განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002183789
საქმე #1/ბ-691-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
ეკატერინე ჯიქიას, გიორგი სვანიძის მდივნობით
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა---–---ია;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - გი------------ნი, ზუ--------------–---–ი;
მსჯავრდებული - იო------------ია, დაბადებული 1--- წლის 2---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ-----------------------------–--–-------–------; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------–-----–---------------------–--------------------------–--------–------, ამჟამად პატიმარი.
მსჯავრდებული - მა-----------------, დაბადებული 1--- წლის 7-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ო-----------------–-------–-; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------–------------------------------, ამჟამად პატიმარი.
იო------------იას ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფის მიერ).
მა-----------------ს ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფის მიერ).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით:
1. იო------------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
იო------------იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 2 სექტემბრიდან.
2. მა----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გაუქმდა მა-----------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მა-----------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
მა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 27 აგვისტოდან.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა იო------------იამ (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი უკანონოა და დანაშაული არ ჩაუდენია. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი. ამასთანავე, გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად. საქმეში არ არსებობს პირდაპირი მოწმე იმისა, რომ დანაშაული იო------------იამ ჩაიდინა, გარდა თე--–------ას ჩვენებისა, რომელმაც ფოტოსურათით ამოიცნო მსჯავრდებული. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მა-----–------ამ დაზარალებულმა განაცხადა, რომ შეძლებდა იმ პიროვნების ამოცნობას, რომელმაც იარაღის მუქარით სთხოვა გაჩუმება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ უთხრა არ აჩქარებულიყო, მან კარგად დაკვირვების შემდეგ ხელი დაადო იო------------იას, ასევე პოლიციის განყოფილებაში ამოცნობილი ყავდა მა-----------------, რაც სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია. წარმოუდგენელია ადამიანმა პოლიციაში ამოცნობის დროს სხვას დაადოს ხელი, შემდეგ კი სასამართლოში დაკვირვების შემდეგ იო------------იას. დაზარალებული თე--–------ა განმარტავს, რომ იო------------იამ თავში იარაღი ჩაარტყა და ჩანთის წართმევას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე განაცხადა, რომ ერთთვიანი წოლითი მკურნალობა ქონდა დანიშნული ძლიერი ტვინის შერყევის გამო, მაგრამ მან ჯერ ფოტოსურათით ამოიცნო იო------------ია და შემდეგ ამოსაცნობ ოთახში, სადაც პოლიციელებმა ტელეფონით გადაუღეს სურათი და ანახეს და მსჯავრდებულის შეკითხვაზე, თუ რომელ სურათში ამოიცნო, აჩვენა სურათი, რომლის შემდეგაც ცხვირის სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული და დიდი ხნის ნაცნობებიც ვერ ცნობენ. ასევე ცრუ ჩვენებას იძლევა მოწმე არ-----------------იც, ხოლო იმ ვიდეო-ჩანაწერების სასამართლოზე დათვალიერების შედეგად, რის საფუძველზეც დააკავეს დადასტურდა, რომ იო------------ია შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. ვიდეომასალა არის ბუნდოვანი, არ ჩატარებულა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა და ვერ მოხდა პირების იდენტიფიცირება. მოწმე იო-----------–---–ის სასამართლოზე გამოქვეყნებული ჩვენებიდანაც არ ჩანს იო------------იას მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში, რადგან თუ მის მანქანაში იჯდა რატომ არ შესთავაზეს სურათებით ამოცნობა და არ დაადებინეს ხელი, ისევე როგორც თე--–------ას. გამომძიებელი ლე-----------ეც იტყუება, რადგან მის მიერ ჩვენებაში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. მოწმეს შეგნებულად არ აქვს მითითებული საათი, რომელიც მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. ჭი-----ე სასამართლომ დაკითხა მსჯავრდებულის დაუსწრებლად, რაც დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მისი თითის ანაბეჭდები არ ყოფილა აღმოჩენილი არც იარაღზე, არც ჩანთაზე და არც ველოსიპედის საჭეზე. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ველოსიპედის ძარის ზედაპირიდან კონკრეტული ადგილის მითითების გარეშე ამოღებული ხელის კვალი იდენტურია იო------------იას მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის, თუმცა ეს არ ადასტურებს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილას იქ იმყოფებოდა და თვითონ მართავდა ველოსიპედს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭის სახელურებზეც უნდა ამოსულიყო იგივე კვალი.
მსჯავრდებულმა მა-----------------მ (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საქმეზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მა-----------------მ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დისკები, რომლებზეც ჩანს, რომ ფეხით მიდიან პირები, ერთს აცვია თეთრი მაისური და წვერი აქვს. აღნიშნულ დისკზე არ არის დანიშნული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა და არ არის დადგენილი, არის თუ არა ეს პიროვნება მა-----------------. მესამე ველოსიპედზე თითის კვლები ვერ იქნა ამოღებული და თუ ორ ველოსიპედზე ამოვიდა თითის კვლები, მესამეც უნდა ამოსულიყო. დათვალიერდა დაზარალებულის ხელჩანთა, რომელსაც ერთ მხარეს ამოგლეჯილი ქონდა. ამ ვითარებაში, ნაგლეჯი მსჯავრდებულთან უნდა დარჩენილიყო, რაც არც შემთხვევის ადგილიდან და არც მსჯავრდებულებისგან არ ყოფილა ამოღებული. პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას მა-----------------ს ველოსიპედის შეკეთება სთხოვეს, რა დროსაც სხვადასხვა ადგილას შეეხო ველოსიპედს. შემდეგ მიხვდა, რომ ველოსიპედი იმიტომ გაატარებინეს და შეაკეთებინეს, რომ თითის კვლები აეღოთ. ამდენად პოლიციელებმა უკანონო მეთოდი გამოიყენეს.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი არის კანონიერი. მა-----------------ს და იო------------იას მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული არაერთი უტყუარი მტკიცებულებით. შემთხვევის ადგილზე დატოვებულ ველოსიპედებზე სპეციალისტების მიერ აღებულია თითის კვლები და ჩატარებულია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული გენეტიკური პროფილი, რომელიც არის უტყუარი. არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული, რაც ადასტურებს, რომ გენეტიკური პროფილი მიეკუთვნება მა-----------------ს და იო------------იას. ამოცნობა ჩატარდა პროცესულაური ნორმების სრული დაცვით და დაზარალებულმა უტყუარად დაადო ხელი მსჯავრდებულებს. დაზარალებულებმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი მიაწოდეს გამოძიებას. მათი ჩვენებებით დადგინდა, თუ რომელ მსჯავრდებულს რა ტანსაცმელი ეცვა, ასევე ვიდეოკამერებით დადგენილია, თუ როგორ გადაადგილდება იო------------ია, რომელსაც არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.
სასამართლომ დაადგინა:
მა-----------------მ, იო------------იამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა განიზრახეს მისაკუთრების მიზნით, აშკარად, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, დაუფლებოდნენ თე--–------ას კუთვნილ ხელჩანთას. 2017 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 00:55 საათზე, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქ. თბილისში, გ. რ-----–-–---–-- ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში, თავს დაესხნენ თე--–------ას და მა-----–------ას, რა დროსაც იო------------იამ თე--–------ას თავში ჩაარტყა იარაღი და ძალის გამოყენებით ცდილობდა ხელჩანთის წართმევას, ხოლო მა----------------- იარაღის დემონსტრირებით აჩუმებდა მა-----–------ას, რომ მას შეეწყვიტა დახმარების აღმოჩენის მიზნით დაწყებული ყვირილი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებს მიადგა მორალური და ფიზიკური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ მა-----–------ას ჩვენებით დადგინდა, რომ შვილთან - თე--–------ასთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, გ. რ-----–-–---–-- ქუჩა N6-ში. თე--–------ას აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და სამსახურიდან ბრუნდება ღამის საათებში. 2017 წლის 26 აგვისტოს, მა-----–------ას დაუკავშირდა თე--–------ა და შეატყობინა, რომ სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. მა-----–------ამ სახლიდან გადაიხედა ქუჩაში და დაინახა მეზობელი ბიჭები, ასევე დაინახა ორი უცნობი ბიჭი, რომლებიც იყვნენ ველოსიპედებით და შავებში ჩაცმულები, რაც საეჭვოდ მიიჩნია, თე--–------ას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქვევით დახვდებოდა. როდესაც ქვევით ჩავიდა, დაინახა მესამე ბიჭიც ველოსიპედით, რომელიც კედელთან იდგა. დახვდა თე--–------ას და როდესაც სადარბაზოში შევიდნენ, შემოესმა თე--–------ას კივილის ხმა და დაინახა, რომ თე--–------ას ჩანთაზე ებღაუჭებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, ხოლო სადარბაზოს კართან მდგომმა ბიჭმა, როგორც გამოძიებით გაირკვა - მა-----------------მ, მა-----–------ას მიუშვირა პისტოლეტი და მიზანში ამოიღო. მანაც დაიწყო ყვირილი და ითხოვდა დახმარებას. ხმაურზე მოვიდნენ ეზოში მყოფი მეზობლები, რა დროსაც თავდამსხმელები სადარბაზოდან გაიქცნენ. თავდამსხმელებიდან ორი პირი ველოსიპედით გაიქცა, ხოლო ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ვერ მოახერხა ველოსიპედზე დაჯდომა და ფეხით გაიქცა. თავდამსხმელების გაქცევის შემდეგ ნახა, რომ თე--–------ას თავიდან მოსდიოდა სისხლი. თავდამსხმელი, რომელიც მას იარაღს უმიზნებდა, იქნებოდა დაახლოებით 1.60-1.70 სმ-ის, 25-30 წლამდე, ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, სპორტულ სტილში, სპორტული ფეხსაცმელი, გრძელმკლავიანი მაისური, ეფარა შავი ფერის ქუდი, ჰქონდა წვერი და თაფლისფერი თვალები.
დაზარალებულ თე--–------ას ჩვენებით დადგინდა, რომ ლესელიძის ქუჩაზე აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საიდანაც სახლში ღამის საათებში ბრუნდება. 2017 წლის 6 აგვისტოს, დაუკავშირდა დედამისს - მა-----–------ას და შეატყობინა, რომ სახლში მიდიოდა. როდესაც ავტომანქანით სახლს მიუახლოვდა, დაინახა უბნელი ბიჭები, ასევე დაინახა მისთვის უცნობი პირი, რომელიც ველოსიპედით სადარბაზოსთან იდგა (როგორც შემდგომ გაირკვა იო------------ია). იო------------იას ეს მოქმედება საეჭვოდ ენიშნა და დაელოდა მა-----–------ას ჩამოსვლას, რა პერიოდშიც იო------------იას და მის თანხმლებ პირებს აკვირდებოდა. იო------------იას თანხმლები ერთი პირი ავტომანქანის მხარეს ველოსიპედით მივიდა და გაჩერდა. თე--–------ამ მა-----–------ას ჩამოსვლის შემდეგ, ავტომანქანიდან გადაიტანა მისი კუთვნილი ნივთები და დოკუმენტები. ის და მა-----–------ა შევიდნენ სადარბაზოში, რა დროსაც დაინახა, რომ მისკენ მირბოდა იო------------ია, რომელიც მივარდა თე--–------ას და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში, ხოლო მა-----–------ასთან იმყოფებოდა იო------------იას თანმხლები პირი - იარაღით შეიარაღებული მა-----------------. იო------------ია ცდილობდა მისთვის წაერთმია ჩანთა, შემდეგ ყვირილის ხმაზე თავდამსხმელებთან მყოფმა დაუდგენელმა პირმა თავდამსხმელებს მოუწოდა წასვლისკენ, ვინაიდან ქუჩაზე მყოფი მეზობლები სადარბაზოსკენ მოდიოდნენ. იო------------ია და მეორე პიროვნება სადარბაზოდან გაიქცნენ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა წაიღო თე--–------ას კუთვნილი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მისი დიპლომები. თე--–------ას იო------------იას მიერ თავის არეში მიყენებული დაზიანების შედეგად სისხლი სდიოდა, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას თავდამსხმელები რამდენიმე დღით ადრე აკვირდებოდნენ, რადგან ლესელიძის ქუჩაზე შენიშნა მა-----------------, რომელიც მას აკვირდებოდა. მან აღწერა თავდასხმის დღეს იო------------იას ჩაცმულობა, რომელსაც ეცვა შავი ფერის მაისური, ცისფერი ფერის ე.წ ,,ბრიჯები“, მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ოდნავ ღია ფერებში, ეხურა ქუდი ,,კეპკა“ და თმები გამოშვერილი ჰქონდა ქუდიდან.
მოწმე მზ---------ის ჩვენებით გაირკვა, რომ ცხოვრობს რ-----–-–---–-- ქუჩის, მ--- კორპუსში, პირველ სართულზე. მისი მეზობლები არიან მეხუთე სართულზე მცხოვრები მანანა და თე--–------ები. მან ღამის საათებში გაიგონა ქალის ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა, დაუკავშირდა 112-ს და შეატყობინა მომხდარი ფაქტი.
მოწმე არ-----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს მეგობართან ერთად იმყოფებოდა გ.რ-----–-–---–-- ქუჩაზე მდებარე მ--- და მ--- კორპუსებს შორის არსებულ სკვერში, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებმაც ველოსიპედებით გაიარეს. რამდენიმე ხანში, გაიგონა ქალის ყვირილის ხმა, რის გამოც მან და მისმა მეგობარმა მიირბინეს რ-----–-–---–-- მ--- კორპუსის სადარბაზოსთან. არ-----------------მა დაინახა, რომ ორი პიროვნება სადარბაზოდან გამოიქცა. ერთ-ერთი პიროვნებამ ვერ შეძლო ველოსიპედის მართვა და ფეხით გაიქცა, ხოლო ველოსიპედი ადგილზე დააგდო. მეორე პიროვნება დაჯდა ველოსიპედზე და გაიქცა, რომელსაც გაეკიდა, მაგრამ თავდამსხმელმა იარაღი მიუშვირა და განუცხადა, რომ თუ კვლავ გაეკიდებოდა იარაღს ესროდა. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელებს ეცვათ მუქი ტანსაცმელი.
მოწმე გუ-–----------–--ის ჩვენებით გაირკვა, რომ მუშაობს სამედიცინო დახმარების ცენტრში. დაყაჩაღების ფაქტზე შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ რ-----–-–---–-- N6-ში, სადაც დახვდათ დაზარალებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც თხემის ნაწილში ჰქონდა დაზიანება მიღებული. პაციენტს გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილ იქნა სამედიცინო კლინიკაში.
მოწმე დი---------------–--ის ჩვენებით გაირკვა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია თე--–------ას მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. ინფორმაციის თანახმად, დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა მა-----------------ს, დაბადებულს 1--- წელს, მცხოვრებს თბილისი, აეროპორტის დასახლება N1--- ბინა N3--ში. მიღებული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანლობას.
მოწმე გი-------------–--–---–ის განცხადებით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია თე--–------ას მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე. ინფორმაციის თანახმად, დამნაშავე პირები აღბეჭდილნი იყვნენ კოსტავას ქუჩა N1--–-- ჭ-----–---- ქუჩა N8-–- და გ------–---–-- ქუჩა N3--–- განთავსებულ კამერების ჩანაწერებში. მიღებული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ნი-----------ის განმარტებით, მისი საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე გ------–---–-- ქუჩის 3--–-, პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ვიდეო ჩანაწერები.
მოწმე ან--–--------ის განმარტებით, მუშაობს ჭ-----–---- 8 ნომერში მდებარე აფთიაქში ფარმაცევტად. აფთიაქს აქვს სათვალთვალო კამერები, საიდანაც გამომძიებლის მიერ ამოღებულ იქნა ვიდეო ჩანაწერი.
მოწმე ლა–--------ემ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ერთ-ერთი ველოსიპედი ეგდო გ------–---–-- ქუჩა N4---- მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ველოსიპედი ეგდო ბარნოვის ქუჩა N6---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო შანიძის ქუჩა N2---- მიმდებარე ტერიტორიაზე ეყარა შავი ფერის კეპი, შავი ფერის ნაქსოვი ქუდი და ხელთათმანები.
მოწმე ალ-----------------ას განცხადებით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ავტომანქანა ,,ვაზ 2102“ თაობაზე, რომლითაც დამნაშავეებმა ველოსიპედები მიიტანეს გ------–---–-- ქუჩაზე. ალ-----------------ას განმარტებით, ა/მანქანა ,,ვაზ 2102“ იყო მოყვითალო ფერის, ძველი. მისმა პირადმა კონტაქტმა ა/მანქანა ნახა რ-----–-–---–-- ქუჩაზე.
მოწმე არ---–-------–---–ის განცხადებით, იო-----------–---–თან ერთად მუშაობდა ჯართის მიმღებ პუნქტში. მათ ჰყავდათ ,,ვაზ 2102“ ფირმის ავტომანქანა, რომელიც იყო ნარინჯისფერი. არ---–-------–---–ის განმარტებით, ა/მანქანა 2017 წლის 30 სექტემბერს ჩააბარა დაშლილებში, ხოლო მანამდე ავტომანქანას მართავდა იო-----------–---–ი.
მოწმე იო-----------–---–ის გამოქვეყნებული ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობდა ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც ხელმძღვანელობამ საბოლოო გამოსყიდვის უფლებით სარგებლობაში მისცა ავტომანქანა ,,ვაზ 2102“ სახ. ნომრით ACK----- რომელიც გაფორმებული იყო ხა----- და----–---ზე. 2017 წლის აგვისტოს თვის ბოლო რიცხვებში ავტომანქანით მოძრაობდა კახეთის გზატკეცილიდან მეტრო ,,ისნის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გააჩერა მისთვის უცნობმა სამმა პიროვნებამ, რომლებსაც თან ჰყავდათ ველოსიპედები. იო-----------–---–ი მათ შეუთანხმდა, რომ 20 ლარის სანაცვლოდ მიიყვანდა ფილარმონიის ზემო დასახლებაში. მან ველოსიპედები ჩადო საბარგულში, ხოლო ერთი ველოსიპედი დაამაგრა სახურავზე არსებულ სათავსოზე. სამივე პიროვნებას ავტომანქანა გაუჩერა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ველოსიპედები ავტომანქანით მიიტანა გ------–---–-- ქუჩაზე, სადაც იმავე სამმა პიროვნებამ გამოართვა ველოსიპედები.
მოწმე ელ------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ვერის სასაფლაოზე დამლაგებლად. 28 აგვისტოს, ერთ-ერთ საფლავზე აღმოჩინა პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომლისთვისაც ხელი არ უხლია. იქვე მომუშავე ბიჭებმა დარეკეს პოლიციაში და პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს პისტოლეტის მსგავსი საგნის ამოღება.
მოწმე შა-–-----------ას ჩვენებით გაირკვა, რომ მან და მისმა მეწყვილემ ზა------------–---–მა ადმინისტრაციული წესით დააკავეს მა-----------------. მა-----------------მ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რამდენიმე არასწორი სახელი და გვარი, შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზა------------–---–მა.
მოწმე ლე-----------ემ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იო------------იას პიროვნების შესახებ.
მოწმე ზა--–--------–---–ის განმარტებით, იო------------იას დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ შენიშვნა არ ჰქონია.
მოწმე გი--------------–--–ის განმარტებით, როგორც გამომძიებლის თანაშემწემ შეადგინა ოქმი მა-----------------სგან სისხლის ნიმუშის აღების შესახებ და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე გი-----------------ემ დაადასტურა, რომ მის მიერ იქნა აღებული სისხლის ნიმუში იო------------იასგან, რის შემდეგაც სისხლის ნიმუში დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, გ. რ-----–-–---–-- ქუჩა, კორპუსი N6-ის უკანა ეზოს პირველი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა: ველოსიპედის საჭის მარჯვენა და მარცხენა ხელის მუხრუჭის სახელურებიდან ანაწმენდები სტერილური ორი ცალი ბიოლოგიური ჩხირით; შავი ფერის პლასტმასის დეტალი; მოწითალო ფერის ლაქები; პისტოლეტი მჭიდით; რეზინის ველოსიპედის სახელურები; ველოსიპედის უკანა სავარძელი; პისტოლეტის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანები; ხელის კვალი ველოსიპედის კორპუსის ზედაპირიდან; ფულადი თანხა; შავი ფერის ველოსიპედი.
მოწმეებმა ნი----------–--ემ და ვა---–---–----ემ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ი. გ------–---–-- ქუჩა N4---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარნოვის ქუჩის N6---- მიმდებარე ტერიტორიაზე, შანიძის ქუჩის N2---- მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ველოსიპედები; შავი ფერის ველოსიპედის დასაჯდომი სკამი, შავი ფერის ველოსიპედის ძარის ზედაპირიდან ხელის კვალი, რომელიც გადატანილი იქნა დაქტილოფირზე, რეზინის სახელურები ველოსიპედის საჭიდან, ანაწმენდები, ამავე ველოსიპედის დასაჯდომი სკამის ტყავის ზედაპირი, საჭის რეზინის სახელურები, ხელის მუხრუჭიდან ანაწმენდი, შავი ფერის კეპი, ორი ცალი თეთრი ფერის ხელთათმანი, ნაქსოვი ნიღაბისმაგვარი შავი ფერის ქუდი, სუნის ნიმუში.
მოწმეებმა აკ-----------–---–მა, და---------–---მა, გვ--–-----------ემ და პა------------ემ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
საფლავის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ.თბილისში, გ.რ-----–-–---–-- ქუჩაზე მდებარე ვერის სასაფლაოზე არსებული ერთ-ერთი შავი ქვით მოპირკეთებული საფლავი, რომელზეც აწერია გარდაცვლილების თა------------–იას, ირ---–--------ძის და გიას სახელები. საფლავის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ერთ ცალი პისტოლეტი.
მოწმეებმა გი----------–--–---–მა, გი------------------მა და ელ------------ემ დაადასტურეს საფლავის დათვალიერების ოქმის სისწორე.
ამოღების ოქმის მიხედვით, რომლის სისწორეც დაადასტურა გამომძიებელმა გი----------–--–---–მა, თე--–------ას მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი იქნა ცისფერი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი, რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 27 აგვისტოს ქ. თბილისში გ. რ-----–-–---–-- ქუჩა, კორპუსი N6-ის სადარბაზოში განხორციელებული თავდასხმის დროს ეცვა ტანთ და შავი ფერის ნაჭრის ხელჩანთა, რომლის წართმევასაც ხსენებული თავდასხმის დროს, თე--–------ას განმარტებით, ცდილობდა მოძალადე მამაკაცი. თე--–------ას მიერ წარდგენილ პერანგს ზედ აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; ასევე ამოღებულ იქნა თე--–------ას მიერ წარმოდგენილი შავი ფერის ოთკუთხედი ფორმის ნაჭრის ელვაშესაკრავიანი ხელჩანთა, რომელსაც ერთ მხარეზე მოწყვეტილი აქვს მხარზე გადასაკიდი ზონარი.
ამოღების ოქმის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურა გამომძიებელმა ნი----------–--ემ, ბრალდებულ მა-----------------ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა მისი კუთვნილი ტანთმოსილი მოკლესახელოებიანი ღია ფერის მაისური წინა მხარეს წარწერებით ლათინური ასოებით W----------------
პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, წარდგენილი სამი მამაკაციდან მა-----–------ამ ამოიცნო მარჯვნიდან მესამე რიგში, ხოლო მარცხნიდან პირველ რიგში მდგარი პიროვნება - მა-–-----------------------ია (დაბ. 1--- წლის 07-----------), რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 01:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შვილზე - თე--–------აზე განხორციელებული თავდასხმაში იღებდა მონაწილეობას და რომელმაც პისტოლეტი დაუმიზნა მა-----–------ას, ხოლო ატეხილი ყვირილის შემდგომ პირადად თვითონ ფეხით გაიქცა, ხოლო თანმხლები ორი მამაკაცი ველოსიპედებით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
გამომძიებელმა გი----------–--–---–მა დაადასტურა პირის ამოცნობის ოქმის სისწორე.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურა გამომძიებელმა ნი----------–--ემ, თე--–------ამ წარდგენილი სამი მამაკაციდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე რიგში, ხოლო მარცხნიდან პირველ რიგში მდგარი პიროვნება - იო-----------------------ია. თე--–------ას განმარტებით, 2017 წლის 27 აგვისტოს დაახლოებით 01:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იო------------იამ თანნაქონი პისტოლეტის ჩარტყმით თე--–------ას თავის არეში მიაყენა დაზიანება და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა ხელჩანთის წართმევას.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, თე--–------ამ ფოტოსურათით პიროვნების ამოცნობისას, ამოიცნო რიგით პირველ (N1) ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - იო-----------------------ია (აბ. 1--- წლის 2---------------), რომელიც მისი განმარტებით, 2017 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს სადარბაზოში დაესხა თავს, თავში ძლიერად ჩაარტყა თანნაქონი პისტოლეტი და ძალისმიერად ცდილობდა ხელჩანთის წართმევას.
გამომძიებელმა გი----------–--–---–მა დაადასტურა ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორე.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სს N0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 52X53მმ - კვალი N1 და 34X46მმ - კვალი N2 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. N1 კვალი (ამოღებული ველოსიპედის ძარის ზედაპირიდან) იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 25.10.1--- წელს დაბადებული იო-----------------------იას მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშისა. N2 კვალი(ამოღებული ველოსიპედის კორპუსის ზედაპირიდან) იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 07.11.1--- წელს დაბადებული მა-–-----------------------იას მარჯვენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რუ------------–------–---–მა.
ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმისს ახით დაკითხულმა ექსპერტმა ქე----------------–-–---–მა, პაკეტში წარწერით: ობ. N1 (ველოსიპედიდან აღებული ანაწმენდები 4 ც. ბიო ჩხირზე) მოთავსებულ: ანაწმენდებზე, ,,ველოსიპედის საჭის მარჯვენა ხელის მუხრუჭის სახელურიდან“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება მა-----------------ს (ობ.N37; პაკეტი წარწერით: ,,მ.ნა------ია. მ.ნა------იას სისხლი“) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო იო------------იას (ობ. N36; პაკეტი წარწერით: ,,იო------------იას სისხლის ნიმუში“) და თე--–------ას (ობ. N38; პაკეტი წარწერით: ,,თე--–------ას სისხლი“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში, წარწერით: ,,ობ.4, ობ. 5, ობ. 6 მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6-8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თე--–------ას (ობ. N38); პაკეტში, წარწერით: 1 (ერთი) ც. პისტოლეტის მსგავსი საგანი ამოღებული სასაფლაოდან წარწერით - ,,თა------------–ია, ირ---–--------ძე და გია, ნიადაგის ზედაპირიდან“ მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ, პნევმატური იარაღზე არსებული ბიომასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N9-ის პროფილში ვლინდება მა-----------------ს (ობ. N37) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო იო------------იას (ობ. N36) და თე--–------ას (ობ. N38) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში, წარწერით: ობ. N7. 1 ც. პისტოლეტი მჭიდით ამოღებული სადარბაზოში იატაკის ზედაპირიდან“ მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ, პნევმატურ იარაღზე (ობ. 10) და მჭიდზე (ობ. N10ა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. 10ა-ს გენეტიკური პროფილში იკვეთება მაჟორული (ძირითადი) წილი, რომელიც ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს. ობ. N10ა-ს გენეტიკურ პროფილში იო------------იას (ობ.N36), მა-----------------ს (0ბ.N37) და თე--–------ას (ობ. 38) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. პაკეტში, წარწერით: ,,პბ. N1-ის (ველოსიპედის) საჭის სახელურები“, მოთავსებული მოშავო და მონაცრისფრო, რეზინოვანი მასალის, ცილინდრული ფორმის სახელურებზე არსებული ბიომასალის (ობ. N15,16) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N15,16-ის პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მა-----------------ს (ობ. N37). პაკეტში, წარწერით: 1 (ერთი) ც. ნიღბისმაგვარი შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ამოღებული N2---- მიმდებარე საფეხმავლო ბილიკიდან, ასფალტის ზედაპირიდან“ მოთავსებულ შავი ფერის, ცილინდრული ქსოვილის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი შერეულია. ქსოვილიდან ამოღებული თმის ღერების (ობ.N25,26) გენეტიკური პროფილი და ობ. N24-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის იო------------იას (ობ. N36). პაკეტში, წარწერით: 1 (რთ) ც. კეპი, ამოღებული N2---- მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკიდან ასფალტის ზედაპირიდან. ობ. N1“ მოთავსებულ შავი ფერის ქსოვილის, კეპიანი ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N27) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N27-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის იო------------იას (ობ.36). პაკეტში, წარწერით: ,,თე--–------ას შავი ხელჩანთა“, ხელჩანთაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N30,31) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თე--–------ას (N38). პაკეტში, წარწერით: ,,ცისფერი პერანგი თე--–------ა“ მოთავსებულ მოცისფერო, მოკლესახელოებიან პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N32,33) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თე--–------ას (ობ. N38); პაკეტში, წარწერით: ,,მა-----------------ს მაისური“ მოთავსებული მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N34,35) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მა-----------------ს (ობ. N37).
ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ორი ერთეული იარაღიდან: ერთი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური (ტაივანის) წარმოების 4,5 მმ კალიბრის გლუვლულიან, არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, ,,MAKAROV ULTRA” მოდელის, სპორტულ-სავარჯიშო და გასართობი თამაშებისთვის განკუთვნილ N-------- აირ-პნევმატურ პისტოლეტს. იგი ვარგისია გამოსაყენებლად სროლისათვის. მეორე წარმოადგენს უცხოური წარმოების (ტაივანი) სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 4,5 მმ კალიბრის, გლუვლულიან, არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ ,,T. D. P 45” მოდელის სპორტულ-სავარჯიშო და გასართობი თამაშებისათვის განკუთვნილ N1------- აირ-პნევმატურ პისტოლეტს. იგი ვარგისია გამოსაყენებლად სროლისათვის. გამოსაკვლევი ლითონის საგანი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, აირ-პნევმატური, მათ შორის ზემოხსენებული ,,T. D. P 45” მოდელის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ კონსტრუქციულ დეტალს - 4,5 მმ კალიბრის ბურთულის ტევადობის მჭიდს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნა----–------–----მა.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, რომლის სისწორეც დაადასტურა ექსპერტმა ეკ------–--–---–-ა, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკას“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N9----ის მიხედვით, თე--–------ას, აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 2017 წლის 27 აგვისტოს (გაეწერა 27.08.17წ.), სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, სხეულის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მენჯის მიდამოს ექსკორაცია. დაზიანებების განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჭრილობის განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, ვიდეო ფაილის გახსნისას და მიმდინარეობისას კადრში ჩანს მ. კოსტავას ქუჩა N1--–- მდებარე შენობის წინ განთავსებული ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და მიწისქვეშა ჩასასვლელი. ვიდეოჩანაწერის მარჯვენა კუთხეში მითითებულია თარიღი 26.08.2017 წ. ჩანაწერის დროით 00:00:05 საათზე კადრში ჩანს ქუჩის ქვედა მიმართულებიდან ზემოთ მომავალი სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან მარცხენა მხარეს მომავალ მამაკაცს ტანთ აცვია მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი წინ არსებული ნახატით და მუქი ფერის შარვალი, აქვს მუქი ფერის დაბალი თმა და დაბალი წვერი. შუაში მომავალ მამაკაცს ტანთ აცვია მოკლესახელოებიანი მუქი ფერის მაისური და მუქი ფერის შარვალი, აქვს მუქი ფერის დაბალი თმა და დაბალი წვერი, თავზე უკეთია შავი ფერის მზის სათვალე, ხოლო მხარზე გადაკიდებული აქვს შავი ფერის საშუალო ზომის ხელჩანთა. მარჯვნივ მომავალ მამაკაცს ტანთ აცვია მაისური წინ გამოსახული თეთრი ფერის ნახატით, ზემოდან მოცმული აქვს გრძელსახელოებიანი მუქი ფერის ჟაკეტი, თავზე ახურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი და ლურჯი ფერის ჯინსის ბრიჯები. კადრის მიმდინარეობის 00:00:21 საათზე აღნიშნული მამაკაცები ქრებიან კამერის თვალთახედვის არედან.
აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ნი----------–--ემ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეო ფაილის გახსნისას და მიმდინარეობისას კადრში ჩანს ი. გ------–---–-- ქუჩა N3--–- მდებარე საცხოვრებელის კორპუსის წინ მდებარე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ცენტრალური სავალი გზის ნაწილი. ვიდეოჩანაწერის მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 26.08.2017 წ. ჩანაწერის დროით 00:00:04 საათზე კადრში ჩნდება ქუჩის ქვედა მიმართულებიდან ზემოთ მომავალი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მაისური, თავზე ხურავს მუქი ფერის კეპიანი ქუდი, აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. კადრის მიმდინარეობის 00:00:09 საათზე აღნიშნული მამაკაცი ქრება კადრიდან და კადრში ჩნდება ორი მამაკაცი, რომლებიც მოძრაობენ ქუჩის ზედა მიმართულებით. კადრის მიმდინარეობის 00:00:12 საათზე კადრში ჩნდება ქუჩის ზედა მიმართულებით უკუსვლით მოძრავი თეთრი ფერის ფურგონი ,,ვაზ 2102“ მოდელის ავტომანქანა, აღნიშნულ ა/მანქანას ზემოდან აქვს საბარგული და საბარგულზე მოთავსებული აქვს ველოსიპედი. აღნიშნულ ა/მანქანას ჩართული აქვს წინა მხარეს განთავსებული მაშუქები. კადრის მიმდინარეობის 00:00:17 საათზე აღნიშნული ა/მანქანა ქრება კადრიდან. კადრის მიმდინარეობის 00:00:25 საათზე ზემოთ აღნიშნული სამი მამაკაცი მოძრაობს უკუსვლით მიმავალი ა/მანქანის მიმართულებით და მალევე ქრებიან კადრიდან.
აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ნი----------–--ემ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, ვიდეო ფაილის გახსნისას და მიმდინარეობისას კადრში ჩანს თ. ჭ-----–---- ქუჩა N8-–- მდებარე აფთიაქის წინ მდებარე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ცენტრალური სავალი გზის ნაწილი. ვიდეოჩანაწერის მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 26.08.2017 წ. და დრო, ასევე მარჯვენა ქვედა კუთხეში კამერის ნომერი camera 02. ჩანაწერის დროით 23:36:09 საათზე კადრში ჩნდება ქუჩის ქვედა მიმართულებიდან ზემოთ მომავალი თეთრი ფერის ფურგონი ,,ვაზ 2102“ მოდელის ავტომანქანა, აღნიშნულ ა/მანქანას ზემოდან აქვს საბარგული და საბარგულზე მოთავსებული აქვს ველოსიპედი. აღნიშნულ ა/მანქანას ჩართული აქვს წინა მხარეს განთავსებული მაშუქები და უკანა მარჯვენა მაშუქი. კადრის მიმდინარეობისას 23:36:11 საათზე აღნიშნული ა/მანქანა ქრება კადრიდან. კადრის მიმდინარეობისა 23:37:43 საათზე კადრში ჩნდება ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ზედა მიმართულებით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, შავი ფერის შარვალი, რომლის მარცხენა ტოტი აქვს აწეული მუხლამდე, ფეხზე აცვია სპორტული თეთრძირიანი შავი ფერის ფეხსაცმელი და მხარზე გადაკიდებული აქვს შავი ფერის საშუალო ზომის ჩანთა, მამაკაცს აქვს მუქი ფერის დაბალი თმა და დაბალი წვერი. კადრის მიმდინარეობის 23:37:55 საათზე აღნიშნული მამაკაცი ქრება კადრიდან. კადრის მიმდინარეობის 23:37:41 საათზე კადრში ჩნდება ქუჩის მარჯვენა მხარეს ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ზედა მიმართულებით მოძრავი მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლესახელოებიანი მაისური, ლურჯი ფერის ბრიჯები და სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მალევე ქრება კადრიდან. ვიდეო ფაილის გახსნისას და მიმდინარეობისას კადრში ჩანს თ. ჭ-----–---- ქუჩა N8-–- მდებარე აფთიაქის წინ მდებარე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ცენტრალური სავალი გზის ნაწილი. ვიდეოჩანაწერის მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია თარიღი 26.08.2017 წ. და დრო ასევე მარჯვენა ქვედა კუთხეში კამერის ნომერი camera 01. ჩანაწერის დროით 23:36:06 საათზე კადრში ჩნდება ქუჩის ქვედა მიმართულებიდან ზემოთ მომავალი თეთრი ფერის ფურგონი ,,ვაზ 2102“ მოდელის ავტომანქანა, აღნიშნულ ა/მანქანას ზემოდან აქვს საბარგული და საბარგულზე მოთავსებული აქვს ველოსიპედი. აღნიშნულ ა/მანქანას ჩართული აქვს წინა მხარეს განთავსებული მაშუქები. კადრის მიმდინარეობის 23:35:41 საათზე კადრში ჩნდება ორი მამაკაცი, რომლებიც ქუჩის მარცხენა მხრიდან გადადიან მარჯვენა მხარეს და მოძრაობენ ქუჩის ზედა მიმართულებით, მარჯვენა მხარეს მიმავალ მამაკაცს ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, ხოლო მეორეს მუქი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური. კადრის მიმდინარეობის 23:36:12 საათზე აღნიშნული მამაკაცები ქრებიან კადრიდან. კადრის მიმდინარეობის 23:36:11 საათზე აღნიშნული ა/მანქანა ქრება კადრიდან. კადრის მიმდინარეობის 23:37:38 საათზე კადრში ჩნდება ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე მარცხენა მხარეს ზედა მიმართულებით მოძრავი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, შავი ფერის შარვალი, რომლის მარცხენა ტოტი აქვს აწეული მუხლამდე ფეხზე აცვია სპორტული თეთრძირიანი შავი ფერის ფეხსაცმელი და მხარზე გადაკიდებული აქვს შავი ფერის საშუალო ზომის ჩანთა, აქვს მუქი ფერის დაბალი თმა და დაბალი წვერი. კადრის მიმდინარეობის 23:37:44 საათზე აღნიშნული მამაკაცი ქრება კადრიდან.
აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ნი----------–--ემ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებსა და საგამოძიებო მოქმედების ოქმებში, რომელთა თანახმად დგინდება, რომ იო------------იამ და მა-----------------მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სამართლებრივი შეფასება, (განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლის დასაბუთება):
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნია, რომ იო------------იამ და მა-----------------მ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის (მოთხოვნის) მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებულად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხორციელდა საქმის არსებითი განხილვა და მხარეებს მიეცათ საშუალება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების იო------------იას და მა-----------------ს უდანაშაულობის თაობაზე, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და განაჩენი ეყრდნობა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. პალატას მიაჩნია, რომ მათი ვერსიები მოგონილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით და დაცვის მხარის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ თე--–------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 26 აგვისტოს თავს დაესხა იო------------ია, რომელიც მივარდა და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში, ხოლო მა-----–------ასთან იმყოფებოდა იო------------იას თანხმხლები პირი იარაღით შეიარაღებული მა-----------------. იო------------ია ცდილობდა მისთვის ჩანთის წართმევას, შემდეგ ყვირილის ხმაზე თავდამსხმელებთან მყოფმა დაუდგენელმა პირმა თავდამსხმელებს წასვლისკენ მოუწოდა, ვინაიდან ქუჩაზე მყოფი მეზობლები სადარბაზოსკენ მოდიოდნენ. იო------------ია და მეორე პიროვნება სადარბაზოდან გაიქცნენ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა წაიღო მისი კუთვნილი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო დიპლომები. იო------------იას მიერ თავის არეში მიყენებული დაზიანების შედეგად მას სისხლი სდიოდა, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. (დაზარალებულზე ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით). დაზარალებულ მა-----–------ამ აჩვენა, რომ დაინახა თე--–------ას ჩანთაზე როგორ ებღაუჭებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, ხოლო სადარბაზოს კართან მდგომმა მა-----------------მ, მას მიუშვირა პისტოლეტი და მიზანში ამოიღო. მა-----–------ამაც ყვირილი დაიწყო და დახმარებას ითხოვდა. ხმაურზე მოვიდნენ ეზოში მყოფი მეზობლები, რა დროსაც თავდამსხმელები სადარბაზოდან გაიქცნენ. თავდამსხმელებიდან ორი პირი ველოსიპედით გაიქცა, ხოლო ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ვერ მოახერხა ველოსიპედზე დაჯდომა და ფეხით გაიქცა. დაზარალებულებმა აღწერეს თავდამსხმელების გარეგნობისათვის მახასიათებელი ნიშნები და ჩაცმულობა, რაც სრულ თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ ინფორმაციასთან. ამოცნობის ოქმების თანახმად, თე--–------ამ და მა-----–------ამ ამოიცნეს იო------------ია და მა-----------------, როგორც მათზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები. კერძოდ, პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, მა-----–------ამ ამოიცნო მა-----------------; თე--–------ამ 2017 წლის 27 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის და 2017 წლის 3 სექტემბერს პირის ამოცნობის დროს ამოიცნო მა-----------------, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პირდაპირ მიუთითა მსჯავრდებულებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე. მოწმე არ-----------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს მეგობართან ერთად იმყოფებოდა გ. რ-----–-–---–-- ქუჩაზე მდებარე მ--- და მ--- კორპუსებს შორის არსებულ სკვერში, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებმაც ველოსიპედებით გაიარეს. რამდენიმე ხანში გაიგონა ქალის ყვირილის ხმა, მეგობართან ერთად მიირბინა რ-----–-–---–-- მ--- კორპუსის სადარბაზოსთან და დაინახა, რომ ორი პიროვნება სადარბაზოდან გამოიქცა, ერთ-ერთმა ვერ შეძლო ველოსიპედის მართვა და ფეხით გაიქცა, ხოლო ველოსიპედი ადგილზე დააგდო. მეორე პიროვნება ველოსიპედზე დაჯდა და გაიქცა. იგი დაედევნა, მაგრამ თავდამსხმელმა იარაღი მიუშვირა და განუცხადა, რომ თუ კვლავ გაეკიდებოდა ესროდა. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელებს ეცვათ მუქი ტანსაცმელი. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, N1 კვალი ამოღებული ველოსიპედის ძარის ზედაპირიდან იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი იო------------იას მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშისა. N2 კვალი ამოღებული ველოსიპედის კორპუსის ზედაპირიდან იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი მა-----------------ს მარჯვენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა. ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ველოსიპედის საჭის მარჯვენა ხელის მუხრუჭის სახელურიდან აღებული ანაწმენდის გენეტიკური პროფილი შერეულია და ვლინდება მა-----------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა; ასევე სასაფლაოდან ამოღებულ პისტოლეტის მსგავსი საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ვლინდება მა-----------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა; ველოსიპედის საჭის სახელურებიდან, რეზინოვანი მასალის სახელურებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მა-----------------ს; ნიჩბისმაგვარი შავი ფერის ნაქსოვი ქუდის ქსოვილიდან ამოღებული თმის ღერების გენეტიკური პროფილი და პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის იო------------იას; შავი ფერის ქსოვილის, კეპიანი ქუდზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მაჟორული წილი ეკუთვნის იო------------იას;
დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის არადამაჯერებელ ჩვენებებს, ხოლო მოწმეები იძლევიან არასანდო და ცრუ ჩვენებს, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. მსჯავრდებულების იო------------იას და მა-----------------ს მიერ დაზარალებულების თე--–------ას და მა-----–------ას მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებით, არამედ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ იო------------იას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარებულია კანონდარღვევით, ვინაიდან, მიიჩნია, რომ ამოცნობისას არ დარღვეულა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისა და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელი იყო, რადგან იო------------იას ადგილსამყოფელი არ იყო ცნობილი, დაზარალებულ თე--–------ას ამოსაცნობად წარედგინა 4-4 ფოტოსურათი. მათ შორის, ერთ-ერთი იყო მა-----------------. სწორედ იმ ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, რომელიც ამობეჭდილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ვებგვერდიდან (ტ.1. ს.ფ.173-178).
დაცვის მხარე აპელირებს იო------------იას და მა-----------------ს ამოცნობის კანონიერებაზე და მიუთითებს, რომ ამოცნობაში ამოსაცნობ პირთან ერთად მონაწილე პირები მსჯავრდებულებისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ გარეგნობით და ჩაცმულობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.
წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამოცნობების ჩატარებამდე დაზარალებულები გამოკითხა გამომძიებელმა. მათ გამომძიებელს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ამოსაცნობი პირების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და აგრეთვე იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც მათ იო------------იასთან და მა-----------------სთან ჰქონდათ შეხება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ დაზარალებულებმა დეტალურად განმარტეს ის ნიშან-თვისებები, რომელთა საფუძველზეც ამოიცნეს მსჯავრდებულები და კვლავ აღწერეს გარემოებები, თუ სად და რა დროს შეხვდნენ მათ. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ამოცნობის დროს სრულად იყო დაცული საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნები და ამოცნობის ირგვლივ დაკითხული პირების: დაზარალებულების თე--–------ას, მა-----–------ას, ამოცნობის ჩამტარებელი გამომძიებლების - გი----------–--–---–ის, ნი----------–--ის ჩვენებებიდან გამომდინარე, რაიმე კანონდარღვევა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოკამარებით დაფიქსირებულ ჩანაწერებში შეუძლებელია მათში ასახული პირების გარჩევა და საქმეზე არ ჩატარებულა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც მოხდებოდა ჩანაწერში ასახულ პირთა იდენტიფიცირება, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩანაწერებში ასახული პირები არიან სწორედ იო------------ია და მა-----------------, მაგრამ ამის საპირისპიროდ ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზრალებულების - თე--–------ას, მა-----–------ას ჩვენებები და მათი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაზარალებულების მიერ მსჯავრდებულების ჩაცმულობის აღწერა თანხვედრაშია ვიდეოჩანაწერებში ასახულ ბრალდებულების ჩაცმულობასთან. ამასთან, რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც დაზარალებულთა მხრიდან დაინტერესებაზე მიუთითებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე. მთავარია, მტიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი იო------------იას და მა-----------------ს მიმართ შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულების სიძლიერე (შემთხვევის ადგილის, საფლავის დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, სამედიცინო, ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური ესპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები და სხვა მტკიცებულებები) ამყარებს ძირითად მტკიცებულებას - დაზარალებულების ჩვენებებს (იხ. „ჰორნქასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, (Horncastle and others v United Kingdom), რომლებიც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმეები არიან და რომლებმაც დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობა.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
რაც შეეხება მსჯავრდებულების იო------------იას და მა-----------------ს სააპელაციო საჩივრებში მითითებულ გარემოებას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, მსჯავრდებულების მიმართ თუ ჰქონდა რაიმე უკანონო ქმედებას (მუქარებს, ცემას) ადგილი, დაკავებამდე მათ შეეძლოთ მიემართა შსს გენერალური ინსპექციისათვის ან შესაბამისი უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის. აღნიშნულზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, თუმცა გამოძიების შედეგებს მით ამ ბრალდებასთან დაკავშირებით რაიმე გავლენა ვერ ექნება, ვინაიდან საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა ცემის ან წამების შედეგად მიღებულ მტკიცებულებას. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დადგენილია, რომ იო------------იას და მა-----------------ს მანამდე არ იცნობდნენ, ხოლო დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ სამართალდამცველებს და რატომ უნდა ჩაედინათ მათ მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, რომ იო------------იას მიერ დაზარალებულისთვის ხელჩანთის წართმევის მცდელობის შემთხვევაში, მასზე იო------------იას სისხლის კვალი უნდა აღმოჩენილიყო. პალატას მიაჩნია, რომ ჩანთაზე იო------------იას ანაბეჭდების აღმოჩენის შემთხვევაში, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა იქნებოდა ბრალდების დამატებით კიდევ ერთი მტკიცებულება, ხოლო სისხლის კვალის აღმოუჩენლობა არ მიუთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე და გავლენას არ ახდენს მტკიცებულებათა საკმარისობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
დაცვის მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მა----------------- პოლიციის თანამშრომლებმა შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ველოსიპედის შეკეთება სთხოვეს, რამაც განაპირობა ველოსიპედის საჭის სახელურებზე მა-----------------ს თითის კვალის აღმოჩენა, ვერ იქნება გაზიარებული უსაფუძვლობის გამო. ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებზეც აღმოჩნდა მა-----------------ს გენეტიკური პროფილი, მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთმტკიცებები ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით. ასევე კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა აღებული მსჯავრდებულებისგან ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც ადგილზევე დაილუქა მათი თანდასწრებით. აღნიშნული ნივთმტკიცებები და ნიმუშები ასეთივე დალუქული სახით გაიგზავნა საექსპერტო კვლევისათვის და როგორც ექსპერტიზის დასკვნებიდან ირკვევა, ექსპერტიზაზე წარდგენისას ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
მსჯავრდებულ იო------------იას არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა დანაშაულის ჩადენას, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს - 2017 წლის 27 აგვისტოს არ შეეძლო გადაადგილება. სააპელაციო სასამართლოში იო------------იას მიერ წარმოდგენილ #17 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებულ სამედიცინო ბარათში ასახულია მხოლოდ 2017 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე ჩატარებული გამოკვლევები და მისი შედეგები, რაც არ გამორიცხავს 2017 წლის 27 აგვისტოს იო------------იას მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის ვერსია, რომ იგი დაკავებამდე იმდენად შეუძლოდ იყო, რომ არ შეეძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
რაც შეეხება მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მეტისმეტად მკაცრია და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მსჯავრდებულების იო------------იას და მა-----------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, მსჯავრდებულების კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, მიზანს, მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს (პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ, დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა), მა-----------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ იო------------იას და მა-----------------ს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, პრევენციის, სამართლიანობის და სასჯელის მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად დანიშნული სასჯელი -9 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეთ და საბოლოოდ განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულები გააცნობიერებენ ჩადენილ ქმედებას, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს, მოახდენენ საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდებიან საზოგადოებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო------------იას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მა------ მი---–--ის, მსჯავრდებულ მა-----------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მ--- ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ იო------------იას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მა------ მი---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ მა-----------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენში იო------------იას და მა-----------------ს მიმართ შევიდეს ცვლილება.
იო------------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
იო------------იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 2 სექტემბრიდან.
მა----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მა-----------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მა-----------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 27 აგვისტოდან.
ნივთმტკიცება:
ველოსიპედიდან ამოღებული ანაწმენდები; მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად; ველოსიპედიდან აღებული ანაწმენდი, ველოსიპედის მარჯვენა ხელის მუხრუჭის სახელურიდან აღებული ანაწმენდები; ბრალდებულ მა-----------------ს სისხლის ნიმუში; დაზარალებულ თე--–------ას სისხლის ნიმუში; ბრალდებულ მა-–---- ჩა-------ას სისხლის ნიმუში; ერთი ცალი დაქტილოფირი ხელის კვალით; ერთი ცალი დაქტილოფირი ხელის კვალით; ორი ცალი სუნის კვალის ნიმუში; პისტოლეტის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანი; პისტოლეტის მსგავსი საგნის განმუხტვისას ექსპერტის მიერ გამოყენებული 2 ცალი ხელთათმანი; ორი ცალი თეთრი ფერის ხელთათმანი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ველოსიპედები; ერთი ცალი შავი ფერის დეტალი; ველოსიპედის საჭის სახელურები; ველოსიპედის სავარძელი; ფულადი თანხა 3.30 ლარის ოდენობით; ველოსიპედის დასაჯდომი; ველოსიპედის საჭის მარჯვენა და მარცხენა სახელურებიდან მოჭრილი ორი ცალი სახელურის რეზინის გარსაცმი; ველოსიპედის დასაჯდომი, ველოსიპედის საჭის მარჯვენა და მარცხენა სახელურებიდან მოჭრილი ორი ცალი სახელურის რეზინის გარსაცმი; ერთი ცალი შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ერთი ცალი კეპი, ამოღებული საფეხმავლო ბილიკიდან; დაზარალებულ თე--–------ასაგან ამოღებული ცისფერი პერანგი; დაზარალებულ თე--–------ასაგან ამოღებული ხელჩანთა; ბრალდებულ მა-----------------საგან ამოღებული მაისური - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
ერთი ცალი მჭიდი; ერთი ცალი პისტოლეტი მჭიდით; ერთი ცალი შავი ფერის პისტოლეტი - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
დაზარალებულის თე--–------ას სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები; დისკები ვიდეო ჩანაწერებით ამოღებული (მ.კოსტავას ქ. N1------- თ.ჭ-----–---- ქ. N8----- და ი.გ------–---–-- ქ. N3------); შემთხვევის ადგილების დათვალიერების დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ლევან თევზაძე