განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
120100118002713463
დავის ტიპი
377 2
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2713463-1/421-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

12 ივლისი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი -თამარ ტეფნაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--–-----------;

დაცვის მხარე: ბრალდებული – ზ------------------ - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------- მის: ა------- რაიონი სოფ.ჭ----------.

ადვოკატი - ვ-----------–-------–---–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377 მუხლის მე-2 ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 11 აპრილს ს------–--------------–-------“-ს და ზ------------------ს შორის სამი წლის ვადით გაფორმებული იქნა ლიზინგის M------ ხელშეკრულება საერთო თანხაზე 157653 ლარზე და 19 თეთრზე, რის საფუძველზეც ლიზინგის საგანი „N----------” მარკის ბორბლებიანი ტრაქტორი, გამოშვებული 2011 წელს, სერიული ნომრით: Z---------, ლიზინგის საგნის ღირებულების სრულად გადახდის შემთხვევაში გადაეცემოდა ზ------------------ს საკუთრებაში. 2017 წლის 20 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების M------ აქტით მითითებული ბორბლიანი ტრაქტორი ჩაბარდა ზ------------------ს. იმის გამო, რომ ზ------------------ არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას- არ იხდიდა ხელშეკრულების გრაფიკით დადგენილ ვადაში შესაბამის თანხას, ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ა------- მუნიციპალიტეტში 2018 წლის 13 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ, ამავე მოსამართლის 2018 წლის 13 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნებაზე. 2018 წლის 31 ივლისს და 2018 წლის 12 სექტემბერს კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–-- მიერ ზ------------------ს გაეგზავნა M------------------ და M------------------ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც ზ------------------ს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 06 აგვისტოს და 14 სექტემბერს საფოსტო გზავნილით, მაგრამ ზ------------------მ დამალა ჩამორთმევას დაქვემდებარებული მითითებული ტრაქტორი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზ------------------მ ჩაიდინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:

 

2017 წლის 11 აპრილის ლიზინგის N----- ხელშეკრულების თანახმად ს-----–---------------–--------“ და ზ------------------ს შორის 2017 წლის 11 აპრილს გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება №------ რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა ს------–---------------–------მა’’ ლიზინგის მიმღებს ზ------------------ს ლიზინგით გადასცა ლიზინგის საგანი, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი ,,------------ ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო/ვინ კოდი (სერიული ნომერი) – Z--------, გამოშვების წელი 2011, ლიზინგის საგნის მთლიანი ფასი განისაზღვრა 32762.50 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის პერიოდულობა მითითებულ იქნა ლიზინგის ხელშეკრულების დანართ NII-ში გაწერილი გრაფიკით; აღნიშნული გრაფიკის საფუძველზე ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის გამცემისათვის გადაეხადა თანხა ყოველთვიურად აშშ დოლარი (გადასახდელი ეროვნული ბანკის კურსით გადახდის თარიღში ლარში) 36 თვის განმავლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის მთლიანი ფასის გადახდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის სრული დაცვით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს ა------- მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 13 ივლისის ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებით ს------–---------------–---------ს განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა. ს------–---------------–------”-ს დაუბრუნდა ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი, N----------, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 9----.06 ლარი. აღნიშნულზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

 

2018 წლის 31 ივლისის სს. ,,--–---------------–--------- წარმომადგელმა ე-–--------------------- განცხადებთ მიმართა კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–- და იძულებით აღსასრულებლად წარუდგინა სააღსრულებო ფურცელი.

 

2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელი ვ--–------------–---–-- წარმოებაშია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #18----------------18 (სააღსრულებო წარმოება #A--------), რომლის შესაბამისად: ს------–---------------–------“-ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 9----,06 ლარი.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად გეძლევათ წინადადება ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ წარმოადგინოთ ზემოაღნიშნული მოძრავი ქონება კერძო აღმსრულებელთან მისამართზე: ქალაქი თ---–-------–---------------------------------------------------, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება განხორციელდება იძულებითი წესით. ამ წინადადების მიღებისთანავე, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გვაცნობეთ თქვენი პოზიციის შესახებ. იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ გეცნობებათ მათი მიმდინარეოობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდიდან: ------------- (ვებ-გვერდზე განთავსებულია სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი. რეესტრში შესვლის შემდეგ, სააღსრულებო წარმოების სანახავად უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი ნომერი და გადახდის იდენტიფიკატორი 1----------.

აქვე განგიმარტავთ, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,მოვალე, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით“, ხოლო მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, ამავე კანონის 87-ე მუხლის თანახმად: ,,თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გაფრთხილებთ, რომ თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისათვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი ქმედებისათვის დაგეკისროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772 ან/და 381-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ჩაბარდა ზ------------------ს პირადად.

 

2018 წლის 31 ივლისს კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–-- მიმართა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს და ითხოვა 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #18----------------18წ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაეცათ ძებნა-დაკავებაზე ს------–--------------–--------ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპოტო საშუალება - ტრაქტორი, N----------.

 

2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–-- წარმოებაშია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #18----------------18 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება A--------), რომლის შესაბამისად: ს------–--------------–--------ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპოტო საშუალება - ტრაქტორი, N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 9----,06 ლარი.

ვინაიდან თქვენს მიერ დღემდე არ შესრულებულა სასამართლო გადაწყვეტილება, გაფრთხილებთ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,მოვალე, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით“, ხოლო მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, ამავე კანონის 87-ე მუხლის თანახმად: ,,თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ან/და დაუყოვნებლივ წარმოადგინოთ ლიზინგის საგანი ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი, N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011.

გაფრთხილებთ, რომ თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროფესიისათვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი ქმედებისათვის დაგეკისროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772 ან/და 381-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ჩაბარდა ზ------------------ს პირადად.

 

კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–-- 2018 წლის 20 სექტემბრის N A---------0------ მიმართვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დადგენილია, რომ #A-------- სააღსრულებო საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 13.07.2018 წ გაცემული 18----------------18 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად,,, ს------–---------------–------“ - დაუბრუნდეს ლიზინგი საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება -ტრაქტორი N----------, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 93696.06, ზ------------------ს საცხოვრებელ სახლში მისამართია - ა------ სოფელი ჭ----------.“

 

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ზ------------------ს (პ/ნ 0----------) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად ჩაბარდა #A---------0------ წერილი გაფრთხილება) ზ/აღნიშნული ლიზინგის საგნის დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით წარმოდგენის შესახებ. ამავე წერილით მოვალე ზ------------------ (პ/ნ 0----------) გაფრთხილებული იქნა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

 

2018 წლის 14 სექტემბერს კვლავ ჩაბარდა #A---------0------ გაფრთხილება მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების შესახებ. ხოლო 2018 წლის 18 სექტემბერს ოვალის ზ------------------ს საცხოვრებელ სახლში არ არის ლიზინგის საგანი ტრაქტორი N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი Z--------, გამოშვების წელი 2011, რის გამოც ვერ ხდება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაიწყოს გამოძიება მოვალის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772,, 381 ან/და სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.

 

ადგილზე გამოცხადების ოქმით დადგენილია, რომ ვ--–------------–---–- გამოცხადებული იყო ზ------------------ს სახლში ა------ში სოფ.ჭ----------, სადაც დახვდა ზ------------------ს მამა, ვიზუალური დათვალიერებით ლიზინგის საგანი სახლში( ეზოში) არ აღმოჩნდა, მოვალის მამამ განმარტა, რომ არ იცოდა სად იყო ზ------------------ და არც ის იცოდა სად იყო ტრაქტორი.

 

მოწმე ვ--–------------–---–- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ივლისს მიმართა კრედიტორმა ,,--–---------------–---------მა და შემიტანა ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ზ------------------ს უნდა წარმოედგინა ლიზინგის საქმე, ამ მომენტში, რის შემდეგაც ჩვენს შორის კრედიტორთან აფორმებს ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც დაიწყეს წარმოება. კრედიტორთან ზეპირი საუბრის შემთხვევაში დროს მან განაცხადა, რომ ზ------------------ს არ სურდა, რომ წარმოედგინა აღნიშნული ლიზინგის საგანი, რის შემდეგაც მათ დაიწყეს შესაბამისი სააღსრულებო წარმოება და ბატონ ზ------------------ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა და ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც მას ჩაბარდა, რის შემდეგაც თვითონ ბატონი ზ------- მივიდა მასთან ოფისში და საქმის ირგვლივ აინტერესებდა თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მას რა თქმა უნდა განემარტა თავიდან ბოლომდე თუ რა სახის საქმე იყო და რა შედეგები შეიძლებოდა დამდგარიყო და მას განემარტა ასევე, რომ შესაძლებელი იყო კრედიტორთან მოლაპარაკების შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრება, სააღსრულებო წარმოება იცნობს მხარეთა შორის მორიგების საშუალებას. აგრეთვე მან ამ დროს დაადასტურა, რომ აღნიშნული ლიზინგის საგანი იყო კ-----–-- თუმცა ახლა კ------ საკმაოდ დიდია ტერიტორიულად და კითხვაზე თუ კონკრეტულად სად იყო და სად შეიძლება ეპოვათ ეს აღნიშნული საგანი, მას არ სურდა კონკრეტულად მიეთითებინა ლიზინგის საგნის ადგილმდებარეობა, აღნიშნულის შემდეგ მას კიდევ ერთხელ განემარტა რომ შესაძლებელი იყო მხარეთა შორის მორიგება და მიემართა კრედიტორისთვის. ამის შემდეგ მან გათიშა საერთოდ ტელეფონი, მეორე მესამე დღეს უკვე როდესაც ურეკავდნენ გათიშა ტელეფონი და აღარ ქონდათ კომუნიკაცია.

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელი გამოცხადდა 2018 წლის 18 სექტემბერს მის საცხოვრებელ მისამართზე ეს არის ა------ სოფელი ჭ----------. ვინაიდან შესაძლებელი და ერთადერთი გამოსავალი ამ ლიზინგის საგნის პოვნის იყო ადგილზე, მის საცხოვრებელ ადგილზე ყოფილიყო აღნიშნული საგანი. ადგილზე მისვლის დროს სახლში დახვდათ მამა, შესაბამისი ოქმიც არის შედგენილი, რომ აღნიშნულ მისამართზე არ იყო ლიზინგის საგანი, შესაბამისად მამას თხოვეს ბატონ კ-----, რომ მიეცა მათთვის ბატონი ზ-------ს ტელეფონის ნომერი, რომ სატელეფონო კომუნიკაციით კიდევ ერთხელ გაერკვიათ თუ სად იყო ეს აღნიშნული ლიზინგის საგანი, თუმცა მან განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდში მას არ ჰყავდა ნანახი და არც იცოდა არც ტელეფონის ნომერი და არც ლიზინგის საგნის ადგილმდებარეობა არ იცოდა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.

აღნიშნულის შემდეგ ზ------- კიდევ ერთხელ გაეგზავნა წერილი, რომლითაც აფრთხილებდნენ რომ თუ ლიზინგის საგანი არ იქნებოდა წარმოდგენილი, მას დაეკისრებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ასევე ჩაბარდა მას და ვინაიდან მან არ წარმოადგინა კრედიტორის მომართვის საფუძველზე შემდეგ მოხდა აღნიშნული საქმის გადმოგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამო.

 

დღეის მდგომარეობითაც როგორც მისთვის ცნობილია არ არის დაბრუნებული ლიზიგის საგანი. აღნიშნული ტრაქტორი ძებნა-დაკავებაზეა, თუმცა როგორც ჩანს გადამალულია აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ლიზინგის საგანი.

 

მოწმე კ----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა შვილმა ტრაქტორი შეიძინა ლიზინგით 100 000 აქვს გადახდილი. მასთან ერთხელ იყო მისული აღმასრულებელი ეკითხებოდა თუ სად იყო ტრაქტორი და ზ------ რაზეც უპასუხა რომ სამუშაოდ იყო წასული ხოდა ნომერი დაუტოვა, რომ ზ----- როცა გამოჩნდებოდა დაერეკა. აღმასრულებელზე უთხრა ზ-----ს, რომელმაც მიუგო რომ უკვე იყო პოლიციაში. რაც შეეხება ტრაქტორს მას ზ----- ამუშავებდა თუმცა არ იცის დღეის მდგომარეობით სად არის.

 

მოწმე გ---–--------ს ჩვენებით დადგენილი, რომ მუშაობს ,,ა-–--------------–--------ში, არის ლიზინგის სამსახურის უფროსი, მის დაქვემდებარებაში შედის ლიზინგის პროექტის მენეჯერები, რომლებიც ემსახურებიან კლიენტებს და შესაბამისად ახორციელებენ სალიზინგო პროცესებს. ემსახურებიან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აფინანსებენ სალიზინგო პროექტებს ანუ გაცემენ ლიზინგით ნებისმიერი ტიპის მოძრავ და უძრავ ქონებას, ძირითადად მოძრავ ქონებას, მათ შორის აგროტექნიკასაც.

,,--–--------------–-------- და ზ------------------ს შორის 2017 წლის 11 აპრილს დადებული იქნა ხელშეკრულება ლიზინგის საგნის-ტრაქტორის გადაცემის შესახებ. ზ------------------ს მიერ არჩეული იყო შესაბამისი ტექნიკა, რომელიც თვითონვე მოძებნა, აარჩია და შეიძინა, მათ დაუფინანსეს ამის ღირებულების ნაწილი და გადაცეს საექსპლუატაციოდ ლიზინგის ხელშეკრულების პირობები, პირობები გულისხმობდა 36 თვიან ხელშეკრულებას. პირობები გულისხმობდა იმას, რომ მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სალიზინგო შენატანი, ასევე ექსპლუატაციის პროცესში უნდა მოეხდინა ამ ტრაქტორის ექსპლუატაცია ისე, რომ არ შეეცვალა მისი დანიშნულება. მთლიანი ღირებულება საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 000 ლარამდე იყო და ჯამში 160 000 ლარამდე იყო სალიზინგო პროექტის ღირებულება. მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სალიზინგო საზღაური და მოეხდინა მათი როგორც ლიზინგის მესაკუთრეების დაშვება აქტივთან მონიტორინგის პროცესის აღსრულების ნაწილში. ეს გაცეს 2017 წლის გაზაფხულზე და მალევე დაიწყო უკვე პრობლემა, პრობლემა დაიწყო კომუნიკაციის ნაწილში, ვერ უკავშირდებოდნენ ხოლმე, იყო ვადაგადაცილებები, რომელსაც რაღაცნაირად მაინც აგვარებდნენ ხოლმე და თვითონაც იხდიდა, შეღავათს უწევდნენ, შემდეგ გართულდა სიტუაცია და პრობლემები შეიქმნა. გრაფიკი იყო არასტანდარტული, ეს გრაფიკი მასთან იქნა შეთანხმებული, რადგან ეს არ იყო სტანდარტული გრაფიკი, რომელიც აქვთ ხოლმე მაგალითად ავტომანქანის ლიზინგისას, რადგან აქ მნიშვნელოვანი იყო სეზონურობის გათვალისწინება.

 

როდესაც დაიწყო დარღვევები ზ------------------ს მხრიდან მათ მოახდინეს პროცედურების გაწერა დეტალურად, პირველი ნაწილი იყო გამუდმებული კომუნიკაცია, კონტაქტი, რომელზეც არ იყო შედეგი, შემდეგ იწყება უკვე წერილების გაგზავნა, სტანდარტულად იურიდიული პროცედურებია გაფრთხილების წერილები, ამის შემდეგ იწყება იურიდიულ დეპარტამენტში ამ პროექტის გაგზავნა, იურიდიული დეპარტამენტიდან რა თქმა უნდა მაშინვე არ მიდის ხოლმე სასამართლო წარმოებაში, ბოლოს სააღსრულებო გამარტივებული წარმოებით მოხდა აქტივის დაბრუნებაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღება.

 

თანამონაწილეობაც დაფარული ჰქონდა და შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში იხდიდა თანხას, თუმცა 2018 წლის თებერვლის შემდეგ აღარ გადაუხდია ტრაქტორს ჰქონდა GPS, რითაც იგებდნენ სად იყო, ესეც მოხსნა. შემოსავლის წყარო, სოფლის მეურნეობა ჰქონდა, კარტოფილის მოსავალი მოჰყავდა, მრავალმხრივი შემოსავალი ჰქონდა და ეს უნდა ყოფილიყო გადახდების საფუძველი. 14 676 ლარი აქვს გადახდილი, შემოტანილი ,,ა-–--------------–--------ში.

 

კომუნიკაცია იყო, თუმცა მას როდესაც სურდა მაშინ იღებდა ყურმილს, აქტივის ნახვის შესაძლებლობა არ ქონდათ, არანაირად არ მოდიოდა ამ შეთანხმებაზე, რომ ჩვენ აქტივი ენახათ. გაუჩნდათ ეჭვი, რომ ხელშეკრულების ამ მუხლს მიზანმიმართულად არღვევდა.

 

ბრალდებულმა ზ------------------მ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა რომ მასსა და ,,--–--------------–-------- შორის 2017 წლის 11 აპრილს დადებული იქნა ხელშეკრულება ლიზინგის საგნის-ტრაქტორის გადაცემის შესახებ. შედგა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უნდა ტრაქტორის ღირებულება, თუმცა გარკვეული პირობებიდან გამომდინარე ვეღარ იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას და გადაწყვიტა გადაემალა ტრაქტორი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზ-----ბ ზ--------- მიერ ჩადენილი ქმედება - ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

2017 წლის 11 აპრილის ლიზინგის N----- ხელშეკრულების თანახმად ს-----–---------------–--------“ და ზ------------------ს შორის 2017 წლის 11 აპრილს გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება №------ რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა ს------–---------------–------მა’’ ლიზინგის მიმღებს ზ------------------ს ლიზინგით გადასცა ლიზინგის საგანი, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი ,,------------ ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო/ვინ კოდი (სერიული ნომერი) – Z--------, გამოშვების წელი 2011, ლიზინგის საგნის მთლიანი ფასი განისაზღვრა 32762.50 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის პერიოდულობა მითითებულ იქნა ლიზინგის ხელშეკრულების დანართ NII-ში გაწერილი გრაფიკით; აღნიშნული გრაფიკის საფუძველზე ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის გამცემისათვის გადაეხადა თანხა ყოველთვიურად აშშ დოლარი (გადასახდელი ეროვნული ბანკის კურსით გადახდის თარიღში ლარში) 36 თვის განმავლობაში. ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის მთლიანი ფასის გადახდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის სრული დაცვით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს ა------- მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 13 ივლისის ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანებით ს------–---------------–---------ს განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა. ს------–---------------–------”-ს დაუბრუნდა ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი, N----------, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 9----.06 ლარი. აღნიშნულზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

 

დადგენილია, რომ ზ------------------მ დაარღვია ზემოაღნიშნული ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, ლიზინგის გამცემს უნდა დაბრუნებოდა ლიზინგის საგანი.

 

2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელი ვ--–------------–---–-- წარმოებაშია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #18----------------18 (სააღსრულებო წარმოება #A--------), რომლის შესაბამისად:

ს------–---------------–------“-ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 9----,06 ლარი.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად გეძლევათ წინადადება ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ წარმოადგინოთ ზემოაღნიშნული მოძრავი ქონება კერძო აღმსრულებელთან მისამართზე: ქალაქი თ---–-------–---------------------------------------------------, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება განხორციელდება იძულებითი წესით. ამ წინადადების მიღებისთანავე, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გვაცნობეთ თქვენი პოზიციის შესახებ. იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ გეცნობებათ მათი მიმდინარეოობის დროის, ადგილისა და მდგომარეობის შესახებ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდიდან: ------------- (ვებ-გვერდზე განთავსებულია სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრი. რეესტრში შესვლის შემდეგ, სააღსრულებო წარმოების სანახავად უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი ნომერი და გადახდის იდენტიფიკატორი 1----------.

აქვე განგიმარტავთ, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,მოვალე, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით“, ხოლო მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, ამავე კანონის 87-ე მუხლის თანახმად: ,,თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გაფრთხილებთ, რომ თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროცესისათვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი ქმედებისათვის დაგეკისროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772 ან/და 381-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ჩაბარდა ზ------------------ს პირადად.

 

2018 წლის 31 ივლისს კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–-- მიმართა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს და ითხოვა 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #18----------------18წ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაეცათ ძებნა-დაკავებაზე ს------–--------------–--------ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპოტო საშუალება - ტრაქტორი, N----------.

 

2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–-- წარმოებაშია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 ივლისს გაცემული #18----------------18 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება A--------), რომლის შესაბამისად: ს------–--------------–--------ს დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპოტო საშუალება - ტრაქტორი, N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 9----,06 ლარი.

ვინაიდან თქვენს მიერ დღემდე არ შესრულებულა სასამართლო გადაწყვეტილება, გაფრთხილებთ, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,მოვალე, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით“, ხოლო მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, ამავე კანონის 87-ე მუხლის თანახმად: ,,თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ან/და დაუყოვნებლივ წარმოადგინოთ ლიზინგის საგანი ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტრაქტორი, N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011.

გაფრთხილებთ, რომ თქვენი მხრიდან აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, თავის არიდება ან აღსრულების პროფესიისათვის რაიმე სახის ხელშეშლის მცდელობა ვერ შეაფერხებს იძულებით აღსრულებას და შესაძლებელია მსგავსი ქმედებისათვის დაგეკისროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772 ან/და 381-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ჩაბარდა ზ------------------ს პირადად .

 

კერძო აღმასრულებელ ვ--–------------–---–-- 2018 წლის 20 სექტემბრის N A---------0------ მიმართვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დადგენილია, რომ #A-------- სააღსრულებო საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 13.07.2018 წ გაცემული 18----------------18 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად,,, ს------–---------------–------“ - დაუბრუნდეს ლიზინგი საგანი - ზ------------------ს მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება -ტრაქტორი N----------, VIN კოდი (სერიული ნომერი) Z--------, გამოშვების წელი 2011, საბაზრო ღირებულება 93696.06, ზ------------------ს საცხოვრებელ სახლში მისამართია - ა------ სოფელი ჭ----------.“

 

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ზ------------------ს (პ/ნ 0----------) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად ჩაბარდა #A---------0------ წერილი გაფრთხილება) ზ/აღნიშნული ლიზინგის საგნის დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით წარმოდგენის შესახებ. ამავე წერილით მოვალე ზ------------------ (პ/ნ 0----------) გაფრთხილებული იქნა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

 

2018 წლის 14 სექტემბერს კვლავ ჩაბარდა #A---------0------ გაფრთხილება მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების შესახებ. ხოლო 2018 წლის 18 სექტემბერს ოვალის ზ------------------ს საცხოვრებელ სახლში არ არის ლიზინგის საგანი ტრაქტორი N----------. VIN კოდი (სერიული ნომერი Z--------, გამოშვების წელი 2011, რის გამოც ვერ ხდება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაიწყოს გამოძიება მოვალის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე, 3772,, 381 ან/და სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.

 

ადგილზე გამოცხადების ოქმით დადგენილია, რომ ვ--–------------–---–- გამოცხადებული იყო ზ------------------ს სახლში ა------ში სოფ.ჭ----------, სადაც დახვდა ზ------------------ს მამა, ვიზუალური დათვალიერებით ლიზინგის საგანი სახლში( ეზოში) არ აღმოჩნდა, მოვალის მამამ განმარტა რომ არ იცოდა სად იყო ზ------------------ და არც ის იცოდა სად იყო ტრაქტორი.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ ბრალდებულ ზ------------------ს პირადად ჩაბარდა სააღსრულებო ბიუროს წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, შეტყობინება ჩაბარდა მას პირადად თუმცა ვადის გასვლის შემდგომაც არ მომხდარა ლიზინგის საგნის დაბრუნება. შეტყობინებაში მითითებულია რომ აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან თავის არიდების შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

მოწმე ვ--–------------–---–- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 ივლისს მიმართა კრედიტორმა ,,--–---------------–---------მა და შეიტანა ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ზ------------------ს უნდა წარმოედგინა ლიზინგის საგანი, რის საფუძველზეც დაიწყეს წარმოება. კრედიტორთან ზეპირი საუბრის შემთხვევაში დროს მან განაცხადა, რომ ზ------------------ს არ სურდა, რომ წარმოედგინა აღნიშნული ლიზინგის საგანი, რის შემდეგაც მათ დაიწყეს შესაბამისი სააღსრულებო წარმოება და ბატონ ზ------------------ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა და ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც მას ჩაბარდა, ზ------------------მ დაადასტურა რომ ლიზინგის საგანი იყო კ-----–-- თუმცა კითხვაზე თუ კონკრეტულად სად იყო და სად შეიძლება ეპოვათ ეს აღნიშნული საგანი, მას არ სურდა კონკრეტულად მიეთითებინა ლიზინგის საგნის ადგილმდებარეობა, აღნიშნულის შემდეგ მას კიდევ ერთხელ განემარტა რომ შესაძლებელი იყო მხარეთა შორის მორიგება და მიემართა კრედიტორისთვის. ამის შემდეგ მან გათიშა საერთოდ ტელეფონი, მეორე მესამე დღეს უკვე როდესაც ურეკავდნენ გათიშა ტელეფონი და აღარ ქონდათ კომუნიკაცია.

სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელი გამოცხადდა მის საცხოვრებელ მისამართზე ეს არის ა------ სოფელი ჭ----------. მაგრამ ადგილზე არ დახვდათ არც ზ------------------ და არც ლიზინგის საგანი.

 

მოწმე გ---–--------ს ჩვენებით დადგენილი, რომ მუშაობს ,,ა-–--------------–--------ში, არის ლიზინგის სამსახურის უფროსი, ,,--–--------------–-------- და ზ------------------ს შორის 2017 წლის 11 აპრილს დადებული იქნა ხელშეკრულება ლიზინგის საგნის-ტრაქტორის გადაცემის შესახებ. ზ------------------ს მიერ არჩეული იყო შესაბამისი ტექნიკა, რომელიც თვითონვე მოძებნა, აარჩია და შეიძინა, მათ დაუფინანსეს ამის ღირებულების ნაწილი და გადაცეს საექსპლუატაციოდ ლიზინგის ხელშეკრულების პირობები, პირობები გულისხმობდა 36 თვიან ხელშეკრულებას. პირობები გულისხმობდა იმას, რომ მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სალიზინგო შენატანი, ასევე ექსპლუატაციის პროცესში უნდა მოეხდინა ამ ტრაქტორის ექსპლუატაცია ისე, რომ არ შეეცვალა მისი დანიშნულება. მთლიანი ღირებულება საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 000 ლარამდე იყო და ჯამში 160 000 ლარამდე იყო სალიზინგო პროექტის ღირებულება. მას ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სალიზინგო საზღაური და მოეხდინა მათი როგორც ლიზინგის მესაკუთრეების დაშვება აქტივთან მონიტორინგის პროცესის აღსრულების ნაწილში. 2017 წლის გაზაფხულზე და მალევე დაიწყო უკვე პრობლემა, პრობლემა დაიწყო კომუნიკაციის ნაწილში, ვერ უკავშირდებოდნენ ხოლმე, იყო ვადაგადაცილებები, 2018 წლის თებერვლის შემდეგ აღარ გადაუხდია, ტრაქტორს ჰქონდა GPS, რითაც იგებდნენ სად იყო ტერიტორიულად და ესეც მოხსნა. კომუნიკაცია იყო, თუმცა მას როდესაც სურდა მაშინ იღებდა ყურმილს, აქტივის ნახვის შესაძლებლობა არ ქონდათ, არანაირად არ მოდიოდა ამ შეთანხმებაზე, რომ აქტივი ენახათ. გაუჩნდათ ეჭვი, რომ ხელშეკრულების ამ მუხლს მიზანმიმართულად არღვევდა.

 

ბრალდებულმა ზ------------------მ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა რომ მასსა და ,,--–--------------–-------- შორის 2017 წლის 11 აპრილს დადებული იქნა ხელშეკრულება ლიზინგის საგნის-ტრაქტორის გადაცემის შესახებ. შედგა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უნდა ტრაქტორის ღირებულება, თუმცა გარკვეული პირობებიდან გამომდინარე ვეღარ იხდიდა გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას და გადაწყვიტა გადაემალა ტრაქტორი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------------------ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ზ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღარება, ლიზინგის საგნის დაბრუნება საქმის სასამართლოში განხილვის დროს(მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა) ლიზინგის გამცემისათვის გარკვეული თანხა გადახდილი აქვს. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეცვლება პირობითი მსჯავრით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზ------------------( პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით , რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და 6(ექვსი) თვე.

 

2. ზ------------------ს (პ/ნ 0----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს ყადაღისაგან გათავისუფლდეს ზ------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 4 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ზ------------( პ/ნ 0----------) და ვ----------------( პ/ნ 0----------). საკუთრებაში არსებულ 5800 ლარის ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა------- რაიონი სოფ.ჭ----------, ს.კ.6-----------. ( ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N1/421-18წ განჩინება)

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება

ზ------------------სა და ს-----–--------------–-------“ შორის გაფორმებული 2017 წლის 11 აპრილის N----- ლიზინგის ხელშეკრულება. და ავტოსატრანსპორტო საშუალება ტრაქტორის n-----------ის vin კოდით ( სერიული ნომერი Z---------, გამოშვების წელი2011) სარეგისტრაციო მოწმობის ასლი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია