წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის -
ა) „კრედიტორი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომლის მიმართაც არსებობს ან სავარაუდოდ არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება;
ბ) „მოვალე“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც ვალდებულია ან სავარაუდოდ ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი;
გ) „იურიდიული დახმარება“ ნიშნავს - საჭირო დახმარებას, რომლის მეშვეობით განმცხადებელს მიეცემა საშუალება გაეცნოს და დაიცვას თავისი უფლებები და რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება მისი განცხადების სრულყოფილი და ეფექტიანი განხილვა თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში. იურიდიული დახმარების საშუალებები, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოიცავდეს: იურიდიულ კონსულტაციას, საქმის შესაბამის სახელმწიფო უწყებაში წარდგენის მიზნით დახმარების გაწევას, იურიდიულ წარმომადგენლობას და პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯებისაგან გათავისუფლებას.
დ) „წერილობითი შეთანხმება“ ნიშნავს ნებისმიერი საშუალებით შესრულებულ წერილობით შეთანხმებას, რომელში მოცემული ინფორმაციაც ხელმისაწვდომი იქნება შემდგომი გამოყენებისათვის საჭიროების შემთხვევაში.
ე) „რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება“ ნიშნავს ალიმენტის (სარჩოს) გადახდასთან დაკავშირებულ წერილობით შეთანხმებას, რომელიც -
i) ოფიციალურად გაფორმებულია ან დარეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, როგორც ავთენტური ინსტრუმენტი/დოკუმენტი; ან
ii) დამოწმებულია, შედგენილია, დარეგისტრირებულია ან წარდგენილია უფლებამოსილ ორგანოში და შესაძლებელია მისი გადასინჯვა და მასში ცვლილების შეტანა (მოდიფიკაცია) უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ვ) „მოწყვლადი პირი“ ნიშნავს პირს, რომელსაც საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა.