განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
020100118002538646
ინსტანცია
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002538646

საქმე №1/ბ-504-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე

 

პროკურორ - მ--- ჯ-----ს,გამართლებულ - მ------ ხ------–---ს,ადვოკატ - რ----- კ------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ა---–-- ძე ხ------–---ს მიმართ, დაბადებული 197- წლის 02 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, რ---------–-- ქუჩა №1--.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

მ------ ხ------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქალაქ ზუგდიდში, შ----- რ---------–-- ქუჩა N1-- მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა თ----- ბ---–--ს საკუთრებას. 2012 წლის 30 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხსენებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა მ------ ხ------–---ს სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მან ეს უძრავი ქონება შეიძინა 180 000 აშშ დოლარად.

 

2014 წლიდან მ------ ხ------–---ს და თ----- ბ---–--ს შორის წარმოიშვა დავა აღნიშნული უძრავი ქონების კუთვნილებაზე და ნასყიდობის ფასის გადახდაზე. დავის გადასაწყვეტად თ----- ბ---–--მ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით და ითხოვა მოპასუხისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის გადაუხდელი თანხის 132500 აშშ დოლარის დაკისრება. 2015 წლის 17 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და მ------ ხ------–---ს თ----- ბ---–--ს სასარგებლოდ დააკისრა 132500 აშშ დოლარის გადახდა და ასევე დააკისრა წინასწარ გაღებული საპროცესო ხარჯების 3000 ლარის გადახდა. აღნიშნული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ------ ხ------–---მ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. თავად კი არ დაელოდა ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას და მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ზუგდიდში, რ---------–-- ქუჩა N1---ში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის თავის არიდების მიზნით, რათა არ მომხდარიყო ამ ქონების როგორც მოვალის საკუთრების აღსასრულებლად მიქცევა, 2016 წლის 10 მ-----ს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მეუღლეს ნ--- ა-------ს და შვილებს მ------ და მ------- ხ------–--ებს. 2016 წლის 24 მ-----ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ------ ხ------–---ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამდენად მ------ ხ------–---ს უწევდა თანხის გადახდა, ამასთანავე არსებობდა საფრთხე, რომ მ------ ხ------–---ს ოჯახის წევრებზე ქონების გადაფორმებით ვერ იქნებოდა მიღწეული მიზანი - გადაემალათ ეს ქონება და ამით თავი აერიდებინათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რადგან შესაძლო იყო მხარეს დაეყენებინა საკითხი, რომ ჩუქება იყო თვალთმაქცური გარიგება და მიზნათ ისახავდა ქონების გადამალვას. აღნიშნულის გამო მ------ ხ------–---ს ორგანიზებით 2016 წლის 28 მ-----ს სადაო ქონება გასხვისდა მ----- ბ----–---–ზე. ქონების გასხვისება განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც მ----- ბ----–---–მა ქონება შეიძინა 50 000 აშშ დოლარად. მ------ ხ------–---მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმცა 2016 წლის 6 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილებით მ------ ხ------–---ს საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 0--------- წელს გაცემული N--------- სააღსულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოვალე მ------ ხ------–---ს კრედიტორის თ----- ბ---–--ს სასარგებლოდ ეკისრება თანხის 132500 აშშ დოლარის და 3000 ლარის გადახდა. მიუხედავად ჩატარებული სააღსრულებო მოქმედებებისა გადაწყვეტილების აღსრულება ვერ განხორციელდა რადგან მოვალე მ------ ხ------–---ს არ გააჩნია ქონება, რომლის მიქცევა შესაძლებელი იქნება აღსასრულებლად კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულით მ------ ხ------–---მ თავი აარიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით მ------ ხ------–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--- ჯ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ------ ხ------–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი იქნა ურთიერთშეთავსებადი, სარწმუნო, ობიექტური, უტყუარი და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მ------ ხ------–---ს მიერ წარდგენილი ბრალდებით დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: თ----- ბ---–--ს და ე----- ვ-----ს განცხადება, თანდართული მასალით, თ----- ბ---–--ს და ე----- ვ-----ს გამოკითხვის ოქმებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #------ წერილით და დართული მასალით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს #--------- წერილით და თანდართული მასალა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1--------- წლის გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2--------- წლის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 0--------- წლის განჩინებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს #----- წერილი და თანდართული მასალით, მ----- ბ----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების ოქმით, ზ---- კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სს ,,თიბისი ბანკის „ წერილით, მ------ ხ------–---ს გამოკითხვის ოქმით, ნ--- ა--------ს გამოკითხვის ოქმით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართვის წერილით და თანდართული მასალებით, გ--- ნ--------ს გამოკითხვის ოქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #------ წერილით და თანდართული მასალით, მ-----– ფ-----ს, ზ------ ჟ-----ს, ა---- ნ--------ს გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამდენად ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტუარად ადასტურებენ მ------ ხ------–---ს ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

გამართლებულ მ------ ხ------–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----- კ------ს მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ--- ჯ-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულ მ------ ხ------–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ----- კ------ს, რომლებმაც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ------ ხ------–---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ----- ბ---–--ს ჩვენების თანახმად, მის შვილს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რა დროსაც მ------ ხ------–---მ მათ შესთავაზა, რომ დააფარინებდა ვალებს სახლის გადაფორმების სანაცვლოდ. მეორე დღესვე თ----- ბ---–--მ საცხოვრებელი სახლი გადაუფორმა მ------ ხ------–---ს. თ----- ბ---–--ს შეექმნა პრობლემები სესხის დაფარვის კუთხით, მას მ------ ხ------–---მ უთხრა, რომ აცდიდა 6 თვეს, რა პერიოდშიც სესხის იხდიდა მ------ ხ------–---. რამდენადაც თ----- ბ---–--მ სესხი ვერ გადაიხადა, მ------ ხ------–---მ მოითხოვა მისი გასახლება სახლიდან, რაც დაკმაყოფილდა, რის შემდგომ თ----- ბ---–--მ მიმართ სასამართლოს სარჩელით ნასყიდობის ფასის - 132 500 აშშ დოლარის მ------ ხ------–---სათვის დაკისრების მოთხოვნით, რაც დაეკისრა მ------ ხ------–---ს. ეს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში ზემდგომ სასამართლოში. სარჩელის განხილვის მიმდინარეობისას თ----- ბ---–--ს სარჩელის უზრუნველყოფა არ მოუთხოვია.

აღნიშნულის შემდგომ დაიწყო აღსრულება, რაც ვერ განხორციელდა, რადგან მ------ ხ------–---ს სახლი, ბიზნესი და სხვა ყველაფერი გადაფორმებული ჰქონდა სხვა პირზე.

თ----- ბ---–--ს განმარტებით, მან უარი განაცხადა სააღსრულებო წარმოებაზე და შეწყდა სააღსრულებო წარმოება, თ----- ბ---–--ს მ------ ხ------–---ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმის სახით დაკითხული სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის - ზ---- ნ------ას ჩვენების თანახმად, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე (კრედიტორი თ----- ბ---–--, მოვალე მ------ ხ------–---) მ------ ხ------–--- დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, მას გაეგზავნა შეტყობინება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, მარეგისტრირებელ ორგანოს გაეგზავნა წერილი მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, ყველა საბანკო ანგარიშზე გავრცელდა შეზღუდვა, დაყადაღდა ანგარიშები, შემოწმდა მოვალის დასაქმების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის შესაბამისად.

მოვალის სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე დაყადაღდა მოძრავი ნივთები, რაც გათავისუფლდა ყადაღისაგან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მოვალის მიერ ვადებში წარმოდგენილი იქნა ქონების ნუსხა და გაირკვა, რომ მოვალეს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონება, გარდა ავტომანქანისა არ ერიცხებოდა.

2019 წელს კრედიტორის განცხადებით შეწყდა სააღსრულებო წარმოება, რის შესახებაც აღმასრულებელმა გასცა წერილი 2019 წლის 14 იანვარს.

 

-დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ თ----- ბ---–--ს შვილს (მოპასუხის მეგობარი) შეექმნა ფინანსური პრობლემები და დაუგროვდა ვალები. ამის შესახებ ცნობილი იყო, როგორც მშობლებისთვის ისე მეგობრებისთვის.

თ----- ბ---–--მ გადაწყვიტა შვილის ვალების დაფარვაში მონაწილეობის მიღება და ამ მიზნით საცხოვრებელი სახლის გაყიდვა.

 

მ------ ხ------–---მ სახლის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა. ამ გზით იგი მეგობარსაც ეხმარებოდა ვალების გადახდაში და მოსარჩელეს სახლის დაბალ ფასად აუქციონზე რეალიზაციის თავიდან აცილებაში. მხარეები აცხადებდნენ, რომ უძრავი ნივთი იყო გარკვეული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება.

 

თ----- ბ---–--სა და მ------ ხ------–---ს შორის დაიდო ქ. ზუგდიდი, რ---------–-ს ქ. 1---ში მდებარე ნივთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4-----------) ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 180000 დოლარით.

 

თ----- ბ---–--მ აღიარა, რომ მ------ ხ------–---მ მისი შვილის მესამე პირებთან ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მოპასუხემ გაიღო 47500 აშშ დოლარი, რაც ჩაითვალა უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასში (იხ. პირველი ტომი. ს.ფ. 7).

 

-ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მ------ ხ------–---მ მიმართა სარჩელით თ----- ბ---–--ს მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, რაც 15.04.2014 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. კერძოდ, აღიკვეთა მოსარჩელე მ------ ხ------–---ს (პ/ნ.:1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით (მდებარე ქ.ზუგდიდი, რ---------–-- ქ.№1---ში, საკადასტრო კოდი: 4-----------) სარგებლობის ხელშეშლა მოპასუხე თ----- ბ---–--ს (პ/ნ.:1----------) მხრიდან, შესაბამისად განთავისუფლდა მ------ ხ------–---ს საკუთრება მდებარე - ქ.ზუგდიდი, რ---------–-- ქ.№1---ში (საკადასტრო კოდი: 4-----------) თ----- ბ---–--ს კუთვნილი მოძრავი ნივთებისგან (იხ. 1.ტომი ს.ფ. 159-166).

 

-ასევე თ----- ბ---–--მ სარჩელი აღძრა მ------ ხ------–---ს მიმართ ქ.ზუგდიდი, რ---------–-- ქ.№1---ში (საკადასტრო კოდი: 4-----------) მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ღირებულების გადახდევინების მოთხოვნით.

 

რამდენადაც ნასყიდობის ფასის დანარჩენი ნაწილი 132500 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხე მ------ ხ------–---მ ვერ დაამტკიცა, ზუგდიდი რაიონული სასამართლოს 1--------- წლის გადაწყვეტილებით თ----- ბ---–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მ------ ხ------–---ს თ----- ბ---–--ს სასარგებლოდ დაეკისრა 132500 აშშ დოლარის და პროცესის ხარჯის - 3000 ლარის გადახდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 7, 35-40).

 

-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2016 წლის 10 მ-----ს ქ. ზუგდიდი, რ---------–-- ქ. 1---ში მდებარე ნივთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4-----------) მ------ ხ------–---მ ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა ნ--- ა-------ს, მ------ ხ------–--ს და მ------ ხ------–---ს, ხოლო ამ უკანასკნელებმა უძრავი ნივთი 2016 წლის 28 მ-----ს ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდეს მ----- ბ----–---–ს (იხ. ტომი 1. ს.ფ. 41, 79, 113);

 

-პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ------ ხ------–---მ, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მ-----ის განჩინებით მ------ ხ------–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარჩა უცვლელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გასაჩივრა საკასაციო სასამართლოში, რომლის 2016 წლის 06 ივლისის განჩინებით მ------ ხ------–---ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო (იხ. ტომი 1. ს.ფ. 14-24).

 

-სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 0--------- წელს გაცემული N--------- სააღსულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მოვალე მ------ ხ------–---ს კრედიტორის თ----- ბ---–--ს სასარგებლოდ ეკისრება თანხის 132500 აშშ დოლარის და 3000 ლარის გადახდა. მიუხედავად ჩატარებული სააღსრულებო მოქმედებებისა, გადაწყვეტილების აღსრულება ვერ განხორციელდა, რადგან მოვალე მ------ ხ------–---ს არ გააჩნია ქონება, რომლის მიქცევა შესაძლებელი იქნება აღსასრულებლად კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება დღეის მდგომარეობით შეწყვეტილია კრედიტორის - თ----- ბ---–--ს განცხადების საფუძველზე, მ------ ხ------–--- ამოღებულია მოვალეთა რეესტრიდან და გაუქმებულია შეზღუდვები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 318-349, მე-4 ტომი);

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეთა პოზიციებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირი წესით არ ამტკიცებს მ------ ხ------–---ს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება.

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ თ----- ბ---–--ს სასამართლოსათვის არ მიუცია ისეთი ჩვენება რაც საკმარისი იქნებოდა მ------ ხ------–---ს დანაშავედ ცნობისათვის, უფრო მეტიც მან განაცხადა, რომ სააღსრულებო წარმოებაზე უარი განაცხადა და მ------ ხ------–---ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ მ------ ხ------–---მ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო მ------ ხ------–--- უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით. გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ------ ხ------–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

მ------ ხ------–---ს მიმართ აღკვეთი ღონისძიება გამოყენებული არ არის;

 

გამართლებულ მ------ ხ------–---ს განემარტოს ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის №1-------- განჩინებით დაყადაღებულ მ----- ბ----–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ, ქ. ზუგდიდში, რ---------–-- ქუჩა №1---ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზედ არსებულ შენობა-ნაგებობას (საკადასტრო კოდი №4-----------) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ნუსხის მე-5 პუნქტში მითითებული CD-R დისკი და სხვა მასალები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს ამავე საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე