1. კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კომისია თავის სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურების შერჩევის საკითხს.
2. კომისიის მიერ კანდიდატთა განათლების, სამეცნიერო ხარისხის, შრომის სტაჟის, პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზის და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) ტესტირებაზე დაგროვილი ქულათა რაოდენობა;
ბ) განათლება:
ბ.ა.) უმაღლესი იურიდიული – 1.5;
ბ.ბ.) უმაღლესი ეკონომიკური – 1,5;
ბ.გ.) უმაღლესი იურიდიული და უმაღლესი ეკონომიკური – 2,5;
ბ.დ.) სხვა უმაღლესი განათლება – 1.
გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):
გ.ა.) მეცნიერებათა კანდიდატი – 1,5;
გ.ბ.) მეცნიერებათა დოქტორი – 2,5.
დ) სპეციალურ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის მიხედვით:
დ.ა.) 1 წლამდე – 0.5;
დ.ბ.) 1-დან 3 წლამდე – 1;
დ.გ.) 3-დან 5 წლამდე – 1,5;
დ.დ.) 5-დან 8 წლამდე – 2;
დ.ე.) 8-დან ზევით – 3;
ე) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, ანალიზის და მართვის უნარის, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის დამსწრე წევრების რაოდენობაზე.
3. იმ კანდიდატისათვის, რომლისთვისაც დაწესებულია სპეციალური ფიზიკური მომზადების ჩაბარება, კომისიის მიერ პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) ფიზიკური მომზადების შემოწმებისას დაგროვილი ქულათა რაოდენობა;
ბ) სპეციალური განათლება – 10;
გ) სპეციალურ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის მიხედვით:
გ.ა.) 1 წლამდე – 1;
გ.ბ.) 1-დან 3 წლამდე – 2;
გ.გ.) 3-დან 5 წლამდე – 4;
გ.დ.) 5-დან 8 წლამდე – 6;
გ.ე.) 8-დან ზევით – 10;
დ) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, სწრაფი რეაგირების, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის დამსწრე წევრების რაოდენობაზე.
4. იმ კანდიდატისათვის, რომლისთვისაც კონკურსი ტარდება მხოლოდ გასაუბრებით, კომისიის მიერ პიროვნული თვისებების შეფასება ხორციელდება შემდეგი ქულების შეჯამებით:
ა) სპეციალური განათლება – 10;
ბ) სპეციალურ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟის მიხედვით:
ბ.ა.) 1 წლამდე – 1;
ბ.ბ.) 1-დან 3 წლამდე – 2;
ბ.გ.) 3-დან 5 წლამდე – 4;
ბ.დ.) 5-დან 8 წლამდე – 6;
ბ.ე.) 8-დან ზევით – 10;
გ) პროფესიული მომზადების დონის, კომუნიკაბელურობის, სწრაფი რეაგირების, პიროვნული თვისებების შეფასება ხდება კომისიის მიერ მაქსიმუმ 20 ქულით, კანდიდატზე საშუალო ქულის გამოთვლა ხდება კომისიის ყველა წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის დამსწრე წევრების რაოდენობაზე.
5. კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულებით შეჯამება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნოს მიერ თითოეული კანდიდატის მიღებული ქულის დადგენის მიზნით.
6. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც უფრო მაღალი შეფასება აქვს მიღებული შესაბამისი თანამიმდევრობით:
ა) კონკურსის შემთხვევაში – ტესტირება ან ფიზიკური მომზადება;
ბ) სპეციალობით მუშაობის სტაჟი;
გ) სამეცნიერო ხარისხი;
დ) სპეციალური განათლება.
თავი VIII. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის შედეგებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.02.2026
მუხლი 38. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
თავი VII — საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან გასაუბრება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. ტესტების შეფასება
- მუხლი 33. ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება
- მუხლი 34. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ფიზიკური მომზადების შემოწმების დაწყებამდე
- მუხლი 35. ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე კანდიდატის გამოცხადება
- მუხლი 36. ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგები
- მუხლი 37. გასაუბრება
- მუხლი 39. კონკურსის შედეგი
- მუხლი 40. ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენა
- მუხლი 41. დამატებითი საკონკურსო პირობები
- მუხლი 43. სამსახურის თანამშრომელთა ატესტაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 44. ატესტაციის შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №782, 27.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.858 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87682/muxli-38/