1. ფიზიკური მომზადების შემოწმებისას დგინდება კანდიდატის ან სამსახურის თანამშრომლის ფიზიკური შესაძლებლობები, რის შედეგადაც კანდიდატი (სამსახურის თანამშრომელი) მიიღებს დადებით ან უარყოფით შეფასებას.
2. საბოლოო შედეგები ფიზიკურ მომზადებაში კანდიდატისათვის (სამსახურის თანამშრომლისათვის) ცნობილი იქნება ფიზიკური მომზადების შემოწმებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა. თუ კანდიდატი (სამსახურის თანამშრომელი) მიიღებს დადებით შეფასებას ფიზიკურ მომზადებაში, მას გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც მითითებული იქნება ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგები და გასაუბრების ჩატარების ადგილი და დრო.