განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№020100118002425437(1/213-2018)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2018 წელი ქ.ზუ------ი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნა-------–ი აკ-----მ
სხდომის მდივანი - მა----მ თო-----ს
ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი- გი----------------ს
ბრალდებული-მა--------------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: მა-------------- მიმართ
მამის სახელი: მუ------
დაბადებული: 02.10.1--- წელს
პირადი ნომერი: 19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ზუ-----------------------------
რეგისტრირებული: ქ. ზუ-----------------------------
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მა-------------მ ჩაიდინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2015 წლის 23 იანვარს, მა-------------მ სს ,,ლი----------------“ გააფორმა გირავნობის ხელშეკრულება, რითაც მიიღო კრედიტი 5500 ლარის ოდენობით, ხოლო სს ,,ლი------------მა“ სესხის უზრუნველსაყოფად ავტომობილი ”Ni-------------“-ის მარკის სახელმწიფო ნომრით BB-----. ხელშეკრულების თანახმად, მა-------------- ჰქონდა ავტომობილის შეზღუდული სარგებლობის უფლება, გასხვისების, ჩუქების თუ გაცვლის უფლების გარეშე (,,ლი------------ის“ თანხმობის გარეშე).
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოიცა გირავნობის მოწმობა N:01----, რითაც აღსრულებას დაექვემდებარა ავტომობილი, თუმცა მა-------------მ აღმასრულებელს არ წარუდგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საგანი. 2017 წლის 13 ოქტომბრის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ მა-------------- დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, ხოლო აღნიშნული დავალიანების გადახდევინების მიზნით სატრანსპორტო საშუალება ”Ni-------------“ სახელმწიფო ნომრით BB----- დაექვემდებარა რეალიზებას. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბრალდებულმა მა-------------მ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად გადამალა აღსრულებას დაქვემდე- ბარებული ავტომობილი, რითაც ხელი შეუშალა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო სს ,,ლი------------ს“ მიაყენა 5056,70 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 08 მაისს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
ბრალდებულ მა-------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინა- აღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე ეჭვის გამომრიცხავი, უდავო და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ბრალდებულ მა-------------- აღიარებით.
საქართველოს შსს რეგიონულ-ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 მაისის №13------ წერილით (ს.ფ 3).
აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის და------------–---–-ს 2017 წლის 02 მაისის მომართვით (ს.ფ 4)
აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის და------------–---–-ს 2016 წლის 08 დეკემბრის წერილით ნივთის გადაცემის შესახებ (ს.ფ 5)
სს ”ლი------------ი”-ს წარმომადგენლის ზუ-----------------ს 2016 წლის 08 დეკემბრის განცხადებით იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებლო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ 6-7)
აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის და------------–---–-ს 2016 წლის 08 დეკემბრის წერილით (ს.ფ 10-11)
აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის და------------–---–-ს 2016 წლის 9 დეკემბრის საფოსტო გზავნილით (ს.ფ 12-13)
აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო აღმასრულებლის და------------–---–-ს 2017 წლის 18 მარტის წერილით (ს.ფ 14-15)
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონული მართვის სამმართველოს სამეგრელოს სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 თებერვლის MI--------------2 წერილით (ს.ფ 30)
სს ”ლი------------ის” 2016 წლის 01 ნოემბრის წერილით (ს.ფ 31)
სს ”ლი------------ის” დირექტორის მოადგილის 2016 წლის 05 დეკემბრის წერილით (ს.ფ 32)
2015 წლის 23 იანვრის მხარეთა შორის გაფორმებული №84---- გირავნობის ხელშეკრულების დანართით (ს.ფ 33)
2015 წლის 23 იანვრის №84---- გირავნობის ხელშეკრულებით (ს.ფ 34-37)
საქართველოს შსს ზუ------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თა-------------ს 2018 წლის 14 თებერვლის მიმართვის წერილით (ს.ფ 38)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (ს.ფ 40-45)
2015 წლის 23 იანვრის №84---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით (ს.ფ 50-54)
სესხის დაფარვის გრაფიკით (ს.ფ 55)
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 23 იანვრის №91---- ცნობით (ს.ფ 63)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად სს ”ლი------------ი”-ს სათავო ოფისიდან ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (ს.ფ 77-79)
2018 წლის 05 აპრილის ოქმით სს ”ლი------------ის” მენეჯერ სო------------------ს მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ 125-129)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით კერძო აღმასრულებელ და------------–---–-ს მიმართ ამოღების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე (ს.ფ 81-84)
2018 წლის 03 აპრილის ოქმით და------------–---–-ს მიმართ ამოღების ჩატარების შესახებ (ს.ფ 108-112)
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკისა და მონაცემთა მართვის სამმართველოს მონაცემთა ადმინისტრირების განყოფილების უფროსის 2018 წლის 05 აპრილის წერილით (ს.ფ 130-131)
დაზარალებულ და------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების ზუ-----------–------------------------------------–-------------------–--ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა, უკანონოდ გადაცემა, გასხვისება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და იწვევს საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, აღნიშნული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ სასამართლო აქტების აღსრულებას.
დანაშაულის საგანია აღწერილი და ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების-სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულებას დაქვემდებარებული ავტომობილის, გადამალვაში.
დანაშაული დამთავრებულად ითვლება ჩამორთმეული ქონების გადამალვის მომენტიდან.
დანაშაულის სუბიექტი არის სპეციალური პირი, ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მესაკუთრე, რომელმაც ნაკისრი ვალდებულების და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად გადამალა თავისი კუთვნილი, აღსრულებას დაქვემდებარებული ავტომობილი.
სუბიექტური მხრივ დანაშაულის ჩამდენი პირი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9-ე მუხლის შესაბამისად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. მა-------------- გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რომ ხელს უშლიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და ზიანი, რომელსაც აყენებდა კრედიტორს, სს ,,ლი------------ს“ და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
დანაშაულის ჩადენის მოტივი არის ანგარებითი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
მა-------------- მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მა-------------მ ჩაიდინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება. ამდენად, ბრალდებულ მა-------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მა-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ მა-------------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ადრე არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშული, რის გამოც გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ მუხლის მესამე ნაწილის თანახმად პირობითი მსჯავრი გამოიყენება თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ მა-------------- მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს., რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მა------------- ადრე არ არის ნასამართლევი, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, მის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებთან.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, 2018 წლის 03 აპრილს სისხლის სამართლის საქმეზე №04---------- კერძო აღმასრულებელ და------------–---–-საგან ამოღებული № A1------- სააღსრულებო საქმის დედანი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს კერძო აღმასრულებელ და------------–---–ს (მის: ქ. თბ--–-------–----–----–----------------).
ნივთიერი მტკიცებულება, ს.ს ”ლი------------ი”-დან ამოღებული ხელშეკრულების დედანი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს ს.ს ”ლი------------ს” (მის: ქ. თბ--–-------–---------------------------).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ მა------------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.მა-------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 11 მაისის 14:14 საათიდან.
3.ნივთიერი მტკიცებულება, კერძო აღმასრულებელ და------------–---–-საგან ამოღებული №A1------- სააღსრულებო საქმის დედანი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს კერძო აღმასრულებელ და------------–---–ს (მის: ქ. თბ--–-------–----–----–----------------).
ნივთიერი მტკიცებულება, ს.ს ”ლი------------ი”-დან ამოღებული ხელშეკრულების დედანი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს ს.ს ”ლი------------ს” (მის: ქ. თბ--–-------–---------------------------).
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუ------ი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე: ნა-------–ი აკ-----