საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123008112330
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №712აპ-25 ქ. თბილისი
გ. ბ. 712აპ-25 22 იანვარი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ბ. გ–ს, – პირადი ნომერი: .........., ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი);
ბ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ. გ–მა და ე. ნ–ემ განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ში, ......ის რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ბ. გ–მა და ე. ნ–ემ 2021 წლის ზაფხულში დაარწმუნეს ნ. გ–ე, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, ...... ქუჩის N.., .. ბლოკში მდებარე ვითომდა მათ კუთვნილ ...-ე ბინას, 2 წლის ვადით 10 000 დოლარის სანაცვლოდ. 2021 წლის 10 აგვისტოს ქ. თ–ში, გ–ს (კ–ს) ქუჩის N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ბ. გ–მა ვითომდა იმ საფუძვლით, რომ ზემოხსენებული ბინა დატვირთული იყო ბანკში იპოთეკით და ნ. გ–ესთან ვერ აფორმებდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას, გააფორმა სესხის ხელშეკრულება 2 წლის ვადით, მომავალში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით შეცვლის პირობით. ამავე დღეს, სანოტარო ბიუროსთან ნ. გ–ემ ბ. გ–ს ხელზე გადასცა 10 000 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ ნ. გ–ის კუთვნილ თანხას 10 000 აშშ დოლარს, რითაც ნ. გ–ეს მიაყენეს 31 050 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ბ. გ–მა და ე. ნ–ემ განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ში, ..........ის რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ბ. გ–მა და ე. ნ–ემ, 2021 წლის გაზაფხულზე დაარწმუნეს დ. ს–ი, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, დ–ს დასახლების N.. „..“კორპუსის, მე-..სართულზე მდებარე ვითომდა მათ კუთვნილ 183-ე ბინას, 2 წლით 10 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. 2021 წლის 15 მარტს ქ. თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ დ. ს–მა ბ. გ–ს ხელზე გადასცა 9700 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ასევე 200 აშშ დოლარი გადასცა ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის, N.. „.." კორპუსის, მე-.. სართულის, ბინა N..-ში, ხოლო 100 აშშ დოლარი გადასცა 2021 წლის 13 მარტს ქ. თ–ში, , თ-ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ დ. ს–ის კუთვნილ თანხას 10 000 აშშ დოლარს, რითაც დ. ს–ს მიაყენეს 33 233 ლარის და 32 თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
ბ. გ–მა და ე. ნ–ემ განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ი, ......ის რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ბ. გ–მა და ე. ნ–ემ, 2021 წლის შემოდგომაზე დაარწმუნეს ბ. ბ–ი, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის N..-ში მდებარე .. კორპუსის, N....ბინას 2 წლით 7 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. 2021 წლის 18 ოქტომბერს ქ. თ–ში, ლ–ს ქუჩის N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ბ. გ–მა ვითომდა იმ საფუძვლით, რომ ზემოხსენებული ბინა დატვირთული იყო ბანკში იპოთეკით და ბ. ბ–თან ვერ აფორმებდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას, გააფორმა სესხის ხელშეკრულება 2 წლით, მომავალში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით შეცვლის პირობით. ამავე დღეს, სანოტარო ბიუროსთან ბ. ბ–მა ბ. გ–ს ხელზე გადასცა 7 000 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ ბ. ბ–ის კუთვნილ თანხას 7 000 აშშ დოლარს, რითაც ბ. ბ–ს მიაყენეს 21 968 ლარის და 10 თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
ბ. გ–მა და ე. ნ–ემ განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ში, .....ს რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ბ. გ–მა და ე. ნ–ემ, 2020 წლის თებერვალში დაარწმუნეს გ. ა–ი, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, .... ქუჩის N.., .. კორპუსის, ბინა N...-ში მდებარე ბინას 3 წლით – 13 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. 2020 წლის 13 თებერვალს, ქ. თ–ში, , გ.... .... მიკრორაიონში, ...... ფ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ა–მა ბ. გ–ს ხელზე გადასცა 13 000 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ გ. ა–ის კუთვნილ თანხას 13 000 აშშ დოლარს, რითაც გ. ა–ს მიაყენეს 37 291 ლარის და 80 თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
1.2. ე. ნ–ეს, – პირადი ნომერი: ........, ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი);
ე. ნ–ემ და ბ. გ–მა განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ში, .....ს რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ბ. გ–მა და ე. ნ–ემ 2021 წლის ზაფხულში დაარწმუნეს ნ. გ–ე, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, , .....სს ქუჩის N..-ის, ... ბლოკში მდებარე ვითომდა მათ კუთვნილ 161-ე ბინას, 2 წლის ვადით 10 000 დოლარის სანაცვლოდ. 2021 წლის 10 აგვისტოს ქ. თ..., გ–ს (კ–ს)ქუჩის N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ბ. გ–მა ვითომდა იმ საფუძვლით, რომ ზემოხსენებული ბინა დატვირთული იყო ბანკში იპოთეკით და ნ. გ–ესთან ვერ აფორმებდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას, გააფორმა სესხის ხელშეკრულება 2 წლის ვადით, მომავალში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით შეცვლის პირობით. ამავე დღეს, სანოტარო ბიუროსთან ნ. გ–ემ ბ. გ–ს ხელზე გადასცა 10 000 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ ნ. გ–ის კუთვნილ თანხას 10 000 აშშ დოლარს, რითაც ნ. გ–ეს მიაყენეს 31 050 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ე. ნ–ემ და ბ. გ–მა განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ში, .....ს რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ე. ნ–ემ და ბ. გ–მა, 2021 წლის გაზაფხულზე დაარწმუნეს დ. ს–ი, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, დ–ს დასახლების N.. „..“კორპუსის, მე-.. სართულზე მდებარე ვითომდა მათ კუთვნილ 183-ე ბინას, 2 წლის ვადით 10 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. 2021 წლის 15 მარტს ქ. თ–ში, , გ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ დ. ს–მა ბ. გ–ს ხელზე გადასცა 9700 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ასევე 200 აშშ დოლარი გადასცა ქ. თ–ში, , ნ–ს ქუჩის, N.. „.." კორპუსის, მე-.. სართულის, ბინა N..-ში, ხოლო 100 აშშ დოლარი გადასცა 2021 წლის 13 მარტს ქ. თ–ში, თ–ს N..-ის მიმდებარედ. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ დ. ს–ის კუთვნილ თანხას 10 000 აშშ დოლარს, რითაც დ. ს–ს მიაყენეს 33 233 ლარის და 32 თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
ბ. გ–მა და ე. ნ–ემ განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ში, .....ს რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ე. ნ–ემ და ბ. გ–მა, 2021 წლის შემოდგომაზე დაარწმუნეს ბ. ბ–ი, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, , ნ–ს ქუჩის N..-ში მდებარე .. კორპუსის, N... ბინას 2 წლით 7 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. 2021 წლის 18 ოქტომბერს ქ. თ–ში, , ლ-ს ქუჩის N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ბ. გ–მა ვითომდა იმ საფუძვლით, რომ ზემოხსენებული ბინა დატვირთული იყო ბანკში იპოთეკით და ბ. ბ–თან ვერ აფორმებდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას, გააფორმა სესხის ხელშეკრულება 2 წლით, მომავალში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით შეცვლის პირობით. ამავე დღეს, სანოტარო ბიუროსთან ბ. ბ–მა ბ. გ–ს ხელზე გადასცა 7 000 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ ბ. ბ–ის კუთვნილ თანხას 7 000 აშშ დოლარს, რითაც ბ. ბ–ს მიაყენეს 21 968 ლარის და 10 თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
ბ. გ–მა და ე. ნ–ემ განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს, აღნიშნულის განსახორციელებლად დაიქირავეს სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები ქ. თ–ში, .....ს რაიონში და მიაგირავეს სხვა პირებს მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე. ე. ნ–ემ და ბ. გ–მა, 2020 წლის თებერვალში დაარწმუნეს გ. ა–ი, რომ მიაგირავებდნენ ქ. თ–ში, , .....სს ქუჩის N.., .. კორპუსის, ბინა N...-ში მდებარე ბინას 3 წლით – 13 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. 2020 წლის 13 თებერვალს, ქ. თ–ში, , გ–ს ... მიკრორაიონში, კ.... ფ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ა–მა ბ. გ–ს ხელზე გადასცა 13 000 აშშ დოლარი, რასაც ასევე ესწრებოდა ე. ნ–ე. ბ. გ–ი და ე. ნ–ე, მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლნენ გ. ა–ის კუთვნილ თანხას 13 000 აშშ დოლარს, რითაც გ. ა–ს მიაყენეს 37 291 ლარის და 80 თეთრის დიდი ოდენობით ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით:
2.1. ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. გ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. ს–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ბ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ა–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.6. ბ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2023 წლის 29 სექტემბრიდან;
2.7. ე. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. გ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.8. ე. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. ს–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. ე. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ბ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.10. ე. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ა–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ე. ნ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.12. ე. ნ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2023 წლის 29 სექტემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:
3.1. მსჯავრდებულ ბ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ბ–ე ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ბ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას;
3.2. მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ. ღ–ა ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ე. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, ალტერნატივის სახით კი დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.1. ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.1.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. გ–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. ს–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.1.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ბ–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.1.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ა–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3. მსჯავრდებულ ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2023 წლის 29 სექტემბრიდან;
4.4. ე. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
4.4.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. გ–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4.4.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ. ს–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4.4.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ბ–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა – 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4.4.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ. ა–ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა – 1/5-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ე. ნ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4.6. მსჯავრდებულ ე. ნ–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2023 წლის 29 სექტემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. გ–მა. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ალტერნავის სახით საქმის დაბრუნებას ქვემდგომ ინსტანციაში ხელახალი განხილვისათვის. საკასაციო საჩივრის დასაბუთებისათვის კასატორი უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ახალი გარემოებები/მტკიცებულება (ე. ნ–ის მიერ N.. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაგზავნილი წერილი ა. ო–სთან).
6. 2025 წლის 26 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მსჯავრდებულ ბ. გ–ის განცხადება, რომლითაც ითხოვს ადვოკატ დ. თ–ის აცილებას.
6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში კასატორის ინტერესებს არ იცავს ადვოკატი დ. თ–ი (სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ადვოკატ დ. თ–ის დაცვის ორდერი). შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა და სასამართლო მოკლებულია მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
7. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა მოწმდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის საფუძველზე და საქმე განიხილება საქართველოს სსსკ-ის 300-309-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
11. საკასაციო საჩივარში კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არც ერთ მტკიცებულებაზე/არგუმენტზე. ბ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაბუთება მიემართება მხოლოდ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ ე. ნ–ის მიერ მის მეგობართან - ა. ო–სთან გაგზავნილი წერილის ასლს, რაც კასატორის მტკიცებით, არის ახალი მტკიცებულება და ადასტურებს მის უდანაშაულობას.
11.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამართალწარმოების შეჯიბრებით ხასიათს (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლები), მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის ვალდებულებას (საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლი), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ საკასაციო წარმოებისას „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება“ (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2024 წლის 23 იანვრის №824აპ-23, 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები). სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა მხარის მიერ ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სააპელაციო წარმოების (საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლი) ან/და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი).
11.2. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმე იხილება საკასაციო წარმოების (და არა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) წესით.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში. არ არის საკმარისი მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება, აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და დანაშაულის სპეციალური ხერხით – დაზარალებულის მოტყუებით/ნდობის ბოროტად გამოყენებით – ჩადენა. მოტყუება, გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით (მაგალითად, წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინება ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის)...“ ,,ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია რეალობის დამახინჯებულად მიწოდების მტკიცება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის №698აპ-19, 2023 წლის 16 მაისის №37აპ-23 განაჩენები). თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და იგი დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის N1263აპ-24 განჩინება).
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა: ნ. გ–ის, ბ. ბ–ის, გ. ა–ისა და დ. ს–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ბ. გ–მა და ე. ნ–ემ ისინი დაარწმუნეს, რომ ბინები, რომლებიც მიაგირავეს, იყო მათი საკუთრება (რაც არ იყო სიმართლე, ვინაიდან, მათთვის მიგირავებული ყველა ბინა ბ. გ–სა და ე. ნ–ეს სხვა პირებისაგან ჰქონდათ ნაქირავები). ბ. გ–ი ე. ნ–ესთან ერთად ბინებს აგირავებდა სხვადასხვა ოჯახური მიზეზით (ნ. გ–ეს და ბ. ბ–ს უთხრეს, რომ რძალს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და თანხდა სჭირდებოდათ, გ. ა–ს უთხრეს, რომ თანხა შვილისთვის სჭირდებოდათ, რომელიც ს-დან აშშ-ში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად). ბ. გ–მა ე. ნ–ესთან ერთად დაარწმუნა დაზარალებულები, რომ მათ მიერ დასაგირავებელი ბინები დატვირთული ჰქონდათ იპოთეკით, რის გამოც ვერ გაუფორმებდნენ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებას და გაუფორმეს სესხის ხელშეკრულებები. ასევე დაჰპირდნენ, რომ მოგვიანებით, როდესაც ბინები გადავიდოდა მათ საკუთრებაში, გაუფორმებდნენ ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რაც თითოეულ შემთხვევაში აღმოჩნდა სიცრუე. ბ. გ–ი ე. ნ–ესთან ერთად, დაეუფლა დაზარალებულების დიდი ოდენობით ფულად თანხებს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებებთან, რომლებითაც დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებები ნამდვილად ფორმდებოდა ბ. გ–თან; საჯარო რეესტრის წერილებით კი დასტურდება, რომ ბინები, რომლებიც ბ. გ–მა და ე. ნ–ემ დააგირავეს არ იყო მათი საკუთრება.
15. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბ. გ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ე. ნ–ესთან ერთად, დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი).
16. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ ( Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს, სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენში ნამსჯელია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე ბ. გ–ისა და ე. ნ–ის მიმართ.
19. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009;).
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე