განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003136730
საქმე №1ბ/251-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ი-----–--------ის
ადვოკატ: ც------------------ს
მსჯავრდებულ:-----------------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ-------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------- გ---------–--------------------ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–---------------–--–-------------–------------–ი, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
გ-------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 ივნისს, გ-------------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #------- ორდერის მიხედვით გ-------------ს აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ი-----------თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც შესაძლოა ი-----------ი იმყოფებოდეს. აღნიშნულის მიუხედავად, გ-------------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მივიდა თ---–--–-----------------------–ი ი-----------ის საცხოვრებელ სახლში.
2019 წლის 24 ივნისს, თ---–--–-----------------------–ი, ი-----------ს ყოფილმა მეუღლემ - გ-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ი----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 24 ივნისს, თ---–--–-----------------------–ი, როდესაც გ-------------ი მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ი-----------მა მას მოსთხოვა დაეტოვებინა აღნიშნული მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუძახებდა პოლიციას. აღნიშნულის შემდეგ გ-------------ი გახდა აგრესიული და ი------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ არ აცოცხლებდა თუკი არ შეურიგდებოდა, ხოლო დაჭერის შემთხვევაში ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
გ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვის ვადით.
გ-------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ-------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთ 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვის ვადით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით გ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც------------------მ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ გ-------------ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; რაც შეეხება სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, მსჯავრდების ამ ნაწილში დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გ-------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ი-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლამდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა გ-------------თან, განქორწინების მიუხედავად, ეს უკანასკნელი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ახდენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და მოითხოვდა შერიგებას. 2019 წლის 24 ივნისს, გ-------------ი, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ი----------თან სახლში და დედის ნ-----–--------ის და მეზობლის ი--------–----ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა დედის მისამართით, ეუბნებოდა რომ იყო ,,ქუჩის ქალი“, ჰყავდა ,,საყვარლები“ და ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას. ი-----------მა მოუწოდა თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გამოიძახებდა, აღნიშნულმა გ-------------ი გააღიზიანა და მას გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ტკივილი. ლანძღვა-გინების და სახეში ხელის დარტყმის შემდეგ, გ-------------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. უყვიროდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა, დაჭერის შემთხვევაშიც, როგორც კი გათავისუფლდებოდა, აუცილებლად მოკლავდა. ი-----------მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დარეკა ,,112-ში. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ მობილური ტელეფონით ჩაიწერა, თუ როგორ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას გ-------------ი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ-------------ი ხედავდა, რომ იგი მობილური ტელეფონით იწერდა შეურაცხყოფის და მუქარის ფაქტს. დაზარალებულის განმარტებით, იმის გამო, რომ გ-------------ი ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, გამოცემული იქნა არაერთი შემაკავებელი ორდერი. ბოლო შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა 2019 წლის 14 ივნისს, გ-------------ს აეკრძალა მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 24 ივნისს გ-------------ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მასთან სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოწმე ნ-----–--------ის ჩვენებით, 2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, გ-------------ი, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა დაზარალებულის სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეუბნებოდა, რომ იყო ,,ქუჩის ქალი“, ჰყავდა ,,საყვარლები“ და აგინებდა, ი-----------მა მოუწოდა, თავი შეეკავებინა, რადგან მარტო არ იყო და პოლიციასაც გამოიძახებდა. დაზარალებულის შეპასუხების გამო, გ-------------ი უფრო აგრესიული გახდა და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. დარტყმისგან გამოწვეული ტკივილის გამო, ი-----------ს წამოუვიდა ცრემლები. ფიზიკური ძალადობის შემდეგ გ-------------ი დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ეს უკანასკნელი არ შეურიგდებოდა. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 14 ივნისს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. გ-------------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და 2019 წლის 24 ივნისს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, მივიდა მსხვერპლთან ი-----------თან სახლში, სადაც თავადაც იმყოფებოდა.
2019 წლის 14 ივნისს, გ-------------ის მიმართ, ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #------- ორდერის მიხედვით, გ-------------ს, 30 დღის ვადით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან - ი------------თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ი-----------ი შესაძლოა იმყოფებოდეს. ორდერით გათვალისწინებულ შეზღუდვებს გაეცნო მოძალადე გ-------------ი და აღნიშნული დაადასტურა ხელმოწერით.
შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, 2019 წლის 24 ივნისს, 19:27 საათზე, მსხვერპლმა დარეკა სსიპ „112-ში“ და პოლიციას აცნობა გ-------------ის მხრიდან ორდერის პირობის დარღვევის და მუქარის ფაქტის შესახებ.
უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის შვილის ვ-–-------- ი-----ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ გ-------------ი არის კონფლიქტური და გაუწონასწორებელი პირი, რომელიც ი-----------ს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 24 ივნისს ი----------მა ტელეფონით შეატყობინა, რომ სახლში მისული იყო გ-------------ი, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სახლში დაბრუნებულს დედა დახვდა ნაცემი. ასევე დედისგან შეიტყო, რომ გ-------------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
უდავო მტკიცებულებით - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ს ჩანაწერის მიხედვით, ი-----------ი უჩიოდა წვის შეგრძნებას სახის არეში, მარცხნივ. პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პაციენტს დაესვა დიაგნოზი - თავის ზედაპირული ტრავმა.
უდავო მტკიცებულებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შესამოწმებელმა პირმა, სამედიცინო ექსპერტს კვლევის პროცესში მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 24 ივნისს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის მიდამოში.
უდავო მტკიცებულებით, ი-----------ის მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გ-------------ი ყოფილ მეუღლეს, 2019 წლის 24 ივნისს, აყენებდა უკიდურესად უხამსი ფორმით სიტყვიერ შეურაცხყოფას, გარდა ამისა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ამონარიდი სატელეფონო ჩანაწერიდან ,,მე შენს სისხლს დავლევ ძუკნა, სანამ მე ცოცხალი ვარ მე შურს ვიძიებ შენზე...“.
დაცვის მხარე გ-------------ის გამართლების საფუძვლად უთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა არასანდო მტკიცებულებებს კერძოდ, დაზარალებულის, მოწმე ნ-----–--------ის და მსჯავრდებულის შვილის ჩვენებებს. დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. ვინაიდან დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება, მოწმე ვ-–-------- ი-----ის ირიბი ჩვენებას არანაირი მტკიცებულების ძალა არ აქვს. გარდა ამისა, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ გამოძიების მიერ არ დაკითხულა მეზობელი ი--------–----ე, რომლის დაკითხვა გამოძიების პირდაპირი მოვალეობა იყო (იხ. სააპელაციო საჩივარი).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ი-----------ის და მოწმე ნ-----–--------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, მათი ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან როგორც დაზარალებულის, ისე მოწმე ნ-----–--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულიც და მოწმეც არის მიუკერძოებელი, ამასთან, სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს, ორივე მათგანი იყო გულწრფელი. ამდენად, დაცვის მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი აპელირება, რომ დაზარალებული და მოწმე ნ-----–--------ი არიან დაინტერესებული და არასანდო პირები მოგონილია და ემსახურება მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს.
რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ დაკითხა გამოძიებამ მოწმის სახით ი--------–----ე. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–3 ნაწილის d) ქვეპუნქტის მიხედვით, „ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“. აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ამდენად, მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება; დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა კანონით დადგენილი წესით თავად მოეთხოვა მისთვის სასურველი პირის მოწმის სახით დაკითხვა.
დასკვნის სახით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ-------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის შემცირების შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს, მართალია მსჯავრდებული აღიარებს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, მაგრამ სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე. მართალია, მის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი გ-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვის ვადით.
გ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ-------------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთ 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით გ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ერთი ცალი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ხოლოაშვილი