
2. მოვალეს, რომლის მიმართაც ალიმენტის დაკისრების საკითხზე გამოტანილია გადაწყვეტილება, შეუძლია შუამდგომლობის გამგზავნ სახელმწიფოში წარადგინოს:
ა) გადაწყვეტილების ცნობის ან სხვა მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე განცხადება, რომელიც იწვევს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში წინა გადაწყვეტილების შეჩერებას ან მისი აღსრულების ფარგლების შეზღუდვას;
ბ) განცხადება ცვლილების შეტანის თაობაზე იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოტანილია ამავე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
გ) გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განცხადება, რომელიც მიღებულია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
3. თუ წინამდებარე კონვენცია ურთიერთობის სხვაგვარ წესს არ ადგენს, 1-ელ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული განცხადებები შედგენილი უნდა იყოს შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამავე მუხლის 1-ელი პუნქტის გ)-დან ვ) ქვეპუნქტამდე და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ფარგლებში წარდგენილი განცხადებები ექვემდებარება იმ სახელმწიფოში არსებული იურისდიქციის წესებს, რომელსაც წარედგინება ეს შუამდგომლობებ