განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
190100119003097838
ინსტანცია
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003097838

საქმე № 1ბ/166-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - დ----- ჯ-–ი, დაბადებული 1----–-–----------------------------------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ--------------–---------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----------------------------------------------------ში;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ”ქვეპუნქტი.

 

განაჩენის მიხედვით: დ----- ჯ-–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ჯ-–ს წარედგინა ბრალდება სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ჯ-–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 8 ივნისს, შუადღის საათებში, ქ-----------–-------------------------------------- ავტომობილის გაჩერებასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, ავტობაზრობის თანამშრომელმა დ----- ჯ-–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ----- მ----------სა და გ------- კ----–-–---–ს, კერძოდ, მანქანაში მჯდომ დ----- მ----------ს მოქაჩა საყელო ხელით, ხოლო მეორე ხელის იდაყვი ჩაარტყა ცხვირის მიდამოში. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი დ----- ჯ-–მა გ------- კ----–-–---–ს დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი ცხვირის მიდამოში. დ----- ჯ-–ის ქმედებით დ----- მ----------მ და გ------- კ----–-–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ცხვირის მიდამოში, რასაც არ გამოუწვევია მათი ჯანმრთელობის მოშლა.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ჯ-–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ”ქვეპუნქტით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----- ჯ-–ის ბრალეულობას და დ----- ჯ-–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ა-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დ----- ჯ-–ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ----- ჯ-–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარლებულები - გ------- კ----–-–---–ი და დ----- მ----------, წარდგენილ იქნა ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, მოწმედ დაიკითხა ექსპერტი-ნ-----–---- კ------–--ე, ექსპერტი გ------- ო------–---–ი. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დაზრალებულთა და მოწმეთა ჩენებების შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული იქნა სრული გამოძიება, მტკიცებულებათა მოპოვების დროს, მათ შორის დ----- ჯ-–თან ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების დროს კანონი არ დარღვეულა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დ----- ჯ-–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს დ----- ჯ-–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ის მიხედვით დადგენილია, რომ ბარათი შედგენილია საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ--------------ს მიერ, 2019 წლის 08 ივნისს. დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბარათის თანახმად: 2019 წლის 08 ივნისს, ქ-----------–-------------------ში მცხოვრებმა დ----- მ----------მ განაცხადა, რომ მას და მის მეგობარს გ------- კ----–-–---–ს ქ. რ-------–------------------- ტერიტორიაზე ზემოხსენებული ავტობაზრობის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

N1------ შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს, ქ-----------–--------------------------------------, ავტოდრომის შესასვლელთან, გ--- ხ-----–---–მა განაცხადა, რომ მოხდა ჩხუბის ფაქტი და გ------- კ----–-–---–ს ესაჭიროებოდა პირველადი დახმარება.

N1------ შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ ქ. ქ------------------------ მცხოვრებმა დ----- მ----------მ განაცხადა, რომ ქ. რ--------------------------------------ზე, ა/სადგომის რამდენიმე თანამშრომელმა მას და მის მეგობარს, გ------- კ----–-–---–ს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

N1------ შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ი---------–-----–---მ ელ. სმენით შეატყობინა, რომ მათთან სასწრაფოს მიერ რუსთავის ა/ბაზრობის ტერიტორიიდან მიყვანილი იქნა, 0---------–. დაბადებული გ------- კ----–-–---–ი, რომელსაც აღენიშნება ტრავმა.

N1------ შეტყობინების თანახმად დადგენილია, რომ კლინიკა რუსთავის რეგისტრატორმა დ---–---------- ელ. სმენით შეატყობინა, რომ მათ მიმართა 1---–- დაბადებული დ----- მ----------მ, რომელმაც განაცხადა რომ რუსთავის ავტობაზრობის ,,------------ ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ბაზრობის დაცვის თანამშრომელმა დ----- ჯ-–მა.

დაზარალებულ გ------- კ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით დილის 08:00 საათისთვის, დ----- მ----------სთან ერთად ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანის გასაყიდად იმყოფებოდა რუსთავის ავტობაზრობაზე. დაახლოებით 15:00 საათისთვის, ავტობაზრობიდან წამოვიდნენ, რადგან ვერ გაყიდეს ავტომანქანა. გზად ავტობაზრობის გამოსასვლელთან, მონიშნულ პარკინგის ზოლთან წყლის შესაძენად გააჩერეს მანქანა. გ------- კ----–-–---–ი გადავიდა ავტომანქანიდან წლის საყიდლად, (მოწმემ განმარტა, რომ მათ გარშემო გაჩერებული იყო სხვა ავტომანქანებიც და მათვის არავის უთქვამს, რომ აღნიშნულ ადგილიდან გადაეყენებინათ ავტომანქანა) დ----- მ---------- კი დარჩა მანქანაში და ელოდებოდა მას. მანქანის საჭესთან იჯდა დ----- მ----------, რომელსაც მანქანის ძრავი არ გაუთიშავს ისე ელოდებოდა მას. მოწმის განმარტებით მან წყლის ყიდვას მოანდომა დაახლოებით 03-05 წუთი, ვინაიდან ჯიხურთან იყო რიგი. მოწმის განმარტებით სანამ ის ყიდულობდა წყალს, მისი მეგობარი დ----- მ----------, დროის მოგების მიზნით ღრუბლით წმენდა ავტომანქანას, კერძოდ, ახდილი ჰქონდა ძრავის ხუფი და წმენდდა შიდა ნაწილებს. როდესაც წყალი იყიდა და უკან მობრუნდა, დაინახა, რომ მის მეგობართან დ----- მ----------სთან იდგა მისთვის იმ დროისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა დ----- ჯ-–ი და თხოვდა, რომ დაუყონებლივ გადაეყვანა ავტომანქანა, რადგან აღნიშნულ ადგილზე არ შეიძლებოდა ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილების გაჩერება. დ----- მ----------მ, დ----- ჯ-–ს უთხრა, რომ ავტომანქანა 05 წუთით ჰყავდა გაჩერებული, დაამთავრებდა თავის საქმეს და გაიყვანდა. გ------- კ----–-–---–ი კონფლიქტის დაწყების მომენტს არ შესწრებია, როდესაც გამოვიდა ჯიხურიდან დახვდა ზემოხსენებული სიტუაცია. ამის შემდეგ გ------- კ----–-–---–ი და დ----- მ---------- ჩასხდნენ ავტომანქანაში. სანამ დ----- მ---------- ჩაჯდებოდა, დ----- ჯ-–ს უთხრა, რომ პირველ რიგში კაცი უნდა ყოფილიყო და კაცურად უნდა შეესრულებინა თავისი მოვალეობა, როდესაც სთხოვდა მანქანის 05 წუთით გაჩერებას ამხელა ამბავი არ უნდა აეტეხა. დ----- ჯ-–ი სიტყვებზე ,,კაცი უნდა იყო“ გაბრაზდა, მივარდა დ----- მ----------ს ავტომანქანის კართან, წარუდგინა თავი, რომ იყო დ----- ჯ-–ი და დ----- მ----------ს მარჯვენა ხელი ჩაჭიდა პერანგში, ხოლო მარცხენა ხელის იდაყვი, დაარტყა ცხვირისა და შუბლის არეში, რის გამოც დ----- მ----------ს ცხვირიდან წამოუვიდა ცოტაოდენი სისხლი. ამ დროს თავად გ------- კ----–-–---–ი იჯდა დ----- მ---------ის გვერდით სავარძელზე. გ------- კ----–-–---–ი სიტუაციის განსამუხტად ჩავიდა ავტომობილიდან, შემოუარა მარჯვენა მხრიდან და მივიდა დ----- ჯ-–თან. დ----- მ---------- თხოვდა დ----- ჯ-–ს გაეშვა ხელი, ერთმანეთს უყვიროდნენ, გ------- კ----–-–---–ი ცდილობდა მათ დამშვიდებას, თუმცა დ----- ჯ-–მა ხელი გაუშვა დ----- მ----------ს და გ------- კ----–-–---–ს ცხვირის არეში დაარტყა ხელი, რის გამოც გ------- კ----–-–---–ს წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ დ----- ჯ-–ს არცერთისთვის აღარ დაურტყავს, ვინაიდან, ისინი გააშველეს იქვე მყოფმა ადამიანებმა. მას შემდეგ, რაც დ----- ჯ-–ი მათ ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილზე გამოჩნდნენ დ----- ჯ-–ის მეგობრები, რომლებიც აგინებდნენ მას და დ----- მ----------ს, თუმცა ჩხუბში არ ჩარეულან და ხელი არ დაურტყამთ. მოწმის განმარტებით ჩხუბის ფაქტს დ----- ჯ-–ის მეგობრები არ შესწრებიან, ისინი მივიდნენ მცირე დროის გასვლის შემდეგ. მოწმის განმარტებით დაძაბულობა გრძელდებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, ფაქტის შემდეგ დ----- მ----------მ გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და უთხრა, რომ რუსთავის ავტობაზრობაზე თავს დაესხა დაცვის თანამშრომელი. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ დ----- ჯ-–ი და მისი მეგობრები შემთხვევის ადგილს გაეცალნენ. პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მხოლოდ გ------- კ----–-–---–ი და დ----- მ---------- დახვდნენ, ადგილზე მივიდა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც მათ აღმოუჩინა პირველადი დახმარება და გადაიყვანა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით მას ცხვირი არ ჰქონია გატეხილი, მხოლოდ მიღებული ჰქონდა დაზიანება. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოიკითხა. მოწმემ განმარტა, რომ ჩვენების მიცემისას არ იყო აღელვებული. ამის შემდეგ ის ისევ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აუღეს სისხლის ნიმუში. გ------- კ----–-–---–ს მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში. მოწმის განმარტებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე ჯერ წაიყვანეს დ----- მ---------- და შემდეგ გ------- კ----–-–---–ი, რა დროსაც გამომძიებელს მოუყვა განვითარებული მოვლენები და მიუთითა იმ ადგილზე სადაც მოხდა შემთხვევა, შემთხვევის ადგილზე იყო სისხლის კვალი, რაც ექსპერტემბა ამოიღეს ნიმუშისთვის. მოწმის განმარტებით საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ავტობაზრობის სხვა თანამშრომლებიც. საგამოძიებო მოქმედების დამთავრების შემდეგ გამომძიებელმა გააცნო ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით შემთხვევიდან მეორე დღეს მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცო დ----- ჯ-–ი. იმავე დღეს მოხდა მისი მაისურის ამოღება, რადგან მაისურზე ჰქონდა სისხლის ლაქები. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ რუსთავში ხშირად არ დადის ის რამდენჯერმე არის ნამყოფი ავტომობილების გაყიდვის მიზნით, ისიც შაბათ-კვირას. 2019 წლის 08 ივნისს ბაზრობაზე იყო ბევრი ხალხი.

დაზარალებულ დ----- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს, შუადღის საათებში, თავის მეგობართან გ------- კ----–-–---–თან ერთად იყო რუსთავის ავტობაზრობაზე თავისი კუთვნილი, ,,ლ-------------ის მარკის ავტომობილის გაყიდვის მიზნით. გარკვეული დროის შემდეგ შუადღის საათებში, ვინაიდან, ვერ გაყიდეს ხსენებული მანქანა მათ დატოვეს ავტობაზრობა, გადაიხადეს საფასური და ბაზრობის გასასვლელთან, მარჯვენა მხარეს მცირე ზომის ჯიხურებთან წყლის ყიდვის მიზნით შეჩერდნენ. გ------- კ----–-–---–ი გადავიდა წყლის საყიდლად. თავად კი ,,------------- ტერიტორიაზე, დახაზულ საპარკინგე ზოლში შეაჩერა ავტომობილი და ელოდებოდა მეგობარს. სანამ გ------- კ----–-–---–ი გამოვიდოდა ჯიხურიდან, დ----- მ----------მ გადაწყვიტა გაეწმინდა ავტომანქანა, გახსნილი ჰქონდა ავტომობილის ძრავის ხუფი და წმენდდა ნაწილებს. (ჯიხური მისგან დაშორებული იყო დაახლოებით 05-07 მეტრით). მასთან მალევე მივიდა დ----- ჯ-–ი (დაახლოებით 02 წუთში) და უთხრა, რომ გადაეყენებინა ავტომობილი, რადგან ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილების გაჩერება აღნიშნულ ადგილას არ შეიძლებოდა. დ----- მ----------მ უთხრა, რომ ელოდებოდა მეგობარს და 05 წუთში გადააყენებდა ავტომობილს. დ----- ჯ-–მა კი უთხრა, რომ მალე გაეყვანა ავტომობილი და ხელებზე დაახურა ავტომობილის ძრავის ხუფი. დ----- ჯ-–ი მას ესაუბრებოდა ხმამაღლა (,,თქვენ თავზე გაგივიდათ“). მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილას მის გარდა იდგენენ ტრანზიტული ნომრებით სხვა ავტომანქანებიც. ამასობაში მისი მეგობარი - გ------- კ----–-–---–ი გამოვიდა ჯიხურიდან, რის შემდეგაც ჩასხდნენ მანქანაში. დ----- მ----------მ მანქანაში ჩაჯდომისას დ----- ჯ-–ს უთხრა, რომ - ,,პირველ რიგში კაცი უნდა იყო და ადამიანი, რას აკეთებო“. ამ სიტყვებზე დ----- ჯ-–ი გაბრაზდა, მივიდა მის მხარეს მანქანასთან (ფანჯარა ღია ჰქონდა) თავი შეყო მანქანაში და უთხრა ,,განახებთ მე თქვენ“ ,,დ-----ი ვარ ჯ-–იო“, მარცხენა ხელი ჩაავლო მაისურში, ( გაუხია მაისური) და მარჯვენა ხელის იდაყვი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც მას წამოუვიდა სისხლი. ამასობაში სიტუაციის გასანეიტრალებლად მანქანიდან გადმოვიდა მისი მეგობარი გ------- კ----–-–---–ი, შემოუარა ავტომანქანას და მიუახლოვდა დ----- ჯ-–ს. დ----- ჯ-–მა მასაც დაუწყო ჩხუბი, დაარტყა ცხვირის არეში მუშტი, რის გამოც გ------- კ----–-–---–ს წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ ავტომანქანიდან ჩავიდა დ----- მ----------ც. ადგილზე ჩხუბის დროს, შეგროვდნენ სხვა პირებიც, კერძოდ, დ----- ჯ-–ის თანამშრომლები, რომლებიც მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ეუბნებოდნენ - ,,წადით აქედან, თორე გადაგივლითო“. თანამშრომლები აყენებდნენ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხელით არავინ შეხებია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ დ----- ჯ-–მა. მოწმის განმარტებით, გ------- კ----–-–---–მა მიიღო დაზიანება ცხვირის არეში (ჰქონდა დასიებული და დასისხლიანებული), ასვე დახეული ჰქონდა მაისური. მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, სადაც წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან, ამოიცნო მარჯვნიდან პირველი - დ----- ჯ-–ი. ასევე მისგან ამოიღეს დაზიანებული ტანსაცმელი - მაისური, რომელზეც იყო სისხლის კვალი. მოწმის განმარტებით, მასთან ასევე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და გადაიყვანეს სამედიცინო ექსპერტიზაზე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები, თუმცა იმ დღეს ჩართული არ ყოფილა. ასევე განმარტა, რომ ავტობაზრობაზე 10-15 ჯერ არის ნამყოფი. სასჯელთან დაკავშირებით დ----- მ---------- ითხოვს, რომ დ----- ჯ-–ი დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს, პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რის გამოც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ორი დაზარალებული, რომლებმაც განმარტეს, რომ კონფლიქტი მოუვიდათ ერთ პიროვნებასთან და მიუთითეს დ----- ჯ-–ზე, რომელიც მათგან მოშორებით იდგა (დ----- ჯ-–ის სახელი და გვარი არ დაუსახელებიათ, მხოლოდ მიუთითეს მასზე). შემთხვევის ადგილზე დ----- ჯ-–თან ერთად იდგა სხვა მოქალაქეც, დაზარალებულების ჩვენების გასამყარებლად, ჩაატარეს ამოცნობა, რათა დაედასტურებინათ, თუ რის საფუძველზე ამოიცნეს დ----- ჯ-–ი დაზარალებულებმა. ამოცნობა ჩატარდა ნებაყოფლობით, ამოცნობის ოქმი მონაწილე პირებმა დაადასტურეს თავისი ხელმოწერებით. მოწმემ განმარტა, რომ ერთ-ერთ დაზარალებულს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილიდან დაზარალებულები, დ----- ჯ-–ი და იქვე მყოფი სხვა პიროვნებები (რომლებსაც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდათ ფაქტთან დაკავშირებით) გადაიყვანეს განყოფილებაში. დ----- ჯ-–ს შესთავაზეს სისხლის აღება, რაზეც უარი განაცხადა. მოწმემ განმარტა, რომ სასამართლოსთვის სისხლის აღების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე. დ----- ო-----ემ აღნიშნულ საქმესთან მიმართებით გამოკითხა მოწმეები, ასევე დანიშნა ექსპერტიზა (სამედიცინო, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური) და ნივთმტკიცებები გადაიტანა ექსპერტიზაზე. ტრასოლოგიური ექსპერტიზისთვის ამოიღეს ერთი დაზარალებულის მაისური და შარვალი, ტანსაცმელი იყო მუქი ფერის, ეტყობოდა მუქი ფერის ლაქები. მეორე დაზარალებულის ტანსაცმელი არ ამოიღეს, რადგან არ ჰქონდა დაზიანებები. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სისხლის ლაქები. დაზარალებულები გადაიყვანეს სამედიცნო ექსპერტიზაზე. გამოკითხული ჰყავს ასვე დაზარალებული, რომელსაც გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება და განუმარტა უფლებები. გამოკითხული ჰყავს ასევე დ----- ჯ-–ი, რომელსაც გააცნო თავისი უფლებები. მოწმემ განმარტა, რომ გამოკითხვები ჩატარდა ნებაყოფლობით, რაიმე სახის პრეტენზია გამოკითხულ პირებს არ გამოუთქვამთ.მოწმის განმარტებით მისთვის ცნობილი იყო, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ვიდეოკამერები, თუმცა მისი ჩანაწერები არ გამოუთხოვიათ, ვინაიდან გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. გამოძიების მიმდინარეობისას, მისთვის დ----- ჯ-–ისგან ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც დ----- ჯ-–მა აჩვენა თავის მობილურ ტელეფონში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამოცნობამდე დაზარალებულებს დ----- ჯ-–ის სახელი არ დაუსახელებიათ.

შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების, ინსპექტორ-გამომძიებელ, შ-------–------ს, ჩვენებით დადგენილია, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დ----- მ----------სთან, რასაც ესწრებოდნენ ექსპერტები ა-–---- ს-----–-–---–- და კ-------------------ა, ასევე ავტობაზრობის წარმომადგენელი ჯ-------------. ექსპერიმენტი დაიწყო პოლიციის პირველი განყოფილებიდან, საიდანაც სამსახურეობრივი ავტომობილით გაემართნენ ავტობაზრობაზე, შევიდნენ მომსახურების სააგენტოს გზიდან, ჩავიდნენ ზედა შესასვლელიდან. ადგილი, რომელზეც მიუთითა დ----- მ----------მ, გზის მარჯვენა მხარეს იყო, სადაც ასევე იდგა საპირფარეშოს შენობა, მარკეტი, ტროტუარი და შემდეგ ავტომობილის სავალი გზა, სადაც იყო ავტომობილის გასაჩერებლად განკუთვნილი დახაზული ნაწილი. დ----- მ----------მ მიუთითა, რომ ავტომობილი გაჩერებული ჰყავდათ, ზემო ხსენებულ ავტომობილის გასაჩერებლად განკუთვნილ დახაზულ ადგილზე და კონკრეტულ ადგილზე, სადაც დ----- ჯ-–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დათვალიერებისას, პარკინგის ზოლთან (დახაზულ ადგილთან), ბეტონის საფარზე, აღმოაჩინეს მუქი ფერის ლაქა, მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით აღმოჩინეს კიდევ ერთი ლაქა. ლაქები ამოიღეს ექსპერტებმა. იგივე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გ------- კ----–-–---–თან, რომელმაც მიუთითა ადგილი, სადაც მას დ----- ჯ-–მა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ------- კ----–-–---–მაც მიუთითა იგივე ადგილზე, რომელიც მიუთითა დ----- მ----------მ. ორივე შემთხვევაში შედგენილ იქნა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გ------- კ----–-–---–მა და დ----- მ----------მ. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას იღებდნენ სურათებს. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე ორივე პირი გამოკითხა დ----- ო-----ემ. რომელსაც თავად გაეცნო და ჩვენების გადასამოწმებლად ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმის განმარტებით დაზარალებულებს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კლინიკა ,,რუსთავში“, ექთანმა, აუღო სისხლის ნიმუშები. მოწმემ განმარტა, რომ ორივე პირის ჩვენება ერთმანეთთან თანხვედრაში იყო. ასვე განმარტა, რომ ორივე პირს დაზიანება ჰქონდა მიღებული ცხვირის არეში. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.

ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის, ექსპერტ ა-–---- ს-----–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს დაუკავშირდა პოლიციის პირველი განყოფილებიდან, გამომძიებელი შ-------–-----ე და უთხრა, რომ მონაწილეობა უნდა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. დაახლოებით 21:00 საათზე, თავის მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დ----- მ----------, გ------- კ----–-–---–ი და გამომძიებელი. პირველად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დ----- მ----------სთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე, გამომძიებელმა გამოაქვეყნა დ----- მ---------ის ჩვენება. საგამოძიებო ექსპერიმენტი ორივე პირთან ჩატარდა ცალ-ცალკე, დ----- მ---------ის ჩვენების გამოქვეყნების დროს, გ------- კ----–-–---–ი ადგილზე არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, თავდაპირველად ავიდნენ ავტობაზრობაზე, მომსახურების სააგენტოს მხრიდან, გადავიდნენ მარჯვენა მხარეს და ავტობაზრობის ტერიტორიაზე შევიდნენ ,,------------- მხრიდან, დ----- მ----------მ მიუთითა ადგილი, სადაც მას და მის მეგობარს, ერთმა პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ავტობაზრობაზე, სადაც იყო ერთ სართულიანი შენობები, მაღაზიები, ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი. დ----- მ---------ის განმარტებით, უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაღაზიასთან ახლოს, გზის სავალ ნაწილზე. მოწმის განმარტებით დ----- მ----------ს ჰქონდა ცხვირი ჩალურჯებული, ტანსაცმელზე კი ეტყობოდა სისხლის კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მაღაზიასთან, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარიდან 02 მეტრის მოშორებით, აღმოაჩინეს ორი მუქი ფერის ლაქა, რომელიც ამოიღეს ბიოლოგიური ჩხირის საშულებით და დალუქეს, საექსპერტო კრიმინალისტიკური პაკეტში, ამასთანავე დააფოტოსურათეს არსებული ლაქის კვალი. ამის შემდეგ დაბრუნდნენ განყოფილებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს გ------- კ----–-–---–თან. გ------- კ----–-–---–მა მიუთითა ზუსტად ის ადგილი, რომელიც მიუთითა დ----- მ----------მ. კერძოდ, ადგილი, სადაც ჰყავდათ გაჩერებული ავტომობილი და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას, ორივე პირის მითითებულ გარემოებებში, რაიმე სახის არსებით სხვაობა არ ყოფილა. გ------- კ----–-–---–ის განმარტებით, ავტობაზრობაზე იყვნენ ავტომობილით, კონფლიქტი მოუვიდათ იმასთან დაკავშირებით, რომ სთხოვდნენ ავტომობილის გადაყენებას. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას იყენებდნენ ხელოვნურ განათებას, ამასთანავე ადგილი განათებული იყო ლამპიონების საშუალებითაც. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას იღებდნენ სურათებს. ორივე პირი გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც დაადასტურეს თავისი ხელმოწერებით.

ექიმ თ----- შ--–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს, იმყოფებოდა კლინიკა ,,რუსთავში“ თავის სამუშაო ოთახში, როდესაც მასთან მივიდა ორი პიროვნება, რომელებისთვისაც უნდა აეღო სისხლის ნიმუში. აღნიშნულ ორ პიროვნებას, თან ახლდა ერთი პოლიციის თანამშრომელი. სისხლის ნიმუში აიღეს 05 მ/ლ-იანი შპრიცით, რომელიც შემდგომ პოლიციის თანამშრომელმა დალუქა მისი თანდასწრებით, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ორ პირს სისხლი აუღეს ნებაყოფლობით. ასევე განმარტა, რომ ერთ-ერთ პირს ჰქონდა სახეზე ჭრილობა, ნაიარევი.

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის, გ------- ო------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დადგენილია, რომ მან დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 14 ივნისს გაცემული N0-------- და N0-------- ექსპერტიზების დასკვნების სისწორე, რომელთა მიხედვითაც: პირადი გასინჯვისას (----------–-- და სამედიცინო საბუთის მონაცემებით (0---------–-) დ----- მ----------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა და ნაჭდევები ცხვირზე, ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობაში მითითებულ თარიღს. პირადი გასინჯვის (----------–-- მონაცემებით გ------- კ----–-–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა ცხვირის ფუძეზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელმა პირმა - დ----- მ----------მ განუმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, დაცვის თანამშრომლებმა მიყენეს შეურაცხყოფა, კერძოდ სხეულის სხვადსხვა მიდამოში ურტყეს ხელები და ფეხები. გ------- კ----–-–---–მა კი განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს, 15:00 საათზე, დაცვის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ერთხელ ჩაარტყეს მუშტი სახეში და სხეულის სხვადსხვა მიდამოში, ურტყეს ხელები და ფეხები. სისხლჩაქცევა და ნაჭდევები სხეულზე არ ჰქონია არცერთ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ბიოლოგიური განყოფილების მთავარი ექსპერტის დ--–- ტ--–--–---–-ს, ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 06 აგვისტოს გაცემული, N2----- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც: დ----- მ---------ის სისხლი მიეკუთვნება 0-------------ს; გ------- კ----–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება A----- ჯგუფს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----- ჯგუფს; დ----- მ----------ს მაისურზე აღმოაჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----- ჯგუფს; დ----- ჯ-–ის მაისურზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, ჯგუფის განსაზღვრაზე გამოკვლევა გაგრძელდება დ----- ჯ-–ის სისხლის ნიმუშის წარმოდგენისას. ბოტასებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; გ------- კ----–-–---–ის სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ ანაწმენდზე და დ----- მ---------ის მაისურზე არსებული სისხლი მიეკუთვნებაA----- ჯგუფს. მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, კვლევაზე წარდგენილი იყო, მტკიცებულებები 03 ფუთად, ტანსაცმელი და სისხლის ნიმუშები. კვლევა ჩაატარა ტრასოლოგთან ერთად. კვლევის ფარგლებში დაადგინა, ეკუთვნოდა, თუ არა აღნიშნული სისხლის კვალი ადამიანს და კონკრეტულად რომელი სისხლის ჯგუფი იყო. დ----- ჯ-–ის ტანსაცმელზე არსებული სისხლის ნიმუშის ჯგუფის განსაზღვრა ვერ მოხდა, რადგან არ იყო წარმოდგენილი დ----- ჯ-–ის სისხლის ნიმუში, ამიტომაც დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ ტანსაცმელზე იყო ადამიანის სისხლი, სისხლის ჯგუფი არ დაუდგენია, რადგან მოწმის განმარტებით ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას, თუ არ არის წარმოდგენილი სისხლის ნიმუში, შეუძლებელია სისხლის ჯგუფის დადგენა. ნივთმტკიცების დათვალიერების შემდეგ, 2019 წლის 19 ივლისს გამომძიებელ დ----- ო-----ეს სთხოვა დ----- ჯ-–ის სისხლის ნიმუშის წარმოდგენა, რადგან სისხლის ნიმუშის გარეშე შეუძლებელი იყო სისხლის ჯგუფის დადგენა. დ--------------სგან მიიღო უარი, რომელმაც განუმარტა, რომ სისხლის ნიმუშის წარმოდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან ბრალდებული მაცხადებდა უარს. 2019 წლის 06 აგვისტოს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა. 2019 წლის 24 სექტემბერს დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელიც განმარტავდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე დ----- ჯ-–თან დასმული კითხვაზე (ეკუთვნოდა თუ არა სისხლის კვალი ადამიანს და რომელი სისხლის ჯგუფი იყო ? ) არ იყო გაცემული პასუხი. რაზეც დ--–- ტ--–--–---–მა განუმარტა, რომ მათ ხელთ არსებული მეთოდიკით, სისხლის ჯგუფის დასადგენად, საჭირო იყო საქმეში არსებული ყველა პირის სისხლის ნიმუში. მოწმის განმარტებით, კვლევის დაწყებამდე პაკეტები დასურათდა. კვლევის ჩატარების შემდეგ ტანსაცმელი გადაეცა ტრასოლოგიურ განყოფილებას, სისხლის ნიმუში კი ჩაბარდა კანცელარიაში.

საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის ნ-----–---- კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N9-------. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ----- მ---------ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერების განარღვევის და გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. დ----- ჯ-–ის ტანსაცმელის და ფეხსაცმელის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუტაციური ცვეთისა არ აღინიშნება. მოწმემ განმარტა, დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია იმის თქმა ვის მიერ არის გახეული აღნიშნული მაისური. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფიზიკურ ძალის ზემოქმედებად შეიძლება ვიგულისხმოთ ,,მოქაჩვა“ ვინმეს მიერ, ან სხვა რაიმე ძალით მოქმედება. მაისურზე არსებული რამდენიმე დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ერთჯერადი ქმედებით, ასვე მრავალჯერადი ქმედებით.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგენილია საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ შ-------–------ს მიერ, 2019 წლის 08 ივნისს, 21:00-21:45 საათებს შორის პერიოდში. მოწმე დ----- მ---------ისგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტები ა-–---- ს-----–-–---–- და კ-------------------ა, რუსთავის ავტო ბაზრობის წარმომადგენელი - ჯ-------------. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ-წყნარ გარემოში, ნებაყოფლობით, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობდა. ბეტონის ზედაპირიდან 02 ცალი ბიოლოგიური ჩხირზე ამოღებული იქნა მუქი ფერის ლაქა, რომელიც ჯერ ცალ-ცალკე მოთავსდა სპეციალურ მუყაოს ყუთში, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონვერტში, შემდეგ მოთავსდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პაკეტში და დაილუქა F-------- ლუქით. პაკეტზე გაკეთდა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ამოღებული პაკეტი დაერთო საქმეს. ოქმს თან ერთვის ფოტო მასალა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ოქმს თან ერთვის მონაწილე პირთა ხელმოწერები.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგენილია საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ შ-------–------ს მიერ, 2019 წლის 08 ივნისს, 21:55-22:20 საათებს შორის პერიოდში. მოწმე გ------- კ----–-–---–ისგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებოექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტები ა-–---- ს-----–-–---–- და საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ წყნარ გარემოში, ნებაყოფლობით, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობდა. კ-------------------ა, რუსთავის ავტო ბაზრობის წარმომადგენელი - ჯ-------------. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას არაფერი არ ამოღებულა და არ დალუქულა. ოქმს თან ერთვის ფოტო მასალა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ოქმს თან ერთვის მონაწილე პირთა ხელმოწერები.

ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგენილია 2019 წლის 09 ივნისს, 14:03-14:22 საათებს შორის პერიოდში, საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ--------------ს მიერ. დ----- მ----------ს ამოსაცნობად წარედგინა: 1. დ----- ჯ-–ი (1---------–- დაბადებული, პ/ნ. 3----------- მცხოვრები ქ-----------------------------------–ი) დაახლოებით 1------ სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირი სახით, საკმაოდ დიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის სწორი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის სწორი მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილას.

2. გ------- ა------ (1--------- წ/დაბადებული, პ/ნ 0----------, მცხოვრები: ქ.------–--------–------------–------------------------------------------–---------------–-) დაახლოებით 1----- სიმაღლის, სპორტულიაღნაგობის, მრგვალიპირ სახით, საკმაოდდიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტულიფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მეორე ადგილას.

3. ლ-–---------- (-----------–/ დაბადებული, პ--------------, მცხოვრები ქ.---------------------------------–--, დაახლოებით 1----- სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირ სახით, დიდი წვერით, მუქი ფერის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილას.

ოქმის მიხედვით ამომცნობის მიერ ამოცნობილ იქნა მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილას მდგომი - დ----- ჯ-–ი (1---------–- დაბადებული, პ/ნ. 3----------- მცხოვრები ქ-----------------------------------–ი). ამოცნობის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა.

ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ოქმი შედგენილია 2019 წლის 09 ივნისს, 14:27-14:45 საათებს შორის პერიოდში, საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დ----- ო------- მიერ. დ----- მ----------ს ამოსაცნობად წარედგინა: 1. დ----- ჯ-–ი (1---------–- დაბადებული, პ/ნ. 3----------- მცხოვრები ქ-----------------------------------–ი) დაახლოებით 1------ სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირი სახით, საკმაოდ დიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის სწორი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის სწორი მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილას.

2. ლ-–---------- (-----------–/ დაბადებული, პ--------------, მცხოვრები ქ.---------------------------------–--, დაახლოებით 1----- სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირ სახით, დიდი წვერით, მუქი ფერის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილას.

3. გ------- ა------ (1--------- წ/დაბადებული, პ/ნ 0----------, მცხოვრები: ქ.------–--------–------------–------------------------------------------–---------------–-) დაახლოებით 1----- სიმაღლის, სპორტულიაღნაგობის, მრგვალიპირ სახით, საკმაოდდიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტულიფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მეორე ადგილას.

ოქმის მიხედვით ამომცნობის მიერ ამოცნობილ იქნა მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილას მდგომი დ----- ჯ-–ი (1---------–- დაბადებული, პ/ნ. 3----------- მცხოვრები ქ-----------------------------------–ი). ამოცნობის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა.

მოწმე გ-----------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს რუსთავის ავტობაზრობაზე პარკინგის კონტროლიორად. 2019 წლის 08 ივნისს, მომსვლელთა პარკინგის ზოლში, დღის საათებში, გაჩერდა ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილი, რომლის აღნიშნულ პარკინგის ზოლში გაჩერება აკრძალულია და აღნიშნული ავტომობილის მძღოლს უთხრა, რომ არ შეიძლებოდა ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილის აღნიშნულ ადგილას გაჩერება და მოსთხოვა მანქანა გადაეყენებინა უფასო პარკირების ადგილას, რომელიც მდებარეობდა დაახლოებით 300 მეტრში. თავის მხრივ მძღოლმა უპასუხა, რომ ელოდებოდა მეგობარს და რამდენიმე წუთში გადააყენებდა. დაახლოებით 05 წუთში მოწმე ისევ მივიდა აღნიშნულ პირთან და სთხოვა მანქანის გადაყენება, ვინაიდან, ეს პირი არ აპირებდა მანქანის გაყვანას, უფრო მეტიც ახდილი ჰქონდა მანქანის ძრავის ხუფი და წმენდა ნაწილებს. გ-----------–---–-ა კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნულ ადგილას ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილის გაჩერება, გასაყიდად მომზადება და სხვა მსგავსი ქმედებები, აღნიშნულის გამო შესაძლოა მას პრობლემა შექმნოდა უფროსებთან. მძღოლმა (როგორც შემდეგ დადგინდა - დ----- მ----------მ) უპასუხა, რომ დაასრულებდა თავის საქმეს და მერე გავიდოდა. მოწმემ საქმის კურსში ჩააყენა დ----- ჯ-–ი (რომელიც მისგან დაშორებული იყო 05 მეტრით), მოახსენა ვითარება და უთხრა, რომ ,,02 წუთი მთხოვა გაჩერება, 05 წუთით გავაჩერე, გავიხედე და დავინახე, რომ ,,კაპოტი“ აქვს ახდილი, მეორედ მივედი, კიდევ ავუხსენი და არ დამემორჩილა“. დ----- ჯ-–მა ჰკითხა, რომელი ავტომობილი იყო, მან კი აჩვენა, რის შემდეგაც გაეცალა აღნიშნულ ადგილს და განაგრძო თავისი საქმიანობა სხვა ადგილას. მოწმის განმარტებით ამის მერე რა მოხდა მან არ იცის, ბოლოს, როდესაც გაიხედა შემთხვევის ადგილისკენ შეამჩნია, რომ შეკრებილი იყო ბევრი ხალხი. მოწმის განმარტებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაფრთხილებულები არიან, რომ მომხმარებლების მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათთან კონფლიქტში არ შევიდნენ, თუ სიტუაცია დაიძაბება უფროსი ჩააყენონ საქმის კურსში, აღნიშნული შემთხვევა სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა მისი უფროსი უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ტრანზიტული ნომრით ავტომობილის გაჩერება შეიძლება მხოლოდ სპეციალურ უფასო პარკირების ადგილზე.

მოწმე ა-–------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 13:00-14:00 საათზე, იმყოფებოდა ავტობაზრობის ტერმინალზე, ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, მისი ყურადღება მიიპყრო დ----- ჯ-–მა, რომელიც ელაპარაკებოდა ორ პიროვნებას და ეუბნებოდა, რომ გაეყვანათ ავტომანქანა, ვინაიდან, მათ საკონტროლო პარკინგის ზოლში არ შეიძლება ტრანზიტული ავტომობილების გაჩერება (რადგან ხშირად პირებს არ შეყავთ ავტომობილი ავტო ბაზრობაზე, არ სურთ 25 ლარის გადახდა და აჩერებენ პარკინგის ზოლში, რომელიც ღირს 02 ლარი და იქ ყიდიან ავტომანქანას). დ----- ჯ-–ი თხოვდა გაეყვანათ ავტომობილი, აღნიშნული ორი პირი არ აქცევდნენ დ----- ჯ-–ს ყურადღებას, ერთი იჯდა ავტომობილში (გრძელ თმიანი) მეორე (მძღოლი) წმენდდა ავტომობილს. დაახლოებით 05-06 წუთის განმავლობაში დ----- ჯ-–ი თხოვდა მანქანის გაყვანას და უხსნიდა მიზეზს რატომ უნდა გაეყვანა ა/მანქანა. აღნიშნული პირი დ----- ჯ-–ს არ აქცევდა ყურადღებას, არ ცემდა ხმას, აგრძელებდა ავტომანქანის ბორბლების წმენდას, შემდეგ ახადა ძრავის სახურავი და გადავიდა ძრავის სახურავის წმენდაზე. აღნიშნულის შემდეგ გაბრაზებულმა დ----- ჯ-–მა დაუხურა ძრავის სახურავი და ხმამაღალი ტონით მიმართა, რომ დაეტოვებინათ ავტობაზრობა. ძრავის სახურავის დახურვისას, დ----- მ----------ს არ მიუღია დაზიანება. იგი ჩაჯდა ავტომობილში, ავტომანქანა დაწია ოდნავ უკან (პარკინგის ადგილი არის ოდნავ დახრილი,) გაასწორა ავტომანქანა და პირდაპირ მათი მიმართულებით დაიძრა, რის გამოც ისინი შეშინებულები გადახტნენ ბორდიურზე, დ----- ჯ-–მა დაუყვირა - ,,რას შვრები“, ასევე ა-–---------- ჩ------- და სხვა თანამშრომლებმა (დაახლოებით სამი თანამშრომელი), მიმართეს ემოციურად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ხსენებულმა პირმა გააჩერა ავტომანქანა, მძღოლის გვერდით მჯდომი გადმოვიდა (იყო დაახლოებით ა-–------------------ს სიმაღლის, ჰქონდა გრძელი თმა), მოუარა მანქანას უკნიდან და დ----- ჯ-–ს დასარტყმელად მოუქნია ხელი. დ----- ჯ-–მა სცადა დარტყმის აერიდებინა და უკან გადახტა, რა დროსაც დაუვარდა რადიოგადამცემი. ამ დროს ა-–-----------------ე იდგა დ----- ჯ-–ის უკან, აიღო ძირს დავადნილი რადიოგადამცემი, ხოლო ზემო ხსენებული პირი გააჩერა იქ მყოფმა ხალხმა და ჩაუდგნენ შუაში. დ----- ჯ-–ი ამ დროს იყო მშვიდად და სხვებსაც მოუწოდებდათ სიმშვიდისკენ. დაზუსტებით უთითებს, რომ ხსენებული პირისთვის დ----- ჯ-–ს არ დაურტყამს. ხალხის გაფანტვის შემდეგ შეამჩნია, რომ ზემოხსენებულ პირს ცხვირიდან სდიოდა სისხლი, მის გვერდით იდგა ავტომაქანის მძღოლიც. ამის მერე ისნი ჩასხდნენ მანქანაში და გაერიდნენ შემთხვევის ადგილს, ხოლო თავად ა-–-----------------ე და დ----- ჯ-–ი ავიდნენ ოფისში. დ----- ჯ-–ს მაისურზე ეტყობოდა სისხლის კვალი. ცოტა ხანში მათთან ოფისში მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც იკითხა დ----- ჯ-–ი და წაიყვანა განყოფილებაში. აღნიშნულიდან დაახლოებით 30 წუთში, მას დაურეკა დ----- ჯ-–მა და უთხრა, რომ დაზარალებულებმა აღწერეს ერთ-ერთი პირი, რომელსაც ეცვა ზოლიანი მაისური (როგორიც ეცვა ა-–-----------------ეს) და პოლიციის თანამშრომლებმა დ----- ჯ-–ს თხოვეს დაერეკა მისთვის და მიეყვანა პოლიციის განყოფილებაში. ა-–-----------------ე იმავე დღეს მივიდა განყოფილებაში, სადაც იყვნენ დაზარებულები, დ----- ჯ-–ი და ერთი თანამშრომელი. ერთ-ერთ დაზარალებულებს როცა გვერდით გაუარა, დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომელს უთხრა, რომ ეს ის პირი არ არისო. პოლიციის თანამშრომელმა ა-–---------ს გადაუღო ფოტოსურათი და აჩვენა მეორე დაზარალებულს, რომელმაც ასევე უთხრა, რომ აღნიშნულ პირს მისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ პოლიციელმა ა-–---------ს უთხრა, რომ თავისუფალი იყო და შეეძლო წასულიყო. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შაბათ-კვირას ხშირად არის კონფლიქტური სიტუაციები. ა-–-----------------ე აღნიშნულ სამსახურში მუშაობს 2009 წლიდან. მისი მუშაობის პერიოდში, ხშირად ყოფილა მომხმარებელთან სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა ფიზიკურ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ აკრძალული აქვთ კონფლიქტში ჩართვა, თუ კი მომხმარებელთან აქვთ პრობლემა საქმის კურსში აყენებენ ხელმძღვანელს. ამიტომ ხშირად მიმართავენ დ----- ჯ-–ს. დ----- ჯ-–ი არის წყნარი, გაწონასწორებული ადამიანი.

მოწმე დ----- თ--------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 08 ივნისს მუშაობდა რუსთავის ავტობაზრობაზე, პატრულის თანამდებობაზე, კერძოდ, ევალებოდა ეკონტროლებინა გადახდილი ჰქონდათ, თუ არა ტერმინალზე შემომსვლელ ავტომაქანებს მოსაკრებელი. 2019 წლის 08 ივნისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც მიუახლოვდა პირველ სალონს გაიგონა დ----- ჯ-–ის საუბარი, რომელიც ესაუბრებოდა მოქალაქეს და თხოვდა მანქანის გადაყენებას, ვინაიდან, აღნიშნულ ადგილზე არ შეიძლებოდა განუბაჟებელი ავტომაქანის გაჩერება. მძღოლი კი მას არ აქცევდა ყურადღებას, უფრო მეტიც გახსნა ავტომანქანის ძრავის ხუფი და დაიწყო ავტომანქანის ძრავის ნაწილების გაწმენდა, ამასთან დ----- ჯ-–ს ეუბნებოდა, რომ მან იცოდა სადაც უნდა გაეჩერებინა ავტომანქანა და ვერავინ ასწავლიდა. აღნიშნულ ავტომანქანაში იჯდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც ჰქონდა გრძელი თმა. ამის შემდეგ დ----- ჯ-–მა ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ არ შეიძლებოდა ავტომანქანის გაჩერება და დაუხურა ძრავის სახურავი. მოქალაქე, აღნიშნულზე გაბრაზდა, ჩაჯდა ავტომანქანაში, და მიაძახა, რომ ,,არაკაცურად იქცეოდა“, დახია ავტომანქანა უკან დაძრა წინ და დ----- ჯ-–ს ფეხებთან გაუჩერა ,,ლამის დაეჯახა“, რაზეც დ----- ჯ-–მა და იქ მყოფმა სხვა პირებმა (შემთხვეის ადგილზე შეგროვებული იყო დაახლოებით 10 კაცი) დაიწყეს ყვირილი - რას აკეთებო და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს დ----- თ-------- იდგა ბორდიურზე ავტომანქანის წინ, ხოლო დ----- ჯ-–ი იდგა მის გვერდით, დაახლოებით 03 მეტრში. მოქალაქემ მათ გინებაზე გააჩერა ავტომანქანა, მძღოლის გვერდით მჯდომი გადმოვიდა ავტომანქანიდან და წავიდა ავტომაქანის უკან. რამდენიმე წუთში დაინახა, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელიც ავტომანქანიდან გადმოვიდა დაშავებული იყო, კერძოდ, ცხვირიდან სდიოდა სისხლი. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია ვისგან მიიღო დაზიანებები, დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ დ----- ჯ-–ს მისთვის ხელი არ დაურტყამს, ვინაიდან, ის იდგა მის გვერდით და ხალხს მოუწოდებდა სიმშვიდისკენ. ამის შემდეგ მძღოლმა ამოიღო ტელეფონი და დარეკა პოლიციაში. რის შემდეგაც სიტუაცია დაწყნარდადა დ----- თ-------- წავიდა დაცვის ოფისში. მოწმის განმარტებით, პირი, რომელიც იჯდა საჭესთან, იყო მაღალი, ქერა ფერის თმით, ეცვა ღია ფერის ტანსაცმელი. მძღოლის გვერდით მჯდომს ჰქონდა შავი ფერის თმა, იყო საშუალო სიმაღლის, ეცვა მოშავო ფერის ტანსაცმელი. მოწმემ განმარტა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის ვიდეოკამერები, თუმცა მათ ჩანაწერზე ხელი მას არ მიუწვდება. 2019 წლის 08 ივნისს წავიდა სამსახურიდან ადრე, ვინაიდან იყო პრაქტიკანტი და საღამოობით არ მუშაობდა. მასთან პოლიცია არ ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა, ბრალდებული დ----- ჯ-–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის აგვისტოდან მუშაობს რუსთავის ავტობაზრობაზე სხვადასხვა პოზიციაზე. 2019 წლის მარტის თვიდან მუშაობს უსაფრთხოების სამსახურში, ავტობაზრობის მთავარ პატრულად. მის მოვალეობაში შედის შიდა პარკირების მოწესრიგება, კლიენტების უსაფრთხოების და ზოგადად ავტობაზრობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა. 2019 წლის 08 ივნისს, შაბათ დღეს, მუშაობა დაიწყეს დილის 05:30 საათიდან. იმავე დღეს დაახლოებით 14:00 საათისთვის, ავტობაზრობაზე უკვე აღარ იყო შემომსვლელი ავტომაქანები და ეხმარებოდა მოლარეს, ამ დროს მასთან მივიდა თანამშრომელი გ-----------–---–- და უთხრა, რომ 06-07 მეტრის მოშორებით იდგა ავტომანქანა, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა (მოწმემ განმარტა, რომ ავტობაზრობას აქვს ორი შესასვლელი, ერთი ცენტრალური, რომელიც შედის ავტობანიდან და მეორე შესასვლელი მომსახურების სააგენტოს მხრიდან, რომელიც არის ფართო (გაივლის 04 ავტომობილი), თუმცა 2019 წლის 08 ივნისს, სააგენტოს მხარეს ერთ ჩაყოლებაზე გამოყოფილი ჰქონდათ პარკინგის ადგილები, რის გამოც ცენტრალურ გზაზე, მხოლოდ ერთი ავტომანქანის გავლა იყო შესაძლებელი. მოწმის განმარტებით, გამოსასვლელები ბორდიურიდან შეწეულია შიდა მხარეს დაახლოებით 03-04 მეტრით, ასევე იქვე დგას ჯიხური და ბორდიურიდან 02 მეტრის მოშორებით არის ე.წ. შლაგბაუმი. საპარკინგე ზოლი იყო დახრილი 45 გრადუსიანი კუთხით) და მიუთითა ლურჯი ფერის ,,ლექსუსის“ მარკის ავტომობილზე. ავტომანქანა გაჩერებული იყო ბორდიურთან ცხვირით. ის ავტომანქანას მიუახლოვდა შუა მხრიდან, მარცხენა მხარეს იჯდა ერთი პიროვნება, რომელსაც ფეხი ჰქონდაგარეთ ავტომაქანის საფეხურზე დადგმული და კარი ღია. ღია იყო ავტომაქანის უკანა კარიც, რომელთანაც იდგა მეორე პირი, ხელში ეჭირა ჩვარი და საწმენდი სითხე. დ----- ჯ-–ი მივიდა ხსენებულ პირთან, მიესალმა, ყოველგვარი აგრესიის და ზედმეტი საუბრის გარეშე და უთხრა, რომ აღნიშნულ ადგილას არ შეიძლებოდა დგომა და განუმარტა ამის მიზეზი, კერძოდ ის, რომ აღნიშნულ ადგილას 5 ლარად დგებოდნენ ტრანზიტული ავტომანქანები და ყიდიდნენ ავტომანქანას, რაზეც პრეტენზიები ჰქონდათ შიდა პარკინგზე მყოფ დილერებს, რადგან ისინი გასაყიდად გამოყოფილ პარკინგზე იხდიდნენ 25 ლარს. აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ ელოდებოდა მეგობარს და 10 წუთში გაიყვანდა ავტომანქანას. რაზეც მან განუმარტა, რომ არსებობდა მე-16 პარკინგი, სადაც დაშვებული იყო ტრანზიტული ავტომანქანების დგომა და ამასთან იყო უფასო. მიუთითა, რომ იქ გადაეყენებინა ავტომობილი და დალოდებოდა მეგობარს. აღნიშნულზე მან არ გასცა პასუხი, გადაიწია წინ და დაიწყო ავტომანქანის წმენდა, იქ სადაც იჯდა გ------- კ----–-–---–ი. მოწმის განმარტებით ის კიდევ ერთხელ მივიდა და უთხრა, რომ ტერიტორიაზე იყო სათვალთვალო კამერები და მისი ქმედების გამო პრობლემები შეექმნებოდა დაცვის თანამშრომლებს. მან ისევ იგნორირება გაუკეთა დ----- ჯ-–ს და არ გასცა პასუხი, დაიწყო საბურავის წმენდა. ამ დროს მათგან 02 მეტრის დაშორებით იდგა გ-----------–---–-. ხსენებულმა პირმა თქვა ,,რამდენჯერ უნდა გამაფრთხილოთ და რამდენმა უნდა მითხრათო“, წავიდა ავტომაქანის უკან და ჩაიცუცქა, მძღოლის მხარეს არსებულ უკანა საბურავთან. დ----- ჯ-–მა წინიდან შემოუარა ავტომანქანას, მივიდა მასთან და უთხრა, რომ გადაეყენებინა ავტომანქანა და არ შეექმნებოდა არანაირი პრობლემა, რაზეც ხსენებულმა პირმა უთხრა, რომ ,,შენ ვინ ხარ საერთოდ, დავასრულებ ჩემ საქმეს და გავიყვანო“. დ----- ჯ-–მა უთხრა, რომ იყო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, მიუთითა ბეჯზე და უთხრა, რომ იყო დ----- ჯ-–ი. მოწმის განმარტებით, მის ყველა ნათქვამზე ხსენებული პირი ირონიულად იღიმებოდა და ეუბნებოდა, როდესაც დაასრულებდა თავის საქმეს მერე გაიყვანდა ავტომანქანას. დ----- ჯ-–მა აუწია ტონს, (ხელმძღვანელისგან აქვთ მითითება, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყენონ კლიენეტებს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ზოგჯერ შეუძლიათ ხმამაღალი ტონით ესაუბრონ, ხმა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ის რაღაცას აშავებს), როდესაც შეატყო ხსენებულ პიროვნებას, რომ არაფერი არ ესმოდა, გააცნო თავისი პიროვნება, თუ ვინ იყო, ამასთანავე შესთავაზა, რომ გადაეხადა საფასური 05 ლარი და როგორც პატრულის უფროსი, პასუხისმგებელი იქნებოდა მასზე 10 წუთის განმავლობაში, სანამ მისი მეგობარი მივიდოდა უპრობლემოდ იდგებოდა და არავინ შეაწუხებდა. დ----- მ----------მ ამჯერადაც არ გასცა პასუხი, გადავიდა მანქანის წინ, ახადა ძრავის სახურავი და იქ დაიწყო პლასტმასების წმენდა. დ----- ჯ-–ი გაღიზიანდა, გაყვა უკან და ჰკითხა რა უნდოდა? შესთავაზა რამდენიმე ვარიანტი, გაყვანა არ სურდა, არც თანხის გადახა და რა უნდოდა აეხსნა. აღნიშნულს ისმენდნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც იდგნენ დაცვის ოფისთან. მოწმის განმარტებით, ცენტრალური გზის ბორდიურიდან 04 მეტრში არის დაცვის სამსახურის ოფისი, რომლის ნახევარი არის ფასიანი საპირფარეშო და ნახევარი დაცვის ოფისი. ხოლო შენობასა და ბორდიურს შორის არის მარკეტი. მოწმის განმარტებით, მაღაზიასთან ახლოს ყოველთვის არის ხალხი, ზოგი ლუდს სვავს, ზოგი ყავას. იქვე მყოფი ხალხიდან ერთ-ერთმა დაიძახა რა გინდა, რატო უშლი ნერვებსო, ჩვენ აქაურები ვართ და ჩვენ არ გვაძლევენ ტრანზიტული ავტომაქანის გაჩერების უფლებას, გაიყვანე ამდენს რატო ალაპარაკებო. აღნიშნულზე დ----- მ----------ს არ ჰქონდა რეაქცია. დ----- ჯ-–ი კიდევ უფრო გაღიზიანდა და უთხრა, რომ მისი საქციელიდან გამომდინარე დაატოვებინებდა საერთოდ ავტობაზრობის ტერიტორიას. დ----- მ----------ს არც ამაზე ჰქონია რეაქცია. ავტომანქანიდან გადმოვიდა გ------- კ----–-–---–ი და თავის მეგობარს უთხრა, რომ წასულიყვნენ. არც მეგობარს მოუსმინა, აგრძელებდა თავის საქმეს და თან ირონიულად იღიმოდა. გარშემო იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, ა-–-----------------ე და გ-----------–---–-, რომელიც კვლავ ავტომანქანასთან იდგნენ და კიდევ ერთი პირი - დ----- ყ-----–---–ი. ხსენებული პირის ქმედებებიდან გამომდინარე, დ----- ჯ-–მა მოკიდა ხელი ძრავის სახურავს და ნელ-ნელა დაწია, ხსენებულმა პირმა კი აუკრა ხელი, რაზეც უფრო გაღიზიანდა დ----- ჯ-–ი, კიდევ დაწია სახურავი და ხსენებულმა პირმა კვლავ აუკრა ხელი. ამ დროს გ------- კ----–-–---–ი იდგა მათ უკან, დ----- ჯ-–ს ეუბნებოდა, რომ ნუ საუბრობდა ხმამაღლა და თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ წასულიყვნენ. დ----- მ---------- გაიწია უკან, რა დროსაც დ----- ჯ-–მა სწრაფად დახურა ძრავის სახურავი. დ-----ი წავიდა ავტომანქანისკენ, გ------- კ----–-–---–მაც გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი და ჩაჯდნენ ავტომანქანაში, დაახლოებით 01 წამში, დაიძრა მანქანა ჯერ უკან და შემდეგ ბორდიურთან მდგომი ხალხის მიმართულებით, იქ მდგომი პირები მოერიდნენ დ----- მ---------ის ავტომანქანას, ნაწილი მარჯვნივ გადახტა, ნაწილი კი მარცხნივ. დ----- ჯ-–მა მიუთითა, რომ თვალები ჰქონდა არასწორ ადგილას და გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დ----- მ----------ც აგინებდა საპასუხოდ. დ-----ი მ----------მ კიდევ ერთხელ დაძრა ავტომანქანა და იქ მდგომმა კონტროლიორმა ძლივს გაასწრო და გადახტა ავტომანქანის მარჯვენა კუთხიდან ნახევარი მეტრით. უცებ ისევ გაჩერდა ავტომანქანა, მარჯვენა მხრიდან გადმოხტა გ------- კ----–-–---–ი და პირდაპირ მივიდა მასთან ძალიან ახლოს, ხელები აუკრეს ერთმანეთს, ინერციით ერთმანეთს გაერიდნენ, მეორე ცდაზე გ------- კ----–-–---–ი უკვე მუშტით წავიდა მისკენ, დ----- ჯ-–მა უკანა ხტომით აიცილა მუშტი, აცილების შემდეგ დაიძრა გ------- კ----–-–---–ისკენ, გადადგა 03-04 ნაბიჯი, ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი და ირეოდა ერთმანეთში, ამ დროს, დაინახა გ------- კ----–-–---–ის სახე, რომელსაც თვალები ჰქონდა გაფართოებული და ცხვირის ნესტოდან მოსდიოდა სისხლი. დ----- ჯ-–ის აზრით, გ------- კ----–-–---–ს ხალხმრავლობაში მოხვდა ხელი. როდესაც დაინახა აღნიშნული დაიწყო ყვირილი ამათ გამო თავი არავინ გაიშაროთ, ხელიარავინ არ დაარტყათ, გარშემო იყო ბევრი თანამშრომელი და შესაძლოა რომელიმეს მიეყენებინა დაზიანება. ხალხი იყო შეკრებილი დ----- მ----------სთან, მიდიოდა საქმის გარჩევა. დ----- მ----------ს გაღებული ჰქონდა ავტომანქანის კარი, იდგა საფეხურზე და იგინებოდა. დ----- ჯ-–ი გამოეცალა სიტუაციას, შემოუარა ავტომანქანას, რომლის წინ იდგა კიდევ ერთი ავტომანქანა, გავიდა მისკენ და მარკეტთან გაჩერდა, რათა დამშვიდებულიყო. ამ დროს არაფერი აღარ ხდებოდა, იყო მხოლოდ ხალხი შეკრებილი, არ ჩხუბობდნენ. დ----- მ---------- ისევ იგინებოდა, და ამბობდა ვინც ჩემ მეგობარს დარტყა... და ა.შ., იგინებოდა დამრტყმელის მისამართით. ამ დროს ცენტრალური გზიდან, გადმოირბინა პიროვნებამ, რომელსაც ეცვა წითელი მაისური და თქვა - ჩემი ძმაკაცია, ვის აგინებო და იქ რა მოხდა არ დაუნახავს, ხოლო დ----- მ---------- ყვიროდა, რომ გამოიძახებდა პატრულს, ჩაჯდა ავტომანქანაში, კარი არ დაუკეტავს, ითხოვდა რაც შეიძლება მეტი ეკიპაჟის და სასწრაფო დახმარების მისვლას, რადგან თავს დაესხნენ ავტობაზრობის თანამშრომლები. აღნიშნულს თანამშრომლების მხრიდან მოყვა კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეუბნებოდნენ, რომ ,,წეღან ძველი ბიჭები იყავით და ახლა პატრულში რეკავთო“. დ----- მ----------მ მიიხურა კარი და დაძრა ძალიან სწრაფად ავტომანქანა. რამდენიმე პირმა, მათ შორის დ----- ყ-----–---–მა მიაყოლა გინება, იმის გამო, რომ დარეკეს პატრულში. ამის შემდეგ იქ მდგომი ხალხი დაიშალა და თავად დ----- ჯ-–იც წავიდა დაცვის სამსახურის ოფისში, სადაც მენეჯერმა ჯ-------------მ მარცხენა მკლავზე შენიშნა სისხლი და ჰკითხა რა სჭირს, რაზეც დ----- ჯ-–მა უთხრა, რომ არაფერი, უბრალოდ ვიღაცამ მოჰკიდა სისხლიანი ხელი. ასევე მაისურზეც ჰქონდა სისხლის წვეთი. შევიდა ოფისში, ჩამოიბანა მკლავი ისე რომ მაისური არ გამოუცვლია და წავიდა თავის სამუშაო ოფისში. მოიმზადა ყავა და ელოდებოდა პოლიციის თანამშრომლების მისვლას, რადგან იყო ერთ-ერთი მონაწილე მომხდარი კონფლიქტის. მალევე რადიოსადგურით გადასცეს, რომ ტერიტორიაზე შემოვიდა პოლიცია. მასთან ტერმინალზე შევიდა მისთვის ნაცნობი პირველი განყოფილების პოლიციელი და ჰკითხა რა მოხდა, რაზეც უთხრა, რომ არფერი არ მომხდარა და გავიდა გარეთ. ცენტრალურ გზასთან არის საბაჟო სამსახურის ჯიხური, რომლის გვერდითაც გაჩერებული იყო პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანა, რომელშიც იჯდა გ------- კ----–-–---–ი, ღია ჰქონდა ავტომანქანის კარი. გ------- კ----–-–---–ს ჩამოხეული ჰქონდა მაისური. ჯიხურის კუთხეში იდგა პიროვნება, რომელმაც ჰკითხა შენ იჩხუბეო, რაზეც დ----- ჯ-–მა უპასუხა, რომ არ უჩხუბია, რაზეც ხსენებულმა პირმა უთხრა აბა ეს სისხლი რა არისო. (როგორც შემდეგ აღმოჩნდა ხსენებული პირი იყო გამომძიებელი დ----- ო-----ე) მივიდა მისი ნაცნობი პოლიციელი და უსაყვედურა, რატომ უთხრა, რომ არაფერი არ მომხდარა. რამდენიმე სიტყვით აუხსნა მას რაც მოხდა, ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ის და გ-----------–---–- გადაიყვანეს გამოსაკითხად პოლიციის განყოფილებაში. გზაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰკითხა რა ერქვა იმ ბიჭს, რომელსაც ეცვა ზოლიანი მაისური, ვინაიდან დაზარალებულები მას ასახელებენ. მოწმის განმარტებით იმ დღეს ზოლებიანი მაისურით იყო ა-–---- ჩ------, რომელსაც დაურეკა და უთხრა, რომ განყოფილებაში იბარებდნენ და მისულიყო. ა-–---- განყოფილებაში მივიდა დაახლოებით 15 წუთში და ჰკითხა გამომძიებელს რატომ ჩაიყვანეს, პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ დაზარალებულებმა ახსენეს პირი, რომელსაც ზოლიანი მაისური ეცვა. დ----- ჯ-–მა უთხრათ, რომ ა-–---- მის გვერდით იყო, არავისთვის არ დაურტყამს ხელი, გადაეღოთ მისთვის სურათი და ეჩვენებინათ დაზარალებულისთვის. გამომძიებლებმა მას მართლაც გადაუღო ფოტო და დაახლოებით 10 წუთში გაიყვანეს ოთახიდან და გაუშვეს სახლში. იმავე დღეს დ----- ო-----ემ გამოკითხა და ასევე უთხრა, რომ უნდა წარედგინა მაისური, ვინაიდან, მასზე იყო სისხლის ლაქა და საჭირო იყო ექსპერტიზაზე გაგზავნა. დ----- ჯ-–ი დათანხმდა, რის შემდეგაც პოლიციის ავტომანქანით ორმა თანამშრომელმა მიიყვანა სახლში, სადაც დ----- ჯ-–მა გამოიცვალა მაისური და გადასცა გამომძიებლებს, რომლებმაც მაისური ჩადეს პოლიეთილენის პარკში და დალუქეს, ასევე უთხრეს, რომ მეორე დღეს დილას 11:00 საათზე, მისულიყო განყოფილებაში, ამოცნობაზე. იმავე დღეს, ის ავიდა სამსახურში მეგობრის ავტომანქანით, რათა ენახა შემთხვევის ვიდეოჩანაწერები. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაინტერესდა იყო, თუ არა მათთან ერთად ვინმე მათი თანამშრომლებიდან, უთხრეს რომ ჯ------------- აქცევდა ყურადღებას. ამის შემდეგ წავიდა მოდულთან, სადაც ინახებოდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მას ხელი მიუწვდებოდა. ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანდა მისი ყველა ქმედება, ამის მერე დამშვიდებული წავიდა სახლში, რადგან არსებობდა მტკიცებულება და ვერ შეედავებოდნენ. მეორე დღეს მივიდა პოლიციის განყოფილებაში და დ----- ო-----ეს უთხრა, რომ ჰქონდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ყველაფერი იყო ასახული, აღნიშნულზე დ----- ო-----ეს არ ჰქონია არანაირი რეაქცია, რადგან დ----- ო-----ემ მას არაფერი არ უთხრა, ჩათვალა, რომ მისგან დამოუკიდებლად გამოითხოვდნენ ჩანაწერებს. ამის შემდეგ ჩატარდა ამოცნობა, ხოლო შემდეგ წაიყვანეს სამედიცინო ექსპერტიზაზე. დაზარალებულების შემდეგ, დ----- ო-----ემ ექსპერტთან შეიყვანა დ----- ჯ-–ი. ექპერტმა ჰკითხა ჰქონდა თუ არა რაიმე დაზიანება. დ----- ჯ-–მა უთხრა, რომ გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია და მუცელზე ჰქონდა ჭრილობა, წინა დღეს არ მიუღია არანაირი დაზიანება, რადგან ის არავის შეხებია და არც მას შეხებიან ხელით. ექსპერტმა ჰკითხა დ----- ო-----ეს რის გამო მიიყვანა მან დ----- ჯ-–ი. დ----- ო-----ემ უთხრა, რომ საქმეს სჭირდებოდა. ექპერტმა დაუთვალიერა ხელის მტევნები, იდაყვები, მუცელი და ზურგი. აღნიშნულიდან დაახლოებით 10 დღეში, მას დაურეკა დ----- ო-----ემ და უთხრა, რომ ურეკავდა პროკურორის დავალებით და ჰკითხა თანახმა იყო თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე. დ----- ჯ-–მა ითხოვა, აეხსნა რა იყო საპროცესო შეთანხმება. დ----- ჯ-–მა, გამომძიებლის განმარტებიდან გამომდინარე იფიქრა, რომ მას უნდა ეღიარებინა დანაშაული. რაზეც მას გაეცინა და დ----- ო-----ეს, უთხრა, რომ არანაირ დანაშაულს არ აღიარებდა. ამის შემდეგ 03 დღეში დაიბარეს ბრალის წარდგენისთვის, განყოფილებაში, რასაც ესწრებოდა ადვოკატი მ----------ე. ბრალის წარდგენის შემდეგ, როდესაც გამოვიდა განყოფილებიდან გზაში დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ ბრალის შესახებ დადგენილებაში იყო შეცდომა, რადგან საქმე აღძრული იყო ჯგუფურ დანაშაულზე, უნდა ჩაესწორებინა და ხელი თავიდან მოეწერა.მოწმემ განმარტა, რომ გამოძიების მიერ შეთავაზებულ არც ერთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უარი არ განუცხადებია. ყველა საგამოძიებო მოქმედებებზე ცხადდებოდა დროულად და რასაც ეუბნებოდნენ ასრულებდა ყველაფერს. სისხლის ნიმუშის აღებაზე გამომძიებელს არ მიუმართავს. აღნიშნულის შესახებ გაიგო მაშინ, როდესაც მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი, რომელიც ითხოვდა სისხლის ნიმუშს, დ----- ო-----ემ კი განუმარტა, რომ ბრალდებული უარს აცხადებდა სისხლის ნიმუშის აღებაზე. მისთვის არავის მიუმართავს, არც წერილობით, არც სიტყვიერად, რომ მიემართათ, აუცილებლად დასთანხმდებოდა. პროკურორის კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ კონფლიქტს ესწრებოდა ა-–-----------------ე, გ-----------–---–-, დ----- თ-------- (პრაქტიკანტი), დილერი - დ----- ყ-----–---–ი, დ----- ჩ------ და მ------ ჯ-----–---–ი. ზოგი იდგა მასთან ახლოს, ზოგი მისგან მოშორებით. მოწმემ განმარტა, რომ არ დაუნახავს გ------- კ----–-–---–მა როდის ან როგორ მიიღო დაზიანება. ვიდეოჩანაწერი ასახავდა მთელ დღეს, მას როგორც თანამშრომელს ჰქონდა წვდომა ჩანაწერებზე. დ----- ჯ-–მა უყურა მხოლოდ მის და გ------- კ----–-–---–ის ერთმანეთთან ორჯერ მიახლოებას, ჩანაწერზე კარგად ჩანდა, რომ დ----- ჯ-–ისგან მარცხნივ 02 მეტრში იდგა პიროვნება, რომელმაც ხელი დაარტყა გ------- კ----–-–---–ს. ასევე ჩანაწერში ჩანს, რომ ავტომანქანიდან გადმოდის პიროვნება, მიდის დ----- ჯ-–თან, უქნევს ხელს, რომელიც დ----- ჯ-–მა აიცილა, აცილების მომენტში დ----- ჯ-–ი ხტება 1,5 - მეტით უკან, ხოლო ვიღაც პირი ურტყამს ხელს გ------- კ----–-–---–ს. პირი რომელიც ურტყამს არ ჩანს. გ------- კ----–-–---–ის სახე არ ჩანს კარგად თუმცა აღქმადია, რომ ერთი და იგივე პირია, რომელიც მიდის დ----- ჯ-–თან და შემდეგ ხვდება ხელი. მოწმემ განმარტა, რომ მეორე დაზარალებულის შესახებ არაფერი იცის. მოწმემ განმარტავს, რომ ჩანაწერიდან შეიძლებოდა პირების იდენტიფიცირება. გამოკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ კონფლიქტის დროს იყო დაახლოებით 10 ადამიანი. გამოკითხვისას იყო განერვიულებული, არ ახსოვდა ყველა დეტალი. თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ აღიდგინა ყველა წვრილმანი დეტალი.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ დ----- ჯ-–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს დ----- ჯ-–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ დ----- ჯ-–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, კერძოდ:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში, თმებით თრევაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.

 

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ბრალდების მხარის მიერ სრული, ყოველმხრივი გამოძიების ჩატარების, სასამართლოსათვის მიუკერძოებელი მოწმეების წარდგენისა და დაკითხვის აუცილებლობაზე, ასევე ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის და სხვა მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. შესაბამისად, მართალია, გამომძიებელი ვალდებული იყო გამოძიება ეწარმოებინა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, მაგრამ მტკიცებულებათა წარდგენა ცალსახად მხარეთა კომპეტენციას მიეკუთვნება და თავად მხარე განსაზღვრავს, თუ რომელ მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში გამოსაკვლევად, რა უფლებითაც ისარგებლა ბრალდების მხარემ. სასამართლო კი გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ დ----- ჯ-–მა დაზარალებულების დ----- მ---------ისა და გ------- კ----–-–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და დ----- ჯ-–ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ დ----- ჯ-–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ დაზარალებულებს სახეზე, ცხვირის, მიდამოში აღენიშნებათ დაზიანებები, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების N0-------- და N0-------- დასკვნებით, რომლის მიხედვითაც: პირადი გასინჯვისას (----------–-- და სამედიცინო საბუთის მონაცემებით (0---------–-) დ----- მ----------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა და ნაჭდევები ცხვირზე, ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობაში მითითებულ თარიღს. პირადი გასინჯვის (----------–-- მონაცემებით გ------- კ----–-–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა ცხვირის ფუძეზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის დადგენა და არა მისი მიმყენებელი პირისა და ტკივილის შეგრძნების განსაზღვრა. აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულებს ნამდვილად ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ მიაყენა მათ (დ----- ჯ-–მა თუ სხვა პირმა) დაზიანებები. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია. სადავოა ის ფაქტები, თუ რა ვითარებაში მიიღეს დ----- მ----------მ ცხვირზე, მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე დაზიანება, ხოლო გ------- კ----–-–---–მა სისხლჩაქცევა ცხვირის ფუძეზე და ეს დაზიანებები მიაყენა თუ არა დ----- ჯ-–მა, რაც საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უნდა დადგინდეს. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი დ----- ჯ-–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - არსებულ ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.

 

პალატის შეფასებით, აღნიშნული ფაქტის დადასტურება შეუძლებელია ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითაც, ისევე როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და შეტყობინებებით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებები, მხოლოდ გამოძიების დაწყების საფუძველია და მასში აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო და დადასტურებულიყო. შემთხვევის ადგილის დათვლიერების ოქმით დგინდება თუ რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N9-------. დასკვნის თანახამად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დ----- მ---------ის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერების განარღვევის და გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, მაგრამ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმის მტკიცება, თუ რა ვითარებაში და ვინ დააზიანა დ----- მ---------ის მაისური. ბიოლოგიური ექსპერტიზის N2----- დასკვნის თანახმად დგინდება, რომ: დ----- მ---------ის სისხლი მიეკუთვნება 0-------------ს; გ------- კ----–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება A----- ჯგუფს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----- ჯგუფს; დ----- მ----------ს მაისურზე აღმოაჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება A----- ჯგუფს; დ----- ჯ-–ის მაისურზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, ჯგუფის განსაზღვრაზე გამოკვლევა გაგრძელდება დ----- ჯ-–ის სისხლის ნიმუშის წარმოდგენისას. ბოტასებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; გ------- კ----–-–---–ის სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ ანაწმენდზე და დ----- მ---------ის მაისურზე არსებული სისხლი მიეკუთვნება A----- ჯგუფს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ დაზარალებულებს დ----- მ----------ს და გ------- კ----–-–---–ს ავტობაზრობის ტერიტორიაზე მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა ვინ მიაყენა მათ დაზიანება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება. რაც შეეხება დ----- ჯ-–ის მაისურზე და შარვალზე აღმოჩენილი ადამიანის სისხლის ჯგუფის განსაზღვრა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ მომხდარა (ვინაიდან არ იქნა წარდგენილი გამოძიების მიერ დ----- ჯ-–ის სისხლის ნიმუში), ეს კი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დ----- ჯ-–ის მაისურზე და შარვალზე აღმოჩენილი სისხლის ლაქა ეკუთვნის კონფლიქტის რომელიმე წევრს.

 

ბრალდების მხარეს დ----- ჯ-–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს ექსპერტთა, გამომძიებელთა და მოწმე გ-----------–---–-ს ჩვენებები. ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, გამომძიებლებებმა კი - მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა, მაგრამ ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, მათი ჩვენები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. რაც შეეხება მოწმე გ-----------–---–-ს ჩვენებას, იგი მხოლოდ კონფლიქტის დასაწყისის და დასასრულის თვითმხილველია. მას არ უნახავს, თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა დაზარალებულებს დაზიანები, ამდენად აღნიშნული მოწმე ვერ ადასტურებს ფაქტს ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი.

 

ბრალდების მხარეს დ----- ჯ-–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს დაზარალებულთა ჩვენებები, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და ამოცნობის ოქმები, ყველა ამ მტკიცებულებების პირველწყაროს კი წარმოადგენენ დაზარალებულები. შესაბამისად, პალატა დაზარალებულების - დ----- მ---------ის და გ------- კ----–-–---–ის ჩვენებების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ისინი როგორც კონფლიქტის დაწყების, ასევე ფიზიკური დაზიანებების მიყენების ნაწილში, რადიკალურ წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მიერ წარდგენილ - ორი მოწმის: დ----- თ---------, ა-–------------------ს და თვით დ----- ჯ-–ის ჩვენებებთან (ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული დ----- მ---------- თავის ჩვენებაში (23.09.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:41 საათი, 17:53 საათი), არ ადასტურებს მასთან პარკინგის კონტროლიორის მისვლის ფაქტს, შესაბამისად, მისი ჩვენება კონფლიქტის დაწყების ფაქტთან დაკავშირებით, არც ბრალდების მხარის მოწმის გ-----------–---–-ს ჩვენებასთან არის თანხვედრაში). ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ----- ჯ-–ის სხეულზე (ხელის მტევნებზე, მკლავებზე) და მაისურზე არ აღინიშნება ძალადობაში მონაწილე პირისთვის დამახასიათებელი დაზიანებები, დაუდგენელია ვისი სისხლის ლაქა აღინიშნებოდა დ----- ჯ-–ის მაისურზე. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების დაწყებიდან დასრულებამდე დროის მონაკვეთს და განხორციელებული ქმედების აღწერას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. მოწმეები დ----- თ--------, ა-–-----------------ე და თავად დ----- ჯ-–ი მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს ამ დაზარალებულების ჩვენებების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს დ----- მ---------ისა და გ------- კ----–-–---–ის ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სააპელაციო პალატა მათ ვერ გაიზიარებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 , მსგავსი კატეგორიის საქმეზე, გააუქმა გამამტყუენებელი განაჩენი და დაადგინა გამამრთლებელი განაჩენი და განმარტა (სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.), რომ: ,, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში ასახულ ზედაპირულ მსჯელობაზე, რომელიც ეხება მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს. პალატა აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.” ასევე იმავე გადაწყვეტილებაში განმატებულია (სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 11), რომ: ,, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში არსებულ მსჯელობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის მიუკერძოებელი მოწმეების წარდგენისა და დაკითხვის აუცილებლობაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, შეესწრნენ ცემის ფაქტს და დაადასტურებდნენ ამ გარემოებას. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ცალსახად მხარეთა კომპეტენციაა, თუმცა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულსა და დაზარალებულს, ასევე ბრალდების მხარის მოწმეებს შორის არსებობდა რამდენიმეწლიანი დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, რაც საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, ამასთან, დაზარალებულ დ. მ-ისა და მოწმე მ. ხ-ის ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და ცემის ფაქტი არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებით, ამ მოცემულობაში, ნეიტრალური და საქმის შედეგებით დაუინტერესებელი მოწმის ჩვენება მაღალი ალბათობით პასუხს გასცემდა არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დარჩენილ ბუნდოვან გარემოებებსა და კითხვებს.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება დ----- ჯ-–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ დ----- ჯ-–მა განახორციელა სხვაგვარი ძალადობა დაზარლებულების -დ----- მ---------ისა და გ------- კ----–-–---–ის მიმართ.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----------–---–ის, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დ----- ჯ-–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

დ----- ჯ-–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

-საქმეზე ამოღებული მაისურები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;

-დ----- მ---------ის სისხლის ნიმუში, გ------- კ----–-–---–ის სისხლის ნიმუში და მუქი ფერის ლაქები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

გამართლებულ დ----- ჯ-–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი