1. მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს მას შესაბამისი ინფორმაციით, რათა მიეცეს საშუალება დარწმუნდეს იმაში, რომ საბაჟო კანონმდებლობა სწორად იქნა გამოყენებული. ასეთი ინფორმაცია შეიძება მოიცავდეს შეტყობინებას აღნიშნული კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებული ან დაგეგმილი ოპერაციების შესახებ.
2. მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიაწვდის მას ინფორმაციას იმის შესახებ, იყო თუ არა საქონელი შესაბამისი წესების დაცვით იმპორტირებული ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე და, საჭიროების შემთხვევაში, რა სახის საბაჟო პროცედურები იქნა ჩატარებული.
3.მთხოვნელი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს მეთვალყურეობის უზრუნველსაყოფად:
ა) იმ მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ, რომელთა გამო არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი არღვევენ ან დაარღვისე საბაჟო კანონმდებლობა;
ბ) იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც ტვირთი შენახულია იმგვარად, რომ იწვევს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით გამოყენების ეჭვს;
გ) იმ საქონლის მოძრაობის მიმართ, რომლის გამო მიღებული ცნობის მიხედვით შეიძება მოხდეს საბაჟო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები;
დ) ტრანსპორტირების იმ საშუალებათა მიმართ, რომლებიც იყო, არის ან შესაძლოა გამოყენებული იყოს კანონმდებლობის დასარღვევად
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 3. დახმარება თხოვნის შემთხვევაში
კარი 9 — ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 98. 1. მხარეები მიიღებენ ზოგად ან სპეციალურ ზომებს, რომლებიც საჭიროა შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად. ისინი თვალყურს ადევნებენ შეთანხმების მიზნების განხორციელებას
- მუხლი 100. მოცემული შეთანხმება, ინდივიდებისა და ეკონომიკური აგენტების ეკვივალენტური უფლებების მიღწევამდე, არ მოახდენს გავლენას უფლებებზე, რომლებიც ენიჭებათ მათ არსებული შეთხნხმებით და რომლებიც აკავშირებენ მათ, ე
- მუხლი 104. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეების მიერ საკუთარი პროცედურების დასრულების შემდეგ
- მუხლი 105. იმ შემთხვევაში თუ ამ შეთანხმების ძალაში შესვლა დაყოვნდა, შეთანხმების გარკვეული მუხლები შუალედური შეთანხმებისმეშვეობით ამოქმედდება და ამ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ ფრაზა „შეთანხმების ძალაში
- მუხლი 1. განმარტებები
- მუხლი 2. ფარგლები
- მუხლი 4. სპონტანური დახმარება
- მუხლი 5. მიწოდება-შეტყობინება
- მუხლი 6. დახმარებისათვის თხოვნის ფორმა და შინაარსი
- მუხლი 7. თხოვნების შესრულება
- მუხლი 8. მისაწოდებელი ინფორმაციის ფორმა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 3. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-3-2/