1. ფიზიკური მომზადების შემოწმება წარმოებს კომისიის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელიც კანდიდატისათვის (სამსახურის თანამშრომლისათვის) წინასწარ არის ცნობილი სარეგისტრაციო ბარათის მეშვეობით ან სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად ატესტაციის შემთხვევაში.

2. ფიზიკური მომზადების შემოწმებისას ტარდება შემოწმება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ დისციპლინებში თითოეული კანდიდატის (სამსახურის თანამშრომლის) მიმართ, რომელთა შედეგები აისახება სარეგისტრაციო ბარათში.

3. ფიზიკური მომზადების ნორმატივები ჩაბარებულად ითვლება, თუ კანდიდატის (სამსახურის თანამშრომლის) მიერ მოგროვებული ქულათა რაოდენობა იქნება 350 ან მასზე მეტი, ქულათა რაოდენობის მინიჭება განსაზღვრულია ამ წესის დანართ №1-შ