1. ატესტაციის შედეგები სამსახურის უფროსს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. სამსახურის უფროსი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომლის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ.
3. სამსახურის თანამშრომელს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ