განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001089778
საქმე #1/ბ-271-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა-----------ძე;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - გი-----------------–---–ი, მა---------------–---–ი;
მსჯავრდებული - ირ---–------------------ე, დაბადებული 1--- წლის 2-------- საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), ნასამართლევი, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, პ------–-- ქ. N6- ბინა N1--- ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ირ---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ირ---–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 26 ივლისიდან 2015 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ ირ---–-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ირ---–-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მცდარი და უკანონოა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ქურდობის ნაწილში ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ იო------–-–---–ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით. სასამართლო დაცვის მხარეს პასუხობს დაზარალებულ ი.ბე–-–---–ის პირადი მოსაზრებით და არა ფაქტით, რომ უკანა ხედვის სარკე ზამბარებიდან იყო მოხსნილი და არა დაზიანებული, თითქოს დაზარალებულს ენახოს როგორ ხსნიდა ირ---–-------ე, ისე რომ არ დააზიანა. აღნიშნული წარმოადგენს არა მტკიცებულებას, არამედ მხოლოდ დაზარალებულის წარმოდგენას. პოლიციის თანამშრომელ ზ.ლო-----–---–ის ჩვენება, რომ ირ---–-------ე უშუალოდ დანაშაულის ჩადენის, ანუ ქურდობის მომენტში დააკავეს, გამოგონილია, რადგან ამის შემმოწმებელი არავინ იყო. დაზარალებულებს არ დაუნახავთ ირ---–-------ის მიერ სარკეების ან სარკის ქურდობის ფაქტი. ერთადერთი მოწმე და ისიც არანეიტრალური პირი, ბრალდების მხარის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირი არის გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ ხედავდა, თუ როგორ ხსნიდა ირ---–-------ე სარკეს მანქანას, მაგრამ რომელ მანქანას ხსნიდა არ იცის, არ იცის როგორ და რა საშუალებით ხსნიდა, სრულად მოხსნა, თუ მხოლოდ შიგნითა ნაწილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილზე მისულ ორივე პოლიციელს უამბეს მეზობლებმა ირ---–-------ესა და მამამისს შორის მომხდარი სიტვიერი შელაპარაკების თაობაზე, რაც გახდა მსჯავრდებულის მხრიდან სხვისი მანქანების სარკეების დაზიანება-დამტვრევის მიზეზი. სასამართლომ არ მიუთითა დაცვის მხარის მტკიცებულებების შესახებ, სანოტარო წესით დამოწმებულ დაზარალებულების ხელწერილებზე, რომ მათ ირ---–-------ის მხრიდან ზიანი აუნაზღაურდათ. სასამართლოსთვის არ იქნება დამაჯერებელი ის, რომ ქურდი ჯერ იპარავს და მერე მოპარულს ანაზღაურებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ დამზიანებელი ზიანს უნაზღაურებს იმას, ვისაც ეს ნივთი დაუმტვრია დამაჯერებელია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოში გამოკვლეულ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ირ---–-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. 2015 წლიდან დაცვის მხარეს არ მიუმართავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისთვის და მხოლოდ განმარტება იმის შესახებ, რომ როდესაც ირ---–-------ე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება ხდება არაადექვატური და ავიწყდება ყველაფერი, არ არის გასაზიარებელი. მნიშვნელოვანია, რომ ირ---–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სარკეები, რაც მისაკუთრების მიზანზე მიუთითებს. დაზარალებულმა ი.ბეჟანიშვილმა პირდაპირ მიუთითა, რომ სარკე დაზიანებების გარეშე იყო მოხსნილი და არა მოტეხილი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც თანმიმდევრული და ურთიერთშეთანხმებული ჩვენები მისცეს სასამართლოს და დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები, ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირ---–-------ის თითის ანაბეჭდი აღმოჩენილ იქნა ერთ-ერთ ავტომანქანიდან აღებულ კვალზე.
სასამართლომ დაადგინა:
ირ---–-------ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ი. პ------–-- ქ. N1---- მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ირ---–-------ე ფარულად დაეუფლა ამავე მისამართზე მდგომ ლე---------–---–ის მფლობელობაში არსებულ „VOLKSWAGEN“-ის მარკის, „PASSAT“-ის მოდელის (სახ. N-------) ავტომანქანის 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარცხენა ხედვის სარკეს; იო------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ „MERCEDES-BENZ“-ის მარკის, „S” მოდელის (სახ. N----------) ავტომანქანის 50 (ორმოცდაათი) ლარად ღირებულ უკან მარჯვენა ხედვის სარკეს და გი----------------ის მფლობელობაში არსებულ „MITSUBISHI“-ის მარკის, „PAJERO IO“-ს მოდელის (სახ. N-------) ავტომანქანის 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარცხენა ხედვის სარკეს. ირაკლი ჩხეიძე 2015 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, ასევე ფარულად დაეუფლა თბილისში, პ------–-- ქ.N1---- მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ ჯა-------------ის საკუთრებაში არსებულ „OPEL ZEPIRA“-ს მარკის (სახ. R------) ავტომანქანის 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარჯვენა ხედვის სარკეს და ვლ---------–---–---ის საკუთრებაში არსებულ „MERCEDES- BENZ“-ის „C“ მოდელის (სახ. N-------) ავტომანქანის 50 (ორმოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარჯვენა ხედვის სარკეს, რამაც ჯამში გამოიწვია 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ზემოთაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება შემთხვევის ადგილზე შენიშნულ იქნა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N4 განყოფილების თანამშრომლების: ვა---–------–---სა და ზა------–-------–---–ის მიერ, ხოლო ირ---–-------ე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შემდგომ, დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენის ადგილზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ ჯა-------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2014 წელს შეიძინა „OPEL“-ის მარკის მანქანა, სახ. NR------, რომელიც 2015 წლის 25 ივლისს, ხოლო 26 ივლისს აღმოაჩინა, რომ მარჯვენა უკანა ხედვის სარკე იყო მოპარული. ასევე, მოპარული იყო მისი მეზობლის ვლ---------–---–---ის კუთვნილი „მერსედეს ბენცის“ ავტომანქანის სარკე, რომელიც გაჩერებული იყო მისი ავტომანქანის გვერდით. აღნიშნულის შემდეგ, დაუკავშირდა 112-ს და აცნობა ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის სარკის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 ლარს.
დაზარალებულ იო------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2015 წლის ივლისის თვეში დაუკავშირდა მეზობელი, რომელმაც უთხრა, რომ მოპარული იყო მანქანის სარკეები და სთხოვა შეემოწმებინა მისი ავტომანქანის სარკეც მოპარული ხომ არ იყო. შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ მისი კუთვნილი „მერსედესი S კლასი 220“- ის, სახ. N---------- მანქანის უკანა ხედვის მარჯვენა სარკე იყო მოპარული, რომელსაც აქვს სპეციალური ჩასასმელი და დაზიანების გარეშე იყო მოხსნილი. ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოართვეს ჩვენება. გამომძიებლის მიერ ექსპერტების და დაზღვევის თანამშრომლის მონაწილოებით დათვალიერებული იქნა მანქანა, საიდანაც აღებული იქნა ნიმუშები. თუ პირმა არ იცის როგორ იხსნება ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე, სამაგრების დაზიანების გარეშე მას ვერ ამოიღებს. დაზარალებულის განმარტებით, მას მიადგა დაახლოებით 300 ლარის ზიანი.
დაზარალებულ გი----------------ის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ მისი ოჯახის საკუთრებაშია „მიცუბიში პაჯაროს“ მარკის მანქანა სახ. N-------, რომელსაც აჩერებდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. 2015 წლის 25 ივლისს მანქანა გააჩერა კორპუსთან, ხოლო მეორე დღეს აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო მარცხენა მხარის უკანა ხედვის სარკე, რომელიც იყო მომტვრეული და ნამსხვრევები ძირს ეყარა. მისივე განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა 40 ლარის ოდენობის ზიანი.
დაზარალებულ ლე---------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, დიდი დიღომი, იოანე პ------–-- ქუჩა N1-- ბინა N1--–-- 2015 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მივიდა სახლში, რა დროსაც საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა „ფოლცვაგენ-პასატი“ ტრანზიტული ნომრით N-------, გააჩერა საცხოვრებელ კორპუსთან. მეორე დილით, მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შეატყობინეს, რომ მოპარული იყო მისი მანქანის უკანა ხედვის სარკე, რითაც მიადგა 50 ლარის ოდენობის ზიანი.
დაზარალებულ ვლ---------–---–---ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰყავდა შავი ფერის „მერსედესი C“ კლასის სახ. N------- მანქანა. 2015 წლის 25 ივლისს გვიან მივიდა სახლში და მისი კუთვნილი მანქანა გააჩერა საცხოვრებელ კორპუსთან ავტოსადგომზე. მეორე დღეს, როდესაც ეზოში ჩამოვიდა, დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მოპარული იყო მისი კუთვნილი მანქანის მარჯვენა უკანა ხედვის სარკე და დაკავებული ყავდათ დანაშაულის ჩამდენი პირი. მანქანას მიუახლოვდა და დაინახა, რომ მისი მანქანის მარჯვენა უკანა ხედვის სარკე აღარ იყო, ხოლო მინა გატეხილი იყო და ნამსხვრევები ძირს ეყარა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა დაახლოებით 10-15 ლარის ოდენობით ზიანი.
ქ.თბილისის შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 თანამშრომლების - ვა---–------–---ს და ზა------–-------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. თბილისში, დიდი დიღომში, პ------–-- ქუჩა N1---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის საათებში გაიგეს გატეხვის ხმა და დაინახეს პიროვნება, რომელიც ვერცხლისფერი ფერის „ფოლცვაგენ პასატის“ ფირმის მანქანას ძალის გამოყენებით ხსნიდა უკანა ხედვის სარკეს. მიუახლოვდნენ აღნიშნულ პირს, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ზა------–-------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რის საფუძველზეც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ირ---–-------ის ხელში არსებული პოლიეთილენის პარკიდან ამოღებული იქნა ხუთი ცალი მანქანის უკანა ხედვის სარკე, რის შემდგომ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ზა------–-------–---–ის მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები და ირ---–-------ე გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნუ------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 26 ივლისს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით და მანქანის მეპატრონის თანდასწრებით მის მიერ დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი, იოანე პ------–-- ქუჩა N1---- მიმდებარე ტერიტორიაზე სადარბაზოსთან გაჩერებული „მიცუბიში პაჯერო იოს“ მარკის მანქანა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავდა მანქანის უკანა ხედვის სარკის ჩარჩო, კარები და ე.წ. ,,კრილო“, საიდანაც ამოიღეს ნიმუშები ორ დაქტილოფირზე.
მოწმე სე------------–--ის ჩვენებით გაირკვა, რომ მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა ქ.თბილისი, პ------–-- ქუჩა N1---- მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოწმე და-------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მის მიერ ექსპერტების მონაწილოებით 2015 წლის 26 ივლისს დათვალიერებული იქნა დაზარალებულ იო------–-–---–ის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის მანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ მანქანიდან მოპარული იყო მარჯვენა მხარის უკანა ხედვის სარკე.
2015 წლის 26 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ირ---–-------ეს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო: 1. გაბზარული ოვალური ფორმის სარკე წყვეტილი ხაზით, სარკის კუთხეში მეორე მხარეს აქვს დაწერილი ციფრები 4----------- მის ქვეშ აქვს ლათინური წარწერები ,,>ABSABSPCPPABS’’, 4----- ,,Germany’’ და მწარმოებელი ფირმის ფოლცვაგენის ლოგო. ასევე, ირ---–-------ის ჯინსის მოკლე შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, წითელი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის პლასტიკური ბარათი წარწერით ,,ფორტუნა“.
2015 წლის 26 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა ავტომანქანა „ფოლცვაგენ პასატი“ ვერცხლისფერი ტრანზიტული ნომრით „--------, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩაზე კორპუსი N-- მიმდებარედ, ქუჩის მხრიდან ცხვირით მიმართულია კორპუსის ეზოსაკენ. დათვალიერებული იქნა ავტომანქანის გარეთა მხარე და შიდა სალონი. ავტომანქანას არ აქვს მარცხენა გვერდითი უკანა ხედვის სარკე, რომელიც თავისი ბუდიდან არის ამოღებული. მეპატრონის ლე---------–---–ის მითითებით, ავტომანქანიდან მოპარულია მარცხენა უკანა ხედვის სარკე. ექსპერტების მიერ სპეციალური დაქტილოფხვნილით დამუშავებული იქნა ავტომანქანის ზედაპირი, შედეგად ამოღებული იქნა ხელის კვალი ერთი ცალი დაქტილოფირზე ავტომანქანის წინა მარცხენა გვერდითი ხედვის სარკის ჩარჩოს ზედაპირიდან. ავტომანქანის დათვალიერების და ხელის კვლების ამოღების ფაქტი დადასტურდა ექსპერტ თე-----------------–---–ის ჩვენებით.
2015 წლის 26 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე გაჩერებულია ორი ავტომობილი. ი. პ------–-- ქუჩის შესახვევის მხრიდან პირველი დგას მოშავო ფერის ,,მერსედესის’’ ფირმის ავტომობილი, სახ. ნომრით DSD-040. ვლ---------–---–---ის მითითებით, აღნიშნული ავტომობილიდან მოპარულია მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, სხვა რაიმე სახის დაზიანება აღნიშნულ ავტომობილს არ აღენიშნება. მერსედესის ფირმის ავტომობილის უკან დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე დგას ოპელის ფირმის ავტომობილი, სახ. ნომრით R------. ჯა-------------ის მითითებით, აღნიშნული ავტომობილიდან მოპარულია მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, სხვა რაიმე სახის დაზიანება ავტომობილს არ აღენიშნება. ორივე ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავებულ იქნა სპეციალური დაქტილოსკოპიური ფხვნილით. მერსედესის ფირმის ავტომობილიდან, სახ. ნომრით D------- კერძოდ, ავტომობილის წინა მარჯვენა კარის მცირე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ხელის კვალი 1 ცალ დაქტილოფირზე. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მერსედესის ფირმის ავტომობილის მიმდებარედ მიწის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი სარკე. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზა---------ა.
2015 წლის 26 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს იოსებ ბე–-–---–ის კუთვნილი ,,მერსედეს ბენცის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, სახ. ნომრით „----------- რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა N1---- უკანა ეზოში მე-3 სადარბაზოსთან. ავტომანქანის უკანა ბამპერზე ამძვრალი აქვს საღებავი, უკანა მარცხენა კარზე და უკანა მარცხენა ფრთაზე აღენიშნება განაკაწრები. ავტომანქანას არ აქვს მარჯვენა უკანა ხედვის სარკე. სხვა რაიმე დაზიანებები გარეგნულად არ აღენიშნება. ექსპერტის მიერ დამუშავებული იქნა ავტომანქანა, მაგრამ რაიმე ხელის კვალი ამოღებული ვერ იქნა. აღნიშნული გარემოება დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების: თე--------------ის და შა-–------------ის ჩვენებებით.
2015 წლის 26 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დასათვალიერებელი ავტომანქანა გაჩერებულია ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ი. პ------–-- ქუჩა N1---- I სადარბაზოსთან. ავტომანქანა არის რუხი ფერის ,,MITSUBISHI PAJERO IO“-ს ფირმის, სახ. ნომრით T------- აღნიშნული ავტომანქანის მარცხენა მხარეს უკანა ხედვის სარკის ჩარჩო დგას არაბუნებრივ მდგომარეობაში და აღენიშნება დაზიანება - სარკე არის მთლიანად გამოგდებული და იქვე ძირს ყრია სარკის მინის ნატეხები. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დაქტილოფხვნილით დამუშავებული იქნა ზემოთაღნიშნული ავტომანქანის დაზიანებული სარკის ჩარჩო, მარცხენა კარები და კარების მინა, საიდანაც ამოღებულ იქნა 2 ცალი დაქტილოფირი. ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა მინის ნამსხვრევები. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექსპერტ გი---------------ის ჩვენებით.
2015 წლის 9 სექტემბრის დაქტილოსკოპიური N1------ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვალი N1 გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: 51X52მმ - იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, რომელიც იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 2--------- წელს დაბადებული ირ---–------------------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რუ------------–------–---–მა.
2015 წლის 21 აგვისტოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N1-------------- დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურეს ექსპერტებმა დიმიტრი გამყრელიძემ და თა---------მა, დადგინდა რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სარკეები წარმოადგენენ ავტომობილის უკანა ხედვის სარკეებს. წარდგენილი მინის ნამტვრევები წარსულში წარმოადგენდნენ ავტომანქანა „MITSUBISHI”-ის მარკის „PAJERO IO“-ს მოდელის უკანა ხედვის სარკის შემადგენელ ნაწილს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით საქმეზე დართული დაზიანებული (გაბზარული) სარკე წარსულში წარმოადგენდა ავტომანქანა „ფოლცვაგენის“ მარკის ავტომობილის უკანა მარცხენა ხედვის სარკეს. კონკრეტულად რომელი მოდელის სარკეს წარმოადგენდა დადგენა შეუძლებელია მასზე არსებული მარკირებების სიმცირის გამო. ავტომანქანების სარკის მინების საბაზრო ღირებულება 2015 წლის 26 ივლისის და დღეის მდგომარეობით შეადგენს: ავტომანქანა „MERCEDES-BENZ S 430“, სახ. NA------- უკანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 50,0 (ორმოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „MITSUBISHI PAJERO 1.8 IO“, სახ. N-------, უკანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 30,0 (ოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „OPEL ZAFIRA”, სახ. NR------, კანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 30,0 (ოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „MERCEDES-BENZ C 220 CDI“, სახ. N-------, უკანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 50,0 (ორმოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „VOLKSWAGEN PASSAT“, ტრანზიტული სანომრე ნიშნით N-------, უკანა მარცხენა ხედვის სარკის მინა - 30,0 (ოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ირ---–-------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ ირ---–-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ირ---–-------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ირ---–-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მის შეფასებებს მომხდარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლითაც ის ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობის ტვირთი, ვინაიდან საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დასტურდება ირ---–-------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი. დაცვის მხარის პოზიციები ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2015 წლის 26 ივლისს, ირ---–-------ე ფარულად დაეუფლა ლე---------–---–ის მფლობელობაში არსებულ „VOLKSWAGEN“-ის მარკის, „PASSAT“-ის მოდელის ავტომანქანის 30 ლარად ღირებულ უკანა მარცხენა ხედვის სარკეს; იო------–-–---–ის საკუთრებაში არსებულ „MERCEDES-BENZ“-ის მარკის, „S” მოდელის ავტომანქანის 50 ლარად ღირებულ უკან მარჯვენა ხედვის სარკეს; გი----------------ის მფლობელობაში არსებულ „MITSUBISHI“-ის მარკის, „PAJERO IO“-ს მოდელის ავტომანქანის 30 ლარად ღირებულ უკანა მარცხენა ხედვის სარკეს; ჯა-------------ის საკუთრებაში არსებულ „OPEL ZEPIRA“-ს მარკის ავტომანქანის 30 ლარად ღირებულ უკანა მარჯვენა ხედვის სარკეს და ვლადიმერ ცერცვაძის საკუთრებაში არსებულ „MERCEDES- BENZ“-ის „C“ მოდელის ავტომანქანის 50 ლარად ღირებულ უკანა მარჯვენა ხედვის სარკეს, რამაც 190 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები.
დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ირ---–-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და განაჩენი ემყარება მხოლოდ არანეიტრალური პირების - პოლიციის თანამშრომლების გამოგონილ ჩვენებებს, ხოლო დაზარალებულები არ არიან ქურდობის თვითმხილველი პირები, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს. ყოველივე არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. მსჯავრდებულ ირ---–-------ის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულ იო------–-–---–ის და პოლიციელთა ჩვენებებით, არამედ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დანაშაულის ჩადენის სრულ სურათს ქმნის და არ არსებობს აღნიშნული ჩვენებების უარყოფის რაიმე საფუძველი. კერძოდ: დაზარალებულ იო------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ივლისის თვეში მოპარეს მისი კუთვნილი „მერსედესი S კლასი 220“-ის, მანქანის უკანა ხედვის მარჯვენა სარკე, რომელიც მოხსნილი იყო სამაგრებიდან და არ ყოფილა დაზიანებული, გატეხილი. მოწმეებმა - ვა---–------–--ემ და ზა------–-------–---–მა განმარტეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თბილისში, დიდ დიღომში, პ------–-- ქუჩა N1---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის საათებში გაიგონეს გატეხვის მაგვარი ხმა და დაინახეს პიროვნება, რომელიც ვერცხლისფერი „ფოლცვაგენ პასატის“ ფირმის მანქანას ძალის გამოყენებით ხსნიდა უკანა ხედვის სარკეს. აღნიშნულ პირს მიუახლოვდნენ და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ზა------–-------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რის საფუძველზეც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პოლიციელთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ირ---–-------ის 2015 წლის 26 ივლისის ჩხრეკის ოქმს, რითაც დადგენილია რომ ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ი.პ------–-- ქუჩა, კორპუსი N-- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, ირ---–-------ისგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გაბზარული ოვალური ფორმის სარკე წყვეტილი ხაზით, სარკის კუთხეში მეორე მხარეს აქვს დაწერილი ციფრები 4----------- მის ქვეშ აქვს ლათინური წარწერები ,,>ABSABSPCPPABS’’, 4----- ,,Germany’’ და მწარმოებელი ფირმის ფოლცვაგენის ლოგო. აღსანიშნავია, რომ ირ---–-------ის პირადი ჩხრეკა და მისი საპროცესო დამაგრება მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის კანონიერება შემოწმებულია სასამართლოს მიერ და ცნობილია კანონიერად. მსჯავრდებულ ირ---–-------ეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისა და შედეგების მიმართ არანაირი შენიშვნა ან განცხადება არ დაუფიქსირებია. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, პოლიციელების ჩვენებების გარდა, განმტკიცებულია სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანების დათვალიერების ოქმებით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სრულად არის თანხვდენილი ვა---–------–---ს და ზა------–-------–---–ის ჩვენებებთან. გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვალი N1 გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: 51X52მმ - იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ირ---–------------------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა.
საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა სანდოობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება პირი, რომლისთვის ცნობილია კონკრეტული გარემოება. სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. პოლიციის თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს და ახასიათებთ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით, თავისი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებით არის განპირობებული. ამასთან, პროფესიულ საქმიანობას ისინი ასრულებენ გარკვეულ გარემოებებზე, მოქმედებებზე, ობიექტებზე, ადამიანებზე გაცნობიერებულად მიზანმიმართული ყურადღების მეშვეობით და ასეთი თვითმხილველის აღქმის მაღალი ხარისხი, ჩვენების სისრულე დაკავშირებულია აღსაქმელი სიტუაციის ან მოვლენის ზოგად ცოდნასთან და ადეკვატურ შეფასებასთან. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ირ---–-------ის უკანონო ქმედებას, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებზე, რომ მოწმე ზ.ლო-----–---–მა დაკავების საფუძვლად სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსი მიუთითა, (უფრო ტექნიკური შეცდომის საკითხია) ვერ გახდება მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი. ამასთან, მსჯავრდებულის განცხადების გარდა, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პოლიციის თანამშრომელთა მიკერძოებას და საქმით დაინტერესებას.
სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია აპელანტის პოზიცია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს მიყენებული ზიანი აუნაზღაურა, არ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობას და ირ---–-------ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება. 2. ქმედების ფარული ფორმით განხორციელება. 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნივთის დაზიანებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ირ---–-------ის ქმედებაში ქურდობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშნის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ირ---–-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ირ---–-------ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ირ---–-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და ირ---–-------ეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გამოსაცდელი ვადის პერიოდში ირ---–-------ის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საქართველოს სსკ-ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №203აპ–15, №733აპ-16- №419აპ-17, №349აპ-17).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ირ---–-------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, პალატა აღარ მსჯელობს მოცემულ საკითხზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ირ---–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გი-----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ირ---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ირ---–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გი-----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ირ---–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ირ---–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ირ---–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 26 ივლისიდან - 2015 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით.
ირ---–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
ირ---–-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის 5 ცალი სარკე, რომელიც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
სამი ავტომანქანის („ფოლცვაგენის“, „პაჯერო იოს“ და „მერსედეს S“ კლასის) დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია 3 დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების (მანქანები - „ოპელი“ და „მერსედეს C“ კლასი) ამსახველი ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
დაქტილოფირები, ავტომანქანის დაზიანებული სარკე და სარკის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ირაკლი ჩხეიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „ფორტუნას“ პლასტიკური ბარათი და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე