განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/084-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე, პროკურორი: კ---------–---–---–-
დაცვის მხარე, ადვოკატი: ტ------–-----–-----–---–-
ბრალდებული: ვ--–----------------
მამის სახელი: ვ-–---------
დაბადებული: 0-.0-.1---
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მისამართი: ა---––----------------–----------------------
რეგისტრირებული: ა---––---------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377–ე მუხლის 1 ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2016 წლის 17 ნოემბერს ქ.ა---––---–-------------–----------ში მცხოვრებმა ვ--–---------------მა სს „ლ-------------თან„ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად სესხის სახით აიღო 4800 ლარის ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც საბანკო დაწესებულებაში საგარანტიო ნივთად ჩადო მისი კუთვნილი მე---------- მოდელის ა/მანქანა სახ. N – R--------. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვ--–---------------მა დაარღვია საბანკო დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აღარ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის თანხას, ასევე აღმასრულებელს დაუმალა აღწერილი ქონების, კერძოდ ა/მანქნა მე---------- ადგილმდებარეობა.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ--–---------------მა ჩაიდინა აღწერილი ქონების დამალვა.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მოწმე დ-------------–---–-ს ჩვენება - რომლის თანახმადაც 2017 წლის 0------------ წარმოებაში მიიღო კრედიტორ სს“ლ-------------ის“ წარმომადგენლის, დირექტორის მოადგილის ზ------------------ის მიერ წარმოდგენილი N 0----- გირავნობის მოწმობა, გაცემული შსს მომსახურეობის სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 ოქტომბერს, რომლის საფუძველზე, მოვალე - ვ--–----------------ს სახელზე რიცხული, ა/სატრანსპორტო საშუალება მ--------- ბენცი E----სახ.ნომრით R-------- უნდა ჩამოერთვას მესაკუთრეს და გადაეცეს კრედიტორს სს“ ლ-------------ის“ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2017 წლის 08 ნოემბერს მოვალეს ვ--–---------------ს მის რეგისტრირებულ მისამარეთზე ქ.ა---––-----------------------ში საქ.ფოსტით გაეგზავნა წინადადება გირავნობის საგნის დაუყონებლივ წარმოდგენის მოთხოვნით, რომელიც დაუბრუნდა ჩაუბარებელი სახით, მითითებით - „მისამართზე ცხოვრობენ სხვა პირები.“ 2017 წლის 15 ნოემბერს მოვალეს გაეგზავნა წინანადადება გირავნობის საგნის დაუყონებლივ წარდგენის მოთხოვნით კრედიტორის მიერ მიწოდებულ ნომერზე, რა დროსაც უპასუხა პიროვნებამ, რომელმაც განაცხადა, რომ იყო ვ--–---------------- და ცხოვრობდა ქ. ა---––---–-------------–--------ში. მის მიერ მოვალეს სრულად ეცნობა სააღსრულებო წარმოების შინაარსი, მისი მოვალეობა გირავნობის საგნის დაუყონებლივ წარმოდგენის შესახებ და დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. ვ--–---------------მა განმარტა, რომ გირავნობით დატვირთული ქ/მანქანა რამოდენიმე თვის წინ დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, იმყოფება ხელოსანთან და ზუსტი ადგიმლდებარობა არ იცის, გაარკვევს დღის ბოლომდე და აცნობებს თუ სად იმყოფებოდა ა/მანქანა. ვინაიდან მოვალე არ დაუკავშირდა და არ აცნობა ა/მანქანის ადგილსამყოფელი 2017 წლის 14 ნოემბერს 18:01 საათზე განმეორებით დაუკავშირდა მოვალე ვ--–---------------ს და ითხოვა მიეწოდებინა იფორმაცია გირავნობის საგნის ადგილსამყოფელის შესახებ, რაზეც ვ--–---------------მა კატეგორიული უარი განაცხადა. ვინაიდან არ შესრულდა მოვალის მიერ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება 2017 წლის 19 დეკემბერს 09:40 სთ- ზე პირადად გამოცხადდა ქ.ა---––---–-------------–---------/3--ში, ადგილზე იმყოფებოდა ვ--–----------------ს დედა ჟ------------------, რომელმაც ჩაიბარა მისი წერილობითი შეტყობინება შვილზე გადასაცემად და განაცხადა, რომ მისი შვილი ცხოვრობს ქ.ა---––---–-------------–------/3--ში და გირავნობით დატვირთული ა/მანქანის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. იმავე ადგილზე მოვალის საცხოვრებელი ბინიდან 09:49-სთ-ზე მისი პირადი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ვ--–---------------ს და სთხოვა გამოცხადებულიყო ადგილზე გასაუბრების მიზნით, რა დროსაც ვ--–---------------მა განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ადგილზე გამოცხადებას, ვინაიდან იმყოფებოდა სახლიდან მოშორებით. მოვალე ვ--–---------------ს კიდევ ერთხელ განუმარტა მისი უფლება მოვალეობა გირავნობის საგნის წარმოდგენის შესახებ და კანონით გათვალისწინებული მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რაზეც მოვალემ განაცხადა, რომ არ წარმოადგენდა გირავნობის საგანს და არ ეტყოდა სად იმყოფებოდა ა/მანქანა, ვინაიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ არანაირი სახის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა, აგრეთვე აღმასრულებელს არ აქვს უფლება ემუქრებოდეს და საცხოვრებელ მისამართზე აკითხავდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან ვ--–---------------მა არ წარმოადგინა ჩამორთმევას დაქვემდებარებული ნივთი და არც წერილობითი ინფორმაცია და არც ზეპირი ინფრომაცია, თუ სად იმყოფებოდა აღნიშნული ნივთი, სააღსრულებო შესახებ საქ.კანონის 83-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად 2017 წლის 29 დეკემბერს საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას. როდესაც სესხზე მიმდინარეობს აღსრულება და კრედიტორი ითხოვს ნივთის მოვალისათვის ჩამორთმევას, მისი ინფორმაციით კრედიტორი ვალდებული არ არის მოახდინოს სესხის რესტრუქტურიზაცია, გირავნობის საგნის მასთან წარდგენამდე, მისი ახალი ღირებულების განსაზღვრამდე. თუ მოვალის მიერ სრულად დაიფარება კრედიტორთან არსებული დავალიანება, კრედიტორი მოითხოვს აღსრულების შეწყვეტას და შესაძლებელია გირავნობის საგანი დარჩეს ვ--–----------------ს საკუთრებაში და გაუქმდეს ქ/მანქანაზე არსებული გირავნობა.
(იხ.სხ. ოქმი).
დაცვის მხარემ - მოწმე შ-----–----–----ის გამოკითხვის ოქმი გახადა უდაოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მოწმე შ-----–----–----ის გამოკითხვის ოქმი სადავოდ არ მიიჩნია, ის გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მოწმე შ-----–----–----ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც 2017 წლის 18 ივლისს ქ. თ---–--–-------------------–--–--ე, მის მფლობელობაში არსებული ჰონდას ფ----- მარკის ავტომანქანით, სახ.ნომრით T---------, მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ვ--–---------------თან, რომელიც გადაადგილდებოდა მე---------- მარკის ავტომანქანით სახ.ნომრით R--------,. ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მისი - შ-----–----–----ის ბრალეულობით, შესაბამისად ავტომანქანის შეკეთება დაეკისრა მას, რის გამოც 2017 წლის ზაფხულშივე გადაიყვანა შესაკეთებლად ა----------------–---–------------------ში არსებულ პროფილაქტიკაში. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ავტომანქანის შეკეთება გაიწელა დროში და დღესაც აღნიშნულ ავტოპროფილაქტიკაში დგას ავტომანქანა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანის, რომელსაც ის დაეჯახა, მფლობელი და მძღოლი იყო ვ--–-----------------.
იხ. ს.ფ. 61-62;
2016 წლის 1-----------ს #1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - რომლის თანახმადაც 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს ლ-------------სა და ვ--–---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ვ--–---------------ზე სესხის სახით გაიცა 4800 ლარი, ყოველთვიური გადასახდელი თანხის შეტანით 386.91 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადით 2018 წლის 17 მაისამდე.
იხ.ს.ფ. 36-42;
2016 წლის 1-----------ს გირავნობის ხელშეკრულება N1-------, რომლის თანახმადაც 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს ლ-------------იდან აღებული სესხის სანაცვლოდ ვ--–---------------მა საბანკო დაწესებულებაში საგარანტიო ნივთად ჩადო თავისი კუთვნილი მე---------- მოდელის ა/მანქანა სახ. N – R--------. გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, საგირავნო საგანს წარმოადგენს ვ--–----------------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მ--------- ბენცი E-320, სახელმწიფო ნომრით R--------.
იხ.ს.ფ. 17-21;
დანართი N1-გირავნობის საგნის აღწერა N1-------, რომლის თანახმად გირავნობის საგნის აღწერა N1------- წარმოადგენს 2016 წლის 17 ნოემბერს ს.ს ლ-------------სა და ვ--–---------------ს შორის გაფორმებულ გირავნობის ხელშეკრულების დანართს. აღწერილი გირავნობის საგანია - ავტოსატრანსპორტო საშუალება, მოდელი - M------------, ტრანსპორტის ნომერი - R--------, დამგირავებელი ვ--–-----------------.
იხ.ს.ფ. 16;
გირავნობის მოწმობა N 0------ რომლის თანახმადაც საგირავნო საგანს წარმოადგენს ვ--–----------------ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მ--------- ბენცი E-320, სახელმწიფო ნომრით R--------, გირავნობა რეგისტრირებულია 2016 წლის 17 ნოემბერის N 1------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოგირავნე ს.ს „ლ-------------ი“, დამგირავებელი ვ--–----------------.
იხ.ს.ფ. 15;
2018 წლის 23 იანვრის ცნობა დავალიანების შესახებ და ამონაწერი ანგარიშიდან - რომლის თანახმადაც 2018 წლის 23 იანვრის მდგომარეობით ვ--–----------------ს პ/ნ ( 4----------) სესხის ხელშეკრულება N 1-------) ჯამური დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიმართ შეადგენს 4775,10 ლარს ვადაგადაცილება დაწყებულია 2017 წლის 17 აგვისტოდან.
იხ.ს.ფ. 43-47;
2016 წლის 15 მარტის სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება N -1 - რომლის თანახმადაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა წერილობითი სააღსრულებო ხელშეკრულება, კერძო აღმასრულებელ დ-------------–---–სა და ს.ს „ლ-------------ს“ (ს/ნ 2--------) შორის.
იხ.ს.ფ. 12-14;
2017 წლის 0------------ N 9----- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებლო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ,- რომლის თანახმადაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარედგინათ სააღსრულებო ფურცელი, გამომცემი ორგანო სსიპ შსს მომსახურების სააგენტო, სააღსრულებო ფურცლის N 0-----, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი 12.10.2017, მოთხოვნა: მოვალე ვ--–----------------ს სახელზე რიცხული გირავნობის მოწმობაში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვალისაგან ამოღება და კრედიტორ ს.ს „ლ-------------ისათვის“ გადაცემა, ყველა იძულებითი სააღსრულებო მოქმედების, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუყონებლივ დაკავებაზე გადაცემის გზით.
იხ.ს.ფ. 6-7;
კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–-ს 2017 წლის 0------------ N A---------------- და 2017 წლის 1------------ N A---------------- წერილები -ვ--–---------------ს, - რომლის თანახმადაც გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, N 0----- გირავნობის მოწმობის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალება მ----------ბენცის E 320 სახელმწიფო ნომრით R-------- მოგირავნე ს.ს „ლიბერთი ბაკისათვის“ (ს/კ 2--------) გადაცემის თაობაზე.
იხ.ს.ფ. 22-23;
იხ.ს.ფ 32-33;
2017 წლის 14 ნოემბრისა და 2017 წლის 19 დეკემბრის ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ - რომლის თანახმადაც, ვ--–---------------მა უარი განაცხადა გირავნობის საგნის წარმოდგენაზე და გირავნობის საგნის - ავტომანქანის ადგილსამყოფელის თქმის შესახებ.
იხ.ს.ფ. 28-29;
იხ.ს.ფ 34-35;
2018 წლის 31 იანვრის შსს ა---––---ს რაიონული სამართველოს გამომძიებელ ლ-–---------–---–-ს მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი, - რომლის თანახმადაც ვ--–----------------ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანა მ--------- ბენცი E- 320 ნამდვილად აღმოჩნდა შ-----–----–----ის მიერ დასახელებულ მისამართზე - ქ.თ---–----------------------–-----------------------ში.
იხ.ს.ფ. 101-111;
ვ--–----------------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, შუამდგომლობა ბრალდებულ ვ--–----------------ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ა---––---ს რაიონული პროკურატურის მომართვა და კერძო აღმასრულებელ დ-------------–---–-ს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაცია ვ--–---------------ზე, მიმართვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ვ--–---------------თან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, პასუხი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან ვ--–----------------ს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
ბრალდებულმა ვ--–---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან არ იცოდა აღნიშნული ავტომანქანის (მე---------- მოდელის სახ.N R------) ადგილსამყოფელი.
4.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ვ--–---------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, - აღწერილი ქონების დამალვა.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის შესაბამისად, მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.
2. გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2811 პრიმა მუხლის შესაბამისად მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.
2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე და 83-ე მუხლების შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალემ უნდა გადასცეს მოძრავი ნივთი, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო ნივთს ჩამოართმევს მოვალეს და გადასცემს მას კრედიტორს. 2. თუ გადასაცემ ნივთს ვერ იპოვიან, მაშინ მოვალემ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სად იმყოფება ნივთი. თუ მოვალე განაცხადებს, რომ მას ეს არ შეუძლია, მაშინ ის ვალდებულია სააღსრულებო მოქმედების ოქმში წერილობითი გარანტიის სახით მიუთითოს, რომ ის არ ფლობს ამ ნივთს. 3. მოვალეს, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 აგვისტოდან, ვ--–---------------სა და ს.ს ლ-------------ს შორის დაირღვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. 2017 წლის 18 ივლისს მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა და დაზიანდა გირავნობის საგანი, რა დროსაც ვ--–---------------მა არ შეატყობინა მოგირავნეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გირავნობის ხელშეკრულების 5.2 და 5.3 პუნქტის თანახმად დამგირავებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეატყობინოს ბანკს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ გირავნობის ხელშეკრულებას დებენ განცხადებისა და გარანტიებზე დაყრდნობით და თვლიან მათ გირავნობის ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განცხადებების და გარანტიების დარღვევა საკმარის საფუძველს წარმოადგენს ბანკის მიერ ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ვალდებულების შესრულებაზე ცალმხრივი უარის სათქმელად. ბანკის მიერ კრედიტის გამოთხოვის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა დაბრუნდეს ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი კრედიტი, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, საკომისიო და დაკისრებული პირგასამტეხლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ასეთი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილია გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მისი ბანკის საკუთრებაში გადაცემა. სააღსრულებო წარმოება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ორი თვის განმავლობაში კერძო აღმასრულებელ დ-------------–---–-ს მიერ, თუმცა ვერ მოხერხდა ვ--–----------------საგან საგირაო საგნის ამოღება, იმ მოტივით, რომ ვ--–----------------ს განმარტებით იგი არ ფლობდა ინფორმაციას ავტომანქანის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რადგან იმ პიროვნებას, რომელთანაც მოუხდა შეჯახება, ავტომობილი შესაკეთებლად ჰყავდა წაყვანილი და გადაჰყავდა სხვადასხვა სახელოსნოებში, თუმცა მოწმე შ-----–----–----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ზაფხულის თვეშივე გადაიყვანა ავტომობილი აფ--------------–----------------------ში არსებულ ავტოპროფილაქტიკაში, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე ავტომანქანის შეკეთება გაიწელა დროში და დღესაც აღნიშნულ ავტოპროფილაქტიკაში დგას ავტომანქანა. ამ ფაქტს აგრეთვე ადასტურებს შსს ა---––---ს რაიონული სამართველოს გამომძიებელ ლ-–---------–---–-ს მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი, - რომლის თანახმადაც ვ--–----------------ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანა მ--------- ბენცი E- 320 ნამდვილად აღმოჩნდა შ-----–----–----ის მიერ დასახელებულ მისამართზე - ქ.თ---–----------------------–-----------------------ში. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ვ--–----------------ს მიერ მიცემულ ჩვენებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვ--–---------------- არ ფლობდა ინფორმაციას ექვსი თვის განმავლობაში ავტომანქანის ადგილსამყოფელის შესახებ და ვერ აცნობა აღმასრულებელს მისი მისამართი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ვ--–---------------მა ჩაიდინა აღწერილი ქონების დამალვა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--–----------------ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა აღწერილი ქონების დამალვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
ვ--–---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–---------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ--–----------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ--–----------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) სათის ოდენობით.
2. ვ--–-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს.
3. ვ--–-----------------ს მიერ სასჯელის მოხდაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი