განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002551994
საქმე № 1ბ/1661-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - შ-----------ა
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ვ---- დ------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ა------------------------;
ადვოკატი - ბ-----------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლი;
სასჯელი:
საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით;
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ---- დ------–---–მა და მისმა ადვოკატმა ბ-----------–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამრთლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. ვ---- დ------–---–ს არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო განხილვის დროს არ უღიარებია მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული და არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებული ბრალდების არსს და ფაქტობრივ გარემოებებს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა, რომ ვ---- დ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3771 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. სისხლის სამართლის საქმეზე საფუძვლიანად არ ჩატარებულა გამოძიება და არ გამოკვლეულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, არ არსებობს არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მსჯავრდებულს ამხელდა დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარის ვერსის თანახმად, ვ---- დ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა 25840 ლარის ოდენობით. გადაუხდელობის გამო დაიწყო სააღსრულებო წარომება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის თ.მ------–-–---–ის მიერ ვ---- დ------–---–ს ფოსტით გაეგზავნა შეტყობინება აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარდგენის შესახებ. თ. მ------–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლსი 23 აპრილს მან ვ---- დ------–---–ს გაუგზავნა წერილი ქონებრივი ნუსხის წარდგენის შესახებ, რომელიც ჩაბარდა მის დედას ლ-------------–---–ს, 2018 წლსი 25 აპრილს, სამოქალაქო წესით. ისე, რომ არც კი დაინტერესებულან გადასცა თუ არა მშობელმა შვილს აღნიშნული წერილი, 2018 წლის 7 მაისს, აღმასრულებლები - ნ---- მ--–---–---–ი და გ--- მ------–-–---–ი მივიდნენ ა------ში, ვ---- დ------–---–ის მშობლების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, რათა მათივე განმარტებით მოეხდინათ კანონის შესაბამისად, აღნიშნული მისამართზე არსებული ვ---- დ------–---–ის ქონების აღწერა-დაყადაღება. მათივე განმარტებით, ვ---- დ------–---–მა გაუწია წინააღმდეგობა. ვ---- დ------–---–მა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ახსნა აღნიშნულის მიზეზი, რომ მისი ქმედება გამოწვეული იყო აღმასრულებელ გ--- მ------–-–---–ის ცინიკური და აგდებული მისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. აღმასრულებლების განმარტებით, ისინი შეეცადნენ ამ შეხვედრისას ვ---- დ------–---–ისთვის გადაეცათ შესაბამისი შეტყობინება, სადაც განმარტებული იქნებოდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობას, რაც მათივე ჩვენებებით ვ---- დ------–---–მა არ ჩაიბარა. აპელანტები უთითებენ, რომ აღმასრულებლებს მ------–-–---–ს და მ--–---–---–ს სრულყოფილად და დეტალურად რომ განემარტათ ვ---- დ------–---–ისთვის იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მოჰყვებოდა აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და პასუხისგებაში მიცემის მოსალოდნელი შედეგების გააზრებით, ამასთან, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, არ გაექცეოდა პასუხისმგებლობას. მით უმეტეს რომ მას არც იმ დროისათვის და არც დღეის მდგომარეობით არ ერიცხება მის სახელზე არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება. შესაბამისად, ქონებრივი ნუსხის წარდგენა არ იქნებოდა არანაირი პრობლემა. აპელანტები საჩივარში უთითებენ, რომ ერთადერთი ოფიციალური შემოსავალი რაც ვ---- დ------–---–ს გააჩნია წარმოადგენს მისი ინვალიდობის ასი ლარის ოდენობით დანიშნული პენსია, რომელიც დაყადაღებულია და პენსიიდან მიმდინარეობს მისი დავალიანების დაფარვა, რადგან მას ფაქტიურად საარსებო წყარო აღარ გააჩნია. კახეთის სააღსრულებოს ბიუროს უფროსი აღმასრულებელის თ------ მ------–-–---–ის მიერ, 2018 წლის 7 მაისს, შედგენილია ოქმი სატელეფონო საუბრის შესახებ, რომლის თანახმადაც იგი ესაუბრა მოვალეს ვ---- დ------–---–ს და მოახდინა მისი ინფორმირება. ოქმის თანახმად, საუბარი გაგრძელდა 2 წუთისა და 24 წამის განმავლობაში. დაცვის მხარე, ვარაუდობს, რომ აღმასრულებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე დაკისრებული მოვალეობის არცოდნას, ან მიზანმიმართულ ქმედებას ვ---- დ------–---–ის დადანაშაულებაში, აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის განზრახ წარუდგენლობაში. დაცვის მხარის შეფასებით, სატელეფონო გასაუბრების ოქმის მიხედვით, ვ---- დ------–---–მა ვერ გააცნობიერა, თუ რას ითხოვდა მისგან აღმასრულებელი, რა შედეგები მოჰყვებოდა ნუსხის წარუდგენლობას და ამის სანაცვლოდ იგი აღმასრულებელს მიმართავს თხოვნით გადაუნაწილოს მასზე დაკისრებული ჯარიმის თანხა. ამასთან დაცვის მახრეს მიაჩნია, რომ საუბრის მცირე დროში აღმასრულებელი ვერ შეძლებდა მოვალისთვის ამომწურავად ინფორმაციის გაცნობას, რის გამოც მათი აზრით, ადგილი ჰქონადა აღმასრულებლის მხრიდან დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას. დაცვის მხარე საჩივარში უთითებს, რომ მათი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ვ---- დ------–---–ს პირადად უნდა ჩაბარებოდა შეტყობინება და გასცნობოდა დეტალურად რას ითხოვდა მისგან აღმასრულებელი და რა შედეგები მოჰყვებოდა ამ შეტყობინებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნების უგულვებელყოფას. შეტყობინება დაცვის მხარის მოსაზრებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა ჩაბარარებოდა დაინტერესებულ მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა გათვალსიწინებით. ჩაბარდა თუ არა ვ---- დ------–---–ს შეტყობინება, ამ საკითხს ნათელს მოჰფენდა ვ---- დ------–---–ის მშობლის -ლ-------------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენება, ბრალდების მხარემ კი იგი მოხსნა ბრალდების მხარის სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, აპელანტები ითხოვენ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-----------ამ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ვ---- დ------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ბ-----------–--ემ, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა შ-----------ამ ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, ვ---- დ------–---–მა ჩაიდინა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ---- დ------–---–ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების გადაუხდელობის გამო, აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებო საქმის წარმოებები. 2018 წლის 7 მაისს, ქ. ა------ ალ----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისულმა კახეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა ვ---- დ------–---–ს დეტალურად განუმარტეს მისი ვალდებულების - ქონებრივი ნუსხის წარმოდგენისა და მისი წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ამავე დღეს, აღნიშნული ვალდებულება ვ---- დ------–---–ს განემარტა კახეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის დროს. მიუხედავად ამისა, მოვალე ვ---- დ------–---–მა 5 დღის ვადაში არ წარადგინა კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხა კახეთის სააღსრულებო ბიუროში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებლის თ------ მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო ვ---- დ------–---–ის მიმართ სააღსრულებო საქმეები. ხსენებულ საქმეებზე ჩატარებული იქნა სააღსრულებო მოქმედებები, გაგზავნილია გზავნილები, რაც გათვალისწინებულია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. 2018 წლის 23 აპრილს ვ---- დ------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის შესახებ, რაც 2018 წლის 25 აპრილს ჩაბარდა დედამისს, ლ-------------–---–ს. ქონებრივი ნუსხის წარმოდგენა მას ევალებოდა 5 დღის ვადაში. ამ დოკუმენტში აღწერილია თუ რას წარმოადგენს ქონებრივი ნუსხა და რა შეიძლება მოხდეს ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში. ვინაიდან კახეთის სააღსრულებო ბიუროში ვ---- დ------–---–ს დადგენილ ვადაში არ წარუდგენია ქონებრივი ნუსხა 2018 წლის 07 მაისს პირადად, ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ვ---- დ------–---–ს და შესთავაზა, რომ წარმოედგინა ქონებრივი ნუსხა, ამასთან განუმარტა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ 2018 წლის 07 მაისს მისი თანამშრომლები - გ--- მ------–-–---–ი და ნ---- მ--–---–---–ი მისულები იყვნენ ვ---- დ------–---–თან მისმართზე ქონების აღწერა-დაყადაღების მიზნით. ისინი ადგილზე გაესაუბრნენ ვ---- დ------–---–ს და კვლავ შესთავაზეს ქონებრივი ნუსხის წარმოდგენა, ამასთან განუმარტეს ნუსხის წარმოუდნელობის შედეგები, რაც დასტურდება მათ მიერ შედგენილი ოქმით. ამის შემდეგ მან კვლავ დაურეკა ვ---- დ------–---–ს ნომერზე 5---------- და მან დაუდასტურა, რომ ესაუბრებოდა ვ---- დ------–---–ს და კიდევ ერთხელ შესთავაზა ქონებრივი ნუსხის წარმოდგენა. მოწმის განმარტებით, მისი ვ---- დ------–---–თან ტელეფონით კომუნიკაციის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ არ დამდგარიყო ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულზე შეადგინა ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ. მოწმის განმარტებით, ვ---- დ------–---–ს ქონების ნუსხის წარმოდგენის შესახებ წერილი კანონით გათვალისწინებული წესით გაუგზავნა მისამართზე, რაც ჩაბარდა ვ---- დ------–---–ის დედას ლ-------------–---–ს, რომელიც არის ოჯახის წევრი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აღნიშნული დოკუმენტი ჩათვლილიყო ჩაბარებულად.
მოწმე ნ---- მ--–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმეები ვ---- დ------–---–ის მიმართ. ამ საქმეებთან დაკავშირებით გაიცა შეტყობინება მოვალის მიერ ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის შესახებ, რომელიც ჩაბარდა 2018 წლის 25 აპრილს და მოვალეს 5 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა ნუსხა. 2018 წლის 07 მაისს სააღსრულებო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მოვალესთან, გ--- მ------–-–---–თან ერთად განხორციელდა ვიზიტი, სადაც დახვდათ ვ---- დ------–---–ი, რომელსაც განუმარტეს ვიზიტის მიზეზი და ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. ვ---- დ------–---–მა მათ გაუწია წინააღმდეგობა და არ მისცა სააღსრულებო მოქმედებების შესრულების საშუალება, რის შემდეგაც დატოვეს და წავიდნენ. მოწმის განმარტებით, ადგილზე ყოფნისას მათ შეადგინეს ოქმი, რომელშიც ფიქსირდება ყველა სააღსრულებო მოქმედება, ასევე ადგილზე მომხდარი სიტუაცია. მათ ვ---- დ------–---–ს განუმარტეს, რომ უნდა განეხორციელებინათ მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღება, რაზეც მოვალემ განუცხადა უარი. მას ასევე განუმარტეს, რომ წარმოსადგენი ქონდა ქონებრივი ნუსხა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- მ------–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, ვ---- დ------–---–ს მისამართზევე განემარტა ქონებრივი ნუსხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაძლო შედეგები, რაც შეტანილია და დაფიქსირებულია ოქმში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ზ------ ბ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაიწყო 2018 წლის 29 მაისს.
კახეთის სააღსრულებლო ბიუროს 2----–-–------------–-------------------- ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე შეტყობინებით დასტურდება, რომ ვ---- დ------–---–ს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარედგინა ქონებრივი ნუსხა.
ფოსტის გზავნილით დასტურდება, რომ შეტყობინება ვ---- დ------–---–ის დედას ჩაბარდა 2018 წლის 25 აპრილს.
2018 წლის 7 მაისის ოქმით დასტურდება, რომ ვ---- დ------–---–ს ტელეფონით ეცნობა ქონებრივი ნუსხის ჩაბარების ვალდებულებისა და წარუდგენლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
კახეთის სააღსრულებო ბიუროს N------ ოქმით დასტურდება, რომ ვ---- დ------–---–ს განემარტა ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა. კანონმდებლობით დანაშაულის ობიექტურ მხარეს წარმოადგენს, მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად, ან/და არასრულყოფილად წარდგენა. აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით. აღნიშნული დანაშაული სუბიექტური მხრივ შესაძლებელია ჩადენილ იქნეს პირდაპირი განზრახვით, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ წარუდგენს ქონებრივ ნუსხას.
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ის საქმის მასალები და შეამოწმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოტივების საფუძვლიანობა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია ვ---- დ------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და მას არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი. აპელანტი თავის საჩივარში მიუთითებს რამდენიმე მოტივზე, რომლებზედაც ის აფუძნებს თავის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე და რომლებსაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემოთ განხილული გარემოებების გამო.
აპელანტი საჩივარში მსჯელობს იმის თაობაზე, რომ ვ---- დ------–---–ს არავითარი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, რადგან არ იყო გაფრთხილებული კანონის შესაბაისად ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, საამისო საფუძვლად უთითებს მისთვის შერაცხული ქმედების დასადასტურებლად საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების არარსებობაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ბაზისა და მოწმეთა ჩვენებების ამგვარ შეფასებას. მოწმეები - თ------ მ------–-–---–ი, ნ---- მ--–---–---–ი და გ--- მ------–-–---–ი სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში პირდაპირ უთითებენ სწორედ იმ ქმედებებზე, რაც მათ განახორციელეს, ასევე ვ---- დ------–---–ის მოქმედებას დაწყებული მათთან კონტაქტში შესვლიდან და დასრულებული მასთან ურთიერთობის შეწყვეტის მომენტით. მოწმეები დეტალურად აღწერენ ვ---- დ------–---–ის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებულ ყველა გარემოებასა და მოვლენათა თანმიმდევრობას, ამასთან, მათ არცერთხელ არ უარყვიათ თავის ჩვენებებში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. დაცვის მხარე ცდილობს ამ ჩვენებებში მოწმეების მიერ ნათქვამი ცალკეული, შეფასებითი შინაარსის მქონე ფრაზა გამოიყენოს მათი ჩვენების ნეგატიური შეფასებისათვის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხსენებული გამონათქვამები საერთოდ არ ეხება იმ ქმედებას, რომლებიც მსჯავრდებულმა ვ---- დ------–---–მა რეალურად ჩაიდინა.
სააპელაციო პალატას მოწმეების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია და არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი ჩვენებების გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
უსაფუძვლოა აგრეთვე აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ---- დ------–---–ის საქმეში, მოწმეთა ჩვენებების გარდა, მისი დანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება. საქმეში არსებობს სხვა კანონიერი მტკიცებულებებიც, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. გარდა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობისა, მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ის ბრალეულობას ადასტურებს ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, კახეთის სააღსრულებლო ბიუროს 2----–-–------------–-------------------- ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის თაობაზე შეტყობინება, ფოსტის გზავნილი, 2018 წლის 7 მაისის ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ, კახეთის სააღსრულებო ბიუროს N------ ოქმი და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებები.
პალატა ვერ გაიზაირებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ მისავე დასაკითხ პირთა სიიდან ლ-------------–---–ის მოხსნის გამო, მათ მოესპოთ ,,ოქროს მოწმის“ დაკითხვის შესაძლელობა, ვინაიდან მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ს გამოძიების ეტაპზევე, ბრალის წარდგენის მომენტიდან ჰყავდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი და შესაბამისად, დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა სააქრთველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების თანახმად მინიჭებული უფლებებით. ბრალდების მხარემ კი, როდესაც ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ლ-------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვა, ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის N166 აპ-18 განჩინებაში, სადაც განმარტა: ,,რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ ნ. ჩ-ს მხრიდან ჯ. კ-ს მიმართ არაეთიკურ ქცევას და იმ გარემოებას, რომ მანამდე მსჯავრდებულს შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ჩაუდენია, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ეს საქმე 1-ლი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად განიხილეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით და მხარეებს მიეცათ საშუალება, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland) განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება, ხოლო საქმეში „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ ( Dombo Beheer BV v. The Netherlands) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არცერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ შეზღუდვია არც მტკიცებულებების წარდგენისა და არც საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება. საპროცესო კანონმდებლობით, თუ ბრალდების მხარემ არ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, დაცვის მხარეს შეუძლია, მოითხოვოს იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებსაც შესაძლოა, მსჯავრდებულის უდანაშაულობა ემტკიცებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა“.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით“. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ აღსრულების ბიუროს მიერ მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–სთვის აღსრულების დაწყების შესახებ უნდა ეცნობებინათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ---- დ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ვ---- დ------–---–ი სათანადო წესის დაცვით გააფრთხილეს ქონების ნუსხის წარდგენის ვალდებულების და ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, მიუხედავად აღნიშნულისა ვ---- დ------–---–ს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ქონებრივი ნუსხა არ წარუდგენია.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი ვ---- დ------–---–ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ---- დ------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ---- დ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ვ---- დ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება (ნასამართლობა) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ჯარიმა - 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპი.
პალატის შეფასებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ის სპორტული მიღწევების დამადასტურებელი მოწმობების და სიგელების ქსეროასლები, ჯარიმის თანხის ნაწილობრივ დაფარვის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერების ქსეროასლები, აღნიშნული ვერ გამოდგება მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნულ საკითხს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლსი 17 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.
სააპელაციო პალატის აზრით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ---- დ------–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი ვ---- დ------–---–ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ---- დ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ---- დ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ვ---- დ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 17 სექტემბრიდან.
ვ---- დ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას ვ---- დ------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით 2000 (ორი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ მ-----– დ------–---–ის (პირადი №0----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: №5------------
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.გველესიანი