განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
210100120003467117
დავის ტიპი
273 , 126 1
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003467117

saqme #1/22-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულ _ მ--–---- ა----------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040181219001

 

ბრალდებულ მ--–---- ა---------- მიმართ

 

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომრით:------------

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: თ---–---, მისამართის გარეშე

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---, მ---- თ------ №--.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ--–---- ა---------- ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- მ--–---- ა---------- 2019 წლის 18 დეკემბერს, ღამის საათებში, დ--------–--–------- რაიონის, სოფელ ა-----–------–--–-, ქარხნული წესით დამზადებული, თურქული წარმოების 9 მმ ნომინალური კალიბრის “EKOL gediz“-ის მოდელის №EG-1910070 ხმოვანი, საგნის სახით მომარჯვებული ცეცხლსასროლი პისტოლეტის ტარი შუბლში ჩაარტყა ბ------ ფ----------–---–-, რომელსაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ესე იგი, მ--–---- ა---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- მ--–---- ა---------- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 18 დეკემბერს, ღამის საათებში, დ--------–--–------- რაიონის, სოფელ ა-----–------–--–-, ჯიბეში ინახავდა 6. 14 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას, რაშიც იგი მხილებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

ესე იგი, მ--–---- ა---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - მ--–---- ა---------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მ--–---- ა---------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2020 წლის 20 თებერვალს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ საქმის არსებით განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ--–---- ა---------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ--–---- ა---------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ--–---- ა---------- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №3386115 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; მ--–---- ა---------- პირადი ჩხრეკის ოქმი; დადგენილება ბ------ ფ----------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ბ------ ფ----------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - გ------- ლ----–---–--, ა---- ბ------------, ნ--- ბ------------, დ-------- ფ----------–---–-- და ნ-----–---- ფ----------–---–-- გამოკითხვის ოქმები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 20 დეკემბრის სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №1047/სქ დასკვნა; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 22 დეკემბრის №008901519 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ბრალდებულ მ--–---- ა---------- ჩვენებები; ბრალდებულის მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომის ეტაპზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან მიმართებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ მ--–---- ა---------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მ--–---- ა---------- ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ მ--–---- ა---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ--–---- ა---------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მათი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე, სასამართლოში. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, მომხდარ ფაქტამდე ეწეოდა დაქირავებულ შრომას - იყო მწყემსი. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მ--–---- ა---------- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–---- ა---------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით. ამასთან, მ--–---- ა----------, სსკ-ის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, როგორც ნარკოტიკული საშუალების გავრცელებაში ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–---- ა--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 (ას სამოცდათი) საათის ვადით.

 

2. მ--–---- ა--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–---- ა---------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ--–---- ა---------- 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

5. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

6. ამ ვადის ათვლა დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

 

7. გაუქმდეს მ--–---- ა---------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა მ--–---- ა---------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

10. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

- ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დანის პირი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- ქარხნული წესით დამზადებული, თურქული წარმოების 9 მმ ნომინალური კალიბრის “EKOL gediz“-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნომრით EG-1910070, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.

 

11. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი