განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2018
საქმის ნომერი
140100117002166698
ინსტანცია
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN1ბ/150-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა

 

თამთა სირაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო----- ხ--------–---–ის

მსჯავრდებულის: გ------- ქ-----–---–ის

ადვოკატის: ნ---- კ-------ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------- ქ-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-------ის, ასევე გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: გ------- ქ-----–---–ის (დ----------–-------–-–---------–--------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ-------------------------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ------- ქ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 1:30 საათზე, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გ------- ქ-----–---–ი შეეცადა აივანზე გადასვლის გზით შეეღწია ქალაქ გ----–-, მ–---------------------------ში მდებარე მ----- ბ---------ის საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა მატერიალურ ფასეულობებს, რა დროსაც იგი შენიშნა დაზარალებულმა მ----- ბ---------მა, რის შემდეგ გ------- ქ-----–---–მა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ქ-----–---–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 01:30 საათზე, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი გ------- ქ-----–---–ი აივანზე გადასვლის გზით, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია ქ-------, მ–--------- გ-------ი №------ში, მდებარე მ----- ბ---------ის საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა, რა დროსაც იგი შენიშნა დაზარალებულმა მ----- ბ---------მა, რის შემდეგაც გ------- ქ-----–---–მა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ------- ქ-----–---–ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1-, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

გ------- ქ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1-,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

გ------- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 აპრილიდან.

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ------- ქ-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- კ-------ემ, ასევე გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი----------–---–მა.

 

მსჯავრდებულ გ------- ქ-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------- ქ-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1-, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------- ქ-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-------ის, ასევე გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- ქ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-------ის პოზიციას შერაცხულ ბრალდებაში გ------- ქ-----–---–ის გამართლების თაობაზე, ასევე ვერ გაიზიარებს გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის პოზიციას მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 1-, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ----- ბ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ გ------- ქ-----–---–ს 2008 წლიდან იცნობს. 2017 წლის 9 აპრილს სახლში იმყოფებოდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაეღვიძა, ლეკვს მიხედა და ისევ დაწვა, რა დროსაც ხმაური შემოესმა. იმ დღეებში ქარიანი ამინდები იყო, თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, შემდეგ კი ხმა გაძლიერდა, აივანზე გავიდა, რა დროსაც დაინახა, რომ აივნის მოაჯირზე გადმოდიოდა გ------- ქ-----–---–ი. მან დაუძახა მ----- ბ---------ს, რომ ხელი არ ეკრა მისთვის, გადმოვიდა აივანზე და შეჰყვა მას ოთახში. პოლიციაში დარეკვის მიზნით დაზარალებულმა მობილურ ტელეფონს დაუწყო ძებნა, რა დროსაც ბრალდებულმა ბინის კარი გააღო და წავიდა. ხმაურზე სადარბაზოში მისი მეზობელი მ--- ვ------–---–ი გამოვიდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იგი ერთი კვირით სოფელში იყო წასული და შემთხვევამდე 3 დღით ადრე ჩამოვიდა. ამასთან მსჯავრდებულს სახლში შემოსვლისას არაფერი მოუთხოვია. სახლში რომ არ ყოფილიყო მსჯავრდებული სახლიდან ცარიელი არ გავიდოდა და რამეს წაიღებდა.

 

მოწმე მ--- ვ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დაზარალებულ მ----- ბ---------ის მეზობელია და ცხოვრობს კორპუსის მე-2 სართულზე. შემთხვევის დღეს სახლში ეძინა, რა დროსაც აივნიდან შემოესმა ხმა, იფიქრა რომ მ----- ბ---------ი სარეცხს იღებდა. შემდეგ გაიგო მ----- ბ---------ის ყვირილის ხმა, რომელიც ვიღაცას უყვიროდა თუ რა უნდოდა და რატომ შევიდა მასთან, რა დროსაც გამოვიდა სადარბაზოში. მ----- ბ---------ი გარეთ იყო გამოსული და ჩხუბობდა. მ-----მ მას უთხრა რომ აივნიდან გადმოვიდა პიროვნება, რომელსაც იცნობდა და ადრე ნანახი ჰყავდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- გ------ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, შემთხვევის ადგილიდან, რომელიც მდებარეობს ქ-------, მ–--------- გ-------ი №---ში, დაზარალებულის მითითებით აიღო ორი სუნის ნიმუში. ერთი შესასვლელი კარის წინ, ოთახის იატაკიდან, ხოლო მეორე აივნის იატაკიდან, რომლებიც მოთავსდა მინის ჭურჭელში და დაილუქა. მანვე გ------- ქ-----–---–ის მარჯვენა ფეხსაცმლიდან აიღო სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა მინის ჭურჭელში და დაილუქა. ნიმუშები აიღო აქტივირებული ნახშირის დახმარებით. მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულ გ------- ქ-----–---–ის განმარტებით დასტურდება, რომ იგი სტიქაროსანია. 2017 წლის 8 აპრილს, იმყოფებოდა მონასტერში და ეხმარებოდა მოძღვარს. საქმის დასრულების შემდეგ მან ტრაპეზზე მიიღო რამოდენიმე ჭიქა ალოკოჰოლური სასმელი. შემდეგ იგი ავტომანქანით წამოიყვანეს და დატოვეს მის უბანში, სადაც გააგრძელა ალკოჰოლური სასმელის მიღება, დათვრა და დაიძინა. იგი არ იცნობს მ----- ბ---------ს და არც მის ბინაში ყოფილა.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით და ექსპერტ ბე-------- ი-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 9 აპრილს, მ----- ბ---------ის საცხორებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ------- ქ-----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად მის მიერ გამოყენებული იქნა სამი სამსახურებრივი ძაღლი, რაც გამორიცხავს რაიმე სახის ცდომილებას. ექსპერტიზისას სამსახურებრივმა ძაღლებმა დააფიქსირეს ერთი და იგივე შედეგი.

 

გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენით გ------- ქ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუქნტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, rom გ------- ქ-----–---–ს ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა არ ჩაუდენია, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ მ----- ბ---------ის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეა და რომლის განმარტებითაც დასტურდება, რომ გ------- ქ-----–---–მა მისი ნების საწინააღმდეგოდ აივნიდან შეაღწია მისივე ბინაში, შევიდა ოთახში, გააღო გასასვლელი კარი და წავიდა. დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა დასტურდება მოწმე მ--- ვ------–---–ის ჩვენებით, მართალია მას უშუალოდ მ----- ბ---------ის სახლიდან გამოსული გ------- ქ-----–---–ი არ დაუნახავს, თუმცა გაიგო მ----- ბ---------ის ხმა, რომელიც ვიღაცას უყვიროდა თუ რა უნდოდა და რატომ შევიდა მასთან, ხოლო ხმაურის გამო სადარბაზოში გამოსულს დაზარალაბულმა უამბო მომხდარის შესახებ.

 

მ----- ბ---------ის ბინაში გ------- ქ-----–---–ის უკანონოდ შესვლის ფაქტი დასტურდება ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით და ექსპერტ ბე-------- ი-----ის ჩვენებით, რომელთა თანახმადაც 2017 წლის 9 აპრილს, მ----- ბ---------ის საცხორებელი ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ------- ქ-----–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ქ-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მ----- ბ---------ის ჩვენება, მისი ფსიქიკური პრობლემების გამო და ასევე არ შეიძლება გაზიარებული იქნას ოდოროლოგიური ექპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იგი არაზუსტია და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდება გ------- ქ-----–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულება იმისა, რომელიც დაზარალებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებდა, ან/და ოდოროლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, საქმეში არ არსებობს, ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ მართალია პირის ბრალეულობის დამტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება და დაცვის მხარე არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება“. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდათ შესაძლებლობა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე თავად წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვს ქვეშ დააყენებდა ბრალდების მხარის მტკიცებულელებებს და ხელს შეუწყობდა მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამტკიცებას.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნას, გ------- ქ-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1-, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორცილება, 3 მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა. ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-1- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ------- ქ-----–---–ის მიერ მ----- ბ---------ის ბინაში მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მიზანი. უფრომეტიც ზემოხსენებულ ბინაში შესვლის შემდეგ, მსჯავრდებულის მხრიდან, მიუხედავად შესაძლებლობისა, ადგილი არ ჰქონია რაიმე ნივთის დაუფლების მცდელობას.

 

ამასთან სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიზანს, დაზარალებულის სახლში ფარულად დაუფლებოდა მოძრავ ნივთებს ამყარებს ის გარემოება, რომ შემთხვევამდე დაზარალებული ერთი კვირის მანძილზე სახლში არ იმყოფებოდა, ამ დროის განმავლობაში მის სახლში შუქი არ ენთო და გ------- ქ-----–---–ის ვარაუდითაც შემთხვევის დღეს მ----- ბ---------ი სახლში არ უნდა ყოფილიყო. პალატა მიუთითებს რომ პროკურორის აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ ვარაუდს ემყარება, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე გ------- ქ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ქ-----–---–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, გ------- ქ-----–---–ს შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) და მიაჩნია, რომ გ------- ქ-----–---–ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი გ------- ქ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- ქ-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---- კ-------ის, ასევე გ------ რაიონული პროკურატურის პროკურორის ი----------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი.

 

გ------- ქ-----–---–ის ქმედება გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ------- ქ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1-,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

გ------- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 აპრილიდან.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ------- ქ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები, გ------- ქ-----–---–ის სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება შსს გ------ რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /შ. ყაველაშვილი/