განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
060100119003211634
დავის ტიპი
126
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/158-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 20-9 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივ--- - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--- გო–--ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პე----- კო------ე.

მამის სახელი: თე---------ი.

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 3----------

მცხოვრები: ქ. სამტრედია, დ-------–-----–------------------ში.

 

ადვოკატი - თე----- ჟვ---ა.

 

სხდომის სახე - ღია

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალის ფორმა (პე----- კო------ე):

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯამრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

20-9 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, პე----- კო------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას, ქ. სამტრედია, დ-------–-----–------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პლასტმასის ტაშტი ესროლა მეუღლეს მა----- შა----ს, რომელსაც იგი მოხვდა მარცხენა ხელში. აღნიშნულით მა----- შა----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პე----- კო------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებული) მა----- შა----მ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - პე----- კო------ის მიმართ.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა პე----- კო------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გი------ ხუ--–--–-ვამ განაცხადა, რომ მან აწარმოა გამოძიება მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი მ. შა----ს მონაწილეობით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ პ. კო------ემ ესროლა ტაშტი, რომელიც მოხვდა ხელში და განიცადა ტკივილი. ასევე ესროლა სკამი.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მა----- დვ--–-–---–მა განაცხადა, რომ ამ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა მა----- შა----, რომელმაც განაცხადა, რომ პ. კო------ის მიერ სახლში მიტანილი ყვავილის გაჩუქების გამო მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსას პ. კო------ემ ესროლა სკამი, ხოლო შემდეგ ტაშტი. ტაშტი მოხვდა ხელში.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გი------ ლე----–---–მა განაცხადა, რომ განსახილველ ფაქტთან დაკავშირებით პ. კო------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გი------ ქა--------ემ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში გამომძიებელ გ. ხუ--–--–-ვასთან ერთად. დათვალიერებისას მ. შა----მ მიუთითა პლასტმასის ტაშტზე და სკამზე და განმარტა, რომ მეუღლემ ესროლა ორივე. სკამი აცდა, ტაშტი კი მოხვდა ხელში და ეტკინა. დათვალიერებისას ამოიღეს ტაშტი და სკამი.

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა გი------ ხუ---ამ განაცხადა, რომ პე----- კო------ე და მა----- შა---- ა----ნ მისი მეზობლები. ყოფთ ერთი ღობე. 20-9 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მათი სახლიდან შემოესმა პე-----ს ხმამაღალი ხმა და დაუძახა, პე----- როგორ ხარო. უპასუხა მ. შა----მ, რომ ყვავილს თხოვდა პე-----. გადაიხედა მათ ეზოში და დაინახა, რომ პე----- იჯდა სკამზე და წინ რაღაც ედო, ვერ გაარკვია რას აკეთებდა. ჩხუბი ან ძალადობა მას არ დაუნახავს და არც გაუგია.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შო--- თა-----ემ დაადასტუ--- მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მ. შა----ს დაზიანებები სხეულზე არ აღენიშნებოდა.

 

2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-9 წლის 05 სექტემბერი N0-------9 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 31.08.20-9წ. 00:40-00:49 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მა----- შა----ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

(ს.ფ. 9–12).

 

2.10. 20-9 წლის 31 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში დ-------–-----–------------------ში და იგი წარმოადგენს მა----- შა----ს საცხოვრებელ სახლის პირველი სართულის აივანს და ეზოს, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება გი------ ხუ---ას სახლი, დასავლეთით გუ---მ ხუ--–--–-ვას სახლი, ჩრდილოეთით მიწის ნაკვეთები, ხოლო სამხრეთით ცენტრალური საავტომობილო გზა. ეზოში შევდივართ სამფრთიანი ლითონის ჭიშკრის გავლით, აღმოსავლეთის მხარეს არის ლითონის ღობე, სადაც ღობესთან კუთხეში აგდია მომწვანო ფერის ტაშტი, რომელზედაც მიუთითა მოწმე მა----- შა----მ და განმარტა, რომ აღნიშნული ტაშტი მას ესროლა მისმა მეუღლემ პე----- კო------ემ, რომელიც მოხვდა მარცხენა მკლავში რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივანზე ო---ხში შესასვლელი ხის კარების გვერდით დგას ხისა და ლითონის კონსტრუქციის სკამი, მოწმე მა----- შა----მ მიუთითა აღნიშნულ სკამზე და განმარტა, რომ აღნიშნული სკამი მას ესროლა მისმა მეუღლემ პე----- კო------ემ, რომელიც მას ასცდა და არ მოხვედრია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა ერთი ცალი სკამი, რომელიც დაილუქა სამტრედიის პოლიციის ლუქის ბეჭდით 33/7, ასევე ამოღებულ იქნა მომწვანო ფერის ტაშტი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად სამტრედიის რაიონული სამმართველოს ბეჭდით 33/7, ლუქებზე მონაწილე პირების მიერ გაკეთდა ხელმოწერები. შემთხვევის ადგილი ფოტოგრაფირებული იქნა რაც ერთვის ოქმს. ამით დასრულდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

(ს.ფ. 17–24).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ პე----- კო------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.

 

3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. პე----- კო------ეს ბრალი დაედო მასში, რომ „...ურთიერთშელაპარაკებისას სამტრედია, დ-------–-----–------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პლასტმასის ტაშტი ესროლა მეუღლეს მა----- შა----ს, რომელსაც იგი მოხვდა მარცხენა ხელში. აღნიშნულით მა----- შა----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა მა----- შა----მ, ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - პე----- კო------ის მიმართ.

 

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვ--- ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

3.15. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალუ---დ მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

3.16. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-6 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალუ---დ უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“

 

3.17. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ პ. კო------ის მიერ მ. შა----ს მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.

 

3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვ--- იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

3.23. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პე----- კო------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, პე----- კო------ის ბრალეულობაში.

 

3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული პე----- კო------ის უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პე----- კო------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

პე----- კო------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განემარტოს გამართლებულ პე----- კო------ეს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ხის და რკინის კონსტრუქციის სკამი და პლასტმასის თასი (ტაშტი), რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი