1.
წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მოცემული პროდუქტები ექვემდებარება ამ მუხლით განსაზღვრულ გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს. ამ პროდუქტების თითოეული კატეგორიის საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში იმპორტის საშუალო წლიური მოცულობა მოცემულია ამ შეთანხმების II-C დანართში.
2.
როდესაც ნებისმიერი წლის განმავლობაში, დაწყებული 1 იანვრიდან, პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტის მოცულობა მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული მოცულობის 70%-ს, გაერთიანებული სამეფო ატყობინებს საქართველოს კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის იმპორტის მოცულობის შესახებ. ამ შეტყობინების შემდეგ და 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 80%-ს, საქართველო წარუდგენს გაერთიანებულ სამეფოს საფუძვლიან დასაბუთებას იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს პროდუქცია გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტისათვის ამ დანართში მითითებული მოცულობის ზემოთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპორტი მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 100%-ს და იმავდროულად არ არსებობს საქართველოს მხრიდან წარდგენილი საფუძვლიანი დასაბუთება, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი შესაბამის პროდუქტებზე.
აღნიშნული შეჩერება გამოიყენება 6 თვის განმავლობაში და ძალაში შედის პრეფერენციული რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღიდან. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს უნდა აცნობოს, გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის გამოქვეყნების გზების შესახებ. გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის გამოქვეყნების გზები პირდაპირ, საფასურის გარეშე, ელექტრონულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ინტერნეტის წყაროს ერთი წერტილიდან.
3. მე-2 პუნქტის თანახმად მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას დროებითი შეჩერების შესახებ გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს.
4.
გაერთიანებული სამეფოს მიერ დროებითი შეჩერება მოიხსნება მისი ძალაში შესვლიდან ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შექმნილ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს წარუდგენს დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შესაბამისი იმპორტირებული პროდუქტ(ებ)ის რაოდენობის სიჭარბე ამ შეთანხმების II-C დანართში მითითებულ რაოდენობაზე, გამოიწვია საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილებამ ამ კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაში.
5.
}ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ამ შეთანხმების II-C დანართის ცვლილება და მოცულობის მოდიფიკაცია, რათა აისახოს საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებში განხორციელებული ცვლილება კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაშ