საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100123008327695
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №123აპ-25 ქ. თბილისი
ბ-ძე მ, 123აპ-25 11 ივნისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის, მსჯავრდებულ მ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით:
1.1. გ. მ-ძე, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 23 სექტემბრიდან.
1.2. მ. ბ-ძე, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ბ-ს შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
1.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გაუქმდა მ. ბ-ის მიმართ წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამ საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 სექტემბრიდან.
1.4. ა. გ-ს (პ/ნ ...) სახელზე სს „ს-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) და ა. გ-ს (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო), გ. გ-ის სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) და GE... (ლარი, დოლარი, ევრო), გ. გ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ვ. ს-ის სახელზე სს „თ-ში“ არსებულ ანგარიშზე ნომრით - „GE...“ (ლარი, დოლარი, ევრო), ნ. გ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ნ. რ-ის (პ/ნ ....) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ ანგარიშზე ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო), ვ. ლ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ლ. გ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) - 2023 წლის 8 სექტემბერს დარიცხული, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ფულადი თანხები მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის კონტროლით უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ვ. გ-ას, რისი უზრუნველყოფის მიზნითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს):
ა/ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: ნ. გ-ის (პ/ნ .....) სახელზე, სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიში ნომრით - „GE...“ (ლარი, დოლარი, ევრო), ნ. რ-ის (პ/ნ ...) სახელზე, სს „თ-ში“ არსებული ანგარიში ნომრით - „GE....“ (ლარი, დოლარი, ევრო), ვ. ლ-ის (პ/ნ ...) სახელზე, სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ლ. გ-ის (პ/ნ ....) სახელზე, სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო);
ბ/ ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეზე ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: ა. გ-ას (პ/ნ ...) სახელზე სს „ს-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) და ა. გ-ას (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო);
გ/ ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეზე ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: გ. გ-ის სახელზე ს/ს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიშები ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) და GE... (ლარი, დოლარი,ევრო), ვ. ს-ძის სახელზე ს/ს „თ-ში“ არსებული ანგარიში ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო);
დ/ ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეზე ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: გ. გ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - „GE...“, ვ. ს-ის სახელზე სს „თ-ში“ არსებული ანგარიში ნომრით - „GE...“ (ლარი, დოლარი, ევრო).
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა გ. მ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების იმწუთიერი მუქარით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ხოლო მსჯავრდებულმა მ. ბ-მ - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების იმწუთიერი მუქარით; თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. მ-ში, ნ-ის ტერიტორიაზე მ. ბ-ძე და გ. მ-ძე, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების, მათ შორის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ჯგუფურად თავს დაესხნენ ვ. გ-ს და ვ. ბ-ს, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, იმავდროულად, აღუკვეთეს თავისუფლება, შეუკრეს ხელ-ფეხი, ხოლო ვ. გ-ას გაუსწორდნენ ფიზიკურადაც, რის შედეგადაც დაეუფლნენ დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 127 278 ლარის ღირებულების ნივთებს და ფულად თანხას, რის შემდგომაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
· 2023 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში ქ. მ-ში, ნ-ის ტერიტორიაზე, მ. ბ-ძე და გ. მ-ძე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავს დაესხნენ ვ. გ-ას და ვ. ბ-ს, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ამავდროულად, აღუკვეთეს თავისუფლება, შეუკრეს ხელ-ფეხი, ხოლო ვ. გ-ას გაუსწორდნენ ფიზიკურადაც, რის შედეგადაც მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვ. გ-ას კუთვნილ, „ზიგ-ზაუერ-პ365-ის“ მარკისა და მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს, რის შემდგომაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
· 2023 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში ქ. მ-ში, ნ-ის ტერიტორიაზე, მ. ბ-ძე და გ. მ-ძე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავს დაესხნენ ვ. გ-ას და ვ. ბ-ს, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ამავდროულად, აღუკვეთეს თავისუფლება - შეუკრეს ხელ-ფეხი, ხოლო ვ. გ-ას გაუსწორდნენ ფიზიკურადაც, რის შედეგადაც მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვ. გ-ას კუთვნილ, „ზიგ-ზაუერ-პ365-ის“ მარკის და მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს, რის შემდგომაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
· 2023 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. მ-ში, ნ-ის ტერიტორიაზე, მ. ბ-ძე და გ. მ-ძე, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების, მათ შორის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ჯგუფურად თავს დაესხნენ ვ. გ-ას და ვ. ბ-ს, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ამავდროულად, აღუკვეთეს თავისუფლება - შეუკრეს ხელ-ფეხი, ხოლო ვ. გ-ას გაუსწორდნენ ფიზიკურადაც, რის შედეგადაც დაეუფლნენ ვ. გ-ას კუთვნილ პირადობის მოწმობას, მართვის მოწმობას, ოფიცრის საბუთს და იარაღის მოწმობას.
· 2023 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. მ-აში, ნ-ის ტერიტორიაზე, მ. ბ-ძე და გ. მ-ძე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავს დაესხნენ ვ. გ-ას და ვ. ბ-ს, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ამავდროულად, აღუკვეთეს თავისუფლება - შეუკრეს ხელ-ფეხი, ხოლო ვ. გ-ას გაუსწორდნენ ფიზიკურადაც, რის შედეგადაც მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვ. გ-ას კუთვნილ, „ზიგ-ზაუერ-პ365-ის“ მარკის და მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს, რის შემდგომაც გ. მ-ძე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ვ. გ-ას კუთვნილ, „ზიგ-ზაუერ-პ365-ის“ მარკის და მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 23 სექტემბრიდან.
3.3. მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ბ-ს შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გაუქმდა მ. ბ-ის მიმართ წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მ. ბ-ძე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისგან, ხოლო 1/6-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული და 2022 წლის 17 ივნისის განაჩენს ნაწილობრივ დამატებული სასჯელი და განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.5. ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 სექტემბრიდან.
3.6. ა. გ-ას (პ/ნ .....) სახელზე სს „ს-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო) და ა. გ-ას (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), გ. გ-ის სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) და GE... (ლარი, დოლარი, ევრო), გ. გ-ის (პ/ნ ..) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ვ. ს-ის სახელზე სს „თ-ში“ არსებულ ანგარიშზე ნომრით -„GE...“ (ლარი, დოლარი, ევრო), ნ. გ-ის (პ/ნ ....) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ნ. რ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ვ. ლ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ლ. გ-ის (პ/ნ ....) სახელზე სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო) - 2023 წლის 8 სექტემბერს დარიცხული, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ფულადი თანხები მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის კონტროლით დაუბრუნდეს დაზარალებულ ვ. გ-ას, რისი უზრუნველყოფის მიზნითაც საქართველოს სსსკ-ის 151-ე და 158-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს):
ა/ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: ნ. გ-ის (პ/ნ ...) სახელზე, სს „თ-ში“ არსებულ საბანკო ანგარიში ნომრით - „GE...“ (ლარი, დოლარი, ევრო), ნ. რ-ის (პ/ნ ...) სახელზე, სს „თ-ში“ არსებული ანგარიში ნომრით -„GE“ (ლარი, დოლარი, ევრო), ვ. ლ-ის (პ/ნ ...) სახელზე, სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ლ. გ-ის (პ/ნ ) სახელზე, სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE... (ლარი, დოლარი, ევრო);
ბ/ ასევე, საქართველოს სსსკ-ის 158-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეზე ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: ა. გ-ას (პ/ნ .....) სახელზე სს „ს-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) და ა. გ-ას (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო);
გ/ ასევე, საქართველოს სსსკ-ის 158-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეზე ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: გ. გ-ის სახელზე ს/ს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიშები ნომრით - GE.... (ლარი, დოლარი, ევრო) და GE... (ლარი, დოლარი, ევრო), ვ. ს-ის სახელზე ს/ს „თ-ში“ არსებული ანგარიში ნომრით -GE... (ლარი, დოლარი, ევრო);
დ/ ასევე, საქართველოს სსსკ-ის 158-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეზე ამ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ უნდა მოიხსნას (გაუქმდეს) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შემდეგ ანგარიშებზე დადებული ყადაღა: გ. გ-ის (პ/ნ ...) სახელზე სს „თ-ში“ არსებული საბანკო ანგარიში ნომრით - „GE....“, ვ. ს-ის სახელზე სს „თ-ში“ არსებული ანგარიში ნომრით -„GE...“ (ლარი, დოლარი, ევრო).
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა გ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გ. მ-ის გამართლება; ასევე ალტერნატივის სახით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება სასჯელის ნაწილში.
4.1. კასატორებმა - მსჯავრდებულმა მ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება სასჯელის ნაწილში.
4.2. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენის იცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა გ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება ან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება სასჯელის ნაწილში; ხოლო მსჯავრდებულმა მ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება სასჯელის ნაწილში.
7. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების - ვ. გ-სა და ვ. ბ-ის ჩვენებებით, მოწმების - ე. ა-ის, ბ. რ-ის, მ. გ-ის, ი. ბ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, შსს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 სექტემბრის წერილით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 11 სექტემბრის მომართვის წერილით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით და საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სსიპ „112-ის“ სამსახურიდან გამოთხოვილი, კამერების ჩანაწერებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნამდვილად ჩაიდინეს მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება, რისი გათვალისწინებითაც, მათი მსჯავრდება წარდგენილი კვალიფიკაციით - კანონიერია.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ იმგვარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე - სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
10. სააპელაციო სასამართლომ გ. მ-ისა და მ. ბ-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულების მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
11. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია ასევე მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების - გ. მ-ისა და მ. ბ-ის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ:
13. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 12 წლამდე; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია - თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქცია - თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე; სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქცია - თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.
14. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ... იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით ... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველ ნაწილის დანაწესის მიხედვითაც დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47), “სასჯელის სპეციალური პრევენციის მიზანი გულისხმობს დანაშაულის რეციდივის გამორიცხვის, მინიმალიზების მცდელობას, რაც პრინციპში ძირითადად მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავის რესოციალიზაციით” ( იქვე, II-50).
16. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობა: ბრალდებულის მიერ (მსჯავრდებული) დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან.
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ გ. მ-იძე და მ. ბ-ძე თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან; ისინი იყენებდნენ დუმილის უფლებას, როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას, ასევე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე; მსჯავრდებულებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე არაერთი მოწმის დაკითხვის/მტკიცებულებათა კონკრეტული ნაწილის გამოკვლევის შემდეგ ცნეს მათი დარჩენილი ნაწილი უდავოდ და მხოლოდ საბოლოო სიტყვის ეტაპზე მიუთითეს, რომ აღიარებდნენ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, რაც ვერ შეფასდება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობად და ვერ იქნება მიჩნეული დანაშაულის აღიარებად და გამოძიებასთან თანამშრომლობად. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
18. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - გ. მ-ისა და მ. ბ-ის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ქმედების განხორციელების ხერხი, ადგილი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და მათ შეუფარდა ისეთი სასჯელები, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის, მსჯავრდებულ მ. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე