განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002374761
საქმე #1/ბ-1361-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის:
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თა----------ა;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ალ---------- ამ-------–---–ი, ნე-–---------–---–ი;
მსჯავრდებული - გი------------------------ე, დაბადებული 1--- წლის 2----------- საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), ნასამართლევი, მცხოვრები: თბილისი, გ------–-- ქუჩა N1-- ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენით გი-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. მოუხდელი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ახლადდანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი-------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
გი-------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 დეკემბრიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ გი-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. კონფლიქტის და ფიზიკური დაპირისპირების დროს უფრო მეტად მ.გო---–---–ი დაზარალდა, მისივე ჩვენებაში იკვეთება გ.თა--------ის სამაგიეროს გადახდის სურვილი და განზრახვა, როდესაც დანამომარჯვებული მიდის გ.თა---ისკენ და ამის საშუალება აღარ ეძლევა, რადგან პოლიცია აჩერებს. სწორედ ეს ფაქტი უნდა შეფასდეს იმ კუთხითაც, რომ ასეთ შემთხვევაში დაზარალებული იქიდან გამომდინარე, რომ მას დანაშაულზე წაასწრეს, თავის გადასარჩენად დააბრალებდა თუ არა გ.თა----ს დანაშაულს. დაზარალებულის ჩვენებაში არის ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, ტელეფონის ჯიბიდან ამოღებასთან დაკავშირებით მან განავითარა სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები. სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა დაუსაბუთებლად გ.თა---ის, მოწმეების ჯა-----–--ის და ძნ--–--ის ჩვენებების ეპიზოდები, მ.გო---–---–ის მფლობელობიდან ტელეფონის გასვლისა და მის მიერ ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნის მომენტთან დაკავშირებით. მოწმე ქ.ჯა-----–---მ განმარტა, რომ მასსა და გ.თა----ს შორის საუბარი დაზარალებულისთვის ტელეფონის დაბრუნების შესახებ, შედგა პირველი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ. გ.თა---ის, ძნ--–--ის და თავად დაზარალებულის თანხვედრილი ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ პირველი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დაზარალებულს ტელეფონი თავად ქონდა. სასამართლოს სწორედ ის ფაქტი უნდა დაედგინა, რომ დაზარალებულს ტელეფონი ხელში ეჭირა და ამის მიუხედავად მაინც ითხოვდა ტელეფონის დაბრუნებას. ამასთან, მას საფულე საერთოდ არ უხსენებია. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოწმე თ.კა----ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა გ.თა---ის მიერ ტელეფონის დაბრუნების მცდელობა. თ.კა----ის ჩვენება განხორციელებული სატელეფონო ზარებისას მოსმენილი საუბრის შესახებ, რომ გ.თა---- პოლიციელებს ესაუბრებოდა და სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, თანხვედრაშია ქ.ჯა-----–--ის ჩვენების იმ ეპიზოდთან, სადაც ის განმარტავს, რომ გ.თა----ს, რომელსაც სურდა ტელეფონის დაბრუნება, დაანახა პოლიციელების მანქანა, რომელშიც დაზარალებული იჯდა, თა----მ უკვე დაძრული მანქანა გააჩერა და მივიდა მასთან. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებზე. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოში გამოკვლევისას საეჭვო გახდა, რადგან ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების მიერ მიცემულმა ჩვენებეbმა გამორიცხეს ოქმში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები. ნივთის ამოცნობის ოქმის გამოკვლევით და დაზარალებულის ჩვენებით კი დადასტურდა, რომ ამოცნობა ჩატარდა კანონდარღვევით, რადგან ამომცნობს პირდაპირ მიანიშნეს ამოსაცნობ ნივთზე.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. დაცვის მხარეს დაზარალებულის ჩვენებიდან მოყავს მხოლოდ მისთვის სასარგებლო განმარტებები. სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულ მა-–---- გო---–---–ის ჩვენებას და მასთან ურთიერთშეთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობას. ერთადერთი პირი, რომელმაც სასამართლომ მიაწოდა რეალური და ობიექტური ინფორმაცია ეს თავად დაზარალებულია, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ არავითარი პირადი ინტერესი არ გააჩნდა. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მათ შემთხვევით დაინახეს მ.გო---–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა გაშლილ მდგომარეობაში და ასევე აშკარად ეტყობოდა სახეზე დაზიანებები. ექსპერტიზის დასკვნითაც არის დადასტურებული, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. ამასთან, მ.გო---–---–ს იმ მომენტში არც 112-ში დაურეკავს. რაც შეეხება იმას, თუ რა ვითარებაში მოხდა მობილური ტელეფონის დაუფლება, დაზარალებულმა ახსნა ის გარემოება, რომ მან ამოიღო მობილური ტელეფონი მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდგომ, როცა აგრესია გაგრძელდა, მობილური ტელეფონი დადო ძირს, რომ არ დაზიანებულიყო, რის შემდეგაც დაეუფლა გ.თა---- და როდესაც მოსთხოვა მსჯავრდებულმა უარი უთხრა დაბრუნებაზე. მსჯავრდებულს თუნდაც ეცადა მობილური ტელეფონის დაბრუნება, ამ შემთხვევაში მთავარია დაუფლების მიზანი და ის თუ რა ვითარებაში და როგორ დაეუფლა მსჯავრდებული მობილურ ტელეფონს. რაც შეეხება ფულად თანხას, არავითარ ზეგავლენას ქმედების კვალიფიკაციას ფულადი თანხის არსებობა არ ახდენს. მობილური ტელეფონის წართმევა უკვე წარმოადგენს დამთავრებულ დანაშაულს, ხოლო დაცვის მხარის მოწმეები ცდილობდნენ, რომ შეემსუბუქებინათ და აერიდებინათ მსჯავრდებულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით ნასამართლევი გი-------------ე, 2017 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გ------–-- ქ. N3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე აშკარად, ფიზიკური ძალის გამოყენებით, დაეუფლა მა-–---- გო---–---–ის კუთვნილ, „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 300 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ მა-–---- გო---–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 02 საათზე, გ------–-- ქუჩაზე მიმავალს, მისმა ნაცნობმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი-------------ემ, რომელსაც მისთვის უცნობი ორი პირი ახლდა, სთხოვა სიგარეტი, რაზეც მან უთხრა, რომ სიგარეტი არ ჰქონდა, რის შემდეგაც გ. თა----მ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუშტი დაარტყა თვალში და წაქცეულს დაუწყო ცემა. თავდაცვის მიზნით სახეზე ხელები აიფარა და იგრძნო, რომ ჯიბეში ვიღაც ხელს უფათურებდა. როცა წამოდგა, შარვლის მარცხენა ჯიბე მოისინჯა და აღმოაჩინა, რომ საფულე აღარ ჰქონდა. „112“-ში დასარეკად ამოიღო კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის დანახვაზეც გ.თა---- უფრო აგრესიული გახდა, კვლავ ცემა დაუწყო და ისევ წაიქცა, მობილური ტელეფონი ძირს დადო, რომელიც გ. თა----მ აიღო. როცა ტელეფონის და საფულის დაბრუნება მოსთხოვა, გ.თა----მ, რომელსაც ნივთები ხელში ეჭირა, უთხრა, რომ ისინი წართმეული იყო და აღარ ეკუთვნოდა. გაერიდა მას, გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს, რა დროსაც გაახსენდა, რომ ჯიბეში დანა ჰქონდა. ვინაიდან მომხდარის გამო ძალიან აღელვებული იყო გ.თა----სთან მისვლა და წართმეული ნივთების დაბრუნება გადაწყვიტა. უკვე დანამომარჯვებული, პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და დანა ჩამოართავეს. როცა პოლიციის თანამშრომლებს უამბო გ. თა---ის მიერ ტელეფონის და საფულის წართმევის შესახებ, მათ დაახლოებით 30 მეტრში მდგარი გ.თა---- დააკავეს. გ. თა---ის თანმხლები პირები ჩხუბში არ ჩარეულან, მის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას ამოიცნო საკუთარი, „სამსუნგის“ ფირმის, დაახლოებით 300 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი, ხოლო კუთვნილი საფულის ბედი, მასში არსებული 250 ლარის ოდენობის თანხით, მისთვის დღემდე უცნობია.
მოწმე რა---–------–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ღამის საათებში, გი-------------ესთან ერთად იმყოფებოდა ბარში, სადაც ლუდი დალიეს. ბარიდან გამოსვლისას გი---------ან ერთად შეყოვნდა გ------–-- ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო სასურსათო მაღაზიასთან, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, დაზარალებული მა-–---- გო---–---–ი, რომელმაც გ-------- ჰკითხა - ვერ მიცანიო? გი------- გაკვირვებულმა მიუგო, რომ ვერ ცნობდა. მიუხედავად ამისა, მ. გო---–---–ი არ ეშვებოდა და ეუბნებოდა უნდა მიცნოო. გ. თა---- მ. გო---–---–ს სთხოვდა ეთქვა ვინ იყო, ეს უკანასკნელი კი ვინაობას არ უმხელდა. მდგომარეობა ნელ-ნელა დაიძაბა და მათი დაცალკევება გახდა საჭირო. მან გიორგი დაზარალებულს გაარიდა მაგრამ თავს არ ანებებდა, ვიღაც პიროვნებებს უსახელებდა, ხომ იცნობო. საბოლოოდ, გ. თა----მ მ. გო---–---–ს უთხრა, რომ ამ პირებს არ იცნობდა და თუ მათ დახმარების მისაღებად ეძებდა, თავად დაეხმარებოდა. მ. გო---–---–ი მის სიტყვებზე გაღიზიანდა, შენი დასახმარებელი რა მჭირსო და გ-------- სახეში ხელი დაარტყა. ვინაიდან გ. თა---- ნასვამი იყო, თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. გიორგი რომ წამოაყენა, მან და მ. გო---–---–მა ერთმანეთისკენ საჩხუბრად გაიწიეს. მოჩხუბრებს შუაში ჩაუდგა და ცდილობდა ერთმანეთისთვის ხელის დარტყმის შესაძლებლობა არ მიეცა. გაშველებისას ასფალტზე საგნის დავარდნის ხმა გაიგო და მანქანის საბურავთან დაგდებული ტელეფონი დაინახა. ბარში გაცნობილი მამაკაცის დახმარებით შეძლეს მათი გაშველება. მ. გო---–---–ი ყვიროდა „ჩემი ტელეფონიო“. ხელახალი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, სთხოვა მას ადგილზე გაჩერებულიყო და დაპირდა, რომ ტელეფონს თავად მიუტანდა. მობილური ტელეფონი მანქანასთან აღარ დახვდა. გ-------- ჰკითხა, ხომ არ იცოდა ტელეფონი სად იყო, რაზეც გი------- დაზარალებულს გასძახა ტელეფონი ხელში გიჭირავს, რა ტელეფონს ითხოვო? მ.გო---–---–ს ხელში მართლაც ეჭირა ტელეფონი და სადღაც დარეკვით იმუქრებოდა. გი------- როცა მას აწყნარებდა, უცებ დაიყვირა „გაიწიეო“ და იმავდროულად ზურგზე ტკივილი იგრძნო. რომ შებრუნდა, დაინახა, მ.გო---–---–ს ხელში ქამარი ეჭირა. დაზარალებულს შეეშინდა და გაქცევა სცადა, მაგრამ თავით მანქანას დაეჯახა, დაეცა და ტელეფონი ისევ დაუვარდა. ვინაიდან გ.გო---–---–ი ქამრის ქნევას აგრძელებდა, მასთან მივიდა და ქამარი ხელით დაუჭირა, რის შემდეგაც მ.გო---–---–მა ქამარი ხელში შეატოვა და გაიქცა. მას გაეკიდა, მაგრამ გზაში პატრულის მანქანა დაინახა, დევნა შეწყვიტა და უკან გამობრუნდა. მობრუნებულს რამდენიმე ნაბიჯში გიორგი და იქვე მდებარე მაღაზიაში მომუშავე ქე------ ჯა-----–--- შემოხვდნენ. გ-------- მ. გო---–---–ის ტელეფონი ეჭირა. სიმთვრალისა და სირბილისგან თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც ქ. ჯა-----–---მ ცალკე გაიყვანა. ამ დროს მანქანის სიგნალის ხმა მოესმა და დაინახა, რომ გიორგი სავარაუდოდ, პოლიციის, „შკოდის“ მარკის ავტომანქანასთან იდგა და მასში მსხდომებს ესაუბრებოდა. ცოტა ხანში იგი უკან დაბრუნდა და უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მომხდარის თაობაზე ესაუბრა, მ.გო---–---–ისთვის ტელეფონის დაბრუნებაც სცადა, თუმცა პოლიციელებმა არ დაუჯერეს და წავიდნენ. გი------- არ იცოდა ტელეფონთან დაკავშირებით რა მოემოქმედა, ისიც კი თქვა, რომ სადმე მიაგდებდა მას. გიორგი იქვე დატოვა, თავად კი სახლში წავიდა. ცოტა ხანში, ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმა, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ვიღაც ილანძღებოდა და „გარეთ გამოდითო“ ითხოვდა. როცა ქუჩაში ყვირილი შეწყდა, სახლიდან გავიდა და 1-2 საათში შეიტყო, რომ გიორგი დაკავებული იყო.
მოწმე ქე------ ჯა-----–--ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, გ------–-- ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო მაღაზიაში. შემთხვევის დღეს, საღამოს მაღაზიაში იმყოფებოდა. გი-------------ე და რა---–-----–--ე, რომლებთანაც მეგობრობს, მისი მაღაზიიდან ერთად წავიდნენ იქვე მდებარე ბარში. გარკვეული ხნის შემდეგ ნაცნობებმა შეატყობინეს, რომ ქუჩაში რაღაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და რ----–-სთვის მიეხედა. მაღაზიიდან რომ გავიდა, დაინახა, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა მ. გო---–---–მა, ხელი დაარტყა გ.თა----ს. რ----–- და მისთვის უცნობი კიდევ ერთი მამაკაცი მ. გო---–---–სა და გ. თა----ს აშველებდნენ. უცნობმა მამაკაცმა, გაშველების მიზნით, დაზარალებულს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახით შეეჯახა იქვე მდგარ ავტომანქანას. ამ დროს იძულებული გახდა მაღაზიაში შებრუნებულიყო და როდესაც ერთ წუთში ქუჩაში გამოვიდა, დაინახა, რომ რ----–- დაზარალებულს ამშვიდებდა, ხოლო გიორგი უცნობს მოშორებით ჰყავდა გაყვანილი. მ.გო---–---–ი ყვიროდა, რომ ტელეფონი დაუვარდა და მიეტანათ მისთვის. რ.ძნ--–--ე გ. თა----სთან მივიდა, მ.გო---–---–ი კი ადგილზე დარჩა. გ.თა---ის ხელში მობილური ტელეფონი არ დაუნახავს, მაგრამ როცა ურჩია, თუ ტელეფონი მას ჰქონდა, დაზარალებულისთვის დაებრუნებინა, გი------- უპასუხა მოვიდეს და მივცემო. რადგან მოჩხუბრები დისტანცირებულები იყვნენ ერთმანეთისგან, ჩათვალა რომ კონფლიქტი ამოიწურა და მაღაზიაში შებრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, ქუჩიდან კვლავ შემოესმა გინება და ჩხუბის ხმა. მაღაზიიდან რომ გავიდა, დაინახა, მ. გო---–---–ს ხელში ქამარი ეჭირა, რ----–- კი მის წართმევას ცდილობდა. რ----–-- ქამრის წართმევა შეძლო, დაზარალებული გაიქცა, გიორგი და რ----–- კი გაეკიდნენ. შეეშინდა კვლავ არ ეჩხუბათ და თავადაც გაყვა მათ, მაგრამ მალევე დაკარგა თვალთახედვის არედან და სირბილი შეწყვიტა. ცოტა ხანში, გიორგი და რ----–- დაინახა, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ. როცა გ-------- ჰკითხა, დაუბრუნა თუ არა მობილური ტელეფონი, გი------- უთხრა, რომ გაქცეულს ვერ დაეწია და სთხოვა, სანამ მ.გო---–---–ი მოაკითხავდა ტელეფონი მაღაზიაში შეენახა. რ----–- თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ მას სახლის მიმართულებით გაყვა, გიორგი კი ადგილზე დატოვეს. როცა რ----–- სახლში ავიდა, თავად მაღაზიაში შებრუნდა. 15-20 წუთში ქუჩიდან შემოესმა გინება და ყვირილი. ქუჩაში დაინახა მ.გო---–---–ი, რომელიც დიდი დანით დარბოდა და ყვიროდა სად ხართ? თუ კარგი ბიჭები ხართ, გამოდით, წელები უნდა დაგაყრევინოთო. ამ დროს გამოჩნდა პოლიციის თანამშრომლების ღია ფერის „შკოდას“ მარკის ავტომანქანა. პოლიციელებმა დაუძახეს მ. გო---–---–ს. დაზარალებული მათ დანახვაზე აყვირდა სად იყავით, როცა მცემეს და ტელეფონი წამართვესო. პოლიციის თანამშრომლებმა მ.გო---–---–ი მანქანაში ჩაისვეს. ამასობაში გამოჩნდა გ-------–- რომელსაც ურჩია მ. გო---–---–ისთვის დაებრუნებინა მობილური ტელეფონი, საშაროდ რომ არ გაეხადა საქმე. გ.თა----მ დაუსტვინა და მანქანისკენ გაიქცა. ცოტა ხანში გი------- მაღაზიასთან გაბრაზებულმა ჩაიარა, რომელსაც ჰკითხა დააბრუნა თუ არა ტელეფონი, რაზეც გ-------- პასუხი არ გაუცია, გზა ისე განაგრძო. დილით შეიტყო, რომ გიორგი მ.გო---–---–ის მობილური ტელეფონის გამო დაუკავებიათ.
ქ.თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლების, ბო-----------------ის, კა---–------------ას და ია---------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ღამის საათებში, ავტომანქანით მოძრაობისას გ------–-- ქუჩის N-- მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა გაშლილი დანა. მამაკაცს, რომელიც მა-–---- გო---–---–ი აღმოჩნდა, ჩაუტარდა პირადი გასინჯვა და ჩამოერთვა დანა. მ.გო---–---–მა მათ განუმარტა, რომ ცოტა ხნის წინ გი-------------ემ სცემა, რომელმაც საფულე, 250 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვა. მ.გო---–---–ის მითითების საფუძველზე, კა---–------------ას და ია---------–---–ის მიერ დაკავებული იქნა შორიახლოს მდგარი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიორგი თა----, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა „სამსუნგის“ და „აიფონ 6“ ფირმის მობილური ტელეფონები, ასევე საფულე, მასში მოთავსებული 70 ლარის ოდენობის თანხით.
შსს ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების უფროსის, მოწმე მა-------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომლის, კა---–--------------ან მიიღეს შეტყობინება, რომ გ------–-- ქუჩაზე ცივი იარაღის ტარების ფაქტზე შეჩერებული იქნა მა-–---- გო---–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი გაძარცვა გიორგი თა----მ. ძარცვის ფაქტზე დაწყებულ იქნა გამოძიება, რის საფუძველზეც შემდეგში ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის განმარტებით, გი-------------ეს სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იცნობდა და შემთხვევის დღეს, განყოფილებაში წარმოდგენამდე, არსად უნახავს.
მოწმე თა----------–---ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან უკავია შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მანამდე მუშაობდა ძველი თბილისის შს სამმართველოში იმავე თანამდებობაზე. გი-------------ეს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი წელია კარგად იცნობს. სამსახურებრივად ხშირად ჰქონია მასთან ურთიერთობა, რადგან გ.თა----, ნასვამ მდგომარეობაში, ძალიან პრობლემური და უკონტროლო ადამიანია. 2017 წლის 21 დეკემბერს გი-------------ე შემთხვევის ადგილზე არ უნახავს, შესაბამისად, მ.გო---–---–ის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით მასთან რაიმე საუბარი არ ჰქონია.
მოწმე ნი----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, მისი ძმა დაგვიანებით, ნაცემი და მაისურჩამოხეული მივიდა სახლში, მას საფულე და ტელეფონი აღარ ჰქონდა. მა-–----მა უთხრა, რომ გ------–-- ქუჩაზე ჩხუბი მოუვიდა ნაცნობთან, რომელმაც ხელფასამდე მეგობრის მიერ ნასესხები თანხა წაართვა.
მოწმე თე-----------ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 02:30 საათზე დაურეკა მეუღლეს - გი-------------ეს. ტელეფონში გ-------- ხმა ესმოდა, რომელიც თანმხლებ პირებს ესაუბრებოდა. გაიგო გიორგი როგორ ამბობდა „ნახე კიდე შეურაცხყოფას მაყენებს და ცდილობს ისევ გამომიწვიოსო“, რის შემდეგაც ტელეფონი გაითიშა. სამჯერ მცდელობის შემდეგ, კვლავ შეძლო მეუღლესთან დაკავშირება და კვლავ გაიგონა მისი სიტყვები „აი, კიდევ, ნახეთ, როგორ ლაპარაკობს, მაგის დანგრეული ტელეფონი რად მინდა, გამომართვითო“. ტელეფონი რომ გაითიშა, მცირე ხანში კვლავ დაურეკა, ამჯერად გი------- უპასუხა და უთხრა, რომ ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრებოდა და არ ენერვიულა. მცირე ხანში მეუღლესთან დაკავშირება ვეღარ შეძლო, რადგან მისი ტელეფონი გამორთული იყო. მალევე გ------–-- ქუჩაზე მდებარე 24-საათიანი მაღაზიის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ გიორგი დაკავებული იყო.
პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 დეკემბერს, 02:54 საათზე, ქ. თბილისი, გ------–-- ქ. N3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული იქნა მა-–---- გო---–---–ი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 დეკემბერს, 02:57 საათზე, შსს ქ. თბილისის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორების - კა---–------------ს და ია---------–---–ის მიერ, ქ. თბილისში, გ------–-- ქ. N3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა გიორგი თა----, რომლისგანაც პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა „სამსუნგის“ და „აიფონ 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონები და საფულე, მასში არსებული 70 ლარის ოდენობის თანხით.
ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, მა-–---- გო---–---–მა, მისთვის წარდგენილ სამ მობილურ ტელეფონს შორის ამოიცნო მისი კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც, მისი განმარტებით, მას გი-------------ემ წაართვა.
შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 21 დეკემბერს, 02:21-02:27 სთ. პერიოდში დაფიქსირებულია თე-----------ის სარგებლობაში არსებული სიმბარათიდან გი-------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გამავალი სამი ზარი, კომუნიკაციის 20, 60 და 64-წამიანი ხანგრძლივობით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 21.12.2017 წ. მოქ. მა-–---- გო---–---–ს პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ორივე თვალის, შუბლ-საფეთქლის, ყვრიმალის და მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევისა და ნაკაწრის სახით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს 21.12.2017 წელს.
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გი-------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, დახლოებით ღამის 1-2 საათზე, მეგობრებთან ერთად გამოვიდა რესტორნიდან და სახლში წასვლას აპირებდა, რა დროსაც მასთან მივიდა დაზარალებული მა-–---- გო---–---–ი, რომელსაც იცნობდა, თუმცა, იმ დროს, სიმთვრალისა და სიბნელის გამო ვერ იცნო. დაზარალებული გამოელაპარაკა „გი-------------ე არ ხარ?“ „ვერ მიცანი?“ „როგორ ვერ მიცანიი“ უმეორებდა. „ვერ გცნობ, მაგრამ თუ რამე გჭირდება, შემიძლია დაგეხმაროო“ - ბოლოს უთხრა მ.გო---–---–ს, რაზეც იგი გაბრაზდა ვის რად უნდა შენი დახმარეობაო და შეკამათდნენ. მ. გო---–---–მა მისთვის უცნობი პიროვნებები დაუსახელა. მან კვლავ რამდენჯერმე გაუმეორა, რომ არც მათ იცნობდა, შემდეგ კი გაბრაზდა, შეაგინა და ჩხუბი დაიწყეს. რა---–-----–--ემ და უცნობმა მათი გაშველება შეძლეს. რ----–-- შეატყობინა, რომ მ.გო---–---–ი ტელეფონს ითხოვდა, რაზეც უთხრა, რომ არც კი იცოდა რა ტელეფონს სთხოვდა. გაიგონა, რომ დაზარალებული სადღაც დარეკვით იმუქრებოდა და მის ხელში ტელეფონიც დაინახა. ამაზე ისევ გაბრაზდა, შეაგინა და კვლავ იჩხუბეს. მ.გო---–---–ი გაიქცა, და რა---–---- ერთად გაეკიდა მას, მაგრავ ვერ დაეწია და უკან გამობრუნდნენ უკან. მ.გო---–---–ის მობილური ტელეფონი ძირს დაგდებული დაინახა და აიღო. გზაში ქეთინო ჯა-----–--- შეხვდათ, რომელსაც სთხოვა სანამ მ. გო---–---–ი მოაკითხავდა ტელეფონი მაღაზიაში შეენახა. ქეთინო ჯა-----–---მ რა---–-----–--ე წაიყვანა, თავად კი ცოტა ხნით ადგილზე გაჩერდა. სახლისკენ წასვლა რომ დააპირა, ქ. ჯა-----–--ისგან შეიტყო, რომ მ.გო---–---–ი პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანაში იჯდა და შეეძლო ტელეფონი დაებრუნებინა. ქუჩაში მართლაც დაინახა პოლიციის თანამშრომლების მანქანა, მივიდა და პოლიციელებს მ. გო---–---–ის მობილური ტელეფონი მიაწოდა, დაუვარდა და დაუბრუნეთო. მანქანაში მჯდომმა მ.გო---–---–მა გინება დაუწყო, თავადაც შეაგინა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა დაძრეს და გაეცალნენ. დაახლოებით 15 წუთში მანქანით პოლიციის თანამშრომლები და სამმართველოს განყოფილების უფროსი მა-------------–---–ი მივიდნენ, რომლებსაც ყველაფერი უამბო და მ.გო---–---–ის მობილური ტელეფონი, რომელიც ხელში ეჭირა, საკუთარი ნებით გადასცა. გი-------------ის განმარტებით, დაზარალებულთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს და არ იცის თუ რა ინტერესი ამოძრავებს მას, როცა დანაშაულს აბრალებს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლის მიერ გი-------------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ გი-------------ემ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გი-------------ის მიერ მბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძარცვა არის სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ძარცვად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია ძარცვისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების აშკარა ფორმით განხორციელება, 3 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ძარცვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რა დროსაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ძარცვის აშკარა ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ როგორც იმ პირისათვის ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით“. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ გი-------------ის უდანაშაულობის შესახებ და მის შეფასებებს მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობის ტვირთი, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. დაცვის მხარის პოზიციები ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს, გი-------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა მა-–---- გო---–---–ის კუთვნილ, „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რომლის ღირებულება შეადგენდა 300 ლარს.
დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის არასანდო და არადამაჯერებელ ჩვენებას, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. მსჯავრდებულ გი-------------ის მიერ დაზარალებულ მა-–---- გო---–---–ის ძარცვის ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დანაშაულის ჩადენის სრულ სურათს ქმნის და არ არსებობს აღნიშნული ჩვენებების უარყოფის რაიმე საფუძველი. კერძოდ: დაზარალებულ მა-–---- გო---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი-------------ემ, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ სიგარეტი არ ჰქონდა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუშტი დაარტყა თვალში და წაქცეულს დაუწყო ცემა. წამოდგომის შემდეგ, „112“-ში დასარეკად ამოიღო კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის დანახვაზეც გ. თა---- უფრო აგრესიული გახდა, კვლავ დაუწყო ცემა და ისევ წაიქცა, ხოლო მობილური ტელეფონი ძირს დადო, რომელიც გ.თა----მ აიღო. როცა ტელეფონის და საფულის დაბრუნება მოსთხოვა, გ.თა----მ, რომელსაც ნივთები ხელში ეჭირა, უთხრა, რომ ისინი წართმეული იყო და აღარ ეკუთვნოდა. მოწმე ქე------ ჯა-----–---მ განმარტა, რომ როდესაც გი-------------ეს ურჩია თუ ტელეფონი მას ჰქონდა დაებრუნებინა მა-–---- გო---–---–ისთვის, გი-------------ემ უპასუხა, მოვიდეს და მივცემო. პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანის გამოჩენაზე დაზარალებული აყვირდა სად იყავით, როცა მცემეს და ტელეფონი წამართვესო. პოლიციის თანამშრომლებმა მ.გო---–---–ი მანქანაში ჩაისვეს. ამასობაში გამოჩნდა გ-------–- რომელსაც ურჩია მ. გო---–---–ისთვის დაებრუნებინა მობილური ტელეფონი, საშაროდ რომ არ გაეხადა საქმე. გ.თა----მ დაუსტვინა და მანქანისკენ გაიქცა. ცოტა ხანში გი------- მაღაზიასთან გაბრაზებულმა ჩაიარა და შეკითხვაზე, დააბრუნა თუ არა ტელეფონი, გ-------- პასუხი არ გაუცია, გზა ისე განაგრძო. 2017 წლის 21 დეკემბრის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, გ------–-- ქ. N3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული იქნა გი-------------ე, რომლისგანაც პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა „სამსუნგის“ და „აიფონ 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონები და საფულე, მასში არსებული 70 ლარის ოდენობის თანხით. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქ.თბილისის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - კა---–------------მ და ია---------–---–მა. ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, მა-–---- გო---–---–მა წარმოდგენილი სამი ცალი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, გ------–-- ქუჩა #3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისმა ნაცნობმა გი-------------ემ ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ აშკარად, ძალის გამოყენებით წაართვა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და დაცვის მხარესაც არ გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულ გი-------------ეს და დაზარალებულ მა-–---- გო---–---–ს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გი-------------ე ფლობდა დაზარალებულის ტელეფონს, თუმცა დაცვის მხარე სადავოდ ხდის აღნიშნული ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაუფლებას და განმარტავს, რომ მსჯავრდებული, რომელმაც ტელეფონი იპოვა შემთხვევის ადგილზე, ცდილობდა დაზარალებულისთვის მის დაბრუნებას. სააპელაციო პალატა აღნიშნულს ვერ დაეთანხმება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გი-------------ემ, მას შემდეგ, რაც დაინახა პოლიციის თანამშრომლების მანქანა, სცადა მა-–---- გო---–---–ისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნება. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას პოლიციის თანამშრომლებმაც კატეგორიულად უარყვეს მსჯავრდებულის მიერ აღწერილ ვითარებაში მასთან საუბრის და შეხვედრის ფაქტი, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გი-------------ის მიერ დაზარალებულისთვის მობილური ტელეფონის დაბრუნების მცდელობას ადასტურებს თ.კა----ის ჩვენება და ინფორმაცია შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა არ წარმოადგენს იმგვარი ხასიათის მტკიცებულებას, რომლითაც ობიექტურად შესაძლებელია კომუნიკაციის მხარეებს შორის არსებული საუბრის შინაარსის გარკვევა. აღნიშნული ადასტურებს მხოლოდ გი-------------ესა და თე-----------ს შორის სატელეფონო კავშირს, რომლის შინაარსიც უცნობია და არ მიუთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე, რაზეც ბრალდების მხარე უსაფუძვლოდ აპელირებს. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის შემდგომი ქცევა, კერძოდ, გი-------------ის მიერ მობილური ტელეფონის დაბრუნების მცდელობა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, არ გამორიცხავს წინარე ქმედების უკანონობას და მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობას.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც დაზარალებულის მფლობელობიდან ტელეფონის გასვლის და მის მიერ ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნას შეეხება, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაცვის მხარის მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მეუღლის - თ.კა----ის და მისი მეგობრების - რ.ძნ--–--ის, ქ.ჯა-----–--ის ჩვენებების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა საეჭვოა, მიმართულია მსჯავრდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ და ვერ შეფასდება გი-------------ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, მტიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი გი-------------ის მიმართ შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულების სიძლიერე (ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ესპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების, ნივთის ამოცნობის ოქმები და სხვა მტკიცებულებები) ამყარებს ძირითად მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას (იხ. „ჰორნქასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (Horncastle and others v United Kingdom), რომლებიც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმეები არიან და რომლებმაც დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
მსჯავრდებულ გი-------------ის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულის ჩადენა დაზარალებულმა მა-–---- გო---–---–მა დააბრალა თავის გადარჩენის მიზნით, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაზარალებულის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მა-–---- გო---–---–მა იცრუა სასამართლოს წინაშე და მას ამოძრავებდა მსჯავრდებულისთვის დანაშაულის დაბრალების ინტერესი. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულთა მხრიდან დაინტერესებაზე მიუთითებდა დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დაზარალებულმა მა-–---- გო---–---–მა მხოლოდ მას შემდეგ განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რაც ეს უკანასკნელი შეჩერებულ და გამოკითხულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტზე.
უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ნივთის ამოცნობა ჩატარდა კანონდარღვევით, დაზარალებულს პირდაპირ მიანიშნეს ამოსაცნობ ნივთზე, რის გამოც ამოცნობის ოქმი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული. პალატას მიიჩნია, რომ ამოცნობისას არ დარღვეულა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს ორ ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი. საგნის ერთგვაროვნება დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ნიშან-თვისებაზე, რომლითაც ის ამომცნობმა პირმა უნდა განასხვაოს სხვა, გვარობითად მსგავსი ნივთისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულმა მა-–---- გო---–---–მა წარმოდგენილი სამი ერთგვაროვანი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ამოიცნო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც 2017 წლის 21 დეკემბერს, თბილისში, გ------–-- ქუჩა #3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისმა ნაცნობმა გი-------------ემ ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ აშკარად, ძალის გამოყენებით წაართვა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ამოცნობის დროს სრულად იყო დაცული საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნები და საპროცესო მოქმედების ჩატარებისას რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს რაიმე ფორმით მიანიშნეს ამოსაცნობ ნივთზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს გი-------------ის მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება რაც არათუ უარყოფდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასა და უტყუარობაზე, რაც საბოლოოდ მსჯავრდებულის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გი-------------ისთის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას გი-------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და გი-------------ეს ისე განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გი-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ალ---------- ამ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი გი-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ალ---------- ამ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განაჩენი გი-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გი-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოუხდელი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, შთანთქოს ახლადდანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
გი-------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება: საფულე, მასში მოთავსებული მეტრომანის ბარათით და 70 ლარის ოდენობის ფულადი თანხით, „აიფონ 6“ მოდელის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს გ.თა---ის ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო დანა განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე