1. ფიზიკური შემოწმების ჩატარების დღეს კანდიდატები (სამსახურის თანამშრომლები) უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ დროსა და ადგილას. კანდიდატებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანდიდატის სარეგისტრაციო ბარათი, ხოლო სამსახურის თანამშრომელმა (ატესტაციის დროს) – პირადობის მოწმობა.

2. კანდიდატი სარეგისტრაციო ბარათის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ხოლო სამსახურის თანამშრომელი პირადობის მოწმობის გარეშე ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე არ დაიშვება.

3. ფიზიკური მომზადების ჩატარების დადგენილი დროის შემდეგ გამოცხადებული, დაგვიანებული კანდიდატები ან სამსახურის თანამშრომლები ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე არ დაიშვებიან (მიუხედავად საპატიო მიზეზისა) და მათ ავტომატურად ეწერებათ უარყოფითი შეფასებ