1. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
(a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;
(b) პირის მონაცემები (მაგ. სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);
(c) შესვლის სავარაუდო პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;
(d) დეკლარაცია, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია მე-13(2) მუხლის ყველა პირობა და მე-13(3) მუხლის შესაბამისად, არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
ტრანზიტის განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.
2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით, აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს საზღვრის გადაკვეთის პუნქტი და შეშვების დრო, ან განუცხადოს შეშვებაზე უარი და აცნობოს უარის მიზეზები.
3. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან.
4. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით.
5. პირების ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მოთხოვნაზე თანხმობის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
ნაწილი V
ხარჯე