1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წარადგენს კანდიდატურას, ან უარს ამბობს კანდიდატურის წარდგენაზე, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში მას აიყვანს რეზერვში.
2. კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ სამსახურის უფროსს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
3. სამსახურის უფროსი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე