განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002608404
N1/250-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
21 სექტემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ------------–---–ი
მამის სახელი: უ------
დაბადებული: 2----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ლ--–-------ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ლ--–-------ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი - დაყადაღებული ქონების გასხვისება იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. კ-------------------–-----------ოს აღმასრულებელი ს-------- ს------ის 2017 წლის 06 სექტემბრის N1----- აქტის შესაბამისად აღწერა-დაყადაღებული იქნა და შესანახად ჩაბარდა მ------------–---–ს მისი კუთვნილი „ნისანის“ მარკის , სახელმწიფო ნომერი N--------, ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მ------------–---–ი გაფრთხილებული იქნა აღწერილი და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, 2018 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში მ------------–---–მა თელავის რაიონის სოფელ ლ--–-------ში თავის საცხოვრებელ სახლში დაშალა ნაწილებად და ეტაპობრივად მოახდინა დაყადაღებული ქონების - ავტომანქანის გასხვისება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ს-------- ს------ის, გ------------–---–ის, კ--------------–---–ის, ს-------- ხ-------–---–ის, ა-–-------------------–---–ის და თ-----------–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------------–---–მა ჩაიდინა დაყადაღებული ქონების გასხვისება იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4. სასამართლოს ბრალდებულ მ------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
5. მ------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ------------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
8. მ------------–---–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მაქსიმალური სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე. ბრალდებულმა შესავალ და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ჰყავს ოთხი შვილი. აქედან, უმცროსი ერთი წლისა და ექვსი თვისაა. იმ პერიოდში მისი მეუღლე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას. მას მოუხსნეს ყოფელგვარი დახმარება და შვილების რჩენის მიზნით, იძულებული გახდა, გაესხვისებინა დაყადაღებული ქონება. გამოძიების პროცესში, ბრალდების მხარე არ დაინტერესებულა გაერკვია მ------------–---–ის ოჯახური მდგომარეობა - არ გამოუთხოვია შვილების დაბადების მოწმობის ასლები, ასევე არ გაურკვევია რა შემოსავალი ჰქონდა მ------------–---–ს და მართლა იმყოფებოდა თუ არა, მისი მეუღლე თავისუფლების აღკვეთის ადგილას. ის გარემოება, რომ მას მხოლოდ ავტომანქანა ჰყავდა და ეს იყო მისი მთელი ქონება დასტურდება ნივთის აღწერისა და დაყადაღების N1----- აქტით (ს.ფ.12-13). იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს მართლა არ გააჩნდა შემოსავლის სხვა წყარო და კმაყოფაზე ჰყავდა შვილები, ასეთი გარემოებების დადგენა სავალდებულო იყო გამოძიებისათვის, ვინაიდან, შესაძლოა საქმე გვქონდეს უკიდურეს აუცილებლობასთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოძიება ვალდებული იყო მოეპოვებინა აღნიშნული ინფორმაცია, დაედგინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და შემდგომ ემსჯელა პირის ბრალეულობაზე.
9. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პირის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო განრიდება, ვინაიდან, ბრალდებულს ყავს ოთხი შვილი, აქვს მძიმე სოციალური მდგომარეობა, საქმეში არ არსებობს დაზარალებული, ანუ პირის რომელსაც შესაძლოა ბრალდებულის მიმართ პრეტენზია ქონდეს - დაზარალებულად არავინ არ არის ცნობილი. სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგს, რომ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახეებიდან სასამართლო შეზღუდულია, რომ გამოიყენს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხის მეოთხე ნაწილისა. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენება, იქნება ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას და მისი განმარტებით ჰყავს ოთხი შვილი. დარჩა ერთი სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც ამ შემთხვევაში მ------------–---–ისთვის მძიმე იქნება, ვინაიდან, ქმედება, რომელშიც მას მსჯავრი დაედო გამოწვეულია უკიდურესი გაჭირვებით და სასამართლო დანიშნავს, ჯარიმის მინიმალურ ოდენობას - 500 ლარს.
10. სასამართლოს მიაჩნია, რომ შემდგომი სამართალწარმოების შემთხვევაში, ბრალდების მხარე ვალდებულია, ის ინფორმაცია, რაც განმარტა ბრალდებულმა, გამოითხოვის და წარუდგინოს ზემდგომ სასამართლოს, ვინაიდან, აღნიშნული გარემოებები შეამსუბუქებს ბრალდებულის მდგომარეობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
11. მ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.
12. მ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
13. ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანის მაგნიტოფონი, დალუქული ერთ ფუთად; ავტომანქანის წინა და უკანა სანომრე ნიშნები N--------, დალუქული ერთ ფუთად; ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, დალუქული ერთ ფუთად, ავტომანქანის რუხი ფერის ხუთი სავარძელი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
14. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
15. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური