ამრიგად, ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის  მყარდება ასოცირება.

აღნიშნული ასოცირების მიზნებია:

(a)    ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილოების გაზრდის გზით;

(b)   უზრუნველყოს გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა საერთო ინტერესთა ყველა სფეროში გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, განავითარონ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;

(c)    ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას;

(d)   ხელი შეუწყოს, დაიცვას და გააძლიეროს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, მათ შორის, დაძაბულობის კერების აღმოფხვრის, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების; და აგრეთვე, საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების წახალისების მიზნით, ძალისხმევის გაერთიანების გზით;

(e)    ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას;

(f)     გააძლიეროს თანამშრომლობა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში, რომლის მიზანია  კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა;

(g)    მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, განავითაროს მისი ეკონომიკური პოტენციალი საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, მათ შორის მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით;

(h)   მიაღწიოს ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნის გზით, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე  საფუძვლიან დაშვებას მდგრადი და ყოვლისმომცველი რეგულაციური დაახლოების საფუძველზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობის შედეგად წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების დაცვით;

(i)        შექმნას პირობები საერთო ინტერესთა სხვა სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

კარი I

ზოგადი პრინციპე