განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
330100116001275587
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001275587

საქმე #1/ბ-514-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე, გიორგი სვანიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–------–----–--ა;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - მა---–---–--ე;

 

მსჯავრდებული - ომ-------------------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1---------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ს------- ქუჩა, კორპუსი #-- ბინა #-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ----------- ქუჩა, კორპუსი #-- ბინა #--

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ომ-----------–---–მა ჩაიდინა მითვისება, ესე იგი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2011 წლის 24 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, რეგისტრირებულ იქნა ამხანაგობა ,,ვ--------“, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ომ-----------–---–ი.

2011-2012 წლების პერიოდში ამხანაგობა ,,ვ-------“-ის თავმჯდომარე ომ-----------–---–მა მიითვისა ამხანაგობის წევრების მიერ, შენობის საპროექტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი, ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი, ფულადი თანხა საერთო ოდენობით 33 145.03 ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ომ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

2011 წლის 24 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, რეგისტრირებულ იქნა ამხანაგობა ,,ვ--------“, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ომ-----------–---–ი.

2011-2012 წლების პერიოდში ამხანაგობა ,,ვ-------“-ის თავმჯდომარე ომ-----------–---–ი მოტყუებით დაეუფლა ამხანაგობის წევრების მიერ, შენობის საპროექტო სამუშაოებისათვის განკუთვნილ, ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილ, ფულადი თანხას საერთო ოდენობით - 21 269,78 ლარი.

 

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით ომ-----------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

ომ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, ომ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან შემდეგი საფუძვლებით: საქმეზე უტყუარად არის დადგენილი, რომ ამხანაგობის 2011 წლის 22 ივლისის გამგეობის სხდომის ოქმის თანახმად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამხანაგობის წევრების მიერ დავალიანების დასაფარად შემოსული თანხები პირველ რიგში მოხმარდებოდა მშენებლობის პროექტს და მშენებლობის ნებართვის აღების ხარჯებს. 2011 წლის 15 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულებით, ამხანაგობა „ვე-----------------------“ შპს „პ-----------“ შეუკვეთა ქ.თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–- მდებარე, მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულების პროექტის შედგენა, რომლის ღირებულება განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით. შპს „პ------------“ მიერ შესრულებული სამშენებლო პროექტის ღირებულების ნაწილი თანხა, ამხანაგობა „ვ----------“ მიერ შპს „პ------------“ ანგარიშზე გადარიცხული იქნა სამ ეტაპად. 2011 წლის 15 აგვისტოს გადაირიცხა 10000 ლარი, 2011 წლის 17 ოქტომბერს 5000 ლარი და 2011 წლის 21 ოქტომბერს 6000 ლარი, სულ გადარიცხული იქნა 21000 ლარი. 2011 წელს გამოცემული იქნა პირობითი პროექტი. მას შემდეგ, რაც გადაწყდებოდა მიწის საკითხი, მოხდებოდა ოფიციალურად საერთო სამშენებლო პროექტის გამოცემა და გადაგზავნა ქ.თბილისის მერიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხერხდა მიწასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, არ მომხდარა ოფიციალური პროექტის შედგენა, შესაბამისად, ომ-----------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში ამ პერიოდში იმყოფებოდა ამხანაგობა „ვ--------ის“ წევრების მიერ შენობის საპროექტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი, ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი ფულადი თანხის დარჩენილი ნაწილი 21 269.78 ლარის ოდენობით, რომელიც ომ-----------–---–ის მიერ მითვისებულ იქნა 2011-2012 წლების პერიოდში.

მითვისების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და დამნაშავე ქონების მფლობელობას ახორციელებს სპეციალური დავალების სახით, რაც გამოიხატებოდა ომ-----------–---–ის ამხანაგობის თავმჯდომარეობაში და მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა თავისი აქტიური მოქმედებით, რაც გამოიხატა სამშენებლო პროექტისათვის განკუთვნილი ამხანაგობის წევრების კუთვნილი თანხების ხელყოფაში და უკანონო დაუფლებაში, თავის სასარგებლოდ მოაქცია. სუბიექტური მხრივ მას შეგნებული ჰქონდა, რომ ითვისებდა სხვის ქონებას, რომელიც მას მინდობილი ჰქონდა, ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ მისი მოქმედებით ზიანს აყენებდა ქონების მესაკუთრეებს, სურდა კიდეც ზიანის მიყენება, ხელმძღვანელობდა ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავდა უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე. ამდენად, უტყუარად დასტურდება, რომ ომ-----------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მსჯავრდებულმა ომ-----------–---–მა (აპელანტი) მოითხოვა საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი უკანონოა და მის მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიცავს არანაირი დანაშაულის ნიშნებს. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელის გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, გ----------- ქ.#4---–- მდებარე მშენებარე კორპუსში 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის კვლევის შედეგად შეადგენს 25 667,80 ლარს. აღნიშნული თანხის გათვალისწინებით არანაირ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ომ-----------–---–მა, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, იშუამდგომლა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონის გამოყენების შესახებ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:

დაზარალებულ მე-----------ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2003 ან 2004 წელს, ამხანაგობა „ვ-------“-ში შეიტანა 15 000 აშშ დოლარი, 110 კვ.მ. ფართობის ბინის მშენებლობის მიზნით და მშენებელ მუ--------------------------------ან გააფორმა ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, მშენებლობა 2-3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო. მუ------------------------------ის დაკავების შემდეგ ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ომ-----------–---–ი, რომელიც იგი ამხანაგობის წევრებს ჰპირდებოდა, რომ ახალი პროექტი უნდა შეედგინათ და შემდეგ მერია დაამტკიცებდა, რისთვისაც 1 000 აშშ დოლარის დამატება მოითხოვა. მან დამატებით გადაიხადა 1147 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ომ-----------–---–ს მშენებლობისთვის არაფერი გაუკეთებია და როდესაც ინფორმაციის გასაგებად აკითხავდა ომ-----------–---–ი პასუხობდა, რომ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მერიიდან პასუხს ელდოებოდა. 2004 წლისთვის რამდენიმე სართული უკვე აშენებული იყო, მაგრამ მას შემდეგ ომ-----------–---–ის თავმჯდომარეობის დროს მშენებლობას არაფერი შემატებია. ომ-----------–---–მა იგი მოატყუა და მიაყენა 1 147 ლარის ოდენობის ზიანი.

დაზარალებულ და------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2004 წლიდან 2007 წლამდე ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-------“-ში შეიტანა 52 500 აშშ დოლარი, 150 კვ.მ. ფართობის ბინის მისაღებად. იმ დროისათვის ამხანაგობის თავმჯდომარე იყო მუ------------------------------ი, 2007 წლის შემდეგ მშენებლობა აღარ გაგრძელებულა. 2012 წელს ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა ომ-----------–---–ი და მისგან გაიგო, რომ მშენებლობის ახალი პროექტის შესადგენად საჭირო იყო დამატებითი თანხის მობილიზება. მან ამ მიზნით, სს „თიბისი ბანკის” ანგარიშზე ჩარიცხა 1730, ან 1760 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მისთვის პროექტის სრული ღირებულება ცნობილი არ ყოფილა, ამხანაგობის თითოეული წევრის მიერ გადასახდელი თანხა ბინის ფართების პროპორციულად განისაზღვრა. ამის შემდეგ ამხანაგობის წევრები პერიოდულად იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ, თუმცა ომ-----------–---–ის თავმჯდომარეობის დროს მშენებლობა არ გაგრძელებულა. და------------–---–ის განმარტებით, იგი ომ-----------–---–მა მოატყუა, მან ახალი პროექტი არ შეადგინა და არც გადახდილი თანხა დაუბრუნა.

დაზარალებულ და-----------–--–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მშენებლობის დაწყების დღიდან არის ამხანაგობა „ვ-------“-ის წევრი. 2004 წელს ბინის მშენებლობისთვის 4 000 აშშ დოლარამდე თანხა გადაიხადა მუ--------------------------------ან. შეთანხმების თანახმად, მშენებლობა 2007 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შექმნილი პრობლემების გამო მუ----------------მა 2008 წელს მშენებლობა შეაჩერა. მშენებლობასთან დაკავშირებით მუ----------------ის დაკავების შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა ომ------------–---–ი, რომელმაც აიღო მშენებარე კორპუსის მშენებლობის დასრულების და ბინების უმოკლეს დროში განაწილების ვალდებულება და ახალი პროექტის შედგენის მიზნით, ამხანაგობის წევრებისგან მოითხოვა დამატებითი თანხების შეტანა. 2011 წლის სექტემბერში, ან ოქტომბერში მან სს „თიბისი ბანკის” ანგარიშზე შეიტანა 1 147 აშშ დოლარის ეკვივლანტი ლარში, რაც შეადგენდა დაახლოებით 1900 ლარს და გადახდის ქვითარი ომ-----------–---–ს ოფისში მიუტანა, რომელიც დაპირდა, რომ დასრულებულ ბინას წლის ბოლომდე ჩააბარებდა. ომ-----------–---–ისგან იღებდა ინფორმაციას, რომ მშენებლობის ახალი პროექტი ქალაქის მერიაში იყო წარდგენილი დასამტკიცებლად, რასაც დრო სჭირდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში მშენებლობა არ გაგრძელებულა. ომ-----------–---–მა მოატყუა, ახალი პროექტი შედგენილი არ ყოფილა და არც თანხა დაუბრუნებია.

 

დაზარალებულ ეკ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ამხანაგობა „ვ-------“-სთვის საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით გადაიხადა შენატანი და ხელშეკრულება გააფორმა ამხანაგობის თავმჯდომარე მუ--------------------------------ან. მშენებლობა დაიწყო 2004 წელს და 2005 წელს უნდა დასრულებულიყო. მან 2004 წელს, შვიდი თვის განმავლობაში დაფარა 25 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც უნდა მიეღო 125 კვ.მ. ფართის ბინა. მოგვიანებით გვიდიანი დააკავეს და მშენებლობის დასრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო ომარ მდივნიშვლმა, რომელიც 2012 წლიდან გახდა ამხანაგობის თავმჯდომარე და ამხანაგობის წევრებს განუცხადა, რომ მშენებლობის დასამთავრებლად საჭირო იყო ახალი პროექტი, რისთვისაც თანხა უნდა დაემატებინათ. მისთვის ეს თანხა შეადგენდა 1 147 აშშ დოლარს, მთლიანად მშენებლობის პროექტისთვის რა თანხა იყო საჭირო მისთის ცნობილი არ ყოფილა. თანხის დამატებას არ აპირებდა, მაგრამ ომ-----------–---–მა უთხრა, რომ თანხის დაუმატებლობის შემთხვევაში ბინას ვერ მიიღებდა, ამიტომ მან დაახლოებით, 2012 წლის მაისში დამატებით შეიტანა 800 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, მუ----------------ისგან შეიტყო, რომ მშენებლობის პროექტი არ მომზადებულა და თავიდან იყო ყველაფერი გასაკეთებელი. ომ-----------–---–ს ახალი პროექტი არ შეუდგენია და არც თანხა დაუბრუნებია, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი.

დაზარალებულ მა--------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2003 წლიდან არის ამხანაგობა ,,ვ--------ის“ წევრი. 2004 წელს, მისმა მეუღლემ ავთანდილ დაუშვილმა გადაიხადა 20 000 აშშ დოლარი ბინის მშენებლობისთვის, რომელიც 2006 წლამდე გრძელდებოდა და რა მდგომარეობაშიც მაშინ იყო, ახლაც ისეა. 2010 წლის სექტემბერში, ამხანაგობის თავმჯდომარის მუ------------------------------ის დაკავების შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარედ დაინიშნა ომ-----------–---–ი. ამხანაგობას ჰყავდა გამგეობა და როგორც მან იცოდა იყო გამგეობის წევრი, 4 წლის განმავლობაში ესწრებოდა სხდომებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ გამგეობის წევრი არ ყოფილა და მისთვის უცნობი იყო, თუ რა ოქმები დგებოდა გამგეობის სხდომების შემდეგ. მას დამატებით მოსთხოვეს 1 100 აშშ დოლარის გადახდა, რომლის გაღებაც არ შეეძლო, მაგრამ ულტიმატუმი წაუყენეს, თუ ამ თანხას არ გადაიხდიდა, ამხანაგობიდან გარიცხავდნენ. ამიტომ მის შვილს მეგობარმა გამოუგზავნა 500 აშშ დოლარი, რაც სს „თიბისი ბანკში” გახსნილ ამხანაგობის ანგარიშზე შეიტანეს. როგორც მისთვის ცნობილია, 4 წლის განმავლობაში ომ-----------–---–ის მიერ არაფერი გაკეთებულა. მას შემდეგ, რაც ეს თანხა შეიტანა, მშენებარე შენობის პირველ სართულზე მოეწყო ერთი ოთახი ამხანაგობისთვის, რისთვისაც მცირე თანხა დაიხარჯა, თუმცა ეს თანხა გარკვეულმა პირებმა შეიტანეს და ხსენებული 1100 დოლარიდან არ ყოფილა. დაზარალებულის განმარტებით, მას ომ-----------–---–მა მოტყუებით ჩაარიცხინა 500 აშშ დოლარი, რაც შემდეგ აღარ დაუბრუნებია.

 

დაზარალებულ მე------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ გ----------- ქუჩაზე მისი მდებარე, მისი საცხოვრებელი ბინა დაანგრიეს იმ მიზნით, რომ ახალი შენობა აეშენებინათ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-------“-ის თავმჯდომარე იყო მურთაზ (ფარსადან) გვიდიანი, რომელმაც დაიწყო მშენებლობა. 2002 წლიდან იყო ამ ამხანაგობის წევრი, როგორც მისი ბიძაშვილის ანა მასლოვას მინდობილი პირი, რომელიც კორპუსში 120 კვ.მ.-ს და 40 კვ.მ.-ს ფლობდა. მოგვიანებით ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა ომ-----------–---–ი, რომლის მოთხოვნით ბანკში დამატებით შეიტანა 1 147 აშშ დოლარი, თითქოს მშენებლობის პროექტირებისთვის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრები კი გადასცა ომ-----------–---–ს. ხსენებული თანხა პროექტირებისთვის არ დახარჯულა და ომ-----------–---–მა საკუთარი ინტერესების შესაბამისად დახარჯა. ამ თანხის გარდა, მას ომ-----------–---–ისთვის სხვადასხვა დროს გადახდილი აქვს 100, 50 და 30 ლარის ოდენობის თანხები იმ იმედით, რომ მშენებლობა მალე დასრულდებოდა, მაგრამ მისი თავმჯდომარეობის დროს კორპუსში არაფერი გაკეთებულა.

 

დაზარალებულ ზა---------–-–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობის „ვ-------“-ის თავმჯდომარე მუ------------------------------ის მიერ, წამოწყებული იყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელში ბინის მისაღებადაც ფული ჰქონდა შეტანილი. 2010 წლის სექტემბერში მუ----------------ის დაიჭირეს და იმავე წლის 24 ნოემბერს, ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს ომ-----------–---–ი, რომელსაც მშენებლობის პროცესისთვის არაფერი გაუკეთებია. ომ-----------–---–ს მან გადაუხადა 1 147 აშშ დოლარი, რომელიც თითქოს პროექტის მომზადებას უნდა მოხმარებოდა. გარდა ამისა, კიდევ მოსთხოვეს სხვა თანხების გადახდაც, მათ შორის თითქოს კანალიზაციის მოსაწყობად. მან გადაიხადა 50 ლარი, 350 ლარი კი კანალიზაციის მოწყობის მიზნით, თუმცა ამ თანხიდან იმ სადარბაზოს, სადაც დაზარალებულის ბინა უნდა ყოფილიყო, თითქმის არაფერი მოხმარებია. ამხანაგობის წევრები ომ-----------–---–ს სთხოვდნენ ინფორმაციას მშენებლობის შესახებ, მათ შორის, სთხოვდნენ ეჩვენებინა პროექტი და ერთმა წევრმა ხელიდან წაგლიჯა კიდეც „პროექტი“, მაგრამ აღმოჩნდა სახლის ექსკლუზიური ნახაზები და ნახატები, ის რაც კაბინეტშიც ჰქონდა ომ-----------–---–ს გაკრული. ახალი პროექტი დღესაც არ არსებობს და გადაცემული თანხა მდივნიშვილმა თავად მიისაკუთრა.

 

დაზარალებულ ალ-----–------–---ის ჩვენებით დადგინდა, რომ იყო ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-------“-ის წევრი, რომლის თავმჯდომარე თავდაპირველად იყო მუ----------------ი, ხოლო ამ უკანასკნელის დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე თვეში, 2010 წლის ბოლოს, 2011 წლის დასაწყისში თავმჯდომარედ არჩეული იქნა ომ-----------–---–ი. მან ომ-----------–---–ის წინადადებით, ,,ვ-------“-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა შენობის პროექტის შესადგენი თანხა - 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში და ქვითარი ომ-----------–---–ს გადასცა, რომლის მიერა პროექტი არ შედგენილა და არც სამშენებლო სამუშაო შესრულებულა, რის გამოც მას მიადგა 1200 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.

დაზარალებულ ნა----–--------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იყო ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-------“-ის წევრი, რომლის თავმჯდომარე იყო ომ-----------–---–ი. მან ომ-----------–---–ის წინადადებით, შენობის პროექტის შესადგენად, ამხანაგობის ანგარიშზე ჩარიცხა 1700 აშშ დოლარი, თუმცა ომ-----------–---–მა პროექტი არ შეადგინა და კორპუსში არანაირი სამშენებლო სამუშაო არ შეუსრულებია, რითაც მას მიადგა 1700 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.

დაზარალებულ ვა--------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ იყო ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-------“-ის წევრი, რომლის თავმჯდომარე თავდაპირველად იყო მუ----------------ი, ხოლო მისი დაპატიმრების შემდეგ, 2010 წლიდან ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ომ-----------–---–ი, რომელიც ამხანაგობის წევრებს შეპირდა, რომ მშენებარე კორპუსს დაასრულებდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პროექტი არ იყო გაკეთებული. ომ-----------–---–მა ამხანაგობის წევრებს საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა მოსთხოვა და მან ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 1147 აშშ დოლარი, თუმცა არაერთი წლის გასვლის მიუხედავად, ომ-----------–---–ს საპროექტო სამუშაოები არ განუხორციელებია, არც კორპუსისთვის შეუსრულებია სამშენებლო სამუშაოები და ფულიც არ დაუბრუნებია.

დაზარალებულ ეთ-------–-----ის ჩვენების თანახმად, თავის ქალიშვილთან ან-----------–---–--ან ერთად 2003 წელს გაწევრიანდა ამხანაგობა ,,ვ-------“-ში, რომელიც სახლს აშენებდა გ----------- ქუჩა #4---–-. ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ფა-----------------------------ნი, მასთან დადო ხელშეკრულება 120 კვ.მ. ფართობის ბინის ასაშენებლად, რომელიც უნდა ჩაებარებინა 5 წელიწადში, 2007 წელს. მან გვიდიანს გადასცა 36 000 აშშ დოლარი, თუმცა გვიდიანმა ფინანსური პრობლემების გამო მშენებლობა ვერ დაასრულა და 2010 წელს დააპატიმრეს. ამის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ომ-----------–---–ი, რომელსაც კორპუსის საპროექტო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა და რადგან პროექტი არ იყო შედგენილი, მან ომ-----------–---–ის წინადადებით, საპროექტო სამუშაოებისთვის ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 1147 აშშ დოლარი, ხოლო გადახდის ქვითარი გადასცა ომ-----------–---–ს, რომელმაც არც საპროექტო სამუშაოები შეასრულა და თანხა დაუბრუნა.

დაზარალებულ ეკ--–--–-ას ჩვენებით დადგინდა, რომ იყო ამხანაგობა ,,ვ-------“-ის წევრი. ამხანაგობა გ----------- ქუჩა #4----–- აშენებდა კორპუსს, სადაც მას 138 კვ.მ. ფართობის ბინა ეკუთვნოდა. ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ფა-----------------------------ნი, რომელსაც ფართი 2008 წელს უნდა ჩაებარებინა, თუმცა გვიდიანი დაპატიმრებულ იქნა და ამხანაგობის წევრებს ბინა ვერ ჩაბარდათ. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში ამხანაგობის ახალი თავმჯდომარე გახდა ომ-----------–---–ი, რომელმაც ამხანაგობის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ დაამთავრებდა კორპუსს, შეადგენდა კორპუსის პროექტს და შეასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობებს. 2012 წლის 10 მაისს, საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად მან ომ-----------–---–ის მოთხოვნით ამხანაგობის ანგარიშზე შეიტანა 1147 აშშ დოლარი, თუმცა კორპუსის პროექტი არ გაკეთებულა და დღევანდელი მდგომარეობითაც კორპუსი არ არის აშენებული. ომ-----------–---–ს თანხა არ დაუბრუნებია და სად დახარჯა, მისთვის არ არის ცნობილი.

დაზარალებულ მა--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2003 წელს გახდა ამხანაგობა ,,ვ-------“-ის წევრი. ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ფა-----------------ი, რომელიც კორპუსს აშენებდა გ----------- ქუჩა #4---–-, სადაც მას ეკუთვნოდა 140 კვ.მ. ფართობის ბინა. მან გადაიხადა 14 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც დასრულებული ბინა უნდა ჩაებარებინა 2006 წელს, თუმცა ფა-----------------ი დააპატიმრეს და კორპუსი დარჩა დაუსრულებელი. ამის შემდეგ, 2011 წელს ამხანაგობის წევრებმა აირჩიეს ახალი თავმჯდომარე ომ-----------–---–ი, რომელმაც 2012 წლის აპრილის თვეში, ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის წევრებს უთხრა, რომ კორპუსის პროექტი არ იყო გაკეთებული და საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო იყო თანხის შეტანა. ომ-----------–---–ის წინადადებით, საპროექტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მან 2012 წლის მაისს ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 1147 აშშ დოლარის ოდენობის თანხა, თუმცა ომ-----------–---–ს კორპუსის საპროექტო სამუშაოები არ ჩაუტარებია.

 

დაზარალებულ მა-------------ს ჩვენებით გაირკვა, 2004 წლიდან იყო ამხანაგობა ,,ვ--------“-ის წევრი. ფა-----------------ი, რომელიც იყო ამხანაგობის თავმჯდომარე, კორპუსს აშენებდა გ----------- ქუჩა #4---–-, სადაც მის საკუთრებას წარმოადგენდა 106 კვ.მ. ფართობი ბინა, რაშიც 2004 წელს გადაიხადა 36 040 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, ბინა წელიწადნახევრის შემდეგ უნდა ჩაბარებოდა, თუმცა კორპუსი არ აშენდა, მუ----------------ი დააპატიმრეს და ამხანაგობის ახალ წევრად არჩეული იქნა ომ-----------–---–ი, რომელმაც ამხანაგობის წევრებს უთხრა, რომ მშენებლობის დასასრულებლად საჭირო იყო კორპუსის პროექტის შედგენა და ფული იქნებოდა გადასახდელი. 2012 წლის 11 მაისს, მან კორპუსის საპროექტო სამუშაოების შესრულების მიზნით ამხანაგობა ,,ვ-------“-ის ანგარიშზე ჩარიცხა 1000 აშშ დოლარი. ამ თანხას რა ბედი ეწია არ იცის, ვინაიდან არც პროექტი გაკეთებულა და მოთხოვნის მიუხედავად მდივნიშვილს არც თანხა უკან არ დაუბრუნებია. კორპუსი კი დღემდე არ აშენებულა.

დაზარალებულ სო------------ის ჩვენებით, 2004 წლის 15 ივლისს გააფორმა ხელშეკრულება ამხანაგობა ,,ვ-------“-ის თავმჯდომარესთან ფა-----------------------------ნთან, ქ.თბილისში, გ----------- ქუჩა #6/4-ში ასაშენებელ კორპუსში 100 კვ.მ. ფართის შეძენაზე, რაშიც გადაიხადა 25 000 აშშ დოლარი. მშენებლობა 2005 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. კორპუსი არ აშენდა, რის შემდეგაც ფა-----------------ი დააპატიმრეს, ხოლო 2012 წელს ამხანაგობის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს ომ-----------–---–ი, რომელმაც კორპუსის მშენებლობის დასრულება საკუთარ თავზე აიღო და ამხანაგობის წევრებს უთხრა, რომ საჭირო იყო კორპუსის პროექტის გაკეთება, რომლისთვისაც თანხა იქნებოდა გადასახდელი. ომ-----------–---–მა ამხანაგობის წევრები დაარწმუნა, რომ მშენებლობის გაჩერების ერთადერთი მიზეზი სწორედ პროექტის არარსებობა იყო. ომ-----------–---–ის მოთხოვნის შესაბამისად, 2012 წლის 22 ივნისს, მან ამხანაგობა ,,ვ-------“-ის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 1 147 აშშ დოლარი, მაგრამ პროექტი არ შედგენილა და მდივნიშვილს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია.

დაზარალებულ ზუ-------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ამხანაგობა ,,ვ-----------------------“-ის თავმჯდომარე იყო ფა-----------------------------ნი. 2004 წელს ამხანაგობა ქ. თბილისში გ----------- ქუჩა #4---–- აშენებდა კორპუსს, მას ეკუთვნოდა 147 კვ.მ. ფართობი, რომელიც 1 წლის განმავლობაში უნდა მიეღო, თუმცა 2007 წელს მშენებლობა შეჩერდა, გვიდიანი კი დააპატიმრეს. ამხანაგობამ აირჩია ახალი თავმჯდომარე ომ-----------–---–ი, რომელიც ამხანაგობის წევრებს მშენებლობის დასრულებას შეპირდა და უთხრა, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო პროექტის შედგენა, რისთვისაც საპროექტო სამუშაოებისთვის ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე 1147 აშშ დოლარის შეტანა მოსთხოვა. მან ომ-----------–---–ს პირადად გადასცა თანხა, რასაც ესწრებოდნენ ჯე---–-–---–-----ი და ვა----------------------------ძე. ზ.მღ-----–---–ის განმარტებით, მიუხედავად მდივნიშვილისთვის თანხის გადახდისა, მას კორპუსის მშენებლობისთვის არაფერი მოუმოქმედებია და არც დაუბრუნებია მისთვის, რის გამოც მიადგა 1147 აშშ დოლარის ზიანი.

დაზარალებულ მა---–-----------------ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2000 წელს ამხანაგობა ,,ვ-------“-ში შეიტანა 17 000 აშშ დოლარი ბინის ასაშენებლად. კორპუსი უნდა აშენებულიყო ქ. თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–- და მისი საკუთრება იქნებოდა 86 კვ.მ. ფართი. ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ფა-----------------------------ნი, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო კორპუსი ვერ ააშენა, მშენებლობა შეჩერდა, თავად კი დააპატიმრეს. ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს ომ-----------–---–ი, რომელმაც ამხანაგობის წევრებს განუცხადა, რომ მშენებლობის დასამთავრებლად აუცილებელი იყო პროექტის გაკეთება, რისთვისაც საჭირო იყო გარკვეული თანხა და საპროექტო სამუშაოებისთვის ამხანაგობის ანგარიშზე 1147 აშშ დოლარის შეტანა მოთხოვა. მან აღნიშნული ამხანაგობის ანგარიშზე შეიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად, ომ-----------–---–ს პროექტი არ შეუდგენია, არც მშენებლობა გაგრძელებულა და არც თანხა დაუბრუნებია.

დაზარალებულ ქე---------------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2005 წელს გააფორმა ხელშეკრულება ამხანაგობა ,,ვ-------“-ის თავმჯდომარე მუ--------------------------------ან, ასაშენებელ კორპუსში ბინის შეძენის თაობაზე და გახდა ამ ამხანაგობის წევრი. ამხანაგობა კორპუსს აშენებდა ქ.თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–-. მისი საკუთრება იყო 160-170 კვ.მ. ფართი, რაშიც გადაიხადა 52 000 აშშ დოლარი. მოგვიანებით, ფა-----------------ი დააპატიმრეს, კორპუსის მშენებლობა შეჩერდა და ამხანაგობის ახალ თავმჯდომარედ არჩეული იქნა ომ-----------–---–ი, რომელმაც ამხანაგობის წევრებს განუცხადა, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო ახალი პროექტის მომზადება, საჭირო იყო თანხა და ამ მიზნით, მოსთხოვა ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე 1650 აშშ დოლარის შეტანა. მან ხსენებული თანხა შეიტანა, თუმცა ომ-----------–---–ს საპროექტო სამუშაოები არ შეუსრულებია, არც მშენებლობის პროცესი გაგრძელებულა და თანხაც არ დაუბრუნებია მისთვის.

დაზარალებულ ზა--------–----ის ჩვენებით დგინდება, რომ ამხანაგობა ,,ვ-------“-ის თავმჯდომარე იყო ფა-----------------------------ნი. ამხანაგობა საცხოვრებლ კორპუსს აშენებდა გ----------- ქუჩა #4---–-, სადაც მის საკუთრებას წარმოადგენდა 104 კვ.მ. ფართობის ბინა. ფინანსური პრობლემების გამო კორპუსი ვერ აშენდა და მოგვიანებით გვიდიანი დააპატიმრეს, რის შემდეგაც თავმჯდომარედ არჩეული იქნა ომ-----------–---–ი. მას გადახდილი ჰქონდა მშენებლობის თანხა 35 000 აშშ დოლარის ოდენობით. ომ-----------–---–მა ამხანაგობის წევრებს განუცხადა, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო იყო კორპუსის პროექტის შედგენა, რაც დამატებით თანხებს საჭიროებდა. ამის გამო, მან ომ-----------–---–ის მოთხოვნით ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 1147 აშშ დოლარი, მაგრამ ამის მიუხედავად, არანაირი საპროექტო სამუშაოები არ შესრულებულა და კორპუსი დღესაც იმ მდგომარეობაშია, როგორც მდივნიშვილის თავმჯდომარეობამდე იყო. ომ-----------–---–ს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია, რის გამოც განიცადა მატერიალური ზიანი.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ჯე---–--–---–-----ის 2015 წლის 2 ივნისის და 2016 წლის 22 იანვრის ჩვენებებით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, გ----------- ქუჩა #6---–-- დაახლოებით 2005 წელს დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ამხანაგობა ,,ვ-------“-ის სახელით, რომლის თავდაპირველი ხელმძღვანელი იყო ფა-----------------------------ნი. შემდგომ ამხანაგობის დირექტორი გახდა ომ-----------–---–ი, ხოლო 2014 წელს ამხანაგობის თავმჯდომარედ ისევ არჩეული იქნა ფა-----------------ი. ქ.თბილისში, გ----------- ქუჩა #7-–- მას ჰქონდა საცხოვრებელი ფართი, რომლის დანგრევის შემდეგაც მუ----------------თან შეთანხმებით, გ----------- ქუჩა #4---–- უნდა მიეღო 110 კვ.მ. და 175 კვ.მ. ფართი. აღნიშნულ ფართებთან დაკავშირებით მასსა და მუ----------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ვინაიდან იყო ადგილობრივი მაცხოვრებელი, მას ბინის საფასურის გადახდა არ უწევდა. დაახლოებით 2007 წელს კორპუსის მშენებლობა შეჩერდა ფინანსური პრობლემების გამო, შემდეგ 2010 წელს დააკავეს ამხანაგობის თავმჯდომარე ფა-----------------ი და თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეული იქნა ომ-----------–---–ი, რომელმაც ამხანაგობის წევრებს განუცხადა, რომ მშენებლობის დასასრულებლად საჭირო იყო ახალი სამშენებლო პროექტის შედგენა, რადგან მშენებლობის პერიოდში შეიცვალა გარკვეული დეტალები, კერძოდ გაზრდილი იქნა სართულების რაოდენობა და ამავდროულად ვერ იქნა ნაპოვნი ძველი სამშენებლო პროექტი. ამ მიზნით, ამხანაგობის წევრთა მიერ ამხანაგობა ,,ვ-------“- ის ,,თი-ბი-სი ბანკში“ არსებულ ანგარიშზე, ახალი პროექტისთვის მოხდა საჭირო თანხის შეტანა. ომ-----------–---–ის განმარტებით, თითოეულ წევრს უნდა შეეტანა 1147 აშშ დოლარი. 2011 წლის 1 ნოემბერს, ამხანაგობა ,,ვ-------“-ის ანგარიშზე შეიტანა ახალი პროექტისთვის განკუთვნილი თანხა 1898.4 ლარი (1147 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), მაგრამ მისთვის ცნობილი არ იყო თუ რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა. ამხანაგობის წევრმა ზუ-------------–---–მა მისი და ამხანაგობის წევრ ვა--------------------ის თანდასწრებით, ომ-----------–---–ს ხელზე გადასცა ახალი პროექტისთვის განკუთვნილი თანხა 1147 აშშ დოლარი. ომ-----------–---–მა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მისი მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, ომარ გადახდილი თანხა უკან ვერ მიიღო.

მოწმე ფა-----------------------------ნის ჩვენებით დადგინდა, რომ ომ-----------–---–ს იცნობდა როგორც ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-------“-ის წევრის, გიორგი მდივნიშვილის მამას და მასთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს და ომ-----------–---–ი იყო მისი ადვოკატი. 1999 წლის აპრილში ქ.თბილისში, გ----------- ქუჩა #7---–- ბინათმშენებლობის მიზნით ჩამოყალიბდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-------“, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო. ამხანაგობის რეგისტრაციის შემდეგ დაიწყო მშენებლობა, ააშენეს პირველი კორპუსი #7---–-. საწყის ეტაპზე მშენებლობა ეფექტური იყო, მშენებლობას შეურთდა ქუჩის 3-5/8 ნომრები, შემდეგ პირველი ნომერი, ფაქტიურად მთელი ქუჩის რეკონსტრუქციას შეუდგნენ, მაგრამ მოგვიანებით მშენებლობა გაუჭიანურდა. პარალელურად აწარმოებდა მშენებლობას ავლაბარში და ქალაქის მერიის ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმდა, რომ თუ ავლაბრის მშენებლობას დაუთმობდა, ვერაზე დართავდენენ K2 კოეფიციენტის (შენობის სართულიანობის) გაზრდის ნებას. შესაბამისად, 2005-2006 წლებში მერიაში დასამტკიცებლად ახალი პროექტი ჩააბარეს, მაგრამ ქალაქის მერიის სათავეში გი-------------–--ას მოსვლის შემდეგ, მერიის ხელმძღვანელობასთან საერთო ენა ვეღარ გამონახა. მიუხედავად ამისა, მან 2010 წლამდე მაინც მოახერხა, სახლი იმ კონდიციამდე მიეყვანა, რომ ბინები ამხანაგობის წევრებისთვის გაენაწილებინა. 2010 წლის 27 სექტემბერს დააპატიმრეს და საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდა ომ-----------–---–ი, როგორც მისი ადვოკატი, რომელსაც ყველაფერი უამბო მშენებლობის შესახებ იმ განზრახვით, რომ მშენებლობა დასრულებულიყო. მან ომ-----------–---–ს აუხსნა, რომ მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ფართი, სადაც ასევე შეიძლებოდა ახალი მშენებლობის წამოწყება და თუ ფართით დაკმაყოფილებისას დეფიციტი წარმოიქმნებოდა, ახალი მშენებლობის ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი მისი შევსება. ომ------------–---–მა, როგორც მისმა ადვოკატმა იცოდა, რომ მისი დაჯარიმების შემდეგ ოფისიდან ამოიღეს პროექტის არქიტექტურული ნაწილი, განათებულობის, გეოლოგიური, კონსტრუქციული ნაწილი და ინახებოდა სასამართლოს არქივში. რამდენიმე თვის შემდეგ, მან და ომ-----------–---–მა იკამათეს და როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ომ-----------–---–მა ჩაატარა ამხანაგობის კრება, რომელზეც განაცხადა, რომ არ არსებობდა პროექტი, ან დასკვნა და საჭირო იყო დამატებითი თანხის მობილიზება, ამხანაგობის თითოეულ წევრს უნდა გაეღო დაახლოებით 1 000 აშშ დოლარი. ამხანაგობის ყველა წევრს ეს თანხა და არც საჩივარი არ შეუტანიათ, მაგრამ ნაწილს ,,წაართვა“ ფული და ამის მიუხედავად, პროექტი არ მოუმზადებია. ომ-----------–---–მა მის მიერ აშენებულ სახლს გადაუღო ფოტოები, გააკრა ოფისში და პროექტად წარუდგენდა ხალხს, თუმცა ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ პროექტი არ მომზადებულა. როგორც მისთვის იყო ცნობილი, თანხები გროვდებოდა იმისთვის, რომ პროექტი მომზადებულიყო და მშენებლობის დასრულების მიზნით შესაბამისი პროცედურები განეხორციელებინათ, თუმცა ამ მიზნით არაფერი გაკეთებულა, სად წავიდა პროექტის მოსამზადებელი თანხები, არ იცის.

მოწმე ვე-------–-----ის სასამართლიზე მიცემული ჩვენებით, ომ-----------–---–თან აკავშირებდა ნაცნობური ურთიერთობა. მის მეუღლეს დაფუძნებული ჰქონდა შპს ,,პ-----------“, რომლის დირექტორიც იყო ზვ--------------–---–ი. კომპანია ახორციელებდა საპროექტო სამუშაოებს და როდესაც ომ-----------–---–ისთვის ცნობილი გახდა აღნიშნულის თაობაზე, იგი მივიდა მასთან კონსულტაციის მიღების მიზნით. ომ-----------–---–მა განუმარტა, რომ იყო ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ვ-------“-ის თავმჯდომარე და აინტერესებდა საპროექტო დეტალებში გარკვევა. ომ-----------–---–ს აინტერესებდა, რომ 3-4 პირის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულიყო რამდენიმე სართულიანი კორპუსი. ვინაიდან კორპუსი იყო ამხანაგობის, მაგრამ კერძო პირების მიწაზე იყო განთავსებული, არქიტექტურის სამსახურისთვის მიმართვა შეუძლებელი იყო. მან მდივნიშვილს განუმარტა, რომ არქიტექტურის სამსახური მის განცხადებას ხარვეზს დაუდგენდა. როგორც მისთვის ცნობილია, ამ კორპუსთან დაკავშირებით ამხანაგობასა და ამხანაგობის წევრებს შორის სასამართლოში დღესაც მიმდინარეობს დავა. არასტანდარტული მდგომარეობის გამო, მდივნიშვილი ეძებდა გამოსავალს და მერიისგან ითხოვდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. მერიაში შედგა შეხვედრა, რომელსაც შპს ,,პ------------“ არქიტექტორიც ესწრებოდა. მერიას წარმოდგენა უნდა შექმნოდა დაახლოებით რისი აშენება სურდათ დაინტერესებულ პირებს. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა, რომ პროექტი დამტკიცებულიყო. შედგა პირობითი პროექტი, რადგან არქიტექტურის სამსახურისთვის გამხდარიყო ცნობილი დაინტერესებული პირების ნება. გარდა ამისა, სურვილი არსებობდა, რომ უკვე არსებულ კორპუსზე, 4-5 სართულის დაშენება მომხდარიყო. შპს ,,პ-----------“ დაინტერესებული იყო დიდი პროექტებით, შესაბამისად ის და კომპანიის არქიტექტორი არაერთხელ დაუკავშირდა ომ-----------–---–ს, მაგრამ ეს პროცესი გაჭიანურდა, ვინაიდან ომ-----------–---–ის მიერ მერიასთან ვერ მოხერხდა ურთიერთობის მოგვარება, რადგან მესაკუთრეებთან საერთო ენა ვერ გამოინახა. საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო იყო დაახლოებით 50 000 აშშ დოლარი. ომ-----------–---–მა გადაიხადა დაახლოებით 21 000 ლარი. ომ-----------–---–ი თავდაპირველად კონსულტაციაზე მივიდა შპს ,,პ----------–-“, შემდეგ როდესაც გაირკვა, რომ იურიდიული პრობლემები არსებობდა, კომპანიამ მას განუმარტა, რომ ამ პრობლემებს თავის თავზე ვერ აიღებდა. კომპანია პასუხისმგებლობას იღებდა მხოლოდ იმ ტექნიკურ ხარვეზებზე, რაც აღმოჩნდებოდა პროექტში, მათ კომპანია საკუთარი ხარჯებით გაასწორებდა. ვინაიდან მიწის ნაკვეთი რამდენიმე პირს ეკუთვნოდა, კომპანიამ შეადგინა მიწის ნაკვეთის გაერთიანებული ვერსია. მათ შექმნეს ის ვერსია, რომელიც უნდა ყოფილიყო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ომ-----------–---–ის მიერ 21 000 ლარის გადახდის შემდეგ, მას კიდევ ჰქონდა მოლოდინი, რომ ურთიერთობა გაგრძელდებოდა, რადგან 50 000 აშშ დოლარზე იყო საუბარი, თუმცა ურთიერთობა აღარ გაგრძელდა, რადგან ომ-----------–---–ი აღარ მისულა, არც რაიმე აქტი შემდგარა, რომ მომავალში ეს ურთიერთობა გაგრძელდებოდა. ომ-----------–---–მა შპს ,,პ-----------“ ხსენებული თანხა 2 ან 3 ეტაპად ჩაურიცხა საბანკო ანგარიშზე.

2015 წლის 2 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა ოქროპირ ჩხიკვაძემ, ქ. თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–- მდებარე მშენებარე კორპუსში 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, მშენებლობის პერიოდისათვის არსებული სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით, დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით შეადგენს 25 667,80 ლარს.

2015 წლის 9 დეკემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–- მდებარე მშენებარე კორპუსის, პირველ სართულზე არსებულ ოფისში წარმოდგენილი ინვენტარის ღირებულება შესაბამისობაში მოდის საქონლის შესყიდვის სასაქონლო ზედნადებებთან, კერძოდ, საოფისე მაგიდის ღირებულებაა 640 ლარი, ხოლო რბილი ავეჯის კომპლექტის (დივანის + 2 სავარძელი, მწვანე ფერის) ღირებულებაა 410 ლარი. შესაბამისად, წარდგენილი ინვენტარის მთლიანმა ღირებულებამ 2011 წლის აპრილის თვის მდგომარეობით შეადგინა 1050 ლარი.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლი--------–---–-ა.

2015 წლის 9 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ცნობის თანახმად, საბანკო ამონაწერის მიხედვით დანიშნულებით უშუალოდ მშენებლობის პროექტისათვის ამხანაგობის წევრების მიერ გადახდილია 39 737,43 ლარი და 19 197,00 (18 050+1147) აშშ დოლარი. შპს ,,პ-------------“ პროექტის საფასურისათვის გადარიცხულია მხოლოდ 21 000,00 ლარი. სხვაობა, მშენებლობის პროექტისათვის ამხანაგობის წევრების მიერ გადახდილ თანხასა და პროექტის შემსრულებელზე ფაქტიურად გადახდილ თანხას შორის შეადგენს 18 737 ,43 (39737,43-21000,00) ლარს და 19 197 აშშ დოლარს. ზემოთაღნიშნული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემთა გათვალისწინებით, 2011 წლის 24 იანვრიდან 2015 წლის 18 მაისის მდგომარეობით, ომ-----------–---–ის მიერ ამხანაგობა ,,ვ-------“-ის წევრებისგან მიღებულ თანხებსა და დოკუმენტალურად დადასტურებულ დანახარჯებს შორის სხვაობა შეადგენს 11 107,00 (54755-16740-1240-25668) ლარს და 33 857,00 (32710+1147) აშშ დოლარს.

საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარმა ინსპექტორებმა დავით ლებანიძემ და დავით ამირანაშვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ცნობის სისწორე.

სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით სადავოდ არ მიიჩნიეს, რის გამოც ისინი პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: მოწმეების - ენვერ დიასამიძის, მაია მაილოვას, გი----------------–--ის და დაზარალებულ ქე-------------------ის ჩვენებები.

ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ვ-------“-ის წესდების მიხედვით, რომელიც 2010 წლის 24 ნოემბერს მიღებული იქნა ამხანაგობის საერთო კრების მიერ. მისი ხელმძღვანელობის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გ----------- (სვანიძის) ქუჩა #4/6.

ამხანაგობა ,,ვ-------“-ის გამგეობის 2010 წლის 24 ნოემბრის #1 სხდომის ოქმის თანახმად, გამგეობამ ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩია ომ-----------–---–ი).

2011 წლის 15 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ამხანაგობა ,,ვ-------“-მა შპს ,,პ-----------“ შეუკვეთა ქ. თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–- მდებარე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულების პროექტის შედგენა.

2015 წლის 26 სექტემბერს სამშენებლო კორპუსის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–- მდებარე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი.

2016 წლის 18 იანვრის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი www.nbg.gov.ge და ამხანაგობა ,,ვ-------“-ის სს ,,თი ბი სი ბანკის“ ამონაწერი, რომლის მიხედვითაც:

1. ზა--------–----ეს 28.06.2011 წელს შეტანილი აქვს 15 000 აშშ დოლარი, ხოლო სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2011 წლის 28 ივნისს იყო 1.6544, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (15 000 X 1.6544) 24 816 ლარი.

2. ან------------–---–ს 18.10.2011 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2011 წლის 18 ოქტომბერს იყო 1.6542, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6542) 1897.36 ლარი.

3. ქე--------------------ეს 26.11.2011 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2011 წლის 26 ნოემბერს იყო 1.6611, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6611) 1901.15 ლარი.

4. ნა------------------ეს 10.12.2011 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2011 წლის 10 დეკემბერს იყო 1.6575, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6575) 19.01.15 ლარი.

5. ვა--------------------ეს 27.02.2012 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 27 თებერვალს იყო 1.6476, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6476) 1889.79 ლარი.

6. ნა----–--------–--ეს 28.03.2012 წელს შეტანილი აქვს 600 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 28 მარტს იყო 1.6420, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (600 X 1.6420) 985.2 ლარი.

7. ზუ----------–----ეს 23.04.2012 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 23 აპრილს იყო 1.6295, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6295) 1869.03 ლარი.

8. მა--------–---–ს 03.05.2012 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 03 მაისს იყო 1.6323, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6323) 1872.24 ლარი.

9. ქე---------------–---–ს 05.05.2012 წელს შეტანილი აქვს 1000 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 05 მაისს იყო 1.6305, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1000 X 1.6305) 1630.5 ლარი.

10. ზა--------–----ეს 10.05.2012 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 10 მაისს იყო 1.6260, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6260) 1865.02 ლარი.

11. თა-------–-----–---–ს 10.05.2012 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 10 მაისს იყო 1.6260, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6260) 1865.02 ლარი.

12. ეკ--–--–-ას 10.05.2012 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 10 მაისს იყო 1.6260, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6260) 1865.02 ლარი.

13. მა-------------ს 11.05.2012 წელს შეტანილი აქვს 1000 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 11 მაისს იყო 1.6221, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1000 X 1.6221) 1622.1 ლარი.

14. ბე-------------–---ს 18.05.2012 წელს შეტანილი აქვს 800 აშშ დოლარი,სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 18 მაისს იყო 1.6276, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (800 X 1.6276) 1302.08 ლარი.

15. ქე---------------–---–ს 04.06.2012 წელს შეტანილი აქვს 300 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 04 ივნისს იყო 1.6334, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (300 X 1.6334) 490.02 ლარი.

16. სო------------ს 22.06 2012 წელს შეტანილი აქვს 1147 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 22 ივნისს იყო 1.6340, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (1147 X 1.6340) 1874.19 ლარი.

17. ქე---------------–---–ს 18.10.2012 წელს შეტანილი აქვს 350 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 18 ოქტომბერს იყო 1.6590, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (350 X 1.6340) 571.9 ლარი.

18. ნი------------–--ს 01.11.2012 წელს შეტანილი აქვს 800 აშშ დოლარი, სავალუტო კურსი დოლარის ლართან მიმართებაში 2012 წლის 01 ნოემბერს იყო 1.6602, ანუ ლარში კონვერტაციის შემთხვევაში გამოდის (800 X 1.6602) 1328.16 ლარი.

სასამართლოში საქმის განხილვისას, ომ-----------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ომ-----------–---–მა ჩაიდინა მითვისება, ესე იგი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სამართლებრივი შეფასება, (განაჩენის შეცვლის დასაბუთება):

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სააპელაციო პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიაჩნია, რომ ომ-----------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული - მითვისება, ესე იგი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ: ომ-----------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ომ-----------–---–ის გამართლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ომ-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირებიდან გამომდინარე, 2011 წლის 24 იანვარს, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, რეგისტრირებულ იქნა ამხანაგობა ,,ვ--------“, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ომ-----------–---–ი. 2011-2012 წლების პერიოდში ამხანაგობა ,,ვ-------“-ის თავმჯდომარე ომ-----------–---–მა მიითვისა ამხანაგობის წევრების მიერ, შენობის საპროექტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი, ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი, ფულადი თანხა საერთო ოდენობით 33 145.03 ლარი, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის/გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობის თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე, კანონიერად, განაცალკევებს მესაკუთრის ქონებისგან და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს ან მოახდენს მის დახარჯვას, გასხვისებას. მითვისების ჩადენა პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს.

ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ ქონება, ნივთი ან ქონებრივი უფლება, რომლის მისაკუთრების მიზანიც აქვს დანაშაულის სუბიექტს, იმყოფებოდეს მის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. აღნიშნულ ცნებაში მოიაზრება, მაგალითად, ის ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც პირი სხვის თანხას ფლობს რაიმე კანონიერი საფუძვლით და იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობაში.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ამხანაგობა ,,ვ-------“-ის გამგეობის 2010 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე, გამგეობის მიერ ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ომ-----------–---–ი. აღნიშნული კრების #3 ოქმით დამტკიცდა ამხანაგობის წესდება, რომლითაც განისაზღვრა, რომ ამხანაგობაში დამატებითი შენატანების ოდენობის დადგენა განეკუთვნებოდა გამგეობის კომპეტენციას, რაც დასამტკიცებლად უნდა წარდგენოდა საერთო კრებას.

ამხანაგობის 2011 წლის 22 ივნისის გამგეობის სხდომის ოქმის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამხანაგობის წევრების მიერ დავალიანების დასაფარად შემოსული თანხები პირველ რიგში მოხმარდებოდა მშენებლობის პროექტსა და მშენებლობის ნებართვის აღების ხარჯებს, ხოლო შემდგომ სამშენებლო საქმიანობის წარმართვას.

2011 წლის 15 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულებით, ამხანაგობა ,,ვ-------“-მა შპს ,,პ-----------“ შეუკვეთა ქ. თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–- მდებარე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულების პროექტის შედგენა, რომლის ღირებულება განისაზღვრა 50000 ლარით.

საბანკო ამონაწერებიდან დასტურდება, რომ შპს „პ------------“ მიერ შესრულებული სამშენებლო პროექტისთვის ამხანაგობა „ვ----------“ მიერ შპს „პ------------“ ანგარიშზე გადარიცხული იქნა 39 737,43 ლარი და 19 197,00 (18 050+1147) აშშ დოლარი. შპს ,,პ-------------“ პროექტის საფასურისათვის გადარიცხულია მხოლოდ 21 000,00 ლარი. სხვაობა, მშენებლობის პროექტისათვის ამხანაგობის წევრების მიერ გადახდილ თანხასა და პროექტის შემსრულებელზე ფაქტიურად გადახდილ თანხას შორის შეადგენს 18 737,43 (39737,43-21000,00) ლარს და 19 197 აშშ დოლარს.

2011 წლის 6 დეკემბერს, ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა ამხანაგობა „ვ--------ის“ ამხანაგობის თავმჯდომარე ომ-----------–---–მა და მოითხოვა ქ.თბილისში, გ----------- ქუჩა #4---–-, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის ესკიზური პროექტის შეთანხმება, რაზეც ეთქვა უარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასაპროექტებლად მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის იურიდიული საკითხების მოგვარებამდე და საჭირო ახალი პროექტის წარდგენა, თუმცა ოფიციალური სამშენებლო პროექტი დღემდე არ არსებობს, ვინაიდან ასეთი პროექტის შედგენა არ მომხდარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ომ-----------–---–მა მოატყუა ამხანაგობა ,,ვ-------“-ის წევრები, თითქოს კორპუსის მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო იყო ახალი სამშენებლო პროექტის შედგენა, რადგან მშენებლობის პერიოდში შეიცვალა გარკვეული დეტალები, ამით შეცდომაში შეიყვანა ისინი, რომლებმაც საპროექტო სამუშაოების მიზნით კუთვნილი თანხები გადასცეს. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით), მითვისებისაგან იმით განსხვავდება, რომ თაღლითობის შემთხვევაში ქმედების განმახორციელებელი პირი სხვის ქონებას ეუფლება მოტყუებით, კერძოდ, ეს ქონება სწორედ მოტყუების შედეგად გადადის დამნაშავის ხელში, განსხვავებით მითვისებისაგან, რა დროსაც ნივთი უკვე იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და იგი მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებს მას.

მოცემულ შემთხვევაში თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი, მოტყუება, გამოკვეთილი არ არის და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო იყო ახალი პროექტის შედგენა, რაზეც ამხანაგობა „ვ--------ის“ წევრებმა თანხმობა განაცხადეს და სწორედ ამ მიზნით განხორციელდა ამხანაგობის წევრების მიერ „ვ--------ის“ ანგარიშზე, საპროექტო თანხების შეტანა. პალატას მიაჩნია, რომ ომ-----------–---–ს ამხანაგობის წევრებისთვის არ მიუწოდებია არასწორი ინფორმაცია სამშენებლო პროექტისთვის თანხების ამხანაგობის ანგარიშზე შეტანასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ, მათთვის ცნობილი გახდა ამხანაგობის 2011 წლის 22 ივნისის გამგეობის სხდომაზე, რა დროსაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავალიანების დასაფარად შესული თანხები, პირველ რიგში მოხმარდებოდა მშენებლობის პროექტს და მშენებლობის ნებართვის აღების, ხოლო შემდეგ სამშენებლო საქმიანობის წარმართვას. გაუგებარია პირველი ინსტანციის სასამართლო რატომ მიიჩნევს, რომ ამხანაგობის 2011 წლის 22 ივლისის გამგეობის სხდომაზე კონკრეტულად სამშენებლო პროექტისთვის დამატებითი თანხების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, მაშინ როდესაც ამავე ოქმის თანახმად, გამგეობის წევრმა გააცნო გამგეობას, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელია მშენებლობის პროექტი და ასაღებია მშენებლობის ნებართვა, რისთვის საჭიროა გარკვეული თანხები, კერძოდ: დავალიანების დასაფარად შემოსული თანხები პირველ რიგში უნდა მოხმარდეს მშენებლობის პროექტსა და მშენებლობის ნებართვის აღების ხარჯებს, ხოლო შემდგომ სამშენებლო საქმიანობის წარმართვას, რასაც გამგეობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენში მიუთითებს, რომ ომ-----------–---–მა ამხანაგობის წევრებს სამშენებლო პროექტისთვის მოსთხოვა ამხანაგობის ანგარიშზე დამატებითი თანხების მობილიზება, ამასთან იცოდა, რომ პროექტი ფა-----------------ის თავმჯდომარეობის პერიოდში შედგენილი იყო, რის დასასაბუთებლადაც იშველიებს მოწმე მუ------------------------------ის ჩვენებას, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ომ-----------–---–ისთვის ცნობილი იყო მუ----------------ის თავმჯდომარეობის დროს მშენებლობის პროექტის შედგენის თაობაზე. ასეც, რომ იყოს მხოლოდ ერთი პირის ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №251აპ-16; 462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16). მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი რომელიმე პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ომ-----------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, სრულიად გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ასევე თაღლითობის სუბიექტურ მხარეს - განზრახვას, რომ პირს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, პალატა არ ეთანხმება უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: დაზარალებულების - მე-----------ს, და-------------–---–ის, და-----------–--–---–ის, ეკ--------------ის, მა--------------–---–ის, მე------------–---–ის, ზა---------–-–---–ის, ალ-----–------–---ის, ნა----–--------–--ის, ვა--------------------ის, ეთ-------–-----ის, ეკ--–--–-ას, მა--------–---–ის, მა-------------ს, სო------------ის, ზუ-------------–---–ის, მა---–-----------------ის, ქე---------------–---–-ს, ზა--------–----ის, ჯე---–-–---–-----ის, მოწმეების - ფა-----------------------------ნის, ვე-------–-----ის ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია, საინჟინრო ექსპერტიზის 2015 წლის 2 დეკემბრის №--------- დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის 2015 წლის 09 დეკემბრის #--------- დასკვნა, 2015 წლის 09 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ცნობა, ამხანაგობის დოკუმენტაცია და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ომ-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

აპელანტის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ომ-----------–---–ის მიერ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას გამორიცხავს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გ----------- ქ.#4---–- მდებარე მშენებარე კორპუსში 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის კვლევის შედეგად შეადგენს 25 667,80 ლარს, პალატა არ ეთანხმება, სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შსს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორების მიერ გაცემულ ცნობაში არ ყოფილა მითითებული მშენებლობის პროექტისთვის კონკრეტული პირების მიერ შეტანილი თანხები, სასამართლომ თანხების ნაწილში მართებულად გაიზიარა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (გადახდის ქვითრები, საბანკო ამონაწერებით, მოწმეთა ჩვენებები) და თანხების ოდენობა განსაზღვრა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირების მიერ მშენებლობის პროექტისთვის გადახდილი თანხებით, კერძოდ: დაზარალებულების მიერ შენობის პროექტისთვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 42 269,78 ლარი, რასაც გამოაკლდა ომ-----------–---–ის მიერ შპს ,,პ------------თვის“ გადარიცხული 21 000 ლარი. შესაბამისად ომ-----------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულმა თანხამ შეადგინა 21 269,78 ლარი.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები. პალატა აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება, ხოლო საქმეში „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer BV v. The Netherlands) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ შეზღუდვია არც მტკიცებულებების წარდგენის და არც საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება. თუ ბრალდების მხარემ არ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, დაცვის მხარეს შეეძლო მოეთხოვა იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებსაც შესაძლოა, მსჯავრდებულის უდანაშაულობა ემტკიცებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

რაც შეეხება სასჯელის ზომას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.

სააპელაციო პალატა ომ-----------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს (ჩადენილია არაძალადობრივი ხასიათის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის მოტივს, მიზანს, მსჯავრდებულის ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის პიროვნულ მახასიათებლებს, წარსულ ცხოვრებას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, წარსულში არ არის ნასამართლევი, მსჯავრდებულის ასაკს (არის 77 წლის) და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ომ-----------–---–ს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, პრევენციის, სამართლიანობის და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ ომ-----------–---–ის მიმართ 2016 წლის 24 ივნისის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საკითხზეც და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელის ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის 70 წლის და ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

 

შესაბამისად, მსჯავრდებულ ომ-----------–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 2016 წლის 24 ივნისის კანონი, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დაზარალებულების მე-----------ს, და------------–---–ის, და-----------–--–---–ის, ეკ--------------ის, მა--------------–---–ის, მე------------–---–ის, ზა---------–-–---–ის, ეთ-------–-----ის, ეკ--–--–-ას, მა--------–---–ის, მა-------------ს, ზუ-------------–---–ის, ქე---------------–---–-ს უფლებამონაცვლის გი----------------–--ის, ჯე---–-–---–-----ის უფლებამონაცვლის მა------–---–-----ის, ქე-------------------ის, მა---–-----------------ის სანოტარო წესით დამტკიცებული თანხმობები, ხოლო დაზარალებულებმა დაზარალებულებმა ალ-----–------–---მა, ნა----–--------–--ემ, სო------------მა, ზა--------–----ემ და ვა--------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თანხმობა განაცხადეს ომ-----------–---–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონის გამოყენებაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ირ---–------–----–--ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ომ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ირ---–------–----–--ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ომ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენში ომ-----------–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

ომ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

2016 წლის 24 ივნისის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ომ-----------–---–ი გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

კახაბერ მაჭავარიანი