განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100120003470034
saqme #1/23-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ . სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულ _ ა---------– წ---–-------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040241219001
ა---------– წ---–------- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი - 2----------
დაბადებული - 1-.0-.1--- წელი
განათლება - ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი
ნასამართლობა - ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: თ--–---- რაიონი, სოფელი კ--------, მე-7 ქუჩა №-
ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–------, ე-----–---–-- ქუჩა №--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 111-1261 მუხლის I11 ნაწილით, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ა---------– წ---–------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში, ქ.დ--------–--–------–-, ე-----–---–-- ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა---------– წ---–------, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად სცემდა მეუღლეს - ნ----- წ---–------, რომელიც აღნიშნულის შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას.
ესე იგი, ა---------– წ---–------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261 მუხლის I11 ნაწილით.
- 2019 წლის 21 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.დ--------–--–------–-, ე-----–---–-- ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა---------– წ---–------- ხელების მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს - ნ----- წ---–------, რომელსაც მუშტი დაარტყა თვალის არეში და ყელში წაუჭირა ხელი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ესე იგი, ა---------– წ---–------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
- ა---------– წ---–------- მეუღლის - ნ----- წ---–------- მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის შემდეგ, 2019 წლის 22 დეკემბერს, ნ----- წ---–------ ტელეფონით გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლითაც ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით და მოკვლით, რის გამოც, ნ----- წ---–------ გაუჩნდა ა---------– წ---–------- მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ესე იგი, ა---------– წ---–------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ა---------– წ---–------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ა---------– წ---–------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 18 თებერვალს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ საქმის არსებით განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა---------– წ---–------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა---------– წ---–------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261 მუხლის I11 ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა---------– წ---–------- ბრალეულობა, კერძოდ:
ნ----- წ---–------- განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; დადგენილება ნ----- წ---–------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ ნ----- წ---–------- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - თ----- კ------–---–-- და ლ--–- გ----–---–-- გამოკითხვის ოქმები; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 25 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №008977419 დასკვნა; ა---------– წ---–------- დაკავების ოქმი; ა---------– წ---–------- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ა---------– წ---–------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ა---------– წ---–------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მართებულად მიაჩნია, რომ ა---------– წ---–------ ცნობილ იქნას დამნაშავედ და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261 მუხლის I11 ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, ა---------– წ---–------ სასჯელის სახე და ზომა განესაზღვროს მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამავდროულად, სასამართლო ა---------– წ---–------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ იგი თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის თანახმად, ნასამართლევია განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით) და სასჯელის სახედ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა - 13 (ცამეტი) წლის ვადით, ხოლო, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა---------– წ---–------ ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (სამი წლის და სამი) თვით და დარჩენილი სასჯელის - 9 (ცხრა) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 14 მაისიდან. შესაბამისად, ა---------– წ---–------- მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ანუ ა---------– წ---–------- მიმართ სასჯელის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე ერთი წლით მეტით, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ამავდროულად, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ა---------– წ---–------- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შერიგებული არის დაზარალებულთან და ამ უკანასკნელს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია. ამდენად, მის მიერ მომხდარი ფაქტის გულწრფელი აღიარება და მონანიება სასამართლოსათვის წარმოადგენს საფუძველს აღნიშნული მიიჩნიოს მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო, დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ბრალდებულ ა---------– წ---–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლოს მიაჩია, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა---------– წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 126 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი. ა---------– წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ა---------– წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 126 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------– წ---–------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 126 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
2. ა---------– წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. ა---------– წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 126 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------– წ---–------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
5. გაუქმდეს ა---------– წ---–------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა---------– წ---–------ სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 დეკემბრიდან.
7. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- ნ----- წ---–-------ა და ლ--–- გ----–---–-- მობილური ტელეფონები, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვთ მესაკუთრეებს დარჩეთ მათ საკუთრებაში.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი