1. ა
მ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილ პროდუქციაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
2.
ამ შეთანხმების II–A დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები საბაჟო გადასახადის გარეშე უნდა იქნეს იმპორტირებული გერთიანებულ სამეფოში, ამ დანართში მითითებული სატარიფო კვოტის
ფარგლებში. სატარიფო კვოტაზე გადაჭარბებით იმპორტისას გამოყენებული უნდა იყოს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესაბამისი საბაჟო გადასახადის განაკვეთი.
3.
ამ შეთანხმების II-B დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები გაერთიანებულ სამეფოში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო
გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის
ადვალორული კომპონენტის გარეშე.
4.
საქართველოში
წარმოშობილი პროდუქტის იმპორტი, რომელიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების II-C დანართში, დაექვემდებარება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს წინამდებარე შეთანხმების 26-ე მუხლის შესაბამისად.
5.
ერთ-ერთი მხარის მოთხონვის საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები მხარეებს შორის ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის მასშტაბის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტი