განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003240179
საქმე №1/918-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.12.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: თა----------ა;
ღია სასა----თლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სა----თლის საქმე
№0-----------
დაცვის მხარე
ადვოკატი: შო-------------–--ე
ბრალდებული: ი----- შა------ა
მამის სახელი: ჭი-----
დაბადების თარიღი: 2---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასა----თლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ოჩ------ე, სო---------------–--–------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, სუ-–-------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი.
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე ქუ-----ში, სუ-–--------ს ქ. 29-ში არსებული სუპერმარკეტი ,,დეილი’’-ს წინ გამავალ საავტომობილო გზაზე ,,ნისან სერენა’’-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით E-------- ავტომობილით უკუსვლით მოძრაობისას ი----- შა------ამ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც ,,მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება’’. ი----- შა------ა შეეჯახა ქვეითს, გი------ ქო----–--ეს, რომელიც საავტომობილო გზაზე იდგა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გი------ ქო----–--ე 2019 წლის 01 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნაწილობრივ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ--- ქო----–--ე-ა--–--ემ (დაზარალებულის უფლებამონაცვლე) განმარტა, რომ - 25 მაისს მიახლოებით 17:30 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მას დაურეკა შვილმა თო-----ე ა--–--ემ და აცნობა, რომ ბაბუა ნახეს ქუჩაში დაგდებული მაღაზია ,,დეილის’’ წინ უგონო მდგომარეობაში. მან მაშინვე გადარეკა მამამისის ტელეფონზე და უპასუხა სასწრაფოს ექთანმა, რომელმაც აუხსნა, რომ მამამისი იპოვეს ქუჩაში უგონო მდგომარეობაში და გადაყავდათ რეფერალურ საავადმყოფოში. ნ--- ქო----–--ე-ა--–--ე მაშინვე მივიდა იქ, შევიდა შოკის ოთახში გი------ ქო----–--ის სანახავად, თუმცა ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და უგონოდ დახვდა. როგორც აუხსნენ მდგომარეობა მძიმე იყო, დაზარალებულს ჰქონდა ინსულტის ნიშნები და თავის გადაღების პასუხს უნდა დალოდებოდნენ. თავის გადაღების პასუხის თანახმად, მას თავი უკანა მხრიდან ჰქონდა გახეტილი და მთელი თავი სისხლით იყო სავსე. საავადმყოფოში დაზარალებული შეყვანილი იქნა ინსულტის ნიშნებით, რადგანაც მათ არ იცოდნენ ავტო-ავარიის შესახებ. ნ--- ქო----–--ე-ა--–--ემ მამამისის თავზე გადაღებული სურათი წაიღო ნაცნობ ექიმთან, რომელმაც აუხსნა, რომ არანაირი წნევის ბრალი არ იყო ეს მდგომარეობა, შეუძლებელი იყო თავის გატეხვა წნევის დროს, ეს იყო ავტო-ავარიის შედეგი ან კიდევ თუ კი ვინმე მაგარ საგანს დაარტყამდა თავში. ამის შემდეგ მოწმე მივიდა ავანგარდის პოლიციაში და ითხოვა დახმარება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სამი დღის შემდეგ მას დაურეკეს პოლიციიდან და აცნობეს, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ავტოავარიის ფაქტს, რადგანაც ნანახი ჰქონდათ მარკეტ ,,დეილის’’ ვიდეო ჩანაწერები და ასევე დაბარებული ჰყავდათ ბრალდებულიც. პირველში დაურეკეს ნ--- ქო----–--ე-ა--–--ეს და უთხრეს, რომ მამამისი გარდაიცვალა. ამ ამბიდან მეორე დღეს ი-----ი შა------ა, მივიდა მათთან მის მეუღლესთან სიძესთან და ცოლი-დასთან ერთად, აღიარა, რომ იყო დამნაშავე. ნ--- ქო----–--ე-ა--–--ეს ძალიან გაბრაზებული იყო, რადგანაც ავტო-ავარიის დროს მან გადაიყვანა ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან, ასევე გადაიყვანა სხვა ადგილზე დაზარალებული გი------ ქო----–--ეც და უპატრონოდ დააგდო. სწორედ ამ არაადამიანური საქციელის გამო მოწმემ მოითხოვა მისი კანონის სიმკაცრით დასჯა. გი------ ქო----–--ე იყო 82 წლის, სიარული არ უჭირდა, ბაზარშიც თავად დადიოდა და გადაადგილდებოდა, ასევე ყიდულობდა წნევის წამლებსაც და არეგულირებდა წნევას, უვლიდა თავს, რადგანაც უნდოდა მისი ათი წლის უნახავი შვილი და ახლად დაბადებული შვილიშვილი ენახა. ნ--- ქო----–--ე-ა--–--ის განმარტებით იმ შემთხვევაში, თუ მამამისი გადარჩებოდა მაშინ მათ პრეტენზია არ ექნებოდათ ბრალდებულთან. ორჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ი----- შა------ამ წაიყვანა ის მამამისთან საავადმყოფოში. ი-----ი დაკრძალვაზეც იყო მოსული, სამძიმარზეც. ი----- შამათვას ადვოკატისგან მიიღო შემოთავაზება, რომ 5000 (ხუთი ათას) ლარს გადაიხდიდნენ, მაგრამ მან უარის პასუხი გააგზავნა პირადად ადვოკატის სახელზე. (იხ. სხდომის ოქმი)
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
სასა----თლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--–- შე----–-ამ (ბრალდებულის მეუღლე) განმარტა, რომ - 25 აპრილს დილიდან იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით შვიდი საათისათვის მივიდა სახლში, სადაც ნახა მისი მეუღლე და ქალიშვილი თა---- შა------ა, ძალიან აფორიაქებულები, მისი მეუღლე შეუძლოდაც კი იყო და როდესაც ამის მიზეზი იკითხა, მათ მოუყვეს რაც მოხდა, ისინი დაბნეულები იყვნენ, სასწრაფოზე გამოუძახებიათ, ძალიან ნერვიულობდნენ. წინა სააღდგომო დღეები იყო, ხუთშაბათი. მათ არ იცოდნენ რა მოხდა, ფიქრობდნენ როგორ მიეკვლიათ ვინ იყო, დაეჯახნენ მას თუ რა მოხდა. რამოდენიმე დღეში თაკოს დაურეკეს ტელეფონზე, რადგანაც სასწრაფოში მისი ნომერი იყო დაფიქსირებული და დაიბარეს პოლიციაში. შაბათ დღეს ისინი მივიდნენ პოლიციაში, გაარკვიეს, თუ ვინ იყო დაზარალებული, ის ცხოვრობდა 33-ე სახლში. ისინი მივიდნენ აღნიშნულ ბინაში, სადაც დახვდათ გარდაცვლილის შვილიშვილი, მამა და მეუღლე, მათ აუხსნეს ვინც იყვნენ, ბოდიში მოუხადეს და გამოთქვეს მათი წუხილი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შესთავაზეს რამეს გაკეთება ხომ არ შეეძლოთ. იმ დღესვე ი-----ი წავიდა საავადმყოფოში, რომ გაერკვია, თუ რა სიტუაცია იყო. შემდეგ აღდგომა იყო და ისინი ვერ დაუკავშირდნენ დაზარალებულის ოჯახს, რადგანაც არ იყვნენ სახლში და ორშაბათს წავიდნენ მათთან შესახვედრად, იყო თვიტონ, მისი მეუღლე და სიძე, იქ დახვდნენ დაზარალებულის შვილები, ნ---ს შვილები, მა--ს შვილი, რძალი, მათ ბოდიშები იხადეს დაზარალებულის ოჯახის წევრების მიმართ, სკაიპით ასევე ჩაერთო ვაჟიშვილი კანადიდან. ი-----იმ აღიარა დანაშაული, განუმარტა, რომ არ მიუგდია და არ უთრევია გარდაცვლილი პიროვნება, ისინი უბრალოდ შოკში იყვნენ. ი-----ი და ნ--- ერთად დადიოდნენ საავადმყოფოში, ი-----ის მიყავდა ნ---, ნახულობდნენ დაზარალებულს, 1 მაისსაც ერთად იყვნენ საავადმყოფოში როდესაც გი------ ქო----–--ე გარდაიცვალა. ისინი დადიოდნენ შემდეგ პანაშვიდებზეც, ჰქონდათ საუბრები. გასვენების შემდეგ შეხვდნენ ნ---საც, რომელმაც უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა მის ძმას მა-–----ის, თანხაზეც იყო საუბარი, ნ--- ეუბნებოდა, რომ 20 ათასი დოლარი დაუჯდათ მათ სასაფლაო რამოდენიმე წლის უკან და ეს თანხა მის ძმას კიდევ არ ჰქონდა გადახდილი და ნახევარს მაინც თუ გადაიხდიდნენ. ლ--–- შე----–-ამ განმარტა, რომ მათ ათი ათასი დოლარის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, რადგანაც დევნილები იყვნენ, საშუალო ოჯახი ჰქონდათ, სახლს ვერ გაყიდიდნენ, ქუჩაში ვერ დარჩებოდნენ, რვა ათა ლარს სთავაზობდნენ. (იხ. სხდომის ოქმი)
სასა----თლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მე--–------------ემ (მეზობელი) განმარტა, რომ - რადგანაც არის უმუშევარი ხშირად არის ეზოში, ის დიდი ხანია გადმოსვლის დღიდან იცნობს ი-----ის, რომელიც არის დევნილი და პატიოსანი ადამიანი. ისინი თითქმის ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთ საღამოს 26 რიცხვი იყო ასე ახსოვს, რადგანაც აღდგომის დღეები იყო, მოვიდა ი-----ი და არ იყო ხასიათზე, რის გამოც მიზეზი იკითხა მოწმემ, თუ რატო იყო ის ასე, რაზეც მიიღო პასუხი, რომ წინა საღამოს ის იყო თავისი მანქანით ,,დეილის’’ წინ, სადაც უკანსვლით წამოვიდა და კაცი რომელიც იყო იქ წაიქცაო, მიახლოებით იქნებოდა 80 წელს გადაცილებულიო, არც ისე დავტაკებივარ რომ რაღაცა ყოფილიყოო, თუმცა წაიქცაო, ეს კაცი ვინ იყო ვერავინ ვერ იცნოო. ი-----ი ამას უყვებოდა აღელვებულ მდგომარეობაში, რამდენიმე წამში გამოუძახებია სასწრაფო და წაუყვანიათ, რის შემდეგაც დაიწყეს იმის ძიება, თუ ვინ იყო ეს კაცი. როდესაც გაიგეს სად ცხოვრობდა, ი-----ი თავად მისულა პოლიციაში და განაცხადა შემთხვევის შესახებ. ი-----ის კავშირი ჰქონდა დაზარალებულის ოჯახის წევრებთან, მისი შვილი დაყავდა ხოლმე საავადმყოფოში დღეში ორ-სამჯერ. ი-----იმ დახმარება შესთავაზა დაზარალებულის ოჯახს. როგორც მისთვისაა ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე და ბრალდებული არ არიან შერიგებულები. მე--–------------ე არ შესწრებია დანაშაულის ჩადენის ფაქტს. (იხ. სხდომის ოქმი)
სასა----თლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი----- შა------ამ (ბრალდებული) განმარტა, რომ - მიმდინარე წლის 25 აპრილს, მოუვიდა უბედური შემთხვევა, ამას მოჰყვა სამწუხაროდ მსხვერპლი, ეს მისთვის დიდი ტრაგედიაა, ცოდვა, რომელიც გაჰყვება სიცოცხლის ბოლომდე. შემთხვევის დღეს, იყო შესული მაღაზია ,,დეილში’’ იქედან როდესაც გამოვიდა მის შვილთან ერთად ჩაჯდა მანქანაში, ,,ნისან სერენა’’-ში, გაიხედა გვერდითა სარკეებში და არაფერი რა დაუნახია, მის წინ იდგა მანქანა და ასევე გვერდითაც იდგა მანქანა, ამიტომ მას წინ წასვლის საშუალება არ ჰქონდა, სწორედა ამიტომ უკუსვლით წავიდა, რა დროსაც იგრძნო მანქანაზე უკან შეხება და მაშინვე გააჩერა მაქნანა, როცა გადმოვიდა მის მანქანასთან გვერდით ეგდო კაცი, რომლის დანახვისას ბრალდებულიც ცუდად გახდა. მან განმარტა, რომ ძალიან დაბნეული იყო, სავალი ნაწილიდან გადაიყვანა დაზარალებული, შვილს გამოაძახებინა სასწრაფო დახმარება, სასწრაფო მალევე მოვიდა და დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ბრალდებული ძალიან ცუდად იყო და მისმა შვილმა წაიყვანა სახლში. მათ დაიწყეს დაზარალებულის ვინაობის გაგება და იმის დადგენა, თუ სად ცხოვრობდა ის. ამ ფაქტის მერე ბრალდებული ეძებდა დაზარალებულის ოჯახის წევრებს. მეორე დღეს მის შვილს დაურეკეს ტელეფონზე და სთხოვეს პოლიციაში გამოცხადება, იმ საღამოს მათ იმსჯელეს და ი-----ი ფიქრობდა, რომ იყო დამნაშავე და ამიტომ პოლიციაში ერთად უნდა წასულიყვნენ და გაერკვიათ ეს ფაქტი. პოლიციაში მისვლისას ბრალდებულმა მოითხოვა ვიდეო კამერების დათვალიერება, საიდანაც დადგინდა მის მერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. იმ საღამოსვე, დაკითხვის შემდეგ ი-----ი მივიდა დაზარალებულის ოჯახში 33 ნომერ ბინაში, ეზოში დახვდათ მათი ნათესავები, ღრმა მწუხარება გამოთქვეს მომხდარი ფაქტის შესახებ, უთხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა რაც კი შეეძლო, რომ ეს ადამიანი გადარჩენილიყო. ორშაბათს დაუკავშირდნენ დაზარალებულის ოჯახის წევრებს და მათთან მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, პატიებაც სთხოვეს, დაელაპარაკნენ ასევე საზღვარგარეთ მყოფ დაზარალებულის შვილსაც. აგრეთვე დაზარალებულის შვილთან ერთად დადიოდა საავადმყოფოში მის სანახავად. გი------ ქო----–--ის გარდაცვალების შემდეგ დადიოდნენ პანაშვიდებზე, გასვენებაშიც იყვნენ. გასვენების მერე ბრალდებულს სურდა, რომ დაზარალებულის ოჯახისათვის რაიმე დახმარება გაეწია და ამ მიზნით შეხვდა გი------ ქო----–--ის შვილს ნ---ს, მას თან ახლდა მისი მეუღლე და ადვოკატიც. მან 5000 (ხუთი ათასი) ლარი შესთავაზა, თუმცა ნ--- ამბობდა, რომ მათ სასაფლაო დაუჯდათ 20 000 (ოცი ათასი) დოლარი, ხოლო ბრალდებულს ამდენის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითხოვა პატიება და გამოთქვა სურვილი, რომ დახმარებოდა გარდაცვლილის ოჯახს. ბრალდებული ასევე დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. (იხ. სხდომის ოქმი).
აღნიშნული მოწმეების დაკითხვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა (წარმოდგენილი და დაკითხული იქნა მხოლოდ ოთხი მოწმე: დაზარალებული ნ--- ქო----–--ე-ა--–--ე, ლ--–- შე----–-ა, ი-----ი შა------ა და მე--–------------ე), თუმცა ისინი სასა----თლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- შა------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად, სადავოდ და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი----- შა------ას ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების: ეკ--------ას, გი------ გვ--–--–--ის, თა---- შა------ას და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო დანაშაული, რომელიც იმავდროულად არღვევს ადამიანის სიცოცხლის კონსტიტუციურ უფლებას, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება მძღოლის მიერ ავტომობილის მართვისას ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და/ან ექსპულუატაციის წესების დარღვევაში, რომელიც იწვევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლოს უტყუარ დადგენილ ფაქტად მიაჩნია ი----- შა------ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეების მათ შორის ბრალდებულის ჩვენებასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- შა------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი----- შა------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ი----- შა------ას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი----- შა------ამ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ნასამართლევი არ არის, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ ი----- შა------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისია სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- შა------ას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული (4-დან 7 წლამდე თ/ა) უმდაბლესთან მიახლოებული სასჯელი 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ერთი მეორედი - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითი მსჯავრით შეცვლა (სსკ-ის 63-ე მუხლი) დამდგარი უმძიმესი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის პრევენციული მიზნის განხორციელებას, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა ვერ იქნა გაზიარებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- შა------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წელი სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
2. ი----- შა------ას საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. ი----- შა------ა დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციურის სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. ი----- შა------ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან - 2019 წლის 11 დეკემბრიდან.
5. ი----- შა------ას მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ი----- შა------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ი----- შა------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ქუ-----ი, სუ-–--------ს გამზ. №---- (საკადასტრო კოდი 0------------------) - 8000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
6. ი----- შა------ას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლ ების შემდეგ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. მსჯავრდებულ ი----- შა------ას დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;
9. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი----- შა------ას მიმართ, პირობითი მსჯავრის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
10.1 ერთი ცალი DVD დისკი (შპს ,,დეილი’’-ს მაღაზიის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, 25.04.19 წ.), ერთი ცალი CD-R დისკი (საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა), ერთი ცალი CD-R დისკი (შემთხვევის ადგილის ფოტომასალა), რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
10.2 მოწითალო ფერის ლაქა, დალუქული სპეც. პაკეტში HFCD 1315491, რაც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - განადგურდეს;
10.3 ,,NISSAN SERENA’’-ს მოდელის სახელმწიფო ნომრით E------ ავტომანქანა, რაც მოთავსებულია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ეზოში, ქ. ქუთაისში, ორ----–-–---–---------ში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე