1. ეს ოქმი ძალაში შედის რაფიტიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ მე-40 დოკუმენტის დეპონირებიდან 90-ე დღეს, მაგრამ ეს ოქმი ძალაში არ შევა კონვენციის ამოქმედებამდე. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ დეპონირებული დოკუმენტი არ ჩაითვლება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული დოკუმენტების დამატებით საბუთად.

2. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ მოახდინა ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთება მე-40 დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, მაშინ ამ ორგანიზაციისთვის ეს ოქმი ძალაში შევა მის მიერ სათანადო დოკუმენტის დეპონირებიდან 30-ე დღეს ან ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ ოქმის ძალაში შესვლის დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი დადგება უფრო გვია