განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002312911
საქმე #1/ბ-1434-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა–----------ა;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ბე--------ე;
მსჯავრდებული - თე------------------ე, დაბადებული 1--- წლის 3----–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მ--------- გამზირი N5-- ბინა N3-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ--–------- ქ. N1--- ბინა N1--- ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით).
სასამართლომ დაადგინა:
თე-------------------ე 2015 წლის 1 ნოემბრიდან მუშაობდა შპს ,,მ----–-“, რომელიც ფლობს აზარტული და მომგებიანი თამაშების გამართვის ლიცენზიას. შპს ,,მ------“ მიერ ორგანიზებულია ინტერნეტ კაზინო და ინტერნეტ ტოტალიზატორი დომეინზე www.crystalbet.com . მომხმარებლების წახალისების და მოზიდვის მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქციებს და ბონუსებს. ერთ-ერთი ასეთი წამახალისებელი ბონუსია ჯეკპოტი, რომელიც თამაშდება აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშება უნდა მომხდარიყო დღის იმ პერიოდში, როდესაც კონკრეტული სახეობის აზარტულ თამაშზე მომხმარებლის ყველაზე დიდი აქტივობა იყო და გათამაშების შემდეგ ჯეკპოტის საპრიზო ფონდიც თანაბრად უნდა განაწილებულიყო ყველა მოთამაშეზე. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა თე------------------ეს, რომელსაც ჯეკპოტის გათამაშების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო დამოუკიდებლად, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. თე------------------ემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,მ------“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, www.crystalbet.com -ზე სხვადასხვა პირების მონაცემებით დარეგისტრირებული მომხმარებლების (იუზერების) გამოყენებით, მის მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით, რაც მდგომარეობდა შემდეგში: თე------------------ეს და სხვა პირებს, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ზემო აღნიშნული იუზერების ანგარიშებზე შემოჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას, თე------------------ის მიერ წინასწარ მითითებული დროის იმ პერიოდში, როდესაც თე------------------ეს უნდა გაეთამაშებინა ჯეკპოტი, რაც მხოლოდ მათთვის იყო ცნობილი და მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას. ამ ხერხით დაუფლებული თანხები, გამოყენებული იუზერების ანგარიშებიდან თე------------------ის მითითებით ირიცხებოდა სხვადასხვა პირების მიერ დამზადებულ, მის სარგებლობაში არსებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა დიდი ოდენობით 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი.
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თე------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
თე------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ თე------------------ის ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, საქართველოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში თე------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა და მისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, ვინაიდან საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ თე------------------ის ქმედების შედეგად ზიანი მიადგა შპს „მ-----“. ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ შპს „მ------გან“ მოწოდებულ ინფორმაციას და საქმეში არ არის წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი ჯეკპოტის მოწყობის პრინციპზე. ასევე ოფიციალური დოკუმენტით არ არის დადასტურებული, რომ დაუფლებული თანხა შპს „მ------“ საკუთრება იყო და მას მიადგა ზიანი. ბრალდების მხარის და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ შპს „მ-----“ მიადგა ზიანი, მიჩნეულია მხოლოდ შპს „მ------“ წარმომადგენლის განცხადება და რამდენიმე ხელმძღვანელი პირის ჩვენება, რომლებიც არ არიან კაზინოში არც ფინანსური და არც ბუღალტრული მიმართულების სპეციალისტები. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად უნდა დადასტურდეს, რომ თე------------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულია შპს „მ-----“, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არ იქნება სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმეში დაზარალებულის არარსებობის გამო. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს „მ-----“ თე------------------ის ქმედების შედეგად ფინანსური ზარალი არ მიუღია და საქმეში არ წარმოადგენს დაზარალებულს. არც მსჯავრდებულის ქმედება წარმოადგენს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თე------------------ის ქმედების შედეგად ზიანი მიადგათ მოთამაშეებს, რომლებსაც უნდა მიეღოთ დაუფლებული თანხები და მათი ზიანი გამოიხატა მიუღებელი ზიანის სახით, რაც სამართლებრივად არ ჯდება სსკ-ის 180-ე მუხლის დეფინიციაში და მოიცავს სსკ-ის 185-ე მუხლით (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ვინაიდან საქმეში დაზარალებულის სახით არ ფიგურირებენ პირები/მოთამაშეები, რომელთაც უნდა მოეგოთ მსჯავრდებულის მიერ დაუფლებული თანხა, დაზარალებულის გარეშე ქმედების სსკ-ის 185-ე მუხლით კვალიფიკაცია შეუძლებელია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით თე------------------ის ქმედება წარმოადგენს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შპს „მ------“ კანონიერ ინტერესს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა მარკეტინგული გათვლა, რომ გათამაშებული ჯეკპოტის თანხა მოეგოთ მოთამაშეებს. თე------------------ის მიერ კი, მისი სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებით, მოთამაშეებმა მოიგეს უფრო ნაკლები თანხა, ვიდრე უნდა მოეგოთ. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც, მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი ძალიან მკაცრია და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს. მხედველობაში არ იქნა მიღებული, რომ წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული, თავიდანვე აღიარებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, სადავოდ ხდიდა მხოლოდ ქმედების კვალიფიკაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. განაჩენით დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც ბრალდების მხარე მიუთითებდა. გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ამხელდნენ მსჯავრდებულს, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთან ერთადაც სო---------ე ეუფლებოდა კომპანიის თანხებს. გამოკვლეული იქნა აგრეთვე პლასტიკური ბარათები, რომლებიც სარგებლობაში ჰქონდა თე------------------ეს, რომლებზეც ნამდვილად ჩარიცხულია იმ ოდენობის თანხა, რომელიც მითითებულია სასამართლოს განაჩენში. თავად მსჯავრდებულმაც დაკითხვის დროს აღიარა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ პიროვნებას თუ სურდა მოეგო ჯეკპოტი, უნდა დარეგისტრირებულიყო ვებ გვერდზე. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულმა დაარეგისტრირა არაერთი ყალბი იუზერი და თავად ათამაშებდა ჯეკპოტს იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე ნაკლები მომხმარებელი იყო, ღამის საათებში. ფაქტობრივად ჯეკპოტი არ თამაშდებოდა, ვინაიდან მას ჰქონდა აღნიშნული თანხების დაუფლების განზრახვა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები ეკუთვნოდა კომპანიას. ზიანი განსაზღვრულია დათვალიერების ოქმებით, კერძოდ დათვალიერებულია პლასტიკური ბარათებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია თიბისი ბანკიდან, რომელიც იყო თე------------------ის ფაქტობრივ მფლობელობაში. საბოლოო ზიანი შეადგენს 1 208 981.84 ლარს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულის წარმომადგენლის გი----------–---–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ არის შპს ,,მ------“ იურისტი. კომპანიას, რომელიც ახორციელებს სათამაშო ბიზნესს, გააჩნია ვებ- გვერდი www.crystalbet.com , სადაც მოწყობილია ტოტალიზატორი და კაზინო. შპს ,,მ-----“ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით და ვებ-გვერდის პოპულარიზაციისთვის ახორციელებს სხვადასხვა სახის აქციებს, მათ შორის, ონლაინ კაზინოში ათამაშებს ჯეკპოტს, რომლის ოდენობა გარკვეული დროის განმავლობაში იზრდებოდა და შემდეგ თამაშდებოდა. ჯეკპოტს ათამაშებდა შპს ,,მ------“ თანამშრომელი თე------------------ე, კომპანიისგან მხოლოდ მას ჰქონდა მინიჭებული უფლება და პროგრამული წვდომა გაეთამაშებინა ჯეკპოტი. თე------------------ე განსაზღვრავდა კომპიუტერული პროგრამით თუ როდის უნდა გათამაშებულიყო ჯეკპოტი. კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯეკპოტი უნდა გათამაშებულიყო იმ დროს, როდესაც ვებ-გვერდზე ყველაზე მეტი მომხმარებელი თამაშობდა, ეს იყო 18:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდი. კომპანიის ერთ-ერთი თათბირის დროს დადგა საკითხი, კაზინოში ჯეკპოტი ადამიანის ჩარევის გარეშე გათამაშებულიყო, რა დროსაც თე------------------ემ გამოთქვა უკმაყოფილება, არ დაეთანხმა იდეას და გაწია დიდი წინააღმდეგობა. კომპანიის ხელმძღვანელობას თე------------------ის ქმედებაზე გაუჩნდა ეჭვი, რის შემდეგაც გადამოწმდა სერვერზე არსებული ინფორმაცია, თუ რა დროს თამაშდებოდა ჯეკპოტი და აღმოჩნდა, რომ თე------------------ე ჯეკპოტს ათამაშებდა იმ დროს, როდესაც ვებ-გვერდზე შესული იყო ცოტა მომხმარებელი, ასევე დადგინდა, რომ ჯეკპოტს იგებდნენ ერთი და იგივე მომხმარებლები. თე------------------ეს ჰქონდა რამდენიმე იუზერი, თამაშს იწყებდა მცირე თანხით, ჯეკპოტის გათამაშებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც ჯეკპოტი გათამაშდებოდა, იგებდა ჯეკპოტს და წყვეტდა თამაშს. დადგინდა, რომ რამდენიმე იუზერი დაკავშირებული იყო ერთ საბანკო ანგარიშზე. ჯეკპოტი იყო ერთგვარი აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანიის განვითარებას, არსებული მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის და ახალი მომხმარებლის მოზიდვას. მას ქონდა წამახალისებელი მნიშვნელობა, მაგრამ თე------------------ის მხრიდან ისე თამაშდებოდა ჯეკპოტი, რომ არ ხმარდებოდა კომპანიის ბიზნეს ინტერესებს და მას ეუფლებოდა თე------------------ე. თე------------------ის ქმედებით კომპანიას მიადგა მილიონ ლარზე მეტი ზიანი, რომელიც დათვლილ იქნა თე------------------ის კუთვნილი იუზერების მიხედვით.
მოწმე კო-------–-----ის ჩვენებით გაირკვა, რომ მუშაობს შპს ,,მ------“ აღმასრულებელ დირექტორად. კაზინოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დანიშნული იყო თე------------------ე, რომელმაც დეპარტამენტის კადრები დააკომპლექტა მისი მეგობრებით და ახლობლებით. დეპარტამენტის 24 საათიან რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, თანამშრომლებს მონიტორინგს უწევდა თე------------------ე, რომელსაც შვილივით ენდობოდა და კომპანიის ხელმძღვანელისგან სრული ნდობა ჰქონდა მინიჭებული. თე------------------ის უფლება-მოვალეობაში შედიოდა ჯეკპოტის გათამაშება სხვადასხვა თამაშებზე, როგორიცაა ოთხი სახეობის ,,რულეტკა“, ,,სლოტი“, ,,ბურა“, ,,ნარდი“, ,,დომინო“, ,,სეკა“, ,,ბლექჯექი“. კომპანიის მიერ ჯეკპოტი თამაშდებოდა მომხმარებლების წახალისების მიზნით, მაგრამ თე------------------ე ჯეკპოტს ათამაშებდა პასიურ დროს, ისეთ დროს, როდესაც ცოტა მომხმარებელი თამაშობდა კაზინოში. თე------------------ეს ჰქონდა შექმნილი ყალბი იუზერები, რომლებიც არ აქტიურობდნენ, მხოლოდ ჯეკპოტის მოსაგებად შედიოდნენ კაზინოში, რეგისტრაციის შემდეგ იუზერს შეჰქონდა ანგარიშზე 3 ან 5 ლარი, შემდეგ შედიოდა იუზერი კაზინოში, რა დროსაც თე------------------ე გაათამაშებდა ჯეკპოტს, ხოლო მისი ყალბი იუზერები იგებდნენ და წყვეტდნენ თამაშს. თე------------------ემ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა ბოროტად და გათამაშებული ჯეკპოტების 90%, რომელიც გამოყოფილი იყო პრომოუშენის ასაწევად და პოპულარიზაციისთვის მიითვისა. ჯეკპოტით მოგებული თანხები თე------------------ეს გადაჰქონდა სხვადასხვა პლასტიკურ ბარათებზე და საბანკო ანგარიშზე, საიდანაც გამოჰქონდა. მან რამდენიმეჯერ შეამჩნია, რომ თე------------------ის მიერ ჯეკპოტები გათამაშებული იყო შეუსაბამო დროს, რასაც თე------------------ე ტექნიკური გაუმართაობით ხსნიდა. მოწმის განმარტებით, თე------------------ე არ დაეთანხმა კომპანიის თათბირზე დაყენებულ იდეას, რომ ადამიანის ჩარევის გარეშე კომპიუტერული პროგრამა გაათამაშებდა ჯეკპოტს. აღნიშნულის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეემოწმებინა თე------------------ის მიერ გათამაშებული ჯეკპოტების ისტორია და აღმოჩნდა, რომ თე------------------ე ისე ახდენდა ჯეკპოტის გათამაშებას, რომ თავად ეუფლებოდა ჯეკპოტის თანხებს. თე------------------ის ქმედებით კომპანიამ მიიღო მილიონ ლარზე მეტი ზიანი.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,მ------“’ თანამშრომელმა, მოწმე ირ---–--–---–-----მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ თე------------------ე ჯეკპოტს ათამაშებდა არა პიკის საათებში, არამედ ღამის 04:00 საათზე, რა დროსაც მცირე რაოდენობის მომხმარებელი იყო კაზინოში, რაც კომპანიის მიმართულებას ეწინააღმდეგებოდა. როდესაც მაგიდის თამაშზე თამაშდება ჯეკპოტი, მაგიდაზე ორი მომხმარებელი უნდა თამაშობდეს ერთმანეთში. აღნიშნული თამაშის დროს კომპანია იღებს შემოსავალს. შემოსული თანხიდან კომპანია ათამაშებს ჯეკპოტს, რომლის თანხა სრულად ეკუთვნის კომპანიას და იყენებს მომხმარებლის მოზიდვის მიზნით, ასევე კომპანიის პოპულარიზაციისთვის. მან გადაამოწმა გათამაშებული ჯეკპოტების ისტორია და აღმოჩნდა რომ თე------------------ე ჯეკპოტს ათამაშებდა ღამის 03:00-04:00 საათებში, ასევე ჯეკპოტს იგებდნენ ისეთი იუზერები, რომლებსაც სათამაშო აქტივობები არ გააჩნდათ და არარსებული ინფორმაციებით იყვნენ დარეგისტრირებულნი. დაახლოებით 1900 იუზერი იყო შექმნილი, რომლებსაც სათამაშო ისტორია არ გააჩნდათ და ისე იგებდნენ ჯეკპოტს.
მოწმე რუ-------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მოცემულ საქმეზე მთავარი დამნაშავე არის თე------------------ე, რომელმაც კომპანიას მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენა. თე------------------ეს ევალებოდა ჯეკპოტის გათამაშება, რაც ემსახურება იმ მიზანს, რომ კომპანია გახდეს პოპულარული და მოიზიდოს ახალი მომხმარებელი, მაგრამ მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. შექმნა რამდენიმე იუზერი, რომლებსაც აკონტროლებდა, როდესაც ხდებოდა ჯეკპოტის გათამაშება, შედიოდა ამ იუზერებით და ხდებოდა ჯეკპოტის მფლობელი, შემდეგ თანხა გადაჰქონდა საბანკო ანგარიშზე და იქედან გამოჰქონდა ფული. თე------------------ესთან ერთად დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა შპს ,,მ------“ რამდენიმე თანამშრომელი.
მოწმე მი----–----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შპს „მ----–-“ მუშაობა დააწყებინა თე------------------ემ, რომელმაც მას ტოტალიზატორში სათამაშოდ სთხოვა ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათები, რის სანაცვლოდაც თვეში 250 ლარს გადაუხდიდა. შეთავაზებას დათანხმდა და თავის ახლობლებს გამოართვა ,,თიბისი ბანკის“ ბარათები, რომლებიც თე------------------ეს გადასცა. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს თე------------------ე, ტელეფონზე უკავშირდებოდა და ჯეკპოტის გათამაშების ბრძანებას გასცემდა, მი----–----------–---–ი შედიოდა პროგრამაში და დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ ათამაშებდა ჯეკპოტს. თე------------------ის მითითებით, მან დაახლოებით 5-6 ჯერ გაათამაშა ჯეკპოტი.
მოწმე ჯუ------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ მუშაობს შპს ,,მ----–-“ ტოტალიზატორ ,,კრისტალ ბეთში“. მისი დეპარტამენტის უფროსი იყო თე------------------ე, რომელმაც ჯეკპოტის გათამაშებაში ჩართვა შესთავაზა. მას იუზერებით უნდა მოეხდინა კაზინოს თამაშზე შესვლა, სადაც გათამაშდებოდა ჯეკპოტი. თე------------------ემ სახლში განათავსა რამდენიმე კომპიუტერი, სადაც რამდენიმე ადამიანი იკრიბებოდა და ყალბი იუზერებით შედიოდნენ ,,კრისტალ ბეთის“ საიტზე, კაზინოში. ჯუ------------–---–ს ერთი კომპიუტერი ჰქონდა განკუთვნილი, სადაც გახსნილი იყო რამდენიმე ყალბი იუზერი, რომლებიც იყვნენ აქტიურ მდგომარეობაში და კაზინოს საიტზე სათამაშოდ შესული. ასევე, მათ ეხმარებოდა ლა–--------------ძე, რომელსაც ანალოგიურად ჰქონდა კომპიუტერი, მასში გააქტიურებული რამდენიმე იუზერით. თე------------------ე თავის თანამშრომელს, რომელიც მორიგე იყო, მისცემდა მითითებას, რომ გაეთამაშებინა ჯეკპოტი, რა დროსაც ჯეკპოტი თამაშდებოდა და ყალბი იუზერები იგებდნენ ჯეკპოტის თანხებს. თე------------------ე მას მოგებული ჯეკპოტის თანხიდან 10% აძლევდა. 3 თვის განმავლობაში თხუთმეტჯერ იმყოფებოდა თე------------------ესთან და დაეუფლა ჯეკპოტის თანხებს, სანაცვლოდ თე------------------ემ მას 3000 ლარი გადასცა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლა–-----------------აც, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ასრულებდა მისი უშუალო უფროსის თე------------------ის მითითებებს. მიდიოდა თე------------------ის სახლში, სადაც მოწყობილი იყო ოთახი და განთავსებული იყო კომპიუტერები, მოგონილი იუზერებით შედიოდა კაზინოს თამაშში და ელოდებოდა ჯეკპოტის გათამაშებას. თე------------------ე უკავშირდებოდა მორიგე თანამშრომელს და გასცემდა მითითებას, რომ გათამაშებულიყო ჯეკპოტი, რის შემდეგაც თე------------------ის მიერ შექმნილი ყალბი იუზერები იგებდნენ ჯეკპოტს. მას დაახლოებით ორმოცდაათჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ჯეკპოტის გათამაშებაში, რის სანაცვლოდაც თე------------------ე მას უხდიდა მოგებული თანხის 10% და დაახლოებით 5000 ლარი გადასცა.
მოწმე ვა---------–------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ თე------------------ემ სთხოვა ტრანზაქციების მიზნით ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათების დამზადება და მისთვის გადაცემა, სანაცვლოდ თითო ბარათზე 50 ლარის გადახდას დაპირდა. შემოთავაზებას დათანხმდა, რის შემდეგაც ახლობლებს - ლი-------–----–---–ს, ლუ-------------ას, ლა–----------ეს, ლე-----–---–----ეს და გი--------------ს დაამზადებინა პლასტიკური ბარათები და გადასცა სო---------ეს, სანაცვლოდ ყოველ თვე თე------------------ე გადასცემდა 250 ლარს. თე------------------ე მას ავალებდა ჯეკპოტების გათამაშებას, იგი შედიოდა პროგრამაში და უთითებდა დროს თუ როდის უნდა გათამაშებულიყო ჯეკპოტი.
თე------------------ისთვის ან/და მის მეგობრებისთვის თე------------------ეზე გადასაცემად მათი კუთვნილი ,,თიბისი ბანკის’’ პლასტიკური ბარათების გადაცემის ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ლე-----–-----–--ამ, ლე------–---–მა, ალ------------------–-–---–მა, გი--------------მა, კი----–------------მა, და-----------–---–მა, ლა-–---–-------მა, ან--------–--ემ, კო-------------------–--ემ, ან------–---–მა, სა-–------------–---–მა, ბე-------------მა, თა---------------მა, ირ------------ამ, თე--------–----ემ, სა-–----------–----მა, ნა------------–---–მა, ირ---–-------–----მა, სა---------–---–მა, ბე-------------მა, თა--------------–-–---–მა, მი----–--–--------–---–მა, ბე-------–------მა, ლე-------------–---–მა, ან-----–----–-–---–მა, გი---–----–-–---–მა, ბე-----------–---–მა, ვა------------–---–მა, მა------–---------–---–მა, ნი----–------მა, ნი----–-----–----–-–---–მა, ლა–---------ემ, ზვ-------------–---–მა, ვა–-------------მა, ლუ-------------ამ, გი-------–---------–---–მა, გი----------------მა, გი--------–-----ემ, ქე-----------------–---–მა, ან-----------ემ, ალ------------------–-–---–მა, იუ-------------მ, ნა-----------–---–მა, და-----------–---–მა, რო------------------მა, მა--------------ემ, მა------–------მა, გი------------–-–---–მა, ოთ-----------–---მა, ამ---------–------–---–მა, და-----------მა, და----------–--–მა, შა-–---------ამ და შო----------–---–მა.
მოწმე ზუ--------------–ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2017 წლის შემოდგომაზე, პირადი ნომრით 5----------- იუზერის სახელწოდებით z--------- გართობის მიზნით დარეგისტრირდა ,,კრისტალ ბეთზე“. ითამაშა ტოტალიზატორი, ფეხბურთი, კალათბურთი, თამაშობდა 10-20 დღე, დაბალ ფსონზე 2-3 ლარი. შემდეგ იუზერის პაროლი დაავიწყდა და თამაში შეწყვიტა. მოწმის განმარტებით, მას კომპიუტერით არასდროს არ უთამაშია, მხოლოდ მობილური ტელეფონით თამაშობდა. არასდროს არ უთამაშია ,,რულეტკა“, ,,სეკა“, ,,პოკერი“ და სხვა.
მოწმე ამ---------–------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ მისი ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი ქ----------- ქ. #--- კორპუსი 2----------- იპოთეკით დატვირთა და რადგან იპოთეკის თანხა ვერ გადაიხადა, 2016 წელს გიყიდა აუქციონზე, რომელიც თე-------------------ემ 60000 ლარად შეიძინა. მოწმის განცხადებით, აღნიშნულ ბინაში ფაქტობრივად ცხოვრობს. შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის სარგებლობაში არსებული ბინა თე------------------ის მიერ დატვირთულ იქნა ,,თიბისი ბანკში’’იპოთეკით.
მოწმე ილ--------–-ას ჩვენებით დადგინდა, რომ თე------------------ის მამის თხოვნით მან თე------------------ეს გადასცა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა. თე------------------ის მამამ განუცხადა, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა სამსახურში, რის გამოც თანხა ესაჭიროებოდა.
მოწმე გი-------------–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ თე------------------ე მისი დისშვილია, რომელთანაც ფინანსური ურთიერთობა არ ქონია. თე------------------ე ხშირად სარგებლობდა მისი კუთვნილი ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანით.
მოწმეების - ალ----------------------ის და ნა-------------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ახლოს იცნობდნენ თე------------------ის დას, რომელიც მათთან სახლში ხშირად იმყოფებოდა. თე------------------ის დამ იცოდა მათი ინტერნეტი პაროლი და ხშირად სარგებლობდა ინტერნეტით.
მოწმე გე-------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს, შპს ,,მ------’’ დირექტორის მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება კომპანიაში მომხდარი თაღლითობის ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ თე------------------ე, რომელსაც კაზინოში ჯეკპოტის გათამაშება ევალებოდა, წინასწარი შეთანხმებული და შემუშავებული ხერხით, მოტყუებით დაუფლა შპს ,,მ------’’ ფულად თანხას, რაც გამოიხატა იმაში, რომ სო---------ის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ შედგენილი იქნა ყალბი იუზერები, იმიტაციას ახდენდნენ თითქოს ხდებოდა ჯეკპოტის გათამაშება, შემდგომ ეს იუზერები იგებდნენ ჯეკპოტის თანხებს და მოგებულ თანხებს რიცხავდნენ სო---------ის მიერ მითითებულ სხვა პირების სახელზე დარეგისტრირებულ ბარათებზე, ხოლო თე------------------ეს აღნიშნული თანხა გამოჰქონდა ბანკომატებიდან. გამოძიების მიერ დადგენილ იქნა იუზერები; მოსამართლის განჩინებით ,,ლიბერთი ბანკიდან’’ და ,,თიბისი ბანკიდან’’ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გატანილი თანხების შესახებ. ჯამში ბარათებიდან ჩარიცხული თანხა შეადგენდა 1 208 981 ლარს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს თანხები ეკუთვნოდა შპს ,,მ-----’’.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული კომპიუტერულ-ტექნიკური N1----- დასკვნის სისწორე, რითაც დადგინდა, რომ წარმოდგენილი ტელეფონებიდან ,,S-------------------------------------------------------------------------------------------------------- მოდელის (:------------------) (თე------------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონები) დაბლოკილია მომხმარებლის მიერ მინიჭებული პაროლებით. ,,Apple“ ფირმის ,,iphone7” მოდელის (I---------------------), ,,Samsung” ფირმის ,,Galaxy Grand prime” მოდელის (I-------------------), ,,Samsung” ფირმის ,,Galaxy S6 edge+” მოდელის (I-------------------), ,,Apple“ ფირმის ,,iphone7” მოდელის (I-----------------------------“ ფირმის ,,iphone 5s” მოდელის (I--------------------) და ,,Apple“ ფირმის ,,iphone6s” მოდელის (I--------------------) მობილური ტელეფონებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია თანდართული ცხრილით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პორტატულ კომპიუტერებსა და სისტემურ ბლოკებში მოთავსებული მყარი დისკებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია, რაზეც მითითებულია #5 ცხრილში. მათ შორის, ვებ გვერდ Crystalbet.com-ზე განხორციელებული ავტორიზაციის მონაცემები (იხილეთ ცხრილი N7-N14). ფუთებში პირობითი ნომრებით N7, N10, N13 და N14 მოთავსებულ კომპიუტერებში, IP მისამართების დაფარვის საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, ფუთებში პირობითი ნომრებით N8, N9 და N11 მოთავსებულ კომპიუტერებზე შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო IP მისამართის დაფარვის საშუალება, პროგრამული უზრუნველყოფა ,,Express VPN”, ხოლო პირობით N12 ფუთაში მოთავსებულ კომპიუტერში ფიქსირდება ვებ გვერდზე kproxy.com წვდომის კვალი (რომელიც წარმოადგენს IP მისამართის დაფარვის ონლაინ საშუალებას) (იხილეთ ცხრილი N6).
2017 წლის 9 ნოემბრის შპს ,,მ------’’ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის წერილების თანახმად, თე------------------ე (პ--------------) მუშაობდა შპს ,,მ----–-’’ ონლაინ კაზინოს (გემბლინგ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე; ჯუ------------–---–ი (პ---------------) მუშაობდა შპს ,,მ----–-’’ მაგიდის თამაშების მხარდაჭერის (გემბლინგ) სპეციალისტის პოზიციაზე; ვა---------–------–-–---–ი (პ--------------) მუშაობდა შპს ,,მ----–-’’ გემბლინგ მენეჯერის პოზიციაზე; მი----–----------–---–ი (პ---------------) მუშაობდა შპს ,,მ----–-’’ საიტის ტექნიკური მხარდაჭერის (გემბლინგ) სპეციალისტის პოზიციაზე; ლა–--------------ძე მუშაობდა შპს ,,მ----–-’’ ონლაინ კაზინოს და სლოტ თამაშების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
თე------------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ნ--–------- ქუჩა N---------------- ში. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ფულადი თანხა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, ქაღალდის კონვერტში მოთავსებული თანხა 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ,,TBC” ბანკის ცისფერ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული თანხა 2760 (ორიათას შვიდას სამოცი) ლარის ოდენობით, ამოღებული იქნა პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტი, რვეული და კონვერტი, მობილური ტელეფონები, USB მეხსიერების ბარათები, MICRO მეხსიერების ბარათები და სიმბარათები, ,,Acer”-ის ფირმის ნოუთბუქი სატენთან ერთად, 2 (ორი) ცალი პროცესორი და 1 (ერთი) ცალი პროცესორი. ამოღებული ნივთები დაილუქა და დაესვა თარიღი და ხელმოწერები.
2017 წლის 11 დეკემბრის თე------------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ქ----------- ქუჩა N------------–------------------ში თე------------------ის სამუშაო ოთახში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთი ცალი ,,სონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ოთხი ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ქაღალდის კონვერტი, ერთი ,,თიბისი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, სამი ცალი პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი ,,აიფონ 7’’, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი ,,Motos”, ლურჯი ფერის მეხსიერების ბარათი და ,,აიფონ 7’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,თიბისი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი, ვერცხლისფერი მეხსიერების ბარათი და ,,აიფონ 5-ის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, კომპიუტერის პროცესორი, WD წარწერით მეხსიერების ბარათი, კომპიუტერის პროცესორი.
გამომძიებელმა გე-------------–---–მა დაადასტურა ჩხრეკის ოქმის სისწორე.
2017 წლის 11 დეკემბრის თე------------------ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რომლის სისწორეც დაადასტურა გამომძიებელმა გე-------------–---–მა, ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში ქ----------- ქ. #---- მიმდებარედ განთავსებულ ავტოსადგომზე. ჩხრეკის შედეგად ავტომანქანის სალონში წინა სავარძლებს შორის განთავსებული ადგილიდან ამოღებულ იქნა ტყავის საფულე და მასში მოთავსებული ორი ცალი ,,თიბისი ბანკის’’ პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა 17 ცალი 200 ლარიანი კუპიურა, 9 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, ჯამში 2380 ლარი. ამოღებული ნივთები დაილუქა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანხმად, ნივთიერი მტკიცებულება გაიხსნა და დათვალიერდა თე------------------ის მონაწილეობით. დათვალიერებული იქნა თე------------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პლასტიკური ბარათები და ბლოკნოტები. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა შავი ფერის ბლოკნოტი, რომელშიც დაფიქსირებულია IP მისამართები, თე------------------ის განმარტებით აღნიშნული წარმოადგენს ,,ვიპიენის“ ფასიანი ვებგვერდის მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომლის მეშვეობითაც მის სახლში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებისას ფიქსირდება სხვა მისამართები. ვარდისფერი რვეულში წარწერით ,,O----------------”, ასახულია ხელით ნაწერი ცხრილები თვეებისა და რიცხვების მითითებით, თე------------------ის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს 2016 წლის ნოემბრის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვემდე CRISTALBET.COM-ზე გათამაშებული ჯეკპოტის ანალიზს. თე------------------ის მითითებით, მასში ასახულია გათამაშების რიცხვი, თამაშის სახეობა, მოგებული თანხის ოდენობა, მისთვის მისაღები თანხის ოდენობა, სანიშნე ინიციალები. თე------------------ის განმარტებით, აღნიშნული რვეული და მასში არსებული ცხრილები, არის სრულად მისი ხელით ნაწერი. თე------------------ეს ვა---------–------–-–---–მა მიუტანა სამი ცალი ბარათი, ირ---–-------–----მა მიუტანა შვიდი ცალი ბარათი, ალექსანდრე ლიპარტელიანმა მიუტანა ოცდაორი ბარათი, მი----–----------–---–მა მიუტანა ხუთი ბარათი, ბე-------------მა მიუტანა ორი ცალი ბარათი, ხოლო თორნიკე მუსელიანმა, ან--------–--ემ და ფრიდონ მუსელიანმა მიუტანეს თითო-თითო ბარათი.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა შპს ,,მ------“ დირექტორის გე-–---------–---–ის 2017 წლის 30 სექტემბრის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია და მოხდა დათვალიერების შედეგად დადგენილი 42-ი იუზერის მიერ გამოყენებული IP მისამართების მფლობელი ინტერნეტ პროვაიდერის ვებგვერდის ,,www.ripe.net”-ის დათვალიერება. დათვალიერების დროს დადგინდა IP მისამართების მფლობელი ინტერნეტ პროვაიდერები.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,მ------“ დირექტორის გე-–---------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. დათვალიერებით დადგენილი იქნა შემდეგი, წარმოდგენილია 42 მოთამაშის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ანგარიშის ნომერი, მომხმარებლის სახელი ,,იუზერნეიმი“, სახელი და გვარი, მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თანხის შეტანის ოდენობა და თანხის გატანის ოდენობა. იუზერი ანგარიშის ნომრით 1------ მომხამარებელი: 1---------- სახელი და გვარი x------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 1------ მომხამარებელი: x-------- სახელი და გვარი l----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 1------ მომხამარებელი: d----- სახელი და გვარი g------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 2------ მომხამარებელი: K------- სახელი და გვარი k------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 3------ მომხამარებელი: b------- სახელი და გვარი G-------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 3------ მომხამარებელი: x--------- სახელი და გვარი n----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 3------ მომხამარებელი: t-------- სახელი და გვარი t----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 4------ მომხამარებელი: t------ სახელი და გვარი a----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 4------ მომხამარებელი: P------- სახელი და გვარი a------------------ იუზერი ანგარიშის ნომრით 3------ მომხამარებელი: T------- სახელი და გვარი r--------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 3------ მომხამარებელი: M------ სახელი და გვარი n------------ იუზერი ანგარიშის ნომრით 3------ მომხამარებელი: s-------- სახელი და გვარი i----------- იუზერი ანგარიშის ნომრით 4------ მომხამარებელი: a------- სახელი და გვარი a--------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 5------ მომხამარებელი: a------ სახელი და გვარი t------------------ იუზერი ანგარიშის ნომრით 5------ მომხამარებელი: G-------- სახელი და გვარი r-------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 5------ მომხამარებელი: e------- სახელი და გვარი v---------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 5------ მომხამარებელი: N----- სახელი და გვარი r----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 5------ მომხამარებელი: u------- სახელი და გვარი m------------------ იუზერი ანგარიშის ნომრით 5------ მომხამარებელი: c-------- სახელი და გვარი k------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 5------ მომხამარებელი: S------ სახელი და გვარი z--------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 6------ მომხამარებელი: m------------ სახელი და გვარი l----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 6------ მომხამარებელი: S-------- სახელი და გვარი g----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: B------ სახელი და გვარი n--------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: q------- სახელი და გვარი s------------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: B---------- სახელი და გვარი d------------------ იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: E-------- სახელი და გვარი N------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: c--------- სახელი და გვარი L--------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: e---- სახელი და გვარი g--------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 7------ მომხამარებელი: K--------- სახელი და გვარი g------------------ იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: S------- სახელი და გვარი B----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: G------, სახელი და გვარი V-------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: S---- სახელი და გვარი s---------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: M----- სახელი და გვარი G---------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: 8--------- სახელი და გვარი L----------------; იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: G------- სახელი და გვარი G------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 8------ მომხამარებელი: X------- სახელი და გვარი Z--------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: v-------- სახელი და გვარი G----------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: M---------- სახელი და გვარი B---------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: T------- სახელი და გვარი I-------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: D------- სახელი და გვარი L---------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: S----- სახელი და გვარი z-------------- იუზერი ანგარიშის ნომრით 9------ მომხამარებელი: P-------- სახელი და გვარი s------------- დანართში მითითებული 42 იუზერთან დაკავშირებულ მონაცემებთან ერთად, მითითებულია ჯეკპოტების მოგების ტრანზაქციების შესახებ მონაცემები.
2017 წლის 17 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ,, თიბისი ბანკის“ ოფისიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი 2 ცალი DVD- R დისკი. დისკის გახსნისას შემდეგ ფაილებში აღმოჩნდა ბანკომატის კამერით გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც გამოსახულია ბანკომატთან მდგომი ადამიანი, მიმდინარე ტრანზაქცია, ბარათი ნომერი თარიღისა და დროის მითითებით. მეორე დისკის გახსნისას აღმოჩნდა ტრანზაქციების ისტორია, რომელშიც მითითებულია ტრანზაქციის თარიღი, ანგარიშის ნომერი, თანხის ბრუნვა, დანიშნულება ბანკომატის მისამართი და ნომერი, განაღდებული თანხის ოდენობის და განაღდების დროის მითითებით. აღნიშნული ინფორმაციები, ხსენებულ ექსელის ფაილში დანაყოფად არის დაყოფილი 20 პიროვნებაზე. ,,თიბისი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ: ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: a------ და p-------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი ბანკში’’ შო----------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: d----- და e------ თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში ნა------------–---–ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: t----------------- და c--------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში გი--------–-----ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: m----------- k-------- და x------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში იუ-------------ს სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: t-------- და e------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში თა--------------–-–---–ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: x-------- და s------ თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში თე--------–----ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: s---------------- და 8-------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში მა------–---------–---–ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: t------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში ირ------------ას სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: s---- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში და--------------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: 1---------- g------- და e---- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში კი----–------------ის სახელზე გახსნილს ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: s--- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში სა-–------------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: m---------------- და m------ თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში ლაშა ლიპარტელიანის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: v------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში ან-------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: ч------- და с------- თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში ბე-------------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: k------ თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში ირ---–--------–----ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: p------- და g------ თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში ბე-------------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: b-------------- და b---------- თანხები ირიცხებოდა „თიბისი“ ბანკში ბე-------–------ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში); ,,კრისტალბეთის“ იუზერებიდან: a------ თანხები ირიცხებოდა ,,თიბისი“ ბანკში მი----–--–--------–---–ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე (ტრანზაქციები 2017 წლის სექტემბერში). თანხის განაღდების ფოტოკადრები ოქმში მითითებული დროის პერიოდით ამობეჭდილ იქნა და დაერთო ოქმს.
ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N201/ჰ-ვ-ტ დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა გი----------------ემ, გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებს და ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებიდან ამოღებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნებების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი ფოტოსურათები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ფოტოსურათზე სახელწოდებით ,,------------------------ დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული თე-------------------------------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამაზე სახელწოდებით ,------------------------ზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული თამარი ზვიადის ასული სო---------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
2018 წლის 21 სექტემბრის აუდიტორული დასკვნით, რომელიც დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი, დადგინდა, რომ თე------------------ის მიერ დაუფლებული თანხა, ჯეკპოტის გათამაშების პირობებში არ წარმოადგენს შპს ,,მ------“ შემოსავალს; შპს ,,მ------თვის“ დადებული ფსონები წარმოადგენს კომპანიის შემოსავალს, ხოლო გასული თანხა (მოგება) წარმოადგენს ხარჯს; კაზინოს ზარალი უნდა აისახოს მიმდინარე საანგარიშო პერიოდის შესაბამისად; შპს ,,მ-----“ ფინანასური ზარალი თემური სო---------ის ქმედების შედეგად არ მიუღია.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი-----------------ამ.
სასამართლოში საქმის განხილვისას, თე------------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შპს ,,მ----–-’’ მუშაობს დაახლოებით 2015 წლიდან. კომპანიაში იყო კაზინოს მენეჯერი, ევალებოდა კაზინოს თამაშების კონტროლი და მონიტორინგი. პასუხისმგებელი იყო კო-------–-----თან და მისგან იღებდა ბრძანებას გაეთამაშებინა თუ არა ჯეკპოტი. დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ათამაშებდა ჯეკპოტს, ძირითადად პიკის საათებში, მაგრამ რაღაც ნაწილს, მისი ინიციატივით, ათამაშებდა არა პიკის საათებში. მან შექმნა არავერიფიცირებული (ყალბი) ექაუნთები, რაც დასაშვებია, რადგან ყველა ტოტალიზატორში არსებობს ვერიფიცირებული და არავერიფიცირებული ექაუნთები, კომპანია არავის არ ზღუდავს, რომ არასწორი ინფორმაციით დარეგისტრირდეს. ჯეკპოტის გათამაშების დროს, მის მიერ დარეგისტირებული ექაუნთები თამაშობდნენ და ხვდებოდათ თანხა ჯეკპოტიდან, რომელიც ყველა ექაუნთზე იყოფოდა. მას შექმნილი აქვს ასეულობით იუზერი. დაახლოებით 30 იუზერს არეგისტრირებდა ჯეკპოტის გათამაშებისთვის. თვეში დაახლოებით 10 ჯეკპოტი თამაშდებოდა, რომლის გასათამაშებლად არსებობდა ორი გზა, ან დროს უთითებდა ან თანხას. ჯგუფის ხელქვეითს ურეკავდა და ეუბნებოდა, თუ რა დროს გაეთამაშებინა ჯეკპოტი. თანამშრომლები - ჯუ------------–---–ი და ლა–--------------ძე პერიოდულად ადიოდნენ მასთან სახლში და ახდენდნენ გათამაშებას. ეს თანხები გადადიოდა პლასტიკურ ბარათებზე, რადგან არავერიფიცირებული ექაუნთები იყო და სალაროდან ვერ გაიტანდა. მხოლოდ ბარათის საშუალებით შეიძლებოდა თანხის ბარათზე გადატანა, ამიტომ რამდენიმე მეგობრისგან ქონდა ბარათი ნათხოვარი და იქ გადაქონდა თანხები.. ჯეკპოტს ამ ფორმით წელიწადნახევრის განმავლობაში ათამაშებდა, ხოლო მოგებული თანხა ძირითადად მას გამოქონდა ბანკიდან. თე------------------ის განმარტებით, მას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, რადგან ჯეკპოტის თანხა არ ეკუთვნოდა კომპანიას, არამედ გროვდებოდა მომხმარებლებისგან შესული საკომისიო თანხისგან, რომლიდანაც ნაწილი ჯეკპოტის ფონდში შედიოდა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლის მიერ თე------------------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად დგინდება, რომ თე------------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
სამართლებრივი შეფასება, (განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლის დასაბუთება):
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიაჩნია, რომ თე------------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები.
სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს თე------------------ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მსჯავრდებულ თე------------------ის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. თაღლითობის დროს ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად, არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კონტრაგენტის დეზინფორმაციას, წინასწარი შეცნობით მის შეცდომაში შეყვანას, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვით, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.
მოცემულ შეთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შპს ,,მ------’’ აღმასრულებელ დირექტორის კო-------–-----ის, მსჯავრდებულ თე------------------ის ჩვენებით და შპს ,,მ------’’ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ინფორმაციით დადგენილია, რომ 2015 წელს, გასაუბრების საფუძველზე თე------------------ე აყვანილ იქნა შპს ,,მ------’’ თანამშრომლად ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით, შემდეგ კი მუშაობდა შპს ,,მ----–-’’ ონლაინ კაზინოს (გემბლინგ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, რომელიც იყო შპს ,,მ------’’ ხელმძღვანელობისაგან ნდობით აღჭურვილი პირი და მათი დავალებით ჰქონდა კომპანიის პოპულარიზაციის და მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით ჯეკპოტის გათამაშების უფლებამოსილება. მოწმეების - კო-------–-----ის, გი----------–---–---–ის, რუ-------------------ის და ირ---–--–---–-----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ კომპანიისგან მხოლოდ თე------------------ეს ჰქონდა მინიჭებული უფლება და პროგრამული წვდომა გაეთამაშებინა ჯეკპოტი და კომპიუტერული პროგრამით თავად განესაზღვრა ჯეკპოტის გათამაშების დრო, რომელიც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, უნდა გათამაშებულიყო იმ დროს, როდესაც ვებ-გვერდზე ყველაზე მეტი მომხმარებელი თამაშობდა, 18:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდში. თე------------------ე კი ჯეკპოტს ათამაშებდა არა მითითებულ დროს, არამედ ღამის 04:00 საათზე, რა დროსაც მცირე რაოდენობის მომხმარებელი იყო კაზინოში. მოწმე ირ---–--–---–-----ის განმარტებით, მის მიერ გადამოწმებული იქნა გათამაშებული ჯეკპოტების ისტორია და აღმოჩნდა, რომ ჯეკპოტს იგებდნენ ისეთი იუზერები, რომლებსაც სათამაშო აქტივობები არ გააჩნდათ და არარსებული ინფორმაციებით იყვნენ დარეგისტრირებულნი. მოწმე მი----–----------–---–მა მიუთითა, რომ მას თე------------------ემ ტოტალიზატორში სათამაშოდ სთხოვა ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათები, სანაცვლოდაც კი თვეში 250 ლარს გადაუხდიდა. შეთავაზებას დათანხმდა და თავის ახლობლებს გამოართვა ,,თიბისი ბანკის“ ბარათები, რომლებიც თე------------------ეს გადასცა. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ვა---------–------–-–---–ის ჩვენებაც, რომლის განმარტებით, თე------------------ემ ტრანზაქციების მიზნით, ,,თიბისი ბანკის“ პლასტიკური ბარათების დამზადება და მისთვის გადაცემა სთხოვა, რის სანაცვლოდაც თითო ბარათზე 50 ლარის გადახდას დაპირდა. შემოთავაზებას დათანხმდა და ახლობლებს - ლი-------–----–---–ს, ლუ-------------ას, ლა–---------ეს, ლე-----–---–----ეს და გი--------------ს დაამზადებინა პლასტიკური ბარათები, გადასცა თე------------------ეს, რომელიც სანაცვლოდ, ყოველ თვე გადასცემდა 250 ლარს. კუთვნილი ,,თიბისი ბანკის’’ პლასტიკური ბარათების თე------------------ისთვის ან/და მისი მეგობრებისთვის თე------------------ეზე გადაცემის ფაქტი დასტურდება ასევე საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით. გარდა აღნიშნულისა, მოწმეთა მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ თე------------------ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ და მის შეფასებებს მომხდარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლითაც ის ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობის ტვირთი, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. მსჯავრდებულის პოზიციები ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე------------------ე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, www.crystalbet.com -ზე სხვადასხვა პირების მონაცემებით დარეგისტრირებული მომხმარებლების (იუზერების) გამოყენებით, მის მიერ წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით, მოტყუებით დაეუფლა შპს ,,მ------“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც კომპანიას მიადგა დიდი ოდენობით - 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა, მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს თე------------------ის მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს, რომ თე------------------ის ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით კრიმინალიზებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციას გამორიცხავს ისეთი სუბიექტური ნიშანი, როგორიცაა მოტყუება, რაც მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თე------------------ის ქმედებაში სახეზეა. პალატა აღნიშნავს, რომ თაღლითობის ფორმაა მოტყუება, რომელიც გამოიხატება ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებაში ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვაში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენებაც, რომელიც არსებობს დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, პირადი და ახლობლური ურთიერთობიდან გამომდინარე და ამ ნდობას დამნაშავე იყენებს სხვისი ქონებისა თუ ქონებრივი უფლების მოსაპოვებლად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სრულიად აშკარად ჩანს თე------------------ის მხრიდან, იმ ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რომელიც სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მის მიმართ ბუნებრივად გააჩნდა კომპანიას, სადაც ის მუშაობდა ონლაინ კაზინოს (გემბლინგ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და იყო ხელმძღვანელობისაგან ნდობით აღჭურვილი პირი. ამ შემთხვევაში, თაღლითობა მაკვალიფიცირებელი გარემოების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მთლიანად მოიცავს თე------------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და მათგან გამოწვეულ შედეგს. კერძოდ, როდესაც მსჯავრდებულმა გადაწყვიტა, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,,მ------“ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა (რომელშიც იგულისხმება ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა ან სხვა სამუშაო, როგორც საჯარო-საზოგადოებრივ, ისე კერძო სამსახურის სფეროში), შექმნა ასობით ყალბი იუზერი, რომლებსაც არ გააჩნდათ სათამაშო ისტორია და არარსებული ინფორმაციებით იყვნენ დარეგისტრირებულნი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა გათამაშებული ჯეკპოტების 90%, რომელიც გამოყოფილი იყო პრომოუშენის ასაწევად და პოპულარიზაციისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თე------------------ის მითითებით, დაუფლებული თანხები, გამოყენებული იუზერების ანგარიშებიდან ირიცხებოდა სხვადასხვა პირების მიერ დამზადებულ, მის სარგებლობაში არსებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.
უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ შპს ,,მ-----“ თე------------------ის ქმედების შედეგად ზიანი არ მისდგომია და არ წარმოადგენს დაზარალებულს, ვინაიდან დაზარალებულ შპს ,,მ------’’ წარმომადგენლის გი----------–---–---–ის, მოწმეების ირ---–--–---–-----ის, კო-------–-----ის და რუ-------------------ის ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ შპს ,,მ-----“ ახორციელებს სათამაშო ბიზნესს და მომხმარებლის მიზიდვის მიზნით აწყობს სხვადასხვა სახის აქციებს, მათ შორის, ონლაინ კაზინოში ათამაშებს ჯეკპოტს, რომელიც არის ერთგვარი აქცია კომპანიის განვითარების, არსებული მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდისა და ახალი მომხმარებლის მოზიდვის მიზნით. ჯეკპოტი თამაშდება მაგიდის თამაშებით შემოსული თანხებიდან, რომელიც სრულად ეკუთვნის კომპანიას და ამ თანხებს იყენებს კომპანიის პოპულარიზაციისთვის.
სააპელაციო პალატამ სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას მოწვეულ დიდი ოდენობით ზიანთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. დაზარალებულ შპს ,,მ------’’ წარმომადგენლის, მოწმეების ჯუ------------–---–ის, ლა–--------------ძის, გე-------------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „მ-----“ მიადგა 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა, რომელთა ჩვენებებში რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებების გარდა პალატა მიუთითებს 2018 წლის 12 თებერვლის, 2018 წლის 13 თებერვლის დათვალიერების ოქმებზე, საიდანაც ირკვევა, რომ თე------------------ის ქმედებით კომპანიას მიადგა 1 208 981.84 ლარის მატერიალური ზიანი, რაც დათვლილი იქნა ბარათებზე განხორციელებული ოპერაციების, გადარიცხული და განაღდებული თანხების შეჯამების შედეგად და მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) შერაცხვისათვის აუცილებელ ოდენობას. ამასთან, დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მითითებული თანხების დაზუსტების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, არ წარუდგენია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ თე------------------ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მეტისმეტად მკაცრია და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.
სააპელაციო თე------------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების ხასიათს (ჩადენილია არაძალადობრივი ხასიათის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის მოტივს, მიზანს, მსჯავრდებულის ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის პიროვნულ მახასიათებლებს, წარსულ ცხოვრებას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, წარსულში არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ თე------------------ეს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, პრევენციის, სამართლიანობის და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად დანიშნული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მსჯავრდებულ თე------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლევან საჯაიას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თე------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლევან საჯაიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენში თე------------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
თე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
თე-------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.
თე------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა თე------------------ის (პ--------------) სახელზე რეგისტრირებულ -173.00 კვ.მ უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ნ--–------- ქუჩა N1--- მ------------------- მე-8 სართული, ბინა N1--- საკადასტრო კოდი- 0---------------------- და 70,76 კვ.მ უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი. პ. ქ----------- ქუჩა N-------------- საკადასტრო კოდი 0---------------------- და სა-–----------–----ის (პ/ნ 31001055280) სახელზე რეგისტრირებულ - 35.00 კვ.მ უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი, ნ--–------- ქუჩა N1--- ბინა N-- ავტოსადგომი, საკადასტრო კოდი-0-----------------------
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:
სს ,,ლიბერთი“ ბანკიდან 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თიბისი ბანკიდან’’ 2017 წლის 06 ნოემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალი CD-R დისკი და სს ,,თიბისი ბანკიდან’’ 2017 წლის 16 ნოემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი DVD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,ლიბერთი“ ბანკიდან 2017 წლის 28 დეკემბერს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; ფარული საგამოძიებო მოქმედების - ვიდეო - ჩაწერა, აუდიო ჩაწერა და ფოტოგადაღების შედეგად მოპოვებული 4 ცალი დივიდი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ------“ ვებ გვერდის თამაშების სამართავი პანელის დათვალიერების ამსახველი ლაზერული დისკი; სს ,,თიბისი ბანკიდან’’ 2018 წლის 06 თებერვლის გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი DVD დისკი, დალუქული ორ პაკეტად; სს ,,საქართველოს ბანკიდან’’ 2018 წლის 18 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ-----დან“ 2018 წლის 6 იანვრის წერილის დანართი, CD-R დისკი; სს ,,თიბისი ბანკიდან’’ 2018 წლის 13 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი, დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თიბისი ბანკიდან’’ 2018 წლის 13 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი და 3 ცალი DVD-R დისკი დალუქული ერთ პაკეტად; შპს ,,მ-----დან“ 2018 წლის 12 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი DVD-R დისკი დალუქული ერთ პაკეტად; სს ,,თიბისი ბანკიდან’’ 2018 წლის 16 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი CD-R დისკი და ერთი ცალი DVD-R დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შპს ,,მ-----დან“ 2018 წლის 12 თებერვალს გამოთხოვილი ინფორმაცია დალუქული ცხრა ცალ მუყაოს ყუთში - ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება- ჩაწერის შედეგად მოპოვებული 5 ცალი დისკი, რომელიც გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალურ დეპარტამენტში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თე------------------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ნიკა სო---------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, სანდრო სო---------ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ჯუ------------–---–ის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, ლა–--------------ძის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი, რატი ნოსელიძის ხმის ნიმუში - ერთი ცალი დისკი - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის საქართველოს შსს საექსპერტო- კრიმინალურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თე------------------ის საცხოვრებელი (ქ.თბილისი, ნ--–------- ქუჩა) ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ფულადი თანხა 43 635 ლარი, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.
პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტი, რვეული და კონვერტი, რომლებიც დალუქული სახით ინახება ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში; მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები, ,,მიკრო“ მეხსიერების ბარათები, სიმბარათები, ,,ასერის“ ფირმის ნოუთბუქი სატენთან ერთად, სამი ცალი პროცესორი, რომელბიც გადაგზავნილია და ინახება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თე------------------ის საცხოვრებელი ბინის (ქ.თბილისი, მ--------- გამზ), ჩხრეკისას ამოღებული, კომპიუტერის ქეისი, ,,ლენოვოს“ ფირმის ლეპტოპი, რომლებიც ინახება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და ,,ლიბერთი“ ბანკის ბარათი, რომელიც ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თე------------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ფულადი თანხა 133 ლარი და 20 თეთრი, რომელიც ინახება ეროვნულ ბანკში, ხუთი ლითონის გასაღები, პატარა ზომის ბარათი, მწვანე ფერის პლასტმასის ჩიპით, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თე------------------ის სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, მასში მოთავსებული სიმბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერის სამი ცალი პროცესორი, რომლებიც ინახება საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში და პლასტიკური ბარათები, ბლოკნოტები, ცნობა, რომლებიც ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თე------------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა და ორი ცალი პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება ეროვნულ ბანკში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე