განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002713463
საქმე № 1ბ/1490 -19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – ზ------ ზ------იძე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არ მქონე, მისამართი: ა-----------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2(ორი) წელი და 6(ექვსი) თვე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა გ--–- მ-------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ------ ზ------იძის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოლიზაციას. კერძოდ, მსჯავრდებულმა ზ------ ზ------იძემ ჩაიდიანა განზრახი, სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული, განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თ/აღკვეთას ვადით 5 წლამდე. მსაჯავრდებულს სს „ა-–--------------–--------თვის“ არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი. ზ------ ზ------იძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ზ------ ზ------იძის პიროვნება, კერძოდ ის გარემოება, რომ იგი 2015 წლის 30 აპრილს მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პრიობით იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 60 საათის ვადით, სასამართლოს მიერ დანიშნულმა ჰუმანურმა სასჯელმა ვერ იქონია მასზედ შემაკავებელი ხასიათი და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზ------ ზ------იძის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ზ------ ზ------იძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვ----------–-------–---–-- წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ზ------ ზ------იძის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ზ------ ზ------იძემ ჩაიდინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აპრილს სს „ა-–--------------–--------“ და ზ------ ზ------იძეს შორის სამი წლის ვადით გაფორმებული იქნა ლიზინგის N1---- ხელშეკრულება საერთო თანხაზე 157653 ლარზე და 19 თეთრზე, რის საფუძველზეც ლიზინგის საგანი „NEW HOLLAND” მარკის ბორბლებიანი ტრაქტორი, გამოშვებული 2011 წელს, სერიული ნომრით: Z---------, ლიზინგის საგნის ღირებულების სრულად გადახდის შემთხვევაში გადაეცემოდა ზ------ ზ------იძეს საკუთრებაში. 2017 წლის 20 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების M------ აქტით მითითებული ბორბლიანი ტრაქტორი ჩაბარდა ზ------ ზ------იძეს. იმის გამო, რომ ზ------ ზ------იძე არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას - არ იხდიდა ხელშეკრულების გრაფიკით დადგენილ ვადაში შესაბამის თანხას, ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ასპინძის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 13 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ, ამავე მოსამართლის 2018 წლის 13 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე. 2018 წლის 31 ივლისს და 2018 წლის 12 სექტემბერს კერძო აღმასრულებელ ვ--–---ი გ------–---–ის მიერ ზ------ ზ------იძეს გაეგზავნა M---------------------------------------- წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც ზ------ ზ------იძეს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 06 აგვისტოს და 14 სექტემბერს საფოსტო გზავნილით, მაგრამ ზ------ ზ------იძემ დამალა ჩამორთმევას დაქვემდებარებული მითითებული ტრაქტორი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ------ ზ------იძის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა ახალცხიხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–- მ-------ის სააპელაციო საჩივრი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ------ ზ------იძის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ------ ზ------იძის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
2017 წლის 11 აპრილის ლიზინგის N1---- ხელშეკრულების თანახმად, სს „ა-–---------------–------სა“ და ზ------ ზ------იძეს შორის 2017 წლის 11 აპრილს გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება №1----, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა სს ,,ა-–---------------–------მა’’ ლიზინგის მიმღებს ზ------ ზ------იძეს ლიზინგით გადასცა ლიზინგის საგანი, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი ,,New Holland, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო/ვინ კოდი (სერიული ნომერი) – Z--------, გამოშვების წელი 2011, ლიზინგის საგნის მთლიანი ფასი განისაზღვრა 32762.50 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის პერიოდულობა მითითებულ იქნა ლიზინგის ხელშეკრულების დანართ NII-ში გაწერილი გრაფიკით; აღნიშნული გრაფიკის საფუძველზე ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის გამცემისათვის გადაეხადა თანხა ყოველთვიურად აშშ დოლარი (გადასახდელი ეროვნული ბანკის კურსით გადახდის თარიღში ლარში) 36 თვის განმავლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის მთლიანი ფასის გადახდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის სრული დაცვით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ასპინძის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 13 ივლისის ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებით ირკვევა, რომ სს ,,ა-–---------------–------ის” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა. სს ,,ა-–---------------–------ს” დაუბრუნდა ლიზინგის საგანი - ზ------ ზ------იძის მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი, ,,New Holland“, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 91696.06 ლარი. აღნიშნულზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 31 ივლისის სს ,,ა-–---------------–------ის“ წარმომადგელმა ე-–--------------------- განცხადებთ მიმართა კერძო აღმასრულებელ ვ--–---ი გ------–---–ს და იძულებით აღსასრულებლად წარუდგინა სააღსრულებო ფურცელი.
2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელი ვ--–---ი გ------–---–ის წარმოებაშია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #------------------- (სააღსრულებო წარმოება #---------), რომლის შესაბამისად: სს ,,ა-–---------------–------ს“ უნდა დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------ ზ------იძის მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი ,,New Holland“, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 91696,06 ლარი. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ეძლევა წინადადება ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ წარადგინოს ზემოაღნიშნული მოძრავი ქონება კერძო აღმსრულებელთან მისამართზე: ქალაქი თ---–-------–------------------------------------------------, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება განხორციელდებოდა იძულებითი წესით. ამ წინადადების მიღებისთანავე, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავისი პოზიციის შესახებ. იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა მათი მიმდინარეოობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ, შეეძლო მიეღო დეტალური ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდიდან: www.nbe.gov.ge (ვებ-გვერდზე განთავსებულია სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი. რეესტრში შესვლის შემდეგ, სააღსრულებო წარმოების სანახავად უნდა შეეყვანა თავისი პირადი ნომერი და გადახდის იდენტიფიკატორი1---------). ასევე განმარტებულია, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,მოვალე, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით“, ხოლო მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, ამავე კანონის 87-ე მუხლის თანახმად: ,,თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ასევე გაფრთხილებულია, რომ მისი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისათვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772 ან/და 381-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება. აღნიშნული ჩაბარდა ზ------ ზ------იძეს პირადად.
2018 წლის 31 ივლისს, კერძო აღმასრულებელმა ვ--–---ი გ------–---–მა მიმართა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს და ითხოვა 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #--------------------– სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაეცათ ძებნა-დაკავებაზე, რათა სს ,,ა-–--------------–------ს“ დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------ ზ------იძის მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპოტო საშუალება-ტრაქტორი, ,,New holland".
2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელ ვ--–---ი გ------–---–ის წარმოებაშია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #------------------- სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება A--------), რომლის შესაბამისად: სს ,,ა-–--------------–------ს“ უნდა დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------ ზ------იძის მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპოტო საშუალება ტრაქტორი, ,,New holland“; VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 91696,06 ლარი. ვინაიდან ზ------ ზ------იძის მიერ (დღემდე) არ იყო შესრულებული სასამართლო გადაწყვეტილება, გააფრთხილეს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,მოვალე, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით“, ხოლო მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, ამავე კანონის 87-ე მუხლის თანახმად: ,,თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ან/და დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ლიზინგის საგანი ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი, ,,New holland“, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011. ასევე გააფრთხილეს, რომ მისი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისათვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი ქმედებისათვის დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772 ან/და 381-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ჩაბარდა ზ------ ზ------იძეს პირადად.
კერძო აღმასრულებელ ვ--–---ი გ------–---–ის 2018 წლის 20 სექტემბრის NA---------0------ მიმართვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დადგენილია, რომ #--------- სააღსრულებო საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 13.07.2018წ. გაცემული 1------------------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ,,სს ,,ა-–---------------–------“ დაუბრუნდა ლიზინგის საგანი - ზ------ ზ------იძის მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება -ტრაქტორი ,,New Holland“, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 93696.06, ზ------ ზ------იძის საცხოვრებელ სახლში მისამართია-ა------ ს------–- ჭ---------ი.“
სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ზ------ ზ------იძეს (პ/ნ 0----------) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად ჩაბარდა #----------0------ წერილი (გაფრთხილება) ზ/აღნიშნული ლიზინგის საგნის დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით წარდგენის შესახებ. ამავე წერილით მოვალე ზ------ ზ------იძე გაფრთხილებული იქნა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
2018 წლის 14 სექტემბერს კვლავ ჩაბარდა #----------0------ გაფრთხილება მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების შესახებ, ხოლო 2018 წლის 18 სექტემბერს მოვალის ზ------ ზ------იძის საცხოვრებელ სახლში არ იყო ლიზინგის საგანი ტრაქტორი ,,New Holland“, VIN კოდი (სერიული ნომერი Z--------), გამოშვების წელი 2011, რის გამოც ვერ მოხდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა დაიწყოს გამოძიება მოვალის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772, 381 ან/და სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.
ადგილზე გამოცხადების ოქმით დადგენილია, რომ ვ--–---ი გ------–---–ი გამოცხადებული იყო ზ------ ზ------იძის სახლში ა------ში, სოფ.ჭ---------ი, სადაც დახვდა ზ------ ზ------იძის მამა, ვიზუალური დათვალიერებით ლიზინგის საგანი სახლში (ეზოში) არ აღმოჩნდა, მოვალის მამამ განმარტა, რომ არ იცოდა სად იყო ზ------ ზ------იძე და არც ის იცოდა სად იყო ტრაქტორი.
მოწმე ვ--–---ი გ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ივლისს მიმართა კრედიტორმა ,,ა-–---------------–------მა“ და შეიტანა ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ზ------ ზ------იძეს უნდა წარედგინა ლიზინგის საქმე, ამ მომენტში, რის შემდეგაც მათ შორის კრედიტორთან აფორმებს ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც დაიწყეს წარმოება. კრედიტორთან ზეპირი საუბრის დროს მან განაცხადა, რომ ზ------ ზ------იძეს არ სურდა, რომ წარმოედგინა აღნიშნული ლიზინგის საგანი, რის შემდეგაც მათ დაიწყეს შესაბამისი სააღსრულებო წარმოება და ზ------ ზ------იძეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა და ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც მას ჩაბარდა, რის შემდეგაც თვითონ ზ------ი მივიდა მასთან ოფისში და საქმის ირგვლივ აინტერესებდა თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მას განემარტა თავიდან ბოლომდე თუ რა სახის საქმე იყო და რა შედეგები შეიძლებოდა დამდგარიყო და მას ასევე განემარტა, რომ შესაძლებელი იყო კრედიტორთან მოლაპარაკების შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრება. სააღსრულებო წარმოება იცნობს მხარეთა შორის მორიგების საშუალებას. აგრეთვე მან ამ დროს დაადასტურა, რომ აღნიშნული ლიზინგის საგანი იყო კახეთში, კონკრეტულად სად იყო და სად შეიძლება ეპოვათ აღნიშნული საგანი, მას არ დაუსახელებია ლიზინგის საგნის კონკრეტული ადგილმდებარეობა. აღნიშნულის შემდეგ მას კიდევ ერთხელ განემარტა რომ შესაძლებელი იყო მხარეთა შორის მორიგება და მიემართა კრედიტორისთვის. ამის შემდეგ მან გათიშა საერთოდ ტელეფონი, რის გამოც აღარ ჰქონდათ კომუნიკაცია. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელი გამოცხადდა 2018 წლის 18 სექტემბერს მის საცხოვრებელ მისამართზე, ა------, ს------–- ჭ---------ი, ლიზინგის საგნის პოვნის მიზნით. ადგილზე მისვლის დროს სახლში დახვდათ მამა, შესაბამისი ოქმიც არის შედგენილი, რომ აღნიშნულ მისამართზე არ იყო ლიზინგის საგანი. მამას, კ---- ზ------იძეს, სთხოვეს, რომ მიეცა მათთვის თავისი შვილის - ზ------ის ტელეფონის ნომერი, რათა სატელეფონო კომუნიკაციით კიდევ ერთხელ გაერკვიათ თუ სად იყო ლიზინგის საგანი. მან განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდი მას არ ჰყავდა ნანახი ზ------ი. მან არც ტელეფონის ნომერი და არც ლიზინგის საგნის ადგილმდებარეობა იცოდა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. აღნიშნულის შემდეგ ზ------ს კიდევ ერთხელ გაეგზავნა წერილი, რომლითაც აფრთხილებდნენ რომ თუ ლიზინგის საგანი არ იქნებოდა წარმოდგენილი, მას დაეკისრებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ასევე ჩაბარდა მას. ვინაიდან მან არ წარადგინა, კრედიტორის მომართვის საფუძველზე შემდეგ მოხდა აღნიშნული საქმის გადაგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოში, შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამო. როგორც მისთვის ცნობილია, დღეის მდგომარეობითაც, არ იყო დაბრუნებული ლიზიგის საგანი. აღნიშნული ტრაქტორი ძებნა-დაკავებაზეა, თუმცა როგორც ჩანს გადამალულია აღნიშნული ლიზინგის საგანი, სატრანსპორტო საშუალება.
მოწმე კ---- ზ------იძის ჩვენებით დადგენილია, რომ თავისმა შვილმა ტრაქტორი შეიძინა ლიზინგით, 100 000 აქვს გადახდილი. მასთან ერთხელ იყო მისული აღმასრულებელი, რომელმაც შეეკითხა, თუ სად იყო ტრაქტორი და ზ----ა. რაზეც უპასუხა, რომ სამუშაოდ იყო წასული. მან თავისი ნომერი დაუტოვა, რათა ზ----ას გამოჩნის შემთხვევაში, დაერეკა. აღმასრულებელის თაობზე უთხრა ზ----ას, რომელმაც მიუგო, რომ უკვე იყო პოლიციაში. რაც შეეხება ტრაქტორს მას ზ----ა ამუშავებდა, თუმცა არ იცის დღეის მდგომარეობით სად არის.
მოწმე გ---–- გ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ,,ა-–--------------–------ში, არის ლიზინგის სამსახურის უფროსი, მის დაქვემდებარებაში შედის ლიზინგის პროექტის მენეჯერები, რომლებიც ემსახურებიან კლიენტებს და შესაბამისად ახორციელებენ სალიზინგო პროცესებს. ემსახურებიან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აფინანსებენ სალიზინგო პროექტებს ანუ გაცემენ ლიზინგით ნებისმიერი ტიპის მოძრავ და უძრავ ქონებას, ძირითადად მოძრავ ქონებას, მათ შორის აგროტექნიკასაც. ,,ა-–--------------–------ს“ და ზ------ ზ------იძეს შორის 2017 წლის 11 აპრილს დადებული იქნა ხელშეკრულება ლიზინგის საგნის-ტრაქტორის გადაცემის შესახებ. ზ------ ზ------იძის მიერ არჩეული იყო შესაბამისი ტექნიკა, რომელიც თვითონვე მოძებნა, აარჩია და შეიძინა, მათ დაუფინანსეს მისი ღირებულების ნაწილი და გადაცეს საექსპლუატაციოდ ლიზინგის ხელშეკრულების პირობები. პირობები გულისხმობდა 36 თვიან ხელშეკრულებას, ასევე რომ მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სალიზინგო შენატანი, ექსპლუატაციის პროცესში უნდა მოეხდინა ამ ტრაქტორის ექსპლუატაცია ისე, რომ არ შეეცვალა მისი დანიშნულება. მთლიანი ღირებულება საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 000 ლარამდე იყო და ჯამში 160 000 ლარამდე იყო სალიზინგო პროექტის ღირებულება. მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სალიზინგო საზღაური და მოეხდინა მათი როგორც ლიზინგის მესაკუთრეების დაშვება აქტივთან მონიტორინგის პროცესის აღსრულების ნაწილში. გაცეს 2017 წლის გაზაფხულზე. მალევე დაიწყო კომუნიკაციის ნაწილში პრობლემები, ვერ უკავშირდებოდნენ, იყო ვადა გადაცილებები, რომელსაც რაღაცნაირად მაინც აგვარებდნენ და თვითონაც იხდიდა, შეღავათს უწევდნენ. შემდეგ გართულდა სიტუაცია და პრობლემები შეიქმნა. გრაფიკი იყო არასტანდარტული, რადგან აქ მნიშვნელოვანი იყო სეზონურობის გათვალისწინება ეს გრაფიკი მასთან იქნა შეთანხმებული, როდესაც ზ------ ზ------იძის მხრიდან დაიწყო დარღვევები, მათ მოახდინეს პროცედურების გაწერა დეტალურად, პირველი ნაწილი იყო გამუდმებული კომუნიკაცია, კონტაქტი, რომელზეც არ იყო შედეგი. შემდეგ დაიწყეს უკვე წერილების გაგზავნა, სტანდარტული იურიდიული პროცედურები, გაფრთხილების წერილები. ამის შემდეგ იურიდიულ დეპარტამენტში გაგზავნეს აღნიშნული პროექტი. იურიდიული დეპარტამენტიდან მაშინვე არ გაგზავნილა სასამართლო წარმოებაში. ბოლოს სააღსრულებო გამარტივებული წარმოებით მოხდა აქტივის დაბრუნებაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღება. თანამონაწილეობაც დაფარული ჰქონდა და შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში იხდიდა თანხას, თუმცა 2018 წლის თებერვლის შემდეგ აღარ გადაუხდია. ტრაქტორს ჰქონდა GPS, რითაც იგებდნენ სად იყო, ისიც მოხსნა. შემოსავლის წყარო, სოფლის მეურნეობა ჰქონდა, კარტოფილის მოსავალი მოჰყავდა, მრავალმხრივი შემოსავალი ჰქონდა და ეს უნდა ყოფილიყო გადახდის საფუძველი. 14 676 ლარი აქვს გადახდილი, შემოტანილი ,,ა-–--------------–------ში“. კომუნიკაცია იყო, თუმცა მას როდესაც სურდა მაშინ იღებდა ყურმილს. აქტივის ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, არანაირად არ თანხმდებოდა ამ შეთავაზებას, რომ მათ აქტივი ენახათ. გაუჩნდათ ეჭვი, რომ ხელშეკრულების ამ მუხლს მიზანმიმართულად არღვევდა.
ზ------ ზ------იძემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ მასსა და ,,ა-–--------------–------ს“ შორის 2017 წლის 11 აპრილს დადებული იქნა ხელშეკრულება ლიზინგის საგნის-ტრაქტორის გადაცემის შესახებ. შედგა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უნდა დაეფარა ტრაქტორის ღირებულება, თუმცა გარკვეული პირობებიდან გამომდინარე, ვეღარ იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას. გადაწყვიტა გადაემალა ტრაქტორი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ------ ზ------იძემ ჩაიდინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ------ ზ------იძის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ზ------ ზ------იძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ ზ------იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ლიზინგის საგნი დაბრუნდა (მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულ მდგომარეობაში), ლიზინგის გამცემისათვის გარკვეული თანხა გადახდილი აქვს.
ზ------ ზ------იძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, ზ------ ზ------იძის მიმართ სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძვლად 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით არსებული ნასამართლობის გათვალისწინების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
მოცემულ შემთხვევაში, ზ------ ზ------იძე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 60 საათის ვადით. შპს ,,ასპინძის კეთილმოწყობის“ 2015 წლის 12 ივნისის წერილის თანახმად, ზ------ ზ------იძემ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ვადით შეასრულა პირნათლად და ხარისხიანად. 2018 წლის 27 სექტემბერის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად, ზ------ ზ------იძე სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე არ იმყოფება, რადგან 2015 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელების- პირობითი მსჯავრის და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა დაასრულა.
საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამვე კოდექსის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება: პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლოო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს, როდესაც ზ------ ზ------იძემ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონება დამალა, იყო ნასამართლობა გაქარწყლებული (ნასამართლობის არ მქონე);
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს ზ------ ზ------იძის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ზ------ ზ------იძის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ლიზინგის საგნი დაბრუნდა (მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულ მდგომარეობაში), ლიზინგის გამცემისათვის გარკვეული თანხა ზ------ ზ------იძეს გადახდილი აქვს. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას ზ------ ზ------იძის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ზ------ ზ------იძის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ ზ------იძის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ზ------ ზ------იძის სათანადო ქცევას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ზ------ ზ------იძის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ სს ,,ა-–--------------–------სთვის“ მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ცნობილი იყო სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის სს ,,ა-–--------------–------სთვის“ მიყენებული ზიანის თაობაზე, რაც გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ------ ზ------იძის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატის აზრით, ბრალდების მხარის ზ/აღნიშნული გარემოება დაუსაბუთებელია, რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ ზ------იძის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–- მ-------ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი ზ------ ზ------იძის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ზ------ ზ------იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02(ორი) წელი და 06(ექვსი) თვე;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ------ ზ------იძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას მოეხსნას ყადაღა ზ------ ზ------იძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 4000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ზ---------------------------------------------------------------------- საკუთრებაში არსებულ 5800 ლარის ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა-----------------------------------, ს---------------- ( ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1/421-18წ. განჩინება).
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება - ზ------ ზ------იძესა და სს,,ა-–--------------–-------“ შორის გაფორმებული 2017 წლის 11 აპრილის N1---- ლიზინგის ხელშეკრულება და ავტოსატრანსპორტო საშუალება ტრაქტორის ,,New Holland“-ის vin კოდით (სერიული ნომერი Z---------, გამოშვების წელი 2011) სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი