1. გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება აქვს სამსახურის თანამშრომლებს ატესტაციის შემთხვევაში და კონკურსში მონაწილე კანდიდატებს, რომელთაც ტესტირებაში ან ფიზიკური მომზადებაში მიიღეს დადებითი შეფასება, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც კონკურსი ტარდება ტესტირების გარეშე, მასში მონაწილეობის უფლება გააჩნია კონკურსში მონაწილე კანდიდატს.
2. გასაუბრებისას კომისია აფასებს კანდიდატის ან სამსახურის თანამშრომლის პროფესიული მომზადების დონეს, მის კომუნიკაბელურობას, ანალიზის და მართვის უნარს, პიროვნულ თვისებებს, მონაცემებს განათლების ხარისხის მიხედვით.
3. სამსახურის თანამშრომლთა ატესტაციისას:
ა) გასაუბრებას ესწრება სტრუქტურული ერთეულის (დანაყოფის) ხელმძღვანელი;
ბ) კომისია ისმენს ხელმძღვანელის დახასიათებას;
გ) სამსახურის თანამშრომლის თანამდებობასთან შესაფერისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე კომისია უფლებამოსილია კითხვები დასვას სამსახურის თანამშრომლის ცოდნის შემოწმების მიზნით;
დ) სამსახურის თანამშრომლის ატესტაციის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუ რამდენად არის რეალიზებული პრაქტიკაში მისი ცოდნა და უნარი;
ე) კომისია უფლებამოსილია განიხილოს სამსახურის თანამშრომლის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების სწავლების შედეგებ