განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
330100115001111838
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001111838

საქმე #1/ბ-233-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

კახაბერ მაჭავარიანი

 

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - რო-----------ძე, ნე-–--------–ი;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ქა-----–------–---ძე, თა----------–---–ი;

 

მსჯავრდებული - მი----–-----------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 2--------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ--------–-- ქუჩა, კორპუსი #1- ბინა #1--

 

მსჯავრდებული - გი--------------------------------ი, დაბადებული 1--- წლის 2------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: თბილისი, პ------ ქუჩა, მ-------------–-- კორპუსი #8- ბინა #2-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, პ------ ქუჩა #3-- ბინა #1--

 

მსჯავრდებული - ალ----------------------–-----ე, დაბადებული 1--- წლის 2---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: თბილისი, ნ--–------- მ--------- კორპუსი #-- ბინა #--- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ---–---- ქუჩა, კორპუსი #--- ბინა #---

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

1. მი----–-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:20 საათზე ქ. თბილისში, პ------ ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნი---------ას თავს დაესხნენ გი-------------------ი და მი----–-------–---–ი, რომლებიც დანის დემონტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნი---------ას კუთვნილ 110 ლარს.

 

მი----–-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 16 აგვისტოს ქ. თბილისში, ბ------------ ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფუდმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მი----–-------–---–მა და ალ-------------–-----ემ იარაღის გამოყენების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ლუ-------–------ას მოსთხოვეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდება და ტელეფონის დალომბარდებით მიღებული თანხის გადაცემა.

 

2. გი-------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:20 საათზე ქ. თბილისში, პ------ ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნი---------ას თავს დაესხნენ გი-------------------ი და მი----–-------–---–ი, რომლებიც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნი---------ას კუთვნილ 110 ლარს.

 

3. ალ-------------–-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 16 აგვისტოს ქ. თბილისში, ბ------------ ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფუდმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მი----–-------–---–მა და ალ-------------–-----ემ იარაღის გამოყენების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით ლუ-------–------ას მოსთხოვეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდება და ტელეფონის დალომბარდებით მიღებული თანხის გადაცემა.

 

ალ-------------–-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში, თბილისში, ი-–------------- გამზირი N---ის ეზოში განთავსებული სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ალ-------------–-----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გა----------------ის კუთვნილ 1700 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:20 საათზე ქ. თბილისში, პ------ ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გი-------------------ი და მი----–-------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნი---------ას კუთვნილ 110 ლარს.

2015 წლის 16 აგვისტოს ქ.თბილისში, ბ------------ ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფუდმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მი----–-------–---–მა და ალ-------------–-----ემ მოტყუებით დაალომბარდებინეს ლუ-------–------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი და დაეუფლნენ ლომბარდიდან მიღებულ თანხას - 150 ლარის ოდენობით.

ალ-------------–-----ის მიერ 2015 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში, თბილისში, ი-–------------- გამზირი N---ის ეზოში გა----------------ის 1700 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების ფაქტი სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად არ მიიჩნია.

 

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

მი----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

მი----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

მი----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

მი----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მი----–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 20 აგვისტოდან - 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა და ჩაეთვალა მოხდილად.

გი-------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

გი-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 20 აგვისტოდან - 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა და ჩაეთვალა მოხდილად.

ალ-------------–-----ე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ალ-------------–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ალ-------------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 20 აგვისტოდან - 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა და ჩაეთვალა მოხდილად.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, მი----–-------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტით და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ალ-------------–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო გი-------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმ საფუძვლით, რომ განაჩენი მი----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების, გი-------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების, ალ-------------–-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირების და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელი და უკანონოა.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს, ქ.თბილისში, ბ------------ ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფუდმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ალ-------------–-----ემ და მი----–-------–---–მა იარაღის გამოყენების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ლუ-------–------ას მოსთხოვეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდება და მიღებული თანხის გადაცემა. აღნიშნული ეპიზოდის ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ იქნა მოწმეების - ლუ-------–------ას, გი---------–----ის, გი-----------------ის, თე---------–-–---–ის ჩვენებებით, ალ-------------–-----ის და მი----–-------–---–ის ამოცნობის ოქმებით, მობილური ტელეფონისა და ხელშეკრულების დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:20 საათზე, ქ.თბილისში, პ------ გამზირ #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნი---------ას თავს დაესხნენ გი-------------------ი და მი----–-------–---–ი, რომლებიც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნი---------ას კუთვნილ 110 ლარს. დაზარალებულმა ნი---------ამ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც დეტალურად აღწერა მოვლენების განვითარება, ასევე დათვალიერებულ იქნა მისი საფულე. ნი---------ამ ამოიცნო მი----–-------–---–ი და გი-------------------ი. ალ-------------–-----ის მიერ ჩადენილ დამოუკიდებელ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელშიც სრულად გამართლდა, საქმეზე დაკითხული მოწმე გა----------------ი ადასტურებს, რომ ალ-------------–-----ემ, მოსთხოვა ეჩვენებინა მობილური ტელეფონი, რომელიც მას ხელში ეჭირა. დაზარალებულმა გადასცა მობილური, რის შემდეგაც ალ-------------–-----ემ უთხრა, რომ ინტერნეტს ჭავჭავაძის გამზირზე დაიჭერდა და დაბრუნდებოდა, ხოლო როდესაც უკან გაყოლა გადაწყვიტა, ირემაშვილმა და იქ მყოფმა პირებმა შეაჩერეს, რათა არ გაჰყოლოდა და დაუწყეს ქურდულ სამყაროზე საუბარი. დაზარალებულმა როგორც გამოძიების პროცესში, ისე სასამართლოზე ამოიცნო ალ-------------–-----ე და მი----–-------–---–ი.

 

მსჯავრდებულ მი----–-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მი----–-------–---–ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე დაცვის მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს მი----–-------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვითომდა მოტყუებით დაალომბარდებინეს ტელეფონი ლუ-------–------ას და გი---------–----ეს. ლუ-------–------ა დაიყოლიეს დაელომბარდებინა ტელეფონი, თუმცა მათ შორის ადგილი ჰქონდა ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას, რაც ასევე სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურეს ლუ-------–------ამ და გი---------–----ემ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თუ ადგილი აქვს ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიცია.

 

მსჯავრდებულ გი-------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გი-------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულის მოტყუების განზრახვა. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა ნი---------ას ჩვენება და გაუგებარია რით დადასტურდა ის გარემოება, რომ გი-------------------ი არ აპირებდა დაპირებებისამებრ მეორე ან მესამე დღეს ნი---------ასთვის თანხის დაბრუნებას.

 

მსჯავრდებულმა ალ-------------–-----ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ლუ-------–------ას ჩვენებით დადგინდა, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს, მეგობარ გი---------–----ესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ბ------------ ქუჩაზე, სუპერმარკეტ ,,ფუდმარტთან“, რა დროსაც მათთან მივიდა ორი უცნობი და გაეცნენ, როგორც ლუკა, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ალ-------------–-----ე და ნ---, რომელიც აღმოჩნდა მი----–-------–---–ი და სთხოვეს ნებისმიერი თანხით დახმარება, რაზეც მათგან მიიღეს უარი. ამ დროს ლუ-------–------ას ტელეფონმა დაურეკა. ალ-------------–-----ემ უთხრა, რომ მისი ,,აიფონის“ მოდელის ტელეფონი ჩაებარებინათ ლომბარდში, რადგან თანხა სჭირდებოდათ ე.წ. ,,თავანის“ ჩასაბარებლად. თავდაპირველად ლუ-------–------ამ უთხრა, რომ ოჯახში პრობლემა შეექმნებოდა, რაზეც უპასუხეს, რომ ტელეფონს მეორე დღეს 11:00 საათამდე გამოიტანდნენ. მი----–-------–---–მა უთხრა, რომ ან ტელეფონს დაალომბარდებდნენ ან სხვანაირად დაელაპარაკებოდნენ. მ-----–-- ა-–----------- ჰკითხა, სად იყო მათი დანები და იარაღები, რაზეც შეშინდა, ეგონა, სხვანაირად გაუსწორდებოდნენ, მაგრამ მ-----–-- უთხრა, თუ დაეხმარებოდა, მომავალში ისინიც გვერდში დაუდგებოდნენ, რამაც იგი დაამშვიდა. მი----–-------–---–მა კაცური სიტყვა მისცა, რომ ტელეფონს ლომბარდიდან აუცილებლად გამოიტანდა, რის გამოც ენდო და მისცა ტელეფონი. ტაქსით მივიდნენ გაგარინის მოედანზე და რადგან მას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, მისი ტელეფონი 200 ლარად დაალომბარდეს გი---------–----ის სახელით. მიღებული თანხიდან მას დაუტოვეს 50 ლარი, ასევე ჩააწერინეს მობილურის ნომერი. იმავე საღამოს მან მითითებულ ნომერზე სცადა დაკავშირება, მაგრამ ნომერი არ იყო რეგისტრირებული. ლუ-------–------ას დედას ეჭვი გაუჩნდა, რომ ტელეფონი გი---------–----ემ დაალომბარდებინა და სიმართლის გარკვევის მიზნით მიმართეს პოლიციას. დაზარალებულის განმარტებით, ტელეფონის გადაცემის მომენტში მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. მი----–-------–---–ს და ალ-------------–-----ეს ტელეფონი საკუთარი ნებით გადასცა, რადგან მათ კაცურ სიტყვას ენდო, თუმცა მოატყუეს და ტელეფონი უკან არ დაუბრუნეს.

 

მოწმე გი---------–----ის ჩვენებით გაირკვა, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, მეგობართან ლუ-------–------ასთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ბ------------ ქუჩაზე, რა დროსაც მათ მიუახლოვდნენ ალ-------------–-----ე და მი----–-------–---–ი და გამოელაპარაკნენ, გაეცნენ, როგორც ლუკა და ნ---. საუბრით ერთად განაგრძეს გზა, რა დროსაც მი----–-------–---–მა სთხოვა, თუ შეეძლოთ რაიმე თანხით დახმარებოდნენ, რადგან ლომბარდიდან ,,აიფონ 6“ ჰქონდათ გამოსატანი. ალ-------------–-----ემ და მი----–-------–---–მა სთხოვეს ლ-----, რომ ტელეფონი დაელომბარდებინა, რაზეც ლ-----აც და მანაც უარი უთხრეს. მას ა-–---------- ელაპარაკებოდა, ხოლო ლ----- მ-----–-- საუბრის შემდეგ, მასთან მივიდა ლუკა და უთხრა, რომ ის დაალომბარდებდა ტელეფონს და მეორე დღეს ლომბარდიდან გამოუტანდნენ. კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდა ამას, ლ----- უპასუხა, რომ მეორე დღის 11:00 საათისთვის დაურეკავდნენ და თანხას დაუბრუნებდნენ. ლ----- მიმართ იძულებას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. ლ----- ტელეფონი იმიტომ დაალომბარდა, რომ მათ სიტყვას ენდო. გაგარინის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში მისი სახელით 200 ლარად დაალომბარდეს ლ----- ტელეფონი, რადგან სხვას პირადობის მოწმობა არავის ჰქონდა. თანხა ლომბარდში პირდაპირ ა-–----------მ აიღო. მიღებული თანხიდან 50 ლარი ლ----- დაუტოვა, 150 ლარი კი მათ წაიღეს. ტელეფონის დალომბარდების შემდეგ მ-----–-- მისი ტელეფონი ჩააწერინა, რომელიც 40-40-ით მთავრდებოდა, მაგრამ რომ გადაამოწმეს ტყუილი აღმოჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გო--------------–-–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ გო--------------–-–---–- იყო ტაქსის მძღოლი. 2015 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 22-23 საათზე, კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა თბილისში, ბ------------ ქუჩაზე, რა დროსაც შენიშნა ოთხი ბიჭი, რომელთაგან ერთმა, რომელიც ტანით იყო ყველაზე მაღალი, შეაჩერა და ყველანი ჩასხდნენ მის ავტომანქანაში. მაღალმა ბიჭმა, რომელიც წინა სავარძელზე დაჯდა, სთხოვა გაგარინის მოედანზე, ერთ-ერთ ლომბარდთან მიყვანა. გზაში, მაღალი ბიჭი უკან მჯდომ, წვერიან ბიჭს ელაპარაკებოდა ოდნავ მკაცრი ტონით, ეუბნებოდა რა თანხადაც დალომბარდდებოდა ტელეფონი, ნახევარს გაუყოფდა და მეორე დღეს ტელეფონს ლომბარდიდან გამოუტანდა. თანხა შეეძლო მისი შეხედულებისამებრ დაეხარჯა. სარკეში ხედავდა, რომ წვერიანი ბიჭი უკმაყოფილო, დათრგუნული იყო და მის საუბარში იგრძნობოდა, რომ იყო შეშინებული და არ სურდა მობილურის დალომბარდება. როდესაც ლომბარდთან მივიდნენ, მაღალი ბიჭი და ერთი გრძელთმიანი გადავიდნენ. მაღალმა, მანქანაში დარჩენილ მეოთხე ბიჭს ირონიულად უთხრა, ყურადღება მიექცია წვერიანისთვის. იგი მიხვდა, რომ მაღალი ბიჭი და მეოთხე ერთად იყვნენ და ცდილობდნენ დანარჩენი ორის დაშინებას და მოტყუებას. მიხვდა, რომ ტელეფონი, ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდათ გადაცემული, თუმცა ნივთის გადაცემას არ შესწრებია. რაც შეეხება მოტყუებას, იგი მიხვდა, რომ დაპირება, თითქოს მეორე დღეს ტელეფონს დაუბრუნებდნენ, იყო ტყუილი. მანქანაში დაბრუნებისას, საუბრიდან გაარკვია, რომ ტელეფონი 200 ლარად დაალომბარდეს. მაღალი ბიჭი და მისი თანმხლები მალევე გადავიდნენ მანქანიდან. წასვლისას დარჩენილები დააიმედეს, არ ენერვიულათ, რადგან მეორე დილით აუცილებლად გამოიხსნიდნენ ტელეფონს და ასევე ჩააწერინეს მათი საკონტაქტო ტელეფონი. მანქანაში დარჩენილ ბიჭებს შეეკითხა, რა ხდებოდა, რაზეც მათ უპასუხეს, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ დაალომბარდებინეს ტელეფონი, რადგან უარის შემთხვევაში შესაძლოა იმ ორიდან ერთ-ერთს დანა დაერტყა.

 

მოწმე თე---------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს თბილისში, გამსახურდიას (პ------) გამზირი N---ში მდებარე შპს ,,სალიში“, რომელიც ეწევა სალომბარდე საქმიანობას. 2015 წლის 16 აგვისტოს, საღამოს იყო სამსახურში, რა დროსაც ორმა მამაკაცმა ლომბარდში ჩააბარა ,,აიფონ 4s“ მოდელის ტელეფონი 200 ლარად. თანხა გადასცა იმას, ვისი სახელითაც დაალომბარდეს ტელეფონი. დალომბარდების პროცესში ვინმეს მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია. გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება, რომელიც 2015 წლის 19 აგვისტოს, მობილურ ტელეფონთან ერთად, მან ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას.

 

ამოცნობის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 20 აგვისტოს, 18:00-18:20 საათზე, ლუ-------–------ას მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ლუ-------–------ამ ამოიცნო ალ-------------–-----ე და განმარტა, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს ამ პირმა, იძულებით გამოართვა მას მობილური ტელეფონი.

 

ამოცნობის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 21 აგვისტოს, 17:25-17:43 საათზე, ლუ-------–------ას მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ლუ-------–------ამ ამოიცნო მი----–-------–---–ი და განმარტა, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს ამ პირმა, თანმხლებ პირთან ერთად, აიძულა იგი დაელომბარდებინა მისი ,,აიფონ 4“ მოდელის ტელეფონი (დაზარალებულმა ლუ-------–------ამ სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ გამოძიებაში ამოიცნო ბრალდებულები, თუმცა არ დაადასტურა ამოცნობისას გაკეთებული განცხადება, რომელიც ვერც გაიხსენა, რადგან იმ დროს იყო აღელვებული).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 18 აგვისტოს, 13:35-13:50 საათზე, გი---------–----ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის გი---------–----ემ ამოიცნო მი----–-------–---–ი და განმარტა, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს ამ პირმა, თანმხლებ პირთან ერთად, აიძულა მისი მეგობარი ლუ-------–------ა დაელომბარდებინა მისი ,,აიფონ 4“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 აგვისტოს, 03:10-03:35 საათზე, გი---------–----ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის გი---------–----ემ ამოიცნო ალ-------------–-----ე და განმარტა, რომ 2015 წლის 16 აგვისტოს ამ პირმა, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, ბ------------ ქ. N14-ის მიმდებარედ, აიძულა მისი მეგობარი ლუ-------–-----ია დაელომბარდებინა მისი ,,აიფონ 4“ მოდელის ტელეფონი. (გი---------–----ემ სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ გამოძიებაში ამოიცნო ბრალდებულები, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ლუ-------–------ას დედა მას აბრალებდა ლ-----თვის ტელეფონის წართმევას და დაჭერით ემუქრებოდა, ამიტომ როდესაც პოლიციაში მიიყვანეს, იყო ძალიან აღელვებული).

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 19 აგვისტოს 05:15-05:55 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ლუ-------–------ას ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც ლუ-------–------ამ, თბილისში, კანდელაკის ქ. N5-თან მიუთითა ლომბარდზე, სადაც, მისი აზრით, 2015 წლის 16 აგვისტოს გი---------–----ის სახელით, მისთვის უცნობმა ორმა პირმა, დაალომბარდა მობილური ტელეფონი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 19 აგვისტოს 11:25-11:40 საათზე, ჩატარდა თე---------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი N933 სალომბარდე ხელშეკრულების და მობილური ტელეფონის დათვალიერება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,სალისა“ (მისამართი: თბილისი პ------ ქ. N--- და გი---------–----ეს შორის, 2015 წლის 16 აგვისტოს დაიდო სალომბარდე ხელშეკრულება, რომელშიც საგირავნე ნივთად მითითებულია ,,აიფონ 4s“ მოდელის მობილური ტლეფონი, იმეი კოდით 0--------------- ჩაბარების საფასური 200 ლარი; ხელშეკრულებას ერთვოდა გი---------–----ის პირადობის მოწმობის ასლი. ასევე დათვალიერდა შავი ფერის ,,აიფონ 4s“ მოდელის მობილური ტლეფონი, რომლის იმეი კოდია 0---------------

 

დაზარალებულ ნი---------ას სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, თბილისში, პ------ ქუჩა N--ს მიმდებარედ, შეაჩერა გი-------------------მა, რომელსაც მალევე წამოეწია მი----–-------–---–ი, რომელიც კოჭზე იკიდებდა ხელს და მათი თქმით იყო დაჭრილი. მი----–-------–---–მა მას დახმარება სთხოვა. ამასთან, აუხსნა, რომ პ------ ქუჩაზე ვერ გაჩერდებოდნენ, რადგან თან ჰქონდათ დანები და გადაჭრილი თოფი, ე.წ. ,,აბრეზი“, თუმცა ვინაიდან მას არც დანა და არც თოფი არ დაუნახავს, მუქარა რეალურად არ აღუქვამს. დაჭრილის დახმარების სურვილით, იძულების გარეშე გაყვა ბიჭებს სკვერში და როგორც აღმოჩნდა იგი მოატყუეს. მი----–-------–---–მა და გი-------------------მა უთხრეს, რომ ფული სჭირდებოდათ, რადგან ე.წ. ,,თავანი“, ჰქონდათ ჩასაბარებელი. მან ბიჭებს ნებაყოფლობით მისცა 5 ლარი, საფულეში მას სხვა თანხაც ჰქონდა, რომელიც ასევე მოსთხოვეს და რაზეც უარზე იყო. გი-------------------მა ფიზიკურად გაიწია მისკენ, თუმცა მი----–-------–---–მა შეაჩერა და უთხრა, ჯერ სიტყვიერად დალაპარაკებოდნენ და თუ ვერაფერს გაიგებდა, ძვლებს დაუშლიდა, მაგრამ მას არც ამ სიტყვიერი მუქარის შეშინებია. ამის შემდეგ, გი-------------------მა, შორტის უკანა ჯიბიდან ამოიღო საშუალო ზომის დანა, რომელიც მიუშვირა, თუმცა არ დამუქრებია. დაზუსტებით იმის თქმა, ჰქონდა თუ არა თოთიაურის შორტს უკანა ჯიბე, არ შეუძლია. საერთოდ გი-------------------ი უცნაურად იქცეოდა, რადგან ხელ-ფეხს იქნევდა თავისთვის. ამ დროს მი----–-------–---–ი ფულს სთხოვდა და ჯიბეებს ისინჯავდა, საიდანაც პერიოდულად, მისი აღქმით, დანის ტარს ამოწევდა ხოლმე, თუმცა დანა არ ამოუღია და არც იმის თქმა შეუძლია დაზუსტებით, დანა იყო თუ არა საერთოდ. მას შეეშინდა, საფულიდან ამოიღო 110 ლარი და გადასცა მი----–-------–---–ს. ამის შემდეგ ბიჭებმა მეგობრულად დაუწყეს საუბარი, უთხრეს, ამას არ დაუვიწყებდნენ და უბანში თუ რამე დასჭირდებოდა, დაეხმარებოდნენ. დაშორებისას დაპირდნენ, რომ 4 საათისთვის თანხას დაუბრუნებდნენ და ჩააწერინეს საკუთარი ტელეფონი, მაგრამ მოატყუეს, რადგან არც მითითებული ნომერი არსებობდა და სახელები და გვარებიც, რითაც მას გაეცნენ - ირ---–------------ი და გუ-------------ე, გამოგონილი იყო. მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელშიც ჩაიწერა ბიჭების მიერ მითითებული ტელეფონი, თუმცა მისი წართმევის მცდელობა არავის ჰქონია. მას ასევე ჩააწერინეს საკუთარი ნომერი ფურცელზე, რომელიც იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველს გამოართვა, თუმცა მისთვის დახმარება არ უთხოვია. სანამ ბიჭებს დაშორდებოდა, მათ დაახლოებით 25 მეტრი მანძილი გაიარეს ერთად.

 

ამოცნობის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 20 აგვისტოს, 00:35-01:00 საათზე, ნი---------ას მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ნი---------ამ ამოიცნო გი-------------------ი და განმარტა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს ეს პირი გამოირჩეოდა აგრესიულობით და დაემუქრა დანის გამოყენებით.

ამოცნობის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 21 აგვისტოს, 17:00-17:20 საათზე, ნი---------ას მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის ნი---------ამ ამოიცნო მი----–-------–---–ი და განმარტა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს ამ პირმა, მეგობართან ერთად დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 აგვისტოს 12:15-12:45 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნი---------ას ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც ნი---------ამ თბილისში, პენიკის გამზირი N--სთან მიუთითა მეტროსადგურ ,,ტექნიკური უნივერსიტეტის“ ამოსასვლელ კიბეებთან იმ ადგილზე, სადაც მისი განმარტებით, 2015 წლის 19 აგვისტოს შეაჩერა მისთვის უცნობმა ორმა ბიჭმა და სთხოვეს გაყოლა. ასევე მიუთითა პ------ ქუჩის N7 კორპუსის უკან არსებულ სკვერში, სადაც, მისი განმარტებით, ზემოთ ხსენებულმა ორმა ბიჭმა დანის მუქარით წაართვა 110 ლარი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 20 აგვისტოს 11:40-11:50 საათზე ჩატარდა ნი---------ას მიერ წარდგენილი საფულის დათვალიერება, რომელიც არის ,,oriflame“-ს ფირმის, აქვს რამდენიმე განყოფილება და არის ცარიელი, მასში ფულადი თანხა ან სხვა რაიმე ნივთი მოთავსებული არ არის.

 

დისკის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ 2015 წლის 20 აგვისტოს 17:40-18:15 საათზე, დათვალიერდა თბილისში, მეტრო ,,ტექნიკური უნივერსიტეტის“ პერიმეტრის კამერების ჩანაწერი. სადაც ერთ-ერთ ფაილში ჩანს მეტროსადგურიდან გამოსასვლელი გზა და ე.წ. ,,ბუკიას“ ბაღთან ასასვლელი კიბე და მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც გადის პ------ ქუჩის N---სთან. კადრში ჩანს სამი პირი, რომელთაგან მაღალი დგას ზურგით, საშუალო სიმაღლის, რომელსაც აცვია შორტი, მოკლემკლავიანი მაისური და უკეთია მზის სათვალე, დაბალზე შეჭრილი თმით, ესაუბრება პირს, რომელიც უკრავს ფანდურზე. 16:21 საათზე, მეტროდან გამოდის პირი, რომელსაც ხელში უკავია პარკი, რომელსაც ხედავს სათვალიანი ბიჭი. ამასობაში კიბეზე ჩამორბის სრული აღნაგობის ბიჭი, რომელსაც აცვია შავი შარვალი და მაისური, უკეთია მზის სათვალე. იგი ესაუბრება შორტიან ბიჭს და ხელით ანიშნებს, რომ გაყვეს მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, სადაც შევიდა პარკიანი ბიჭი და ორივე მათგანი მიდის მიწისქვეშა გადასასვლელში. ერთ-ერთ ფაილში ჩანს მიწისქვეშა გადასასვლელი მეტროსადგურის ამოსასვლელის მხრიდან მიმართულებით. 16:21 საათზე კადრში ჩანს პარკიანი ბიჭი, რომელიც მოძრაობს პ------ ქ. N--ს მიმართულებით, რომელსაც ჩქარი ნაბიჯებით მიყვებიან უკან ზემოხსენებული ბიჭები. კადრში სახის მხრიდან ჩნდება შორტიანი ბიჭი, რომელსაც მაისურზე აქვს ლათინური წარწერა.

 

დაზარალებულ გა----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2015 წლის 25 თებერვალს, საღამოს იყო თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საიდანაც ტელეფონით რეკავდა ტაქსის გამოსაძახებლად. მასთან მივიდა ორი პირი, მათ შორის ერთი იყო ალ-------------–-----ე. მაღაზიის გამყიდველისთვის დასაძახებლად სთხოვეს გაყოლა, რადგან თავად ვალი ჰქონდათ და არ შეეძლოთ. იგი დაეთანხმა და გაყვა. არკასთან რამდენიმე ბიჭი დახვდათ, რომლებიც ე.წ. ,,ქურდულ სამყაროზე“ საუბრობდნენ და უთხრეს, თუ შეეძლო დახმარება, რადგან ე.წ. ,,თავანი“ ჰქონდათ ჩასაბარებელი. მას მხოლოდ ხურდა ფული ჰქონდა, რაც გადასცა. ალ-------------–-----ემ ,,ვაიბერზე“ დასარეკად ტელეფონი სთხოვა და იქით წავიდა, სადაც, მისი თქმით ინტერნეტს იჭერდა. ალ-------------–-----ე დაპირდა, რომ ტელეფონს ერთ კვირაში დაუბრუნებდა. როდესაც წამოსვლა დააპირა, დარჩენილმა ბიჭებმა ალ-------------–-----ეზე უთხრეს, რომ საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო. მისთვის უცნობმა ბიჭმა კი უთხრა, რომ პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან თუ დაპირდნენ, ტელეფონს, რომლის ღირებულება იყო 1700 ლარი, აუცილებლად დაუბრუნებდნენ. მან მამას დაურეკა და მიმართეს პოლიციას.

 

მოწმე ლა–----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 17:20 საათზე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა ალ-------------–-----ე, რომელსაც გაყვა იქვე მდებარე არკაში, სადაც დახვდნენ მი----–-------–---–ი, ნი----–-----------ე და მისთვის უცნობი პირი, თუმცა ეჭირა თუ არა ვინმეს ტელეფონი ან რას აკეთებდა უცნობი პირი, არ ახსოვს.

 

ამოცნობის ოქმის მიხედვით, 2015 წლის 26 თებერვალს, 19:30-20:10 საათზე, გა----------------ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც მისთვის წარდგენილ სამ ამოსაცნობ პირს შორის გა----------------მა ამოიცნო ალ-------------–-----ე და განმარტა, რომ 2015 წლის 25 თებერვალს ამ პირმა, ჭავჭავაძის გამზირი N---თან მოტყუებით გამოართვა ტელეფონი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2015 წლის 25 თებერვალს, 19:45-20:30 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N52 და N---ის კორპუსების ეზოში, რომელშიც შესვლა შესაძლებელია თაღით. ეზოში არის სტადიონი, სადაც, გა----------------ის განმარტებით, იგი შეიყვანეს მისთვის უცნობმა პირებმა და მოტყუებით გამოართვეს ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 26 თებერვალს, 19:10-19:20 საათზე დათვალიერდა მი----–-------–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც არის შავი ფერის და დაზიანებული აქვს ეკრანი.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 24 მარტს, 15:55-16:05 საათზე, ჩატარდა მი----–-------–---–ისგან ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის დათვალიერება, რომლის იმეი კოდია 3--------------- ტელეფონი წარედგინა გა---------------ს, რომელმაც განმარტა, რომ არის მისი ,,სამსუნგ ნოუთ 3“, რომელიც 2015 წლის 25 თებერვალს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N---ს ეზოში მოტყუებით გასტაცეს. მობილურ ტელეფონს დაზიანებული (გაბზარული) აქვს ეკრანი. მობილური ტელეფონის დათვალერების პროცესში გა----------------მა წარადგინა მობილური ტელეფონის ყუთის ქსეროასლი, რომელზეც დატანილია ტელეფონის იმეი კოდი 3---------------

 

დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2015 წლის 26 აგვისტოს 09:45-10:25 საათზე, დათვალიერდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი N---ში მდებარე ,,ავერსის“ აფთიაქის გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, 2015 წლის 25 თებერვალს 17:43 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე, ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე, კავსაძის ქუჩის მხრიდან მოდის სამი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი იყო გა----------------ი, ერთს ეცვა ყავისფერი პიჯაკი, მეორეს ნაცრისფერი ჟილეტი, რომლებიც ერთად შედიან N52 და N54 კორპუსების არკაში. 17:52 საათზე, არკიდან გამოდის პიჯაკიანი ახალგაზრდა, რომელსაც ხელში უკავია შავი ფერის მობილური ტელეფონი, თეთრი ყურსასმენით, რომელსაც ახლავს ყავისფერ ჟილეტიანი, მსუქანი ახალგაზრდა.

 

სასამართლოში საქმის განხილვისას, გი-------------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მეგობრისთვის ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი. 2015 წლის აგვისტოში, მი----–-------–---–თან ერთად იყო თბილისში, პ------ ქუჩაზე, რა დროსაც დაინახა ნი---------ა, რომელიც იყო მისი სკოლელი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას არ იცნობდა, რადგან შეეკითხა, ვინ ხარო. მან ნ---ს თავი გაახსენა, თან უთხრა რა მდგომარეობაშიც იყო და სთხოვა, თუ ჰქონდა 300 ლარი ესესხებინა. ნ--- თბილად შეხვდა, ხელიც ჩამოართვეს ერთმანეთს, რაც კარგად ჩანს ვიდეოჩანაწერში. ნ--- დაეთანხმა და მისცა 110 ლარი, თან აუხსნა, რომ ფული დედამისის იყო და დათქმულ დროს, ანუ მეორე დღეს აუცილებლად უნდა დაებრუნებინა. მან ნ---ს 20 ლარი უკან დაუბრუნა სახარჯოდ. ისინი გამზირიდან შორს არ წასულან, კაფე ,,ანტრეს“ მახლობლად სკვერში შევიდნენ, რადგან ნ--- სახლისკენ მიდიოდა, რომელიც იყო იმ მიმართულებით. დღე იყო და ხალხი მოძრაობდა. მი----–-------–---–ი მათ საუბარში არ ჩარეულა, მათ სკვერში შეუერთდა, მანამდე გასული იყო. მივიდნენ მაღაზიის ჯიხურთან, სადაც ნ---ს მისი ტელეფონის ნომერი, რომელიც იმ პერიოდში იყო აქტიური დაუწერა და უთხრა, რომ მეორე დღეს შეხმიანებოდა. სანამ ერთმანეთს დაემშვიდობებოდნენ, დაახლოებით 25 მეტრი მანძილი გაიარეს ერთად, სადაც ხვდებოდა ხალხი, იყო მაღაზიის ჯიხური და თონე. ნ---ს ვალის გადახდას აპირებდა. იმავე საღამოს, გაგარინის მოედანზე, მიუახლოვდა ორი სამართალდამცავი, ხელკავი გაუყარეს და მიიყვანეს პოლიციაში, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც მისცა აღიარებითი ჩვენება და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. შემთხვევის დღეს მას ეცვა შორტი, რომელსაც მხოლოდ უკან ჰქონდა პატარა ჯიბე. არც მას და არც მი----–-------–---–ს, შემთხვევის დროს თან დანა არ ჰქონიათ.

 

ბრალდებულებმა მი----–-------–---–მა და ალ-------------–-----ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მი----–-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ„ ქვეპუნქტით და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ალ-------------–-----ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გი-------------------ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მათ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, დადასტურებულ იქნა საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობას. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულების მი----–-------–---–ის და გი-------------------ის გამართლების შესახებ, ვინაიდან აპელანტების პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 16:20 საათზე ქ. თბილისში, პ------ ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გი-------------------ი და მი----–-------–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნი---------ას კუთვნილ 110 ლარს; 2015 წლის 16 აგვისტოს ქ.თბილისში, ბ------------ ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფუდმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მი----–-------–---–მა და ალ-------------–-----ემ მოტყუებით დაალომბარდებინეს ლუ-------–------ას კუთვნილი მობილური ტელეფონი და დაეუფლნენ ლომბარდიდან მიღებულ თანხას - 150 ლარის ოდენობით. ალ-------------–-----ის მიერ 2015 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში, თბილისში, ი-–------------- გამზირი N---ის ეზოში გა----------------ის 1700 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადგინდა.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს დაზარალებული მის მიმართ განხორციელებულ მუქარას.

ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებულად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, რომ დაზარალებულ ნი---------ას მიმართ მი----–-------–---–ის და გი-------------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თავდასხმას, რასაც თან ახლდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა დანის დემონსტრირებით გამოყენებით და რომ მი----–-------–---–ს და გი-------------------ს ამოძრავებდათ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც ყაჩაღობის აუცილებელ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების ქმედებების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 1) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგალითად, გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დანაშაულის უშუალო შემსწრე პირის ნი---------ას ჩვენებით ცალსახად დგინდება მი----–-------–---–ის და გი-------------------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული არა ყაჩაღური თავდასხმის, არამედ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი. კერძოდ: ნი---------ას ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს პ------ ქუჩის N--ს მიმდებარედ, შეაჩერა გი-------------------მა, მალევე მას წამოეწია მი----–-------–---–ი, რომელიც კოჭზე იკიდებდა ხელს და მისი თქმით იყო დაჭრილი. მი----–-------–---–მა სთხოვა დახმარება და აუხსნა, რომ პ------ ქუჩაზე ვერ გაჩერდებოდნენ, რადგან თან ჰქონდათ დანები და გადაჭრილი თოფი, ე.წ. ,,აბრეზი“, თუმცა ვინაიდან ნი---------ას არც დანა დაუნახავს და არც თოფი, მუქარა რეალურად არ აღუქვამს. დაჭრილის დახმარების სურვილით, იძულების გარეშე გაყვა ბიჭებს სკვერში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მოატყუეს. მი----–-------–---–მა და გი-------------------მა უთხრეს, რომ ფული სჭირდებოდათ, ე.წ. ,,თავანის“, ჩასაბარებლად და მან ნებაყოფლობით მისცა 5 ლარი. საფულეში სხვა თანხაც ჰქონდა, რომელიც ასევე მოსთხოვეს, მაგრამ იგი უარზე იყო, რის შემდეგაც გი-------------------მა ფიზიკურად გაიწია მისკენ, თუმცა მი----–-------–---–მა შეაჩერა და უთხრა, ჯერ სიტყვიერად დალაპარაკებოდნენ და თუ ვერაფერს გაიგებდა, ძვლებს დაუშლიდა. მას არც ამ სიტყვიერი მუქარის შეშინებია. გი-------------------მა, შორტის უკანა ჯიბიდან ამოიღო საშუალო ზომის დანა და მიუშვირა, თუმცა არ დამუქრებია. ამასთან, დაზუსტებით არ იცის ჰქონდა თუ არა გი-------------------ის შორტს უკანა ჯიბე. გი-------------------ი უცნაურად იქცეოდა, თავისთვის ხელ-ფეხს იქნევდა, ხოლო მი----–-------–---–ი ფულს სთხოვდა და ჯიბეებს ისინჯავდა, საიდანაც პერიოდულად, მისი აღქმით, დანის ტარს ამოწევდა ხოლმე, თუმცა დანა არ ამოუღია და დაზუსტებით არც იმის თქმა შეუძლია, იყო თუ არა დანა საერთოდ. მან საფულიდან ამოიღო 110 ლარი და მი----–-------–---–ს გადასცა, რის შემდეგაც ბიჭებმა მეგობრულად საუბარი დაუწყეს, დაშორებისას დაპირდნენ, რომ ოთხი საათისთვის თანხას დაუბრუნებდნენ და ჩააწერინეს საკუთარი ტელეფონი, მაგრამ მოატყუეს, რადგან არც მითითებული ნომერი არსებობდა და სახელები და გვარები - ირ---–------------ი და გუ-------------ე, რითაც გაეცნენ. მას ბიჭების მიერ მითითებული ტელეფონი საკუთარ მობილურში ჩაიწერა, რომლის წართმევის მცდელობა არავის არ ჰქონია. ასევე საკუთარი ნომერიც ჩააწერინეს ფურცელზე, რომელიც იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველს გამოართვა, რომლისთვისაც დახმარება არ უთხოვია.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მი----–-------–---–ის და გი-------------------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ყაჩაღობის დროს მნიშვნელოვანია, დაზარალებულმა რეალურად აღიქვას მასზე განხორციელებული სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა ანდა ძალადობის მუქარა, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. დაზარალებულ ნი---------ას ჩვენების ის ნაწილი, რომელიც ეხება მსჯავრდებულების მხრიდან დანის დემონსტრირებას ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელია. ნი---------ა ერთ შემთხვევაში უჩვენებს, რომ მი----–-------–---–ი მხოლოდ სიტყვიერად დაემუქრა, რაც მან რეალურად არ აღიქვა, შემდეგ განმარტა, რომ მი----–-------–---–ი ფულს სთხოვდა და ჯიბეებს ისინჯავდა, საიდანაც მისი აღქმით, პერიოდულად, დანის ტარს ამოწევდა ხოლმე, თუმცა დანა არ ამოუღია და არც იმის თქმა შეუძლია დაზუსტებით, იყო თუ არა საერთოდ დანა. ასევე ნი---------ამ განაცხადა, რომ გი-------------------მა დანა შორტის უკანა ჯიბიდან ამოიღო, ხოლო შემდეგ განმარტა, რომ საერთოდ არ იცის გი-------------------ის შორტს ჰქონდა, თუ არა უკანა ჯიბე. დაზარალებულის ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შორტი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე (ბრალდების მხარის მიერ წარმოუდგენლობის გამო) არ გამოკვლეულა, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა, დაედგინა მითითებული ფაქტის რეალობა. რაც შეეხება ნი---------ას მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობის ოქმს და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს (რა დროსაც გამოძიების დროს მოხდა დაზარალებულის გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციის შემოწმება), აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას და ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით პირის მსჯავრდების საფუძველი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე N263აპ-17).

მოცემულ შეთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულების მი----–-------–---–ის და გი-------------------ის ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნების არსებობა. მსჯავრდებული მი----–-------–---–ი და გი-------------------ი მოქმედებდნენ განზრახ, მათი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაზარალებულის ფულადი თანხის დაუფლებისაკენ, რაც გამოიხატა იმაში, რომ მსჯავრდებულები ნი---------ას თავიდანვე მოგონილი სახელებით და გვარებით გაეცნენ, რა დროსაც მი----–-------–---–ი ფეხზე იკიდებდა ხელს, თითქოს იყო დაჭრილი, იმისათვის რომ დაზარალებულს მისი დახმარების სურვილი გასჩენოდა. დაზარალებულს დაპირდნენ, რომ თანხას ოთხი საათისთვის დაუბრუნებდნენ, თუმცა ჩააწერინეს არარსებული საკონტაქტო ტელეფონი, ხოლო თანხა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს მი----–-------–---–ის და ალ-------------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ეთანხმება პირველი ინსტანციის პალატის მსჯელობას, რომ მსჯავრდებულების ქმედებაში არ იკვეთება გამოძალვის შემადგენლობისთვის აუცილებელი ნიშნები, როგორიცაა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, მობილური ტელეფონის გადაცემის მოთხოვნა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები. გამოძალვის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება (ხელწერილი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რომლის თანახმადაც, განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. გამოძალვის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის წარმოდგენილი და გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს მი----–-------–---–ის და ალ-------------–-----ის მიერ დაზარალებულ ლუ-------–------ას მიმართ იარაღის გამოყენების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდების და ტელეფონის დალომბარდებით მიღებული თანხის გამოძალვაზე. კერძოდ, დაზარალებულ ლუ-------–------ას ჩვენების თანახმად, 2015 წლის 16 აგვისტოს, მეგობარ გი---------–----ესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ბ------------ ქუჩაზე, სუპერმარკეტ ,,ფუდმარტთან“, რა დროსაც მათთან მივიდა ორი უცნობი პიროვნება, რომლებიც ლ----- და ნ---ს სახელებით გაეცნენ და როგორც შემდეგ აღმოჩნდა იყვნენ მი----–-------–---–ი და ალ-------------–-----ე. აღნიშნულმა პირებმა სთხოვეს ნებისმიერი თანხით დახმარება, რაზეც უარი მიიღეს, რის შემდეგაც ალ-------------–-----ემ უთხრა, რომ მისი ,,აიფონის“ მოდელის ტელეფონი ჩაებარებინათ ლომბარდში, რადგან თანხა ე.წ. ,,თავანის“ ჩასაბარებლად თანხა სჭირდებოდათ. მან თავიდან უთხრა, რომ ოჯახში პრობლემა შეექმნებოდა, რაზეც უპასუხეს, რომ ტელეფონს მეორე დღეს 11:00 საათამდე გამოიტანდნენ. მი----–-------–---–მა კაცური სიტყვა მისცა, რომ ტელეფონს ლომბარდიდან აუცილებლად გამოიტანდა, რის გამოც იგი ენდო და მისცა ტელეფონი. ტაქსით მივიდნენ გაგარინის მოედანზე და რადგან მას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა გი---------–----ის სახელით 200 ლარად დაალომბარდეს ტელეფონი, ხოლო მიღებული თანხიდან მას დაუტოვეს 50 ლარი, ჩააწერინეს მობილურის ნომერი, რომელზე დაკავშირებაც ვერ შეძლო, ვინაიდან ნომერი არ იყო რეგისტრირებული. დაზარალებულმა დაკითხვისას დამაჯერებლად და კატეგორიულად მიუთითა, რომ ტელეფონის გადაცემის მომენტში მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, მი----–-------–---–ს და ალ-------------–-----ეს საკუთარი ნებით გადასცა ტელეფონი, რადგან მათ კაცურ სიტყვას ენდო, თუმცა მოატყუეს და ტელეფონი უკან არ დაუბრუნეს. ლუ-------–------ას ჩვენებას ადასტურებს გი---------–----ეც, რომელიც მიუთითებს, რომ მი----–-------–---–ი და ალ-------------–-----ე მისი და ლუ-------–------ს დაყოლიებას ცდილობდნენ, რათა მათ ტელეფონები დაელომბარდებინათ. ისინი უარზე იყვნენ, მაგრამ მი----–-------–---–თან საუბრის შემდეგ, ლუ-------–------ა ენდო მათ და ტელეფონი იმიტომ დაალომბარდა. ამასთანავე, მოწმემ უარყო ლუ-------–------ას მიმართ იძულების, ან რაიმე სახის ძალადობის მუქარის ფაქტი, რაც გამოძალვის საკანონმდებლო დეფინიციიდან გამომდინარე, არ ქმნის გამოძალვის შემადგენლობის ნიშნებს, კერძოდ, გამოძალვის დროს მოთხოვნას უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, რაშიც მოიაზრება ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა, ან მათი ნივთის განადგურების მუქარა ან დაზიანების ანდა მათვის სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სრულიად კანონიერად გადააკვალიფიცირა მი----–-------–---–ის და ა-–---------- მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება მოწმე გო--------------–-–---–-ს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ჩვენებას, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, მოწმის დაუსწრებლობის საფუძვლიანი მიზეზი უნდა არსებობდეს, პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული. კერძოდ კი მანამდე, სანამ იმაზე დაიწყება მსჯელობა, კონკრეტული მტკიცებულება იყო თუ არა ერთადერთი ან გადამწყვეტი. როდესაც მოწმე არ ესწრება სასამართლო პროცესს ჩვენების უშუალოდ მიცემის მიზნით, არსებობს ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, შესწავლილ უნდა იქნეს მოწმის გამოუცხადებლობის საფუძვლიანი მიზეზები („ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom); როდესაც ბრალდებულის მიერ მოწმის დაკითხვა შეუძლებელია მისი სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო, ხელისუფლებამ გონივრულ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს მისი სასამართლოში გამოცხადება („კარპენკო რუსეთის წინააღმდეგ“ Karpenko v. Russia); გარკვეულ გარემოებებში შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საგამოძიებო ეტაპზე ჩამორთმეულ ჩვენებებზე დაყრდნობა, მაგალითად, როდესაც მთავრობის მიერ მოწმის სასამართლოში გამოცხადებისთვის მიმართული ძალისხმევის მიუხედავად, იგი არ გამოცხადდა სასამართლოში („მირილაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“, Mirilashvili v. Russia); მაშინაც კი, როდესაც სხვის სიტყვებზე დაფუძნებით მიცემული ჩვენება მოპასუხის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი ან გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენებაა, მისი დასაშვებად ცნობა ავტომატურად არ წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. მიუხედავად ამისა, ის გარემოება, რომ მოპასუხის მსჯავრდება ძირითადად, ან უმეტესწილად, იმ მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადებულა, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იქნება მიჩნეული მასთან დაკავშირებული საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცესუალური გარანტიების არსებობა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის – მტკიცებულებების სანდოობისა და სარწმუნოობის შეფასებისკენ მიმართული სამართლიანი და სათანადო ზომები. ასეთი მტკიცებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათზე დაყრდნობით, მსჯავრდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მტკიცებულება საკმარისად სარწმუნოა („ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ“ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [დიდი პალატა).

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ გო--------------–-–---–-ს ჩვენების ის ნაწილი, როდესაც იგი თითქოსდა შეეკითხა მანქანაში დარჩენილ ბიჭებს, რა ხდებოდა, რაზეც მათ უპასუხეს, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ დაალომბარდებინეს ტელეფონი, რადგან უარის შემთხვევაში შესაძლოა იმ ორიდან ერთ-ერთს დანა დაერტყა, ირიბი ხასიათისაა და მასში გადმოცემული ფაქტები არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის დაზარალებულ ლუ-------–------ს და მოწმე გი---------–----ის ჩვენებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გო--------------–-–---–-ს ჩვენებას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა მი----–-------–---–ის და ალ-------------–-----ის ბრალეულობის დასადგენად და არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას იმ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რაც მან თავის ჩვენებაში გადმოსცა.

სააპელაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ალ-------------–-----ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით) არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო მიუთითებს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას დაზარალებულ გა----------------ის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი), რომელშიც განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება -დაზარალებულ გა----------------ის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის 25 თებერვალს, საღამოს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა და ტელეფონით რეკავდა ტაქსის გამოსაძახებლად, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პირი, მათ შორის ალ-------------–-----ე და გაყოლა სთხოვა მაღაზიის გამყიდველისთვის დასაძახებლად, რადგან თავად ვალი ჰქონდათ და არ შეეძლოთ, რაზეც დათანხმდა და გაყვა. არკასთან დახვდა რამდენიმე ბიჭი, რომლებიც ე.წ. ,,ქურდულ სამყაროზე“ საუბრობდნენ და უთხრეს, თუ შეეძლო დახმარება, რადგან ე.წ. ,,თავანი“ ჰქონდათ ჩასაბარებელი. მას მხოლოდ ხურდა ფული ჰქონდა და გადასცა. ალ-------------–-----ემ ,ვაიბერზე“ დასარეკად ტელეფონი სთხოვა და იქით წავიდა, სადაც, მისი თქმით ინტერნეტს იჭერდა. მან ასევე სთხოვა ნომერი და დაპირდა, რომ ტელეფონს ერთ კვირაში დაუბრუნებდა. წამოსვლისას დარჩენილმა ბიჭებმა უთხრეს, რომ ალ-------------–-----ე ვინ იყო არ იცოდნენ, ხოლო მისთვის უცნობმა ბიჭმა უთხრა, რომ პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან თუ დაპირდნენ, ტელეფონს აუცილებლად დაუბრუნებდნენ. მან ცალსახად მიუთითა, რომ საკუთარი ნებით გადასცა ალ-------------–-----ეს მობილური ტელეფონი, იმ პირობით, რომ ერთ კვირაში უკან დაუბრუნებდა, მაგრამ გა----------------მა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და შესაბამისად ეჭვი, რომ ალ-------------–-----ე პირობას არ შეასრულებდა და ერთ კვირაში ტელეფონს უკან არ დაუბრუნებდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის გაქარწყლებული. შესაბამისად, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის გათვალისწინებით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ნივთიერ მტკიცებულებასთან (მობილური ტელეფონი) დაკავშირებითაც და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლის პირველი ნაწილის (საქმის არსებითი განხილვისას მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტურობაც დასტურდება) და ამავე კოდექსის 78-ე მუხლის (მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და თუ ის ავთენტურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა, შექმნა იგი და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე) მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან, მითითებული მობილური ტელეფონი, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით დანაშაულის საგანს წარმოადგენდა და დაუბრუნდა დაზარალებულს, არ ყოფილა გამოკვლეული საქმის სასამართლო განხილვისას. სასამართლოში ასევე არ დაკითხულა მი----–-------–---–ი, რომელთანაც, შესაძლოა ინახებოდა აღნიშნული ნივთმტკიცება.

სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მი----–-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 19 აგვისტოს და 2015 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდები) უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, მთლიანად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ქმედების კვალიფიკაციის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მი----–-------–---–ის მიერ დაზარალებულების ლუ-------–------ას და ნი---------ას ფულადი თანხების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით განხორციელდა მოტყუებით, მოტყუება კი გამოიხატა სიმართლის დამახინჯებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მი----–-------–---–ი მოგონილი სახელით და გვარით გაეცნო როგორც ლუ-------–------ას, ისე ნი---------ას, ასევე ხელს იკიდებდა ფეხზე, თითქოს იყო დაჭრილი, რათა დაზარალებულებს მსჯავრდებულისადმი თანაგრძნობით, მისი დახმარების სურვილი გასჩენოდა, მი----–-------–---–ი არწმუნებდა დაზარალებულებს, ერთ შემთხვევაში ნ--- ჯალაღანიას, რომ მობილურ ტელეფონს, მეორე დღის 11:00 საათამდე აუცილებლად დაუბრუნებდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ნი---------ას, რომ დაუბრუნებდა მისთვის გადაცემულ თანხას, რომელმაც საკონტაქტო ტელეფონიც კი ჩააწერინა, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა დაკავშირებოდა და თანხა დაებრუნებინა. პალატა ყურადღებას ამახვილებს მი----–-------–---–ის დანაშაულის ჩადენის შემდგომ ქცევაზეც, რა დროსაც მან დაზარალებულებს ჩააწერინა ტელეფონის ნომერი, რომელიც საერთოდ არ აღმოჩნდა რეგისტრირებული. ამდენად, დაცვის მხარის ვერსია, რომ ადგილი ჰქონდა ზეპირსიტყვიერ შეთანხმებას და დაზარალებულები საუბრის შემდეგ, ყოველგვარი მოტყუების გარეშე დაიყოლია გადაეცათ ფულადი თანხები, ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ეწინააღმდეგება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვერც გი-------------------ის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ და საფუძველს მოკლებულად მიაჩნია მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ ნი---------ას მოტყუების განზრახვა არ ჰქონია, თანხის დაბრუნებას დაპირდა და აპირებდა კიდეც, მაგრამ იმის გამო, რომ იმავე დღეს დააკავეს, ამის შესაძლებლობა არ მიეცა. პალატა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება მსჯავრდებულის პოციზიის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამ ნაწილში სასამართლო მიუთითებს დაზარალებულ ნი---------ას ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც, დაშორებისას გი-------------------ი დაპირდა, რომ ოთხი საათისთვის დაუბრუნებდა თანხას და ჩააწერინა საკუთარი ტელეფონი, მაგრამ მოატყუა, რადგან არც მითითებული ნომერი არსებობდა და სახელი და გვარი, რითაც მას გაეცნო იყო გამოგონილი. გი-------------------ს ასევე ჩააწერინა საკუთარი ნომერი ფურცელზე, რომელიც იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველს გამოართვა.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები. პალატა აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება, ხოლო საქმეში „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer BV v. The Netherlands) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ შეზღუდვია არც მტკიცებულებების წარდგენის და არც საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება. თუ ბრალდების მხარემ არ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, დაცვის მხარეს შეეძლო მოეთხოვა იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებსაც შესაძლოა, მსჯავრდებულის უდანაშაულობა ემტკიცებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა, მათ მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მათი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მი----–-------–---–ის და გი-------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

რაც შეეხება, მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და არგუმენტაციას მი----–-------–---–ს, გი-------------------ს, ალ-------------–-----ის შეუფარდა ადეკვატური, სამართლიანი და პროპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განიხილა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კოპალიანის, მსჯავრდებულ მი----–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქა-----–------–---ძის, მსჯავრდებულ გი-------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თა----------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი მი----–-------–---–ის, გი-------------------ის და ალ-------------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კოპალიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ მი----–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქა-----–------–---ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ გი-------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი მი----–-------–---–ის, გი-------------------ის და ალ-------------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

მი----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

მი----–-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

მი----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

მი----–-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მი----–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 20 აგვისტოდან - 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს სასჯელი და დღეის მდგომარეობით ჩაეთვალოს მოხდილად.

გი-------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

გი-------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 20 აგვისტოდან - 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს სასჯელი და დღეის მდგომარეობით ჩაეთვალოს მოხდილად.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განჩინებით გი-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 5000 ლარის ნაცვლად შესატან გუ-----------------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართობი 8500.00 კვ.მ საკადასტრო კოდით 7----------- მდებარე თ-------- რაიონი სოფელი ხ----------------–- - დადებული ყადაღა.

ალ-------------–-----ე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ა-–---------- ელ------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ა-–---------- ელ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2015 წლის 20 აგვისტოდან - 2015 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს სასჯელი და დღეის მდგომარეობით ჩაეთვალოს მოხდილად.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

მი----–-------–---–ის მიერ წარმოდგენილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულზე სასამართლო ვერ იმსჯელებს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დატანილი ერთ ცალ დისკზე და ავერსის გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია დატანილი ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

გი-------------------ის ტანსაცმელი (შორტი, მაისური) - მოძებნის შემთხვევაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ნი---------ას საფულე, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ლუ-------–------ას ტელეფონი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 5 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ა-–---------- გვ------ს ტელეფონი, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 5 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

მიწისქვეშა გასასვლელის ვიდეოკამერის ჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს -შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

მი----–-------–---–ის გარეგნული დათვალიერებისას გადაღებული სურათები დისკზე რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ლევან თევზაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

კახაბერ მაჭავარიანი