1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
დ) ექვემდებარება დაწინაურებას.
2. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით.
3. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პერსონალურად ყველა სამსახურის თანამშრომელზე მოტივირებული დასკვნის სახით და შეიტანება საატესტაციო ფურცელში