განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002532702
საქმე #1/ბ-555-119 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი--------–---–----ე, ლე--------–------ა;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ზა---------–---ი;
მსჯავრდებული - რო-------–--ე, დაბადებული 19-- წლის 2---------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #5----------), ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--- რაიონის სოფელი ს-----------, ამჟამად პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით რო-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რო-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მაისიდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ რო-------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება რო-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ნუ-------–--------ი, რომლის ჩვენებაც, მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენდა რო-------–--ის მამხილებელს, იყო არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული. მან, ერთი დღის განმავლობაში, გამოძიებას მისცა ორი განსხვავებული ჩვენება, როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე ზიანთან მიმართებაში. მანვე განმარტა, რომ არ ამოუცვნია არც ერთი თავდამსხმელი და არც არავიზე აქვს ეჭვი. მოწმე სა---------------ის ჩვენებით, სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებული წააგავდა იმ პირს, ვინც მასზე განახორციელა თავდასხმა, თუმცა ზოგადი მახასიათებლების გარდა ვერ მიუთითა ვერც ერთი ნიშანი, რაც კავშირში იქნებოდა პირის ამოცნობასთან. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე მოწმე მე----------ე, რომელმაც განაცხადა, რომ რო-------–--ემ 2018 წლის 3 იანვარს უყიდა ფეხსაცმელი და აჩუქა 50 აშშ დოლარი, მან უთხრა რომ აღნიშნული თანხა ნაქურდალი თუ ნაყაჩაღარი ჰქონდა მეგობრებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, მოწმის განმარტებით, 2018 წლის 5 იანვარს გამოძიებას მისცა ჩვენება მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის და ზეწოლის ფონზე. საქმის არსებითი განხილვის დროს ასევე გამოქვეყნდა მოწმე მუ-------------ის ჩვენება, რომელიც თავისი შინაარსით იყო მხოლოდ ირიბი და არ შეიძლებოდა სასამართლოს მიერ მისი გაზიარება მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რო-------–--ის მიერ ყაჩაღობის ჩადენასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და ისინი ეფუძნება სხვა პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო ირიბი მტკიცებულებების იურიდიულ ძალასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია მხოლოდ ირიბი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და პირისათვის ბრალის წაყენება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსი იმაშიც მდგომარეობს, რომ ირიბი მტკიცებულება უნდა დასტურდებოდეს სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი მტკიცებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სახეზე.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის დასაბუთებული და ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოში დაიკითხა დაზარალებული ნუ-------–--------ი და სა---------------ი, რომლებმაც აღწერეს 2017 წლის 29 დეკემბერს მათ სახლში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. გამოკვლეულ იქნა დაზარალებულის სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე, რომლის ხანდაზმულობა შესაბამისობაშია ყაჩაღობის დროსთან. დადასტურებულია ის ფაქტი, რომ რო-------–--ეს არანაირი შემხებლობა და ნაცნობობა არ გააჩნია ნუ-------–--------ის ოჯახთან და არ ცხოვრობს ამ სოფელში. მნიშვნელოვანია ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ: ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია რო-------–--ისგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ე.წ ხამუთზე აღმოჩენილია რო-------–--ის გენეტიკური პროფილი. აღსანიშნავია მე----------ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა რომ შეხვდა რო-------–--ეს 2018 წლის 3 იანვარს, რა დროსაც რო-------–--ემ უთხრა, რომ მან და მისმა მეგობრებმა მოიპარეს ოქროულობა, თუმცა მეგობრებზე იყო განაწყენებული, რადგან მოპარული ოქროს რეალიზაციიდან უნდა შეხვედროდა მეტი, ვიდრე მან მიიღო რეალურად. კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნდა ასევე მუ-------------ის ჩვენებაც. სასამართლოში დაიკითხა და------------ა, რითაც გადამოწმდა რომან გელიძის მიერ შექმნილი ალიბი და მოწმემ უარყო გო------------------ან ყოფნა. გამოკვლეულ იქნა ჩხრეკის ოქმებიც, რომლის თანახმადაც, ამოღებულ იქნა სამკაულები და აღნიშნული ნივთები ამოიცნო დაზარალებულმა. კავშირგაბმულობის არხიდან ამოღებული ინფორმაციით კი დადგინდა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში სატელეფონო კავშირი აქვთ ერთმანეთთან ას-–------–---ს და რო-------–--ეს, ასევე ას-–------–---ს და ილ------------ას. ასევე დადასტურდა ის გარემოება, რომ 2017 წლის 28-29 დეკემბერს აღნიშნული პირები იმყოფებიან წ--–--- რაიონში. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 700 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც დადგენილია, რომ მსჯავრდებული არსად არ მუშაობდა.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 29 დეკემბერს, ღამის საათებში, წ--–--- რაიონის, სოფელ ა------–-, რო-------–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ნუ-------–--------ის მფლობელობაში არსებულ ბინაში, ძალადობის გამოყენებით დააბეს იგი და მისი ქალიშვილი შა---------------ი, დედამთილი ამ------------–------ი და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, კერძოდ, მჩხვლეტავი საგნის ნუ-------–--------ზე მიბჯენის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ნუ-------–--------ის კუთვნილ 40 000 (ორმოცი ათას) ლარად ღირებული ოქროს სამკაულებს, 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარს, 100000 (ასი ათასი) რუსულ რუბლს, 300 (სამასი) ევროს, მობილურ ტელეფონებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ ნუ-------–--------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ცხოვრობს წ--–--- რაიონში დედამთილთან ერთად და ეწევა სხვადასხვა ტანისამოსისა და ოქროს ნაკეთობათა ყიდვა-გაყიდვას. 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით ღამის სამი საათის შემდეგ, ძილში პირზე ხელის აფარება იგრძნო და რაღაც რბილი ქსოვილი მოხვდა ხელში. თავიდან ეგონა, რომ სიზმარში იყო. ამის შემდეგ ვიღაცამ საბანი შემოაფარა და იატაკზე დააგდო. იმავე ოთახში მასთან ერთად მის შვილს ეძინა, რომელიც მისკენ წამოვიდა, თუმცა ხელები უკვე შეკრული ჰქონდა. დაბლა დაგდების შემდეგ, მისთვისაც ცდილობდნენ ხელების შეკვრას, რაზეც უთხრა, რომ ხელი სტკიოდა, ამ პროცესში სახეზე აფარებული ქსოვილი ჩამოაძრო მასთან მდგომ მამაკაცს და ხელთათმანის მოხსნა შეძლო. მამაკაცი გაუბრაზდა და ორჯერ დაარტყა ზურგის არეში. შემდეგ იგრძნო წვეტიანი საგნის შეხება. შა-----ა რომ დაინახა ხელში რაღაც ეჭირა უთხრა, რასაც ითხოვდნენ ყველაფერი მიეცა. მასთან ერთი მამაკაცი იდგა, მეორე შა------ან, ხოლო მესამე დედამთილის ოთახში იყო. შეკითხვაზე ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, პირში ნაჭერი ჩაუტენეს, შემდეგ ის და შა----ი ერთმანეთს ხელებით მიაბეს. ოთახში მყოფი პირები რუსულად ლაპარაკობდნენ და ჰკითხეს ოქრო და ფული სად არისო და სეიფის გასაღებს სთხოვდნენ. მან ჩანთაზე მიუთითა საიდანაც გასაღები ამოიღეს, სეიფი გააღეს და ოქროს ნივთები წაიღეს. მან და მისმა შვილმა ხელ-ფეხი შეიხსნეს და ნახა, რომ სახლში შესასვლელი კარი დაკეტილი იყო, ხოლო ერთ-ერთი ოთახის ფანჯარა ღია და როგორც ჩანს ფანჯრიდან შევიდნენ სახლში. ერთ-ერთს თავზე ქუდი ეხურა და მუქი ფერის ფეხსაცმელი ეცვა, მეორე უფრო სპორტული აღნაგობის იყო, ხოლო ვინც მას მიმართავდა, რუსულ ენაზე უფრო უკეთესად მეტყველებდა. მათი წასვლის შემდეგ, დაახლოებით დილის 6 საათზე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და მალევე დაკითხეს. გარკვეული დეტალები შემდეგ ეტაპზე გაიხსენა და დამატებითაც დაიკითხა. ოქროს ნივთები სრულად ჰქონდა აღწერილი და მათი ღირებულება 40000 ლარს შეადგენს. სეიფიდან ასევე წაიღეს 14 000 ლარი და 100 000 რუსული რუბლი. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის უცნობია თავს ვინ დაესხა და ეჭვიც არავისზე აქვს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის შა---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ დედასთან და ბებიასთან ჩამოვიდა ერევნიდან ახალი წლის აღსანიშნავად. 29 დეკემბერს, ღამე სახლში ეძინა, რა დროსაც იგრძნო, რომ სუნთქვა უჭირდა, თვალი გაახილა და დაინახა მამაკაცი, რომელიც მას იმავდროულად აკავებდა. ამ დროს დაინახა, რომ ერთი მამაკაცი დედასთანაც იდგა და ბებიას ყვირილის ხმა გაიგონა. დაყვირება უნდოდა, მაგრამ მამაკაცმა პირზე ხელი ააფარა და ერთ-ერთმა რუსულ ენაზე უთხრა, რომ არ ეყვირა. მისი თხოვნით ბებიას ოთახში გაიყვანეს, მამაკაცი მას პირში რაღაცას უტენიდა, რომელიც იყო მაღალი და შავი ფერის ქუდი ეხურა. შემდეგ ისევ დედასთან შეიყვანეს და დაინახა, რომ დედას საწოლის გადასაფარებელი ჰქონდა მოხვეული, ხელები შეუკრეს და საწოლზე დააწვინეს. დედას უთხრა, რომ მიეცა რასაც სთხოვდნენ და როდესაც ოქრო მოითხოვეს, დედამ ჩანთაზე მიანიშნა, რომ სეიფის გასაღები აეღოთ. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც რუსულად კარგად საუბრობდა დედასთან იდგა, მეორე მასთან და მესამე ბებიას ედგა თავზე. სამივეს ხელ-ფეხი შეუკრეს და პირზე ააფარეს. მან დაინახა, რომ თავდამსხმელებმა ჩანთიდან გასაღები ამოიღეს და სეიფიდან ოქროს ნივთები პაკეტში ჩაალაგეს. მათი წასვლის შემდეგ, ჯერ თავად შეიხსნა ხელები, შემდეგ დედას და ბებიას დაეხმარა. თავდასხმა სავარაუდოდ 40 წუთი გაგრძელდა, საათს რომ შეხედა, დაახლოებით 04:20 საათი იყო და დედამ თქვა ფანჯრიდან შემოვიდნენო, რადგან კარი დაკეტილი იყო. ბრალდებულს არ იცნობს, მაგრამ ჰგავს იმას, ვინც მას ედგა თავზე, ამსგავსებს აღნაგობით. თავის ფორმით და თვალებით.
მოწმე მე----------ის ჩვენებით გაირკვა, რომ რო-------–--ესთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. მუშაობდა ერთ-ერთ ობიექტზე მოლარე ოპერატორად, დაკითხვაზე დაიბარეს 5 იანვარს და მისცა ჩვენება. რო-------–--ე წინა დღეს მეგობრებთან ერთად ნახა ბათუმში, რომელმაც უთხრა, რომ რაღაც რაოდენობის ოქრო თავის სამ მეგობართან ერთად წაართვა ვიღაცას. ოქროს რეალიზაცია მოხდა დოლარში, თუმცა უკმაყოფილო იყო, რადგან 6 000-მდე უნდა შეხვედროდა და შეხვდა 2 000. რო-------–--ემ მას მისცა 50 დოლარი და უყიდა ფეხსაცმელი. რ------ უკავშირდებოდა ხოლმე ვინმე „გ------“ და ნუ-----------–---ს. პოლიციელები დაკითხვის დროს უხეშად ექცეოდნენ, ღამის 12 საათამდე კითხავდნენ, ჩანთა გაუჩხრიკეს და ოქროს ეძებდნენ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე მუ-------------ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს წ--–--- რაიონის სოფელ წინწყაროში მშობლებთან მამასთან ბორის სიდიანთან და დედასთან ჯუ-–------–--------------ან. 2012 წლიდან მუშაობს ,,არემჯიგოლდში“ მძღოლად, რაც წარმოადგენს მის შემოსავალს. რო-------–--ეს იცნობს 2010 წლიდან, ის გაიცნო თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ჩასულები იყვნენ თვითონ და რო-------–--ე და ჯა---------ე სამუშაოდ. რო-------–--ე, ჯა---------ე არიან მისი მეგობრები და აქვს კარგი ურთიერთობა. რაც შეეხება რო-------–--ესთან შეხვედრას, მას ბოლოს შეხვდა 2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით იქნებოდა 18:19 საათი, რა დროსაც რო-------–--ე დაუკავშირდა მათ მეგობარს ჯა---------ეს. რო----ა უთხრა სად იყო მისი ნახვა უნდოდა. რო----------მ, რომელსაც ეძახიან ჯ---- უთხრა, რომ თბილისში იყვნენ ის და მუ------------იც, მას ჰქვია მ--------, მაგრამ ეძახიან მ-------, რომელსაც შეხვდნენ ღრმაღელის მეტროსთან. ის იქ მივიდა მარტო, შეხვდნენ „ლუკოილის კალონკასთან“, მიესალმა, ჰკითხეს სად მიდიოდა, რას აკეთებდა, რაზეც უპასუხა, რომ ჩამოვიდა თბილისში და მერე აპირებდა ბათუმში წასვლას. ისინიც მიდიოდნენ ბათუმში, რაზეც უთხრეს, რომ თვითონაც მიდიოდნენ ბათუმში და ერთად წასულიყვნენ. ამის შემდეგ თვითონ, ჯა---------ე და რო-------–--ე წავიდნენ სახლში, სადაც ცხოვრობენ თვითონ და ჯა---------ე ქ.თბილისში რ--------- ქუჩაზე. იმ ღამეს თვითონ, რო-------–--ე და ჯა---------ე ერთად დარჩნენ, დაიძინეს, ხოლო მეორე დღეს წავიდნენ სადგურის ტერიტორიაზე, სადაც რო-------–--ეს უნდა ეყიდა ტანსაცმელი, რო-------–--ემ სადგურის მეტროსთან არსებულ მაღაზიაში მეტრომარტში იყიდა ფეხსაცმელი, რომელსაც მოყვა საჩუქრად ბოტასი. აღნიშნული საჩუქრად მოყოლილი ბოტასი აიღო თვითონ, რაშიც რო-------–--ეზე არაფერი ფულადი თანხა არ მიუცია, როგორც იცის ასევე იმ დღეს რო-------–--ემ იყიდა შარვალი, ქურთუკი და ასევე ქურთუკი უყიდა მათ მეგობარს ჯა---------ეს. იმავე დღეს, 2017 წლის 31 დეკემბერს, დღის 13-14 საათზე თვითონ, მისი ა/მანქანით ,,Honda inspaori“ სახელმწიფო ნომრით SID 084 წავიდნენ თვითონ რო-------–--ე და ჯა---------ე დასავლეთში, დაახლოებით 22 საათზე უკვე იყვნენ ქობულეთის რაიონის სოფელ დ----–- მათი მეგობრის რო---------ის სახლში, სადაც იქეიფეს, დაწვნენ და დაიძინეს. მეორე დღეს 2018 წლის 01 იანვარს თვითონ, რო---------- და რო-------–--ე მისი ა/მანქანით წავიდნენ ქ.ბათუმში. მივიდნენ ხელვაჩაურში, ოცნების ქალაქში დატოვეს რო-------–--ე, რომელმაც მისცა 30 ლარი ბენზინის ჩასასხმელად და წამოვიდნენ უკან. ამის შემდეგ, ზუსტად არ ახსოვს, 4-5 იანვარს, თვითონ, რო----------, ილ---------------ან ერთად შეხვდნენ სავაჭრო ცენტრ პლაზასთან, მათი შეხვედრის მიზეზი იყო ის, რომ ილ-----------ეს რო----------მ სესხად მისცა 300 აშშ დოლარი, მან არ იცის იმათ რა ილაპარაკეს, თვითონ იმ დღეს შეხვდა ილ-----------ეს პირველად, ამის შემდეგ თვითონ და რო---------- წამოვდნენ ქ.თბილისში, ხოლო ილ-----------ე და რო-------–--ე დატოვა ქ.ბათუმში, მის შემდეგ რო-------–--ე არ უნახავს და არც ტელეფონზე არ შეხმიანებია. რა-----------ეც და რო-------–--ეც გაიცნო თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ ყოფნის დროს, რის შემდგომაც მეგობრობდნენ. დეკემბერს, ქ.თბილისში ღრმაღელის მეტროსთან შეხვედრისას რო-------–--ე იქ მარტო მივიდა, რითი მივიდა არ უთქვამს. ახსოვს რომ რო-------–--ემ ტანსაცმელი იყიდა დეკემბერს. რო-------–--ემ მას უყიდა ბოტასი, რო----------ს ქურთუკი, მისთვის ერთი წყვილი ბათინკი, შარვალი და ქურთუკი, მეტი იმ დროს იქ არაფერი უყიდია. არ იცნობს ას-–-------–--ეს ზედმეტ სახელად ,,გ------“. არ იცნობს არც ილია აფ-------ს და არც ნუ-----------–---ს. რო-------–--ისთვის არ უკითხავს ფული საიდან ჰქონდა და არც ის იცის რა რაოდენობის ფული ჰქონდა. სადგურზე მივიდა ვიღაც პიროვნება, რომელიც შეხვდა რ-------, მაგრამ ვინ იყო და რას წარმოადგენდა არ იცის. ყაჩაღობასთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი უთქვამს რ------ მისთვის.
მოწმე მუ-------------ის 2018 წლის 19 აპრილის გამოკითხვის ოქმის თანახმად, წინა დაკითხვის დროს ყურადღება არ მიუქცევია გარკვეული დეტალებისთვის, თუმცა ამჟამად გაახსენდა სრული სურათი და უნდა დეტალური ჩვენების მიცემა. 2017 წლის დეკემბრის თვეში იმყოფებოდა თბილისში, მეტრო ღრმაღელესთან მის მეგობარ რო---------ის მიერ ნაქირავებ ბინაში, რ----- ჰქვია პასპორტით, ისე ყველა იცნობს როგორც ჯ----. დეკემბერს, თბილისში, როცა ის და მისი მეგობარი ჯა---------ე იმყოფებოდნენ სანზონაში, ჯ---- მობილურ ტელეფონზე დაურეკა რო-------–--ემ, რომელმაც უთხრა, რომ თუ ბინაში ადგილი ჰქონდა მასთან დარჩებოდა, რაზეც მეტრო ღრმაღელეს მეტროსთან არსებულ ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდნენ მის თანასოფლელს, ასევე მეგობარ რო-------–--ეს, რომელსაც დაახლოებით 7-8 წელია იცნობს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ჯ---- და რ------ უფრო დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან და არიან ძმაკაცები. რ------- შესახვედრად ის და ჯ--- მისული იყვნენ მისი ჰონდას მარკის ა/მანქანით. იქიდან სამივე წავიდნენ ვაგზლის მოედანზე, სადაც რო-------–--ემ აქციის ფარგლებში შეიძინა შარვალი და ფეხსაცმელი, ფეხსაცმელში გადაიხადა როგორც ახსოვს 100 ლარი, რასაც აქციაში იმავე ფასიანი მეორე ფეხსაცმელიც მოყვა, რასაც 25 ლარი დაამატა და თვითონაც შეიძინა ფეხსაცმელი. მაღაზიაში რო----ა 100 ლარი მისცა, რომ თვითონაც ეყიდა ფეხსაცმელი, მაგრამ ვინაიდან მას აქციით მეორე ფეხსაცმელი მოჰყვა მხოლოდ 25 ლარი დაამატა და შეიძინა ფეხსაცმელი. მან მაღაზიაში ასევე იყიდა შარვალი, მაგრამ თუ რამდენი გადაიხადა არ იცის, რადგან თან არ ახლდა იმ მომენტში. მაღაზიაში ყოფნისას რო----ა ჯ---- უყიდა ქურთუკი, რომელშიც გადაიხადა დაახლოებით 150 ლარზე მეტი თანხა. ამის შემდეგ სამივე წავიდნენ სანზონაში ჯ---- ბინაში. ბინასთან ახლოს მარკეტში რო----ა შეიძინა ლუდი და მისაყოლებლები, რაშიც გადაიხადა დაახლოებით 70 ლარამდე თანხა. ამის შემდეგ ავიდნენ ჯ---- ბინაში, დაიწყეს დალევა, რა დროსაც რ------მ საუბარში უთხრა ჯ----, რომ გეუბნებოდი სოფელ ა------–- ნუ-------–--------ის დაყაჩაღების საქმეზე წამოსულიყავი, რატომ არ წამოხვედიო, რაზეც ჯ---მ უთხრა, რომ მარტო რომ ყოფილიყო მაგ საქმეზე წავიდოდა, მაგრამ ვისთან ერთადაც ჩაიდინა იმათთან ერთად არ წავიდოდა. საუბარში რ------ ახსენებდა თანასოფლელ ას-–-------–--ეს, რომელსაც ზედმეტსახელად ეძახიან ,,გ------“, ანუ ორი წალკელი რო-------–--ე და ას-–-------–--ე და ორი ბათუმელი ნუ-----------–--- და ილ------------ა, რომლებთან ერთადაც ჯ--- საყაჩაღოდ არ წავიდა. ასევე მათ ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ე.წ ,,ნაკოლშიკი“, რომლის ვინაობა მისთვის უცნობია და რ------აც საუბარში არ უხსენებია, მასზე თქვა რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდათ, ორი პიროვნება უნდა დახვედროდათ სახლში ორზე მეტი იყო. ასევე საუბრის დროს, როცა რ------ შეთვრა, ჯიბიდან ამოიღო ფული 100 დოლარიანი კუპიურები, ფულად შეხვდა საქმიდან, იქნებოდა დაახლოებით 1000 დოლარი და უთხრა ჯ----, რომ ისიც რომ წასულიყო საყაჩაღოდ მასაც ექნებოდა. ასევე რო----ა თქვა, რომ ყაჩაღობის დროს მას და ,,გ------“ ანუ ას-–-------–--ეს, ცალკე უპოვიათ ოქროს ოთხი ნაჭერი (ნაკეთობა), რომელიც დაუმალეს აფ-------სა და ხმ--–--ეს, რისი რეალიზებაც მათ გაუჭირდათ და რო----ა სთხოვა ის და ჯ--- დახმარებოდნენ გაყიდვაში. ჯ---მ იქვე თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5------------ ვიბერით დაურეკა ბავშვობის ძმაკაც ილ-----------ეს და უთხრა, რომ ნაქურდალი ოქროს ნივთები ჰქონდა და დახმარებოდა გადადნობაში, მაგრამ ი-–--- უარი უთხრა ნაქურდალი ნივთების გადადნობაზე, ვინაიდან პრობლემები შეექმნებოდა. როგორც შემდგომში 5 იანვარს რო----ა უთხრა აღნიშნულ ოქროებთან დაკავშირებით, ჯართის ფასად ჩააბარა სადღაც, მაგრამ ადგილი მისთვის არ უთქვამს. ასევე საუბარი იყო 100 000 (ასი ათას) რუბლზე, რომელიც ყაჩაღობისას წამოღეს, რ------მ თქვა სავალუტოში ხომ არ ჰყავდათ ვინმე ახლობელი რომ გადაეცვალა, რაზეც უპასუხა, რომ ჰყავდა ახლობელი და რამდენიმე ლარით მეტს მისცემდა, საიდანაც ცოტა თანხა მასაც დარჩებოდა. აღნიშნულ თანხაზე რო----ა გადარეკ-გადმორეკა და აღმოჩნდა, რომ ეს თანხა ას-–-------–--ეს ჰქონდა წაღებული ბათუმში და გადახურდავებული. 31 დეკემბერს დილით, დაახლოებით 10:00 საათის შემდეგ, ის, ჯ--- და რ------ წავიდნენ ისევ ვაგზლის მოედანზე ბაზრობაზე, სადაც რო----ა შეიძინა ქურთუკი, რაშიც 80 ლარამდე გადაიხადა. ამის შემდეგ იქვე ბაზრობაზე ქვედა მხარეს დაახლოებით 1400 ლარად იყიდა ახალი „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი, რის შემდეგაც მისი მანქანით წავიდნენ ქობულეთში ჯ---- სახლში. თბილისში რო----ა 80 ლარის საწვავი ჩაუსხა, ადგილზე ჩავიდნენ დაახლოებით 23:00 საათზე და ახალ წელს ჯ----თან შეხვდნენ. დაახლოებით 13:00 საათზე ჭამეს საჭმელი და მისი მანქანით წავიდნენ ბათუმში. რ------ დატოვეს ბათუმში, მან კიდევ 20 ლარი მისცა საწვავის ჩასასხმელად, რომ ის და ჯ--- დაბრუნებულიყვნენ ქობულეთში. ამის შემდეგ 5 იანვრამდე რ------ აღარ უნახავს. იმ დღეს 5 რიცხვში იგი ნახა ბათუმის ცენტრში არსებულ სავაჭრო ცენტრ ,,პლაზასთან“, მას ფული უნდა მიეცა, რომ ის და ჯ--- დაბრუნებულიყვნენ თბილისში. მან 200 ლარი მისცა ჯ---- საწვავის და საჭმლის ფულად. ამის შემდეგ რო-------–--ე არ უნახავს და არც კონტაქტი ჰქონია მასთან. ნუ-----------–--- და ილ------------ა წალკაში სტუმრად ამოსული იყვნენ მეგობარ ას-–--------–--ის სახლში, ყაჩაღობამდე რამდენიმე კვირით ადრე. მათ ერთმანეთთან ძმაკაცური ურთიერთობა აქვთ. ას-–-------–--ე აღნიშნულ სახლში ცხოვრობს მარტო და როგორც ვარაუდობს აღნიშნული ყაჩაღობა დაიგეგმა ზუსტად ას-–-------–--ის სახლში. ას-–-------–--ეს იცნობს პირადად ერთი წელია, ნუ-----------–---სა და ილ------------ას პირადად არ იცნობს, მაგრამ 31 დეკემბერს რომ სვამდნენ რ------ საუბარში ახსენებდა ნუ-----------–---სა და ილ------------ას, როგორც ორ ბათუმელს რომლებთან ერთადაც, ასევე ას-–--------–--ესთან ერთად დააყაჩაღეს ნუნია მ--–--------ის ოჯახი. ე.წ ,,ნ-----––----“ სახელი და გვარი მისთვის უცნობია, ვინაიდან რ------ არ უხსენებია, მაგრამ როგორც მისი საუბრიდან შეიტყო, ეს პიროვნება ასაკიანი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას უთქვამს რ-------თვის რომ საქმეზე ვერ წამოვალ, გასაქცევად რომ იყოს სიტუაცია ვერ გავიქცევი ასაკიანი ვარ და ვერ შევძლებო. ასევე როგორც რ-------გან იცის ნ-----––----თვის ფული არ მიუციათ იმდენი რამდენიც უნდა მიეცათ, ვინაიდან არასწორი ინფორმაცია მიუცია და თან თვითონ უარი უთქვამს საქმეზე წამოსვლაზე. მის მაგივრად საქმეში სხვა ჩაუსვია და შესაბამისად მეტს არ იმსახურებდა. ასევე მისთვის უცნობია ორზე მეტი რამდენი პიროვნება დახვდათ მათ სახლში, მაგრამ ის თქვა, რომ უფრო მეტი ხალხი დახვდათ ბინაში და მეტი შრომა დასჭირდათ. ოქროს ოთხი ნაკეთობის აღწერილობა, რომელზეც რ------ ლაპარაკობდა მისთვის უცნობია. მას საუბარში არ უხსენებია თუ როგორი და რა სახის ნაკეთობები იყო. ფაქტია, რომ ჯართად ჩაბარება ენანებოდა, ვინაიდან იმდენ თანხას ვერ მიიღებდა. როგორც რ------მ საუბარში უთხრა ა--–---- ეს ოქრო დამარხული ჰქონდა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მერე წაუღიათ ბათუმში. როგორც რ------მ უთხრა ის ბათუმში ჩასულა იმ მიზნით, რომ იქ უნდა გაყოფილიყო ნაყაჩაღარი ნივთები საქმის მონაწილეებზე, ოქრო უნდა გადაეტანათ თურქეთში და გაეყიდათ მეტ ფასად, თუმცა საბოლოოდ ვერ დალაგდნენ, მოუწიათ ოქროს გადადნობა და ჯართის ფასად ჩაბარება. ამაწლის 5 აპრილს ბათუმში ყოფნის დროს მისი და რ------- საერთო ნაცნობმა ილ-----------ემ პირად საუბარში უთხრა, რომ რ------ ენას ვერ აჩერებდა, დათვრა და თავის ნათესავ გოგოსთან, რომელიც არის რ------- ძმის ცოლისდა და რომელთანაც რ------ ჰქონია ახლო ინტიმური ურთიერთობა, რ------- უთქვამს და უტრაბახია როგორ ჩაუდენია ყაჩაღობა და როგორ უშოვია ფული.
2018 წლის 13 იანვრის წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ დ.გ----------ის პატაკის თანახმად, ნუ-------–--------ის ყაჩაღობის ჩამდენ პირებს რო-------–--ესა და ას-–-------–--ეს სავარაუდო კავშირი აქვს ილ------------ასთნ, რომელიც ცხოვრობს ქ.ბათუმში, ვ-–----–----–-- ქ. 8--ში. აღნიშნული პირები ნაყაჩაღარ ნივთებს უნდა ინახავდნენ თავის საცხოვრებელ სახლებში და სათავსოებში, ასევე აღნიშნულ დანაშაულთან კავშირი აქვს ნ.გიგინეიშვილის მეგობარ ქალს ცი------–------ეს, რომელიც ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა---–-------––-. ცი------–------ე ნაყაჩაღარ ძვირფასეულობას უნდა ინახავდეს თავის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში და ქ.ბათუმი, ჭ--------------ში მდებარე "ბათუმი პლაზას" მეორე სართულზე მდებარე ოქროს ბიჟის სავაჭრო ცენტრში მდებარე თავის სამუშაო მაგიდასთან.
2018 წლის 13 იანვრის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ინდ. მეწარმე ცი------–------ის ოქროს ბირჟაზე არსებული დახლიდან (მდებარე: ქ.ბათუმი, ჭ--------------, “ბათუმი პლაზა”) ამოღებული იქნა ცი------–------ის სამუშაო ბლოკნოტი, სადაც მითითებულია 5 იანვრით დათარიღებული გვერდი, მითითებულია: მა------------–---–ი და ოქროს ნაკეთობების გრამები, მთლიანი წონა 25,5 გრამი. 6 იანვრით დათარიღებულია: ნა--------------–---–ი და მითითებულია ოქროულის მთლიანი წონა 13,6 გრამი.
2018 წლის 13 იანვრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გუ-–------–-–----ის ოქროს ბირჟაზე არსებული სავაჭრო დახლიდან (მდებარე: ქ.ბათუმი, ჭ--------------, “ბათუმი პლაზა”) ნებაყოფლობით იქნა ამოღებული თი-----------–--–--ის მიერ მიყიდული 2 ბეჭედი და 1 სამეული (ერთი ბეჭედი და ორი საყურე).
2018 წლის 13 იანვარს, 13:55-14:15 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ნა-----------ის ოქროს ბირჟაზე არსებული სავაჭრო დახლის (მდებარე: ქ.ბათუმი, ჭ--------------, “ბათუმი პლაზა”) ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული თი-----------–--–--ის მიერ მიყიდული 1 ცალი ოქროს ბეჭედი.
2018 წლის 13 იანვარს, 14:25-15:00 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - გუ-–--------------ის ოქროს ბირჟაზე არსებული სავაჭრო დახლის (მდებარე: ქ.ბათუმი, ჭ---------------- “ბათუმი პლაზა”) ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული თი-----------–--–--ის მიერ მიყიდული 1 ცალი ოქროს ბეჭედი.
2018 წლის 13 იანვარს, 22:55-23:15 საათებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედების - სო--------------–---–ის საცხოვრებელი სახლის (მდებარე ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯ-----------–ი) ჩხრეკა, რა დროსაც მან ნებაყოფლობით წარმოადგინა ნინო აბესაძის მიერ მიცემული ოქროს კულონი.
2018 წლის 5 იანვრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.ბათუმში, გენერალ ას-–------–--------- ბინა 82-ში, ნუგზარ ხმ--–--ის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. ბინის შესასვლელი კარიდან მარჯვნივ გარეთ გაზის გათბობის ბოილერის თავზე ნანახი და ამოღებული იქნა, შავი ფერის ა/მანქანის სავარძლის თავის მისადების გადასაკრავი, რომელშიც დევს 3 ცალი ე.წ. ,,ატმეჩკა“, ერთი გასაღები და ,,კლიტის“ გულაკი გატეხილ მდგომარეობაში, ასევე გადასაკრავის შიგნით დევს ანალოგიური გადასაკრავი, რომელშიც დევს ორი ცალი რეზინის თეთრი ფერის ნახმარი ხელთათმანი და ორი ცალი ნაცრისფერი ნაქსოვი წინდა.
2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის მიხედვით, გუ-–------–-–----ის მიერ წარმოდგენილი ორი ცალი ბეჭდიდან და ერთი ცალი სამეულიდან ნუ-------–--------ის მიერ ამოცნობილი იქნა სამი ცალი სამეულიდან - საყურეები და ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებული იქნა 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს, ეს სამეული ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ბრილიანტის თვლები, წითელი, ოქროთი, შუაში სამივეს ერთი ბრილიანტის თვალი აქვს და ირგვლივ ბრილიანტის ნამცეცების ბრილიანტის თვლებით, 585 პრობით.
2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის თანახმად, ნუ-------–--------მა წარმოდგენილი სამი ცალი თვლიანი ბეჭდიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან მესამე ქალის ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: იგი არის თუქრული წარმოების ოქრო, 6 გრამი, თვლები, რომლებიც აქვს არის 8 ცალი ბრილიანტის თვალი გაშლილად ზემოდან და გარშემო მცირე ზომის ბრილიანტის თვლები აქვს, თვლები მოთავსებულია ოვალურ ჭრილში, 585 პრობი.
2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ნუ-------–--------მა წარმოდგენილი სამი ცალი ქალის ერთი ცალი თვლიანი ბეჭდიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან პირველი ქალის ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: აქვს ყვავილის ფორმის ნაკეთობა ზემოდან, ზემოდანვე აქვს ერთი ცალი ცირკონის თვალი ჩამჯდარი ოთხი ცალ ჭრილში, არის 2, 5 გრამი, ქართული წარმოების ოქრო, 585 პრობი.
2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის თანახმად, ნუ-------–--------მა წარმოდგენილი სამი ცალი ქალის ერთი ცალი თვლიანი ბეჭდიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან პირველი ქალის ბეჭედი, რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: არის ოქროს ქალის ბეჭედი, შუაში ერთი ცალი ცირკონის თვლით და გარშემო პატარა ცირკონის თვლებით, არის 3 გრამი, 585 პრობი, ქართული ყვითელი ოქრო.
2018 წლის 11 თებერვლის ამოცნობის ოქმის თანახმად, ნუ-------–--------მა წარმოდგენილი სამი ოქროსფერი კულონიდან ამოიცნო მისგან მარჯვნიდან პირველი რომელიც არის მისი საკუთრება და წაღებულია 2017 წლის 29 დეკემბერს მისი სახლის დაყაჩაღების დროს. მან იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: არის მედალიონი, დაახლოებით ოცთეთრიანის ზომის, ოვალური ფორმის, თუქრული წარმოების ოქრო, სრულიად ახალი, როგორც ჩამოსაკიდი ნათურის ფორმის ანუ ქვემოთ მრგვალი და შუას ზემოთ როგორც ოვალური. ბოლოში აქვს სპეციალური ე.წ. ყუნწი ძეწკვის გასაყრელად. ერთ მხარეს ახატია ღვთისმშობელი მარიამი ბავშვთან ერთად და მეორე მხარეს ახატია იესო ქრისტეს მხოლოდ სახე, 585 პრობი, დაახლოებით 2 გრამამდე.
საქმეზე გამოკვლეული იქნა რო-------–--ეს, ას-–-------–--ესა და ილ------------ას შორის სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია, საიდანაც დადგინდა, რომ 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში, დაფიქსირებულია ას-–------–--ის ტელეფონის ნომერსა 5----------- და რო-------–--ის ტელეფონის ნომრებს 598 23 84 30 და 5------------ს შორის კავშირი. 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე დაფიქსირებულია ას-–-------–--ის ტელეფონის ნომერსა 5----------- და ილ------------ას კუთვნილ ტელეფონის ნომერზე 5----------- კავშირი. მათ შორის საუბარი შედგა რამდენჯერმე სხვადასხვა ინტერვალით. ინფორმაცია გამოთხოვილია იმ მობილური ოპერატორებიდან, რომელთა ანძები ემსახურებოდა მითითებულ ტელეფონის ნომრებს. 2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით რო-------–--ის ტელეფონის ნომერი 5----------- ფიქსირდება წ--–--- ტერიტორიაზე. 31 დეკემბერს ფიქსირდება თბილისში, სამტრედიის და ქობულეთის ტერიტორიაზე, 1 იანვარს ფიქსირდება ბათუმში.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსების თანახმად, მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- ეკუთვნის ბრალდებულ რო-------–--ეს, ხოლო ტელეფონის ნომრით 5----------- სარგებლობს მე----------ე. 2018 წლის 10 იანვარს შედის შეტყობინებები: „მოდი ესე გავაკეთოთ მე რომ ზედმეტი პრობლემა აღარ შეგიქმნა’’, ,,მე შემექმნას ნუ მომიკითხავ, საერთოდ სანამ ეს ყველაფერი არ ჩაივლის“. ... ,,კარგი“ ბრალდებული წერს ,,მე სანამ არ შეგეხმიანები, არ შემეხმიანო შენ“, ,,არა ნომერზე არ მაწყობს“, .. ,,ვიბერში ვერ შემოვალ, არ მაქვს ინტერნეტი“ და ასევე შეტყობინება „ვიბერზე თქო“. 2018 წლის 11 იანვარს რო-------–--ესა და მე----------ეს შორის შედგა შემდეგი სახის საუბარი: ,,ძმა ხომ არ შეგეხმიანა, ვინ? ო------ ჩემი ნომერი მიეცი? კი, დაჟე რა ჯერ არ შემხმიანებია არავინ, მე გეუბნები ყველაფერი გითხარი საჭიროების შემთხვევაში თუ არა, საჭირო თუ დარჩა მაშინ ეგ ყველაფერი მაშინ მოხდება თუ არა შეიძლება ისიც არ მოხდეს გესმის ჩემი? ქალბატონი ეუბნება: თუ საჭირო იქნება, რომ ვიცოდე გარანტირებულად რომ არ გაბაზრდება და რაღაცა ჩვენებასაც შევცვლი რაღაცას გავაჩმახებ, მაგრამ ვიცი, რომ გააბაზრებენ, რ.გელაძე ეუბნება: შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, არ მინდა არც შენი ჩვენების შეცვლა, არც არაფერი, კაროჩე კარგად იყავი რა მართლა, არ მინდა გეფიცები იყოს როგორც...(არ ასრულებს,) გიმეორებ შენ როგორც თქვი ისე არ მინდა ვაფშე. შემდეგ ქალბატონი ეუბნება: გიჟი ხარ შენ? არ მინდა მეთქი გითხარი და მორჩა, მართლა არ მინდა, პასუხობს გელაძე, ქალბატონი-ნერვებს მიშლი, რ.გელაძე- არ მინდა მეთქი გითხარი ვსო, ქალბატონი - მე მინდა, რ.გელაძე - არ მინდა შენი ჩვენება შეცვალო, საუბარი გრძელდება და ეხება ჩვენების შეცვლის საკითხს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 29 დეკემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს წ--–--- რაიონის, სოფელ ა------–-. სახლს გარშემო აქვს ხუთი ცალი მეტალოპლასტსმასის ფანჯარა, რომელთაგანაც სახლის ჩრდილოეთის მხარეს არსებული ფანჯარა გაღებულია და ქვედა მხარეს ემჩნევა მექანიკური ძალადობის კვალი. სახლში შესასვლელი კარი მდებარეობს აღმოსავლეთის მხარეს, რომლის შიგნით არის სამზარეულო ოთახი. იქვე კართან ნანახი იქნა მოწითალო ფერის კოპლებიანი ღამის შარვალი. ოთახში შიგნით არის სამი კარი, ერთი ჩრდილოეთის მხარე, აბაზანაში შესასვლელი კარი, მეორე დასავლეთით მდებარე ოთახში შესასვლელი კარი და მესამე სამხრეთით მდებარე მისაღებ ოთახში შესასვლელი კარი. ოთახში იატაკზე არის ხალიჩა, რომელზეც ყრია რამდენიმე განასკვული ნაჭერი და ორი ცალი ე.წ ხამუთი თეთრი ფერის, რომლებიც შუაზე გადაჭრილია. ასევე ხალიჩაზე ყრია ორი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი და საკერავი მანქანა. ოთახში მარცხენა მხარეს არის რკინის საწოლი, რომელიც არეულია და ზედ არის შავი ფერის ნაქსოვი სვიტრი, წინა ორი ჯიბით. სამხრეთის მხარეს არის დივანი, რომელზეც ყრია ბალიშები და თეთრეული. კარიდან პირდაპირ დგას მაგიდა, რომელზეც დევს ჩაიდანი, დოქები და მაკრატელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე კინოლოგის მიერ 8 გაღებული ფანჯრის რაფიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში და დათვალიერების დამთავრების შემდეგ სპეციალური ძაღლი შერი გაშვებულ იქნა კვალზე. ძაღლი შევიდა აღნიშნული სახლის უკანა ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიიდან და წავიდა ქვემოთ ბაღებში, საიდანაც გავიდა სოფლის მინდორში და გზა გააგრძელა სოფელ ს-----------ს მიმართულებით მინდორში. სოფელში შევიდა, მიტოვებული სახლის გვერდის ავლით და მივიდა სოფლის ცენტრში მდებარე მიტოვებული სახლის ეზოში, სადაც მივიდა ღობესთან და დაყნოსა ენერგეტიკული სასმელი ,,ბუმის“ სასმელი ქილა, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტის მიერ. შერი გავიდა მეზობლად მდებარე სახლის ბოსელის უკანა მხრიდან და გადავიდა მის მეზობლად მდებარე სახლში, რომელიც ეკუთვნის გოგიტა ხოზრევანიძეს, შევიდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, მივიდა სახლის გვერდით მდებარე ავტოფარეხში, სადაც დაყნოსა, გამოვიდა, ისევ აღნიშნული სახლის კართად და გაჩერდა. შემთხევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა 3 ცალი ხამუთი, 2 ცალი პატარა ხელჩანთა, 1 ცალი მაკრატელი, 1 ცალი შავი სვიტრი, 1 ცალი მოწითალო ფერის კოპლებიანი ქვედა შარვალი, 1 ცალი თეთრი ლურჯკოპლებიანი პერანგი, 1 ცალი ოქროს ჩასალაგებელი ყუთი, განასკვული ნაჭრები. ოთახში არსებული ფანჯრის გაღებულ ქვედა მხარეს ექსპერტის მიერ აღებული იქნა მუქი ფერის ლაქის ნიმუში.
წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ალ. ბ---–----ის 2018 წლის 4 იანვრის პატაკის მიხედვით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ წ--–--- რაიონის სოფელ ა------–- მცხოვრებ ნუ-------–--------ის ყაჩაღობის ჩამდენი პირები, ძიებით დაუდგენელ მესამე პირთან ერთად სავარაუდოდ იყვნენ რო-------–--ე და ას-–-------–--ე. 2018 წლის 5 იანვრის წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ბ.ბ----ის პატაკის თანახმად, წ--–--- რაიონის სოფელ ა------–- მცხოვრებ ნუ-------–--------ის მიმართ ყაჩაღობის ჩამდენი პირები, კერძოდ: რო-------–--ე ცხოვრობდა ქ.ბათუმში, სუ-–----------------ში, ხოლო ას-–-------–--ე ჩოხატაურის რაიონის სოფელ შ--------–--–-. აღნიშნულ პირებს თან უნდა ჰქონოდათ დანაშაულის გზით მოპოვებული ძვირფასეულობა და ფულადი თანხა.
წ--–--- რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ რ.ი----------ის 2018 წლის 9 იანვრის პატაკის თანახმად, წ--–--- რაიონის სოფელ ა------–- მცხოვრებ ნუ-------–--------ის ყაჩღობის ჩამდენი პირები, ძიებით დაუდგენელ მესამე პირთან ერთად იყვნენ რო-------–--ე და ას-–-------–--ე. რო-------–--ესთან და ას-–-------–--ესთან ერთად აღნიშნულ დანაშაულზე სატელეფონო საუბრები ჰქონდა ნაყაჩაღარ ძვირფასეულობასთან დაკავშირებით ილ------------ას, ი.აფ-------ს დედას ნა--------------–---–ს და ნა--------------–---–ის მეგობარ ქალს ცი------–------ეს.
2018 წლის 05 იანვარს, 10:27 საათიდან 10:50 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, რო-------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რო-------–--ის შავი ფერის ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, რომლის ჯიბეში იდო 7 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა: 1) MB 13209995 2) FK 35784197 B 3) HB 92210738 Q 4) LI 96974608 A 5) KG 00028497 B 6) LG 45432054 A 7) LB 72052715 B; ასევე 20 ლარიანი კუპიურა: E 69 831403; 5 ლარიანი კუპიურა: C A 1631174; საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი ნომერი 5------------------ ,,რო-------–--ე“, მოქმედების ვადა 11/19; რო-------–--ის პირადობის მოწმობა პ/ნ 5----------, ნომ.1--------- ზუმერ ჯორჯიას საგარანტიო ტალონი გაცემული 29.12.17წ. მობილური ტელეფონი ,,სამსუნგ ჯ-7 პრაიმის“ სამი წლის გარანტიით, იმეი კოდით 3--------------; შავი ფერის მობილური ტელეფონი „სამსუნგ ჯ-7 პრაიმი“; მობილური ტელეფონი მიკრომაქსი X707; სიგარეტი მალბორო წითელი; სანთებელა წარწერით ბათუმი პლაზა კაზინო ევროპა-ბეთი; ხურდა ფული 5 ერთლარიანი; 3 ცალი 50 თეთრიანი; სამი ცალი 20 თეთრიანი და ერთი ცალი 10 თეთრიანი რკინის მონეტები; ექსპრეს ბანკის გადახდის ქვითარი დათარიღებული 04.01.2018წ.
2018 წლის 05 იანვარს, 10:30 საათიდან 11:20 საათამდე პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ას-–-------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ას-–-------–--ის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 5 (ხუთი) ცალი 100 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით: AA 23487517; AA 23376878; G 22019388; G 18679209; G 17216421 და 5 ცალი 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა ნომრებით: KG 70733724 A; KB 80390763 J; KL 78514192 O; KK66401317 C; KB 73117780 R. ამავე ჯიბიდან პ/მოწმობა, მანქანის მოწმობა, მეტრ------, მინდობილობა და საზღვრის კვეთის ბლანკი. მისივე შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,SAMSUNG“-121 შავი მობილური ტელეფონი ი/კოდით 3-------------- და სიმ ბარათი წარწერით 8--------------------
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა გი----------------ემ დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, 03:00-04:00 საათის შუალედში, წ--–--- რაიონის სოფელ ა------–-, ნუ-------–--------ის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში რკინის სეიფის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო ოთახში ფანჯრის ხის რაფის ზედაპირიდან და სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო ოთახში ფანჯარასთან მდგარი ხის სკამიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმეებისგან: ას-–-------–--ისგან, რო-------–--ისაგან და ილ------------ასაგან (დაბადებული 2--------- წელს, პ.ნ. 6----------) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. ამასთან, ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ნიმუშის აღება ხდება გააქტიურებული ნახშირით, ხოლო ადამიანისაგან სუნის ნიმუშს იღებენ სტერილური დოლბანდის გამოყენებით. გამოსაკვლევად მას გაეგზავნა როგორც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, ისე დასკვნაში მითითებული პირების სუნის ნიმუშები. ერთი სუნის ნიმუშის იდენტიფიცირებისთვის კვლევას ატარებენ სამჯერ. მანამდე ხდება ძაღლის შემოწმება თუ რამდენად მგრძნობიარეა მისი ცხვირის დეტექტორი. ყველა ადამიანს, ინდივიდუალური სუნი აქვს, რომელიც როგორც წესი არ მეორდება. როდესაც შემთხვევის ადგილი არის დახურული სივრცე და ის განიავდება, შესაძლებელია სუნი დაიკარგოს, ხოლო თუ ის დაცულია, სუნის კვალი რჩება გარკვეული პერიოდი. დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში თუ სამივეჯერ მიუთითებს ძაღლი ერთი და იმავე ნიმუშზე, სხვა შემთხვევაში დასკვნაში სუნის ნიმუშის კუთვნილება არ იწერება.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური, მორფოლოგიური) ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, პაკეტში წარწერით „...ერთი ცალი რკინის გასაღები ფოტო...“ მოთავსებულ გასაღებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი და პაკეტში, წარწერით: „...ღია ფერის პლასტმასის ე.წ. „ხამუთი“ ფოტო N3...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს ორ სხვადასხვა პირს, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ ბიოლოგიურ ნათესავებს; პაკეტში წარწერით „...ღია ფერის პლასტმასის ე.წ. „ხამუთი“ ფოტო N1...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის ორ მდედრობითი სქესის პირს. ობ. N2-ის პროფილის ერთ-ერთი წილი ობ. N1-ის ხოლო მეორე წილი ობ.N4-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია; პაკეტში წარწერით „...ღია ფერის პლასტმასის ე.წ. „ხამუთი“ ფოტო N2...“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. N4-ის გენეტიკური პროფილის. ობ. N3-ის პროფილის მინორულ წილში ვლინდება რო-------–--ის (ობ. N26; პაკეტი წარწერით „....რო-------–--ის ნერწყვის ნიმუში ...“) გენეტიკური თანამონაწილეობა და არ ვლინდება შესადარებლად წარმოდგენილი პირების (ობ. N22-25,27) გენეტიკური თანამონაწილეობა. პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდი ფანჯრის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ბამბიან ჩხირზე (ობ. N5) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით „...მუქი ფერის ლაქის ანაწმენდი...“ მოთავსებულ ბამბიანი ჩხირის ბოლოზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქა (ობ. N6) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ N6-ზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში, წარწერით: „...ერთი ცალი ალუმინის ქილა...“ მოთავსებულ ქილაზე (ობ. N7,8) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში, წარწერით: „...ქსოვილის ნაჭრები ფოტო N9...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ყვითელი ფერის და ჭრელ ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N9 და ობ. N14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო მოყავისფრო ლაქა (ობ. N13) სისხლი არ არმოჩნდა. ობ.N 9,14-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N11) გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ორ სხვადასხვა მდედრობითი სქესის პირს. ობ. N11-ის გენეტიკური პროფილი ობ. N14-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ყვითელი ფერის ფრაგმენტებზე (ობ. N10), თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე (ობ. N12), ჭრელ ფრაგმენტებზე (ობ. N15,16), ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე (ობ. N18) და წყვილ წინდაზე (ობ. N 20) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა შერეული გენეტიკური პროფილებით. ობ. N10,15,18-ის პროფილში ვლინდება ობ. N1-ის, ობ.N 4,11-ისა და ობ. N9,14-ის გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N12,16,20-ის პროფილები გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ პერანგზე (ობ. N21) და აღნიშნული ქსოვილის ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმებზე (ობ. N17, 19) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,ერთი ცალი რკინის გასაღებზე, ღია ფერის პლასტმასის ე.წ ხამუთზე, ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,,ხამუთის“ პოლიმერული მასალის სალტეზე, ყვითელი ფერის და ჭრელი ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქებზე, თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიურ მასალაზე, ყვითელი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე, ქსოვილის ჭრელ ფრაგმენტზე და შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული გენეტიკური პროფილების ა.პ--–------ის, ნ.მ--–--------ის, და შ.ს---------ის გენეტიკური პროფილებთან (ნერწყვის ნიმუშებთან) შესადარებლად და მათი იდენტურობის დასადგენად დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა.
2018 წლის 10 მაისის ბიოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: ,,ერთი ცალი რკინის გასაღები ფოტო“ მოთავსებულ გასაღებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N1; ექსპერტიზის დასკვნა N0--------) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნუ-------–--------ს (პაკეტი, წარწერით:,,ნუ-------–--------ის ნერწყვის ნიმუში...“); პაკეტში წარწერით: ,,ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,ხამუთი“ ფოტო N3, მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N4;ექსპერტის დასკვნა N0--------)გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შა---- ს---------ს. (პაკეტი წარწერით შა-–-------------ის ნერწყვის ნიმუში...); პაკეტში წარწერით: ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,,ხამუთი „ ფოტო N1 მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N2 ექსპერტის დასკვნა N0--------) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ნუ-------–--------ის, ხოლო მეორე წილი შა---------------ის გენეტიკური პროფილების იდენტურია; პაკეტში წარწერით: ღია ფერის პლასტმასის ე.წ ,,ხამუთი“ ფოტო N2..“, მოთავსებულ პოლიმერული მასალის სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N3; ექსპერტის დასკვნა N0--------) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის შა---------------ს.
პაკეტში წარწერით: ქსოვილის ნაჭრები ფოტო N9...“ მოთავსებულ ერთ-ერთ ყვითელი ფერისა და ჭრელ ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N9 და ობ. N14; ექსპერტის დასკვნა N0--------) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ამასპიუ პ--–------ს (პაკეტი, წარწერით:,,... ამასპიუ პ--–------ის ნერწყვის ნიმუში...)ამავე პაკეტში მოთავსებულ თეთრი ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობN11; ექსპერტის დასკვნა N 0--------) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის შა---- ს---------ს; აღნიშნული ყვითელი ფერის ფრაგმენტებზე (ობ.N10 ექსპერტიზის დასკვნა N0--------) , ჭრელ ფრაგმენტებზე (ობ. N15; ექსპერტიზის დასკვნა N00040218) და ამავე პაკეტში მოთავსებულ შავი ფერის ქსოვილის ფრაგმენტებზე (ობ.N18; ექსპერტის დასკვნა N0--------)არსებულ ბიოლოგიური მასალის შერეულ პროფილში ვლინდება ნუ-------–--------ის, შა---------------ისა და ამასპიუ პ--–------ის გენეტიკური თანამონაწილეობა.
აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკ------------------–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ პირველი ექსპერტიზის ჩატარების დროს გამოსაკვლევად წარდგენილი ნიმუშები ერთმანეთს შეადარეს, ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პირველ დასკვნაში მითითებულია, რომ გენეტიკური პროფილი არის შერეული, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, ხოლო მინორულ წილში ვლინდება რო--------–--ის გენეტიკური თანამონაწილეობა. მეორე დასკვნით კი მოხდა მაჟორული წილის იდენტიფიცირება და აღმოჩნდა შა---------------ის. ადამიანის გენეტიკური პროფილის საგანზე აღმოსაჩენად უნდა მოხდეს კონტაქტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რო-------–--ის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა ე.წ. პლასტმასის ხამუთზე, სადაც ასევე აღმოჩნდა შა---------------ის გენეტიკური პროფილი.
ბრალდებულმა რო-------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს, მთელი ღამე იმყოფებოდა გო------------------ან, მეორე დილით თა----------–------ან. თამაშობდა აზარტულ თამაშებს და მოიგო გარკვეული თანხა. 30 დეკემბერს იმყოფებოდა თბილისში და იყიდა ტანსაცმელი. დაკავებამდე მუშაობდა და ჰქონდა საკუთარი შემოსავალი. მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარდების შემდეგ, ყველას აფრთხილებდა, რომ არ ეკონტაქტათ, რადგან ვისაც ეხმიანებოდა, შემდეგ ყველას დაკითხვაზე იბარებდნენ. მე----------ეც დაკითხვის დროს შეაშინეს და ჩვენების მიცემა აიძულეს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების და ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლის მიერ რო-------–--ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ რო-------–--ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს რო-------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს დაზარალებული მის მიმართ განხორციელებულ მუქარას. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებულად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ რო-------–--ის უდანაშაულობის თაობაზე, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა რო-------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის არათანმიმდევრულ, წინააღმდეგობრივ ჩვენებებს და ირიბ მტკიცებულებებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. მსჯავრდებულ რო-------–--ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებით, არამედ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დანაშაულის ჩადენის სრულ სურათს ქმნის და არ არსებობს აღნიშნული ჩვენებების უარყოფის რაიმე საფუძველი. კერძოდ: დაზარალებულ ნუ-------–--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით ღამის სამი საათის შემდეგ, ძილში იგრძნო პირზე ხელი როგორ ააფარეს, რის შემდეგაც ვიღაცამ საბანი შემოაფარა და იატაკზე დააგდო. იმავე ოთახში მყოფ მის შვილს ხელები უკვე შეკრული ჰქონდა და დაბლა დაგდების შემდეგ, მისთვისაც ცდილობდნენ ხელების შეკვრას, რა დროსაც მასთან მდგომ მამაკაცს ჩამოაძრო სახეზე აფარებული ქსოვილი და ხელთათმანის მოხსნა შეძლო, რაზეც ეს მამაკაცი გაბრაზდა, ორჯერ დაარტყა ზურგის არეში და წვეტიანი საგნის შეხება იგრძნო (დაზარალებულზე ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით); მასთან ერთი მამაკაცი იდგა, მეორე შა------ან, მესამე კი დედამთილის ოთახში იყო. ოთახში მყოფი პირები რუსულად საუბრობდნენ, ეკითხებოდნენ სად იყო ოქრო და ფული და სეიფის გასაღებს სთხოვდნენ. მისი მითითებით, ჩანთიდან ამოიღეს გასაღები, სეიფი გააღეს და ოქროს ნივთები წაიღეს. თავდამსხმელები სამნი იყვნენ და როგორც ჩანს ფანჯრიდან შევიდნენ სახლში. ერთ-ერთს თავზე ეფარა ქუდი და ეცვა მუქი ფერის ფეხსაცმელი, ხოლო მეორე უფრო სპორტული აღნაგობის იყო. დაზარალებულ შა---------------მა აჩვენა, რომ 2017 წლის 29 დეკემბრის ღამეს ძილის დრო იგრძნო, რომ სუნთქვა უჭირდა, თვალი გაახილა და დაინახა მამაკაცი, რომელიც იმავდროულად მას აკავებდა. დედასთანაც იდგა ერთი მამაკაცი და ბებიას ყვირილის ხმაც გაიგონა. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც კარგად საუბრობდა რუსულად, იდგა დედასთან, მეორე მასთან, მესამე ბებიას ედგა თავზე. თავდამსხმელებმა სამივეს ხელ-ფეხი შეუკრეს და პირზე ააფარეს. დაინახა, დედამისის მითითებით როგორ ამოიღეს ჩანთიდან გასაღები და სეიფიდან ოქროს ნივთები პაკეტში ჩაალაგეს; მოწმე მე----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ რო-------–--ემ მას მოუყვა სამ მეგობართან ერთად თუ როგორ წაართვა ვიღაცას ოქრო, რომლის რეალიზაცია მოხდა დოლარში, მაგრამ ის იყო უკმაყოფილო, რადგან ცოტა თანხა შეხვდა. დაზარალებულების ჩვენებებს და მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს ასევე ადასტურებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე საძინებელ ოთახში რკინის სეიფის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო ოთახში ფანჯრის ხის რაფის ზედაპირიდან და სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო ოთახში ფანჯარასთან მდგარი ხის სკამიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია რო-------–--ისაგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშების. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე დადასტურდა, რომ ე.წ. პლასტმასის ხამუთზე, რომლითაც შა---------------ს ხელი ჰქონდა შეკრული, აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი რო-------–--ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმის მე----------ის ირიბი ჩვენებების გაუზიარებლობის თაობაზე და მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Horncastle and others v. United Kingdom), N 4184/10, რომელშიც განმარტებულია, რომ ირიბი მტკიცებულება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ დაზარალებულმა ნუ-------–--------მა ორი განსხვავებული ჩვენება მისცა გამოძიებას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე ზიანთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე მტკიცებულებითი ძალა მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს და სწორედ იგი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენებები არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ხოლო ის ფაქტი, რომ დაზარალებულებმა უტყუარად ვერ მიუთითეს მსჯავრდებულზე, როგორც მათზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირზე, არ შეიძლება გახდეს მათი ჩვენებების არასარწმუნოდ მიჩნევის და გაუზიარებლობის საფუძველი. დაზარალებულების ჩვენებებიდან გამომდინარე, თავდამსხმელებს სახეზე ქსოვილი ჰქონდათ აფარებული და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ რო-------–--ის ამოცნობა ვერ მოხდებოდა. თუმცა, შა---------------ის ჩვენებით დადგენილია მსჯავრდებულის ფიზიკური აღწერილობა, მისი განმარტებით, რო-------–--ე გავს იმას, ვინც მას თავზე ედგა, ამსგავსებს აღნაგობით, თავის ფორმით და თვალებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, მტკიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში რო-------–--ის მიმართ შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულების სიძლიერე ამყარებს ძირითად მტკიცებულებას - დაზარალებულების ჩვენებას.
სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, მოწმე მუ-------------ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გაუზიარებლობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მოწმის ჩვენება წარმოადგენდა ირიბ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მუ-------------ის ჩვენებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, არ წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებებს იმ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რაც მან თავის ჩვენებებში გადმოსცა.
სააპელაციო პალატა ესევე მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განმარტების მიხედვით, მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, მოწმის დაუსწრებლობის საფუძვლიანი მიზეზი უნდა არსებობდეს, პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული, კერძოდ კი მანამდე, სანამ იმაზე დაიწყება მსჯელობა, კონკრეტული მტკიცებულება იყო თუ არა ერთადერთი ან გადამწყვეტი. როდესაც მოწმე არ ესწრება სასამართლო პროცესს ჩვენების უშუალოდ მიცემის მიზნით, არსებობს ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, შესწავლილ უნდა იქნეს მოწმის გამოუცხადებლობის საფუძვლიანი მიზეზები („ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom); როდესაც ბრალდებულის მიერ მოწმის დაკითხვა შეუძლებელია მისი სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო, ხელისუფლებამ გონივრულ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს მისი სასამართლოში გამოცხადება („კარპენკო რუსეთის წინააღმდეგ“ Karpenko v. Russia); გარკვეულ გარემოებებში შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საგამოძიებო ეტაპზე ჩამორთმეულ ჩვენებებზე დაყრდნობა, მაგალითად, როდესაც მთავრობის მიერ მოწმის სასამართლოში გამოცხადებისთვის მიმართული ძალისხმევის მიუხედავად, იგი არ გამოცხადდა სასამართლოში („მირილაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“, Mirilashvili v. Russia); მაშინაც კი, როდესაც სხვის სიტყვებზე დაფუძნებით მიცემული ჩვენება მოპასუხის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი ან გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენებაა, მისი დასაშვებად ცნობა ავტომატურად არ წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. მიუხედავად ამისა, ის გარემოება, რომ მოპასუხის მსჯავრდება ძირითადად, ან უმეტესწილად, იმ მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადებულა, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იქნება მიჩნეული მასთან დაკავშირებული საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცესუალური გარანტიების არსებობა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის – მტკიცებულებების სანდოობისა და სარწმუნოობის შეფასებისკენ მიმართული სამართლიანი და სათანადო ზომები. ასეთი მტკიცებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათზე დაყრდნობით, მსჯავრდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მტკიცებულება საკმარისად სარწმუნოა („ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ“ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [დიდი პალატა).
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19-- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რო-------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.
რაც შეეხება რო-------–--ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას რო-------–--ისთვის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და რო-------–--ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის მინიმუმთან მიახლოებული, სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ რო-------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა---------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი რო-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რო-------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზა---------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი რო-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რო-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რო-------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მაისიდან.
მსჯავრდებულ რო-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე დართული ნივთების: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთების, რო-------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების, მე----------ისაგან ამოღებული ფულადი თანხის, გუ-–--------–-–----ის და ნა-------------ის დახლებიდან ამოღებული ნივთების, სო--------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთების, ილ------------ას, ას-–-------–--ის, რო-------–--ის, ნუ-------–--------ის, შა---------------ის, ამ------------–------ისაგან აღებული ნიმუშების, 3 ცალი ცდ დისკის (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), საკითხი გადაწყდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. (ნივთები ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელთან);
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
კახაბერ მაჭავარიანი