1. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
2. თუ კანდიდატი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს, ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი ფასდება 0 ქულით. ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით.
3. ტესტირების მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, მაქსიმალური – 100 ქულა.
4. თუ კანდიდატი 75 ან მეტ კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მისი შედეგი ფასდება დადებითად. 75-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას კანდიდატის შედეგი შეფასდება უარყოფითად.