განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/42–2018)090100118002759453
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2019 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - გ----------–-----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ გ----------–----- მიმართ
მამის სახელი: ო-------
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უ-----–----
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;
პირადი ნომერი: 1-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, ქალაქი – ბ----------------------------------------------–-------------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, ქალაქი – ბ----------------------------------------------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართრლის კოდექსის 377–ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N0------- ბრძანების საფუძველზე, შ-------------------- საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით, 2016 წლის 11 ნოემბერს ყადაღა დაედო ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციაში მდებარე, შ-------------- საკუთრებაში რიცხულ ქონებას, კერძოდ 102 ცალ წიწვოვანი ჯიშის მრგვალ ხე–მორს და ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა შ-------------- წარმომადგენელს გ----------–----ს, რომელსაც განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ამ ქონების გაფლანგვის გასხვისების, დამალვის ან უკანონოდ გადაცემისათვის.
2016 წლის 15 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების თანამშრომლები გამოცხადდნენ ყადაღადადებული ქონების შეფასების მიზნით შ-------------- ფაქტიურ მისამართზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციაში, რა დროსაც ყადაღადადებული ქონების შემნახველმა გ----------–----მ, 102 ცალი წიწვოვანი ჯიშის მრგვალი სამასალე მორებიდან, წარადგინა მხოლოდ 60 ცალი, მოცულობით 114,04 კუბური მეტრი, ღირებული 22 808 ლარად, ხოლო ვერ წარადგინა 42 ერთეული წიწვივანი ჯიშის მრგვალი მორი, რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა 72,74 კუბური მეტრი, რამაც 12 365,8 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაყადაღებული ქონების გაფლანგვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 27 დეკემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 193– 197).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. გ----------–----მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.დაზარალებულისს ახით დაკითხული თამთა ფოჩხიძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N0------- ბრძანების საფუძველზე, შ-------------------- საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით, 2016 წლის 11 ნოემბერს ყადაღა დაედო შ-------------- საკუთრებაში რიცხულ ქონებას და ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა შ-------------- დირექტორს გ----------–----ს. ქონების შემნახველმა გ----------–----მ, დაყადაღებული ქონების გარკვეული ნაწილი, კერზოდ 42 ერთეული წიწვივანი ჯიშის, 72,74 კუბური მეტრი მოცულობის მრგვალი მორი ვერ წარადგინა და უკანონოდ განკარგა დაყადაღებული ქონება რითაც მის სამსახურს მიადგა 12 365,8 ლარის ზიანი(ს.ფ. 147–149);
6.მოწმეთა სახით დაკითხული კ---------------ს, გ------------------ს, მ---------------ს, მ--–-----------------ს, ზ---------–-----ს, თვით გ----------–-----, წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ შ-------------------- საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის N0------- ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის 11 ნოემბერს ყადაღა დაედო ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციაში მდებარე, შ-------------- საკუთრებაში რიცხულ ქონებას – 102 ცალ წიწვოვანი ჯიშის მრგვალ ხე–მორს და შესანახად ჩაბარდა შ-------------- დირექტორს გ----------–----ს. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების თანამშრომლებმა, ყადაღადადებული ქონების ადგილზე გამოცხადების დროს, 2016 წლის 15 დეკემბერს, ვერ აღმოახცინეს სრული მოცულობით ბ-–----ზე მიბარებული ხე–მორი და ყადაღადადებული ქონების შემნახველმა გ----------–----მ, 102 ცალი წიწვოვანი ჯიშის მრგვალი სამასალე მორებიდან, წარადგინა მხოლოდ 60 ცალი, მოცულობით 114,04 კუბური მეტრი, ღირებული 22 808 ლარად, ხოლო ვერ წარადგინა 42 ერთეული წიწვივანი ჯიშის მრგვალი მორი. რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა 72,74 კუბური მეტრი, და ზარალმა შეადგინა 12 365,8 ლარი (ს.ფ.28–30; 121–124; 31–33;125–127; 34–37; 64–65; 66–67; 40–42;116–118 ).
7.2018 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ----------–----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377–ე მუხლის პირველი ნაწილით(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.165–168);
9. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის N0--------- ბრძანებით და დანართით დგინდება, რომ ყადაღა დაედო შ-------------- (ს/ნ 4--------) საკუთრებაში არსებულ შ------------------ (ს/ნ 2--------- საგასახადო დავალიანებების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას 289 921 ლარის ღირებულებით, მათ შორის ხე–მორს (ს.ფ.8; 14–24).
10.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-----------------------------–----------- 2017 წლის 27 თებერვლის N0-------- დასკვნით, ნორმების მიხედვით გამოსავლიანობა არის დამოკიდებული დასახერხი ხე–მასალის ხარისხზე. თუ დასახერხი მასალა იყო პირველი ხარისხის, მაშინ 72.74 კუბ.მეტრი მორისაგან დახერხილი (ჩამოგანული) მასალა მიიღება – 43.43 კბმ. მეორე ხარისხის შემთხვევაში – 42.92 კბმ, მესამე ხარისხის შემთხვევაში – 43.06 კბმ, ხოლო მეოთხე ხარისხის შემთხვევაში – 41.17 კბმ.
დადგენილებაში მითითებული 460 ფიცრის მოცულობა შეადგენს 20.22 კბმ–ს, ხოლო ძელაკების მოცულობა შეადგენს 12.31 კბმ–ს, სულ დახერხილი ფიცრისა და ძელაკების მოცულობა შეადგენს 32.53 კბმ–ს.
72.74. კბმ წიწვოვანი ჯიშის მრგვალი (ხე–ტყის) მორების დახერხვის შედეგად შესაძლებელი იყო დადგენილებაში მითითებული დახერხილი მასალის მიღება, რომლის მოცულობა შეადგენს 45.01 კბმ–ს (ს.ფ.113–115);
11. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-----------------------------–----------- 2018 წლის 12 იანვრის N0-------- დასკვნით, 72.74 კბმ. სამასალე წიწვოვანი ჯიში ხის მორის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 12 365.8 ლარს(ს.ფ.139–147);
12. გ----------–----- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2017 წლის 8 თებერვლის გ----------–----სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2017 წლის 8 თებერვლის მ--–------------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2017 წლის 8 თებერვლის ზ-------------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2018 წლის 1 იანვრის დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით, 2018 წლის 5 თებერვლის ოქმით სატელეფონო გასაუბრების შესახებ, 2018 წლის 22 თებერვლის ოქმით სატელეფონო გასაუბრების შესახებ, 2018 წლის 5 ნოემბრის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2018 წლის 5 ნოემბრის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ, 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილებით და მიმართვით სამშენებლო–ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2017 წლის 27 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, 2017 წლის 27 თებერვლის მიმართვით და დადგენილებით სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2017 წლის 29 თებერვლის მიმართვით და დადგენილებით სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 6 თებერვლის ცნობით გ----------–----- ნასამართლობის შესახებ, 2018 წლის 6 თებერვლის ცნობით გ----------–----- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, 2018 წლის 13 თებერვლის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გ----------–----- შესახებ, შემოსავლების სამსახურიდან შემოსული მასალებით, 2017 წლის 20 თებერვლის პასუხით გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან ხეების მოცულობის განსაზღვრაზე, ფირნიშების რეესტრით, 2017 წლის 22 თებერვლის პასუხით გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან ხეების მოცულობის განსაზღვრაზე თანდართული ფირნიშების რეესტრით, 2017 წლის 1 თებერვლის პროკურატურის მიმართვით გამოძიების დაწყების შესახებ, 2017 წლის 17 ნოემბრის ცნობით გ----------–----- მიმართ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, 2017 წლის 30 ნოემბრის პასუხით საექსპერტო –კრიმინალისტიკური დეპარტემენტიდან, 2017 წლის 11 ნოემბრის პასუხით შემოსავლების სამსახურიდან დაზარალებულის გამოყოფის შესახებ, 2018 წლის 1 თებერვლის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, ბრძანებებით დელეგირების შესახებ, 2018 წლის 9 თებერვლის პასუხით გ----------–----- საზღვრის კვეთის შესახებ თანდართული ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა ბაზის ამონაწერით, მომართვებით ბორჯომის რაიონული სამმართველოდან, 2018 წლის 21 ნოემბრის დოკუმენტის ბარათით და ბინაზე შემოწმების ოქმით, 2018 წლის 5 ნოემბრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2018 წლის 3 დეკემბრის გირაოს თანხის გადახდის ქვითრებით.
13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ----------–----მ ჩაიდინა დაყადაღებული ქონების გაფლანგვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა.
სამართლებრივი შეფასება:
14.სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------–----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დაყადაღებული ქონების გაფლანგვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15. გ----------–----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
16.გ----------–----- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, არის ნასამართლობის არ მქონე და ადმინისტრაციულსახდელდაუდებელი.
სასჯელის დასაბუთება:
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ----------–----ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ----------–----- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ----------–----- მიმართ ჯარიმის გამოყენებით აღსდგება სამართლიანობა და მოხდება მისი რესოციალიზაცია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული გ----------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ გ----------–----- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს ბრალდებულ გ----------–----- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი