განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1-3-1-წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 201- წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა---------ია.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - სი---- ცა------–---–ი.
მამის სახელი: შ-----.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 5----------
მცხოვრები: ხონის რაიონი სოფელი გ-----------–ი.
ადვოკატი - რო------ კუ---–-–---–ი.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა :
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სი---- ცა------–---–მა, 201- წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხონის რაიონი სოფელ გ-----------–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმოტივოდ ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალად მეუღლეზე ნა---- გვ--------ე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სი---- ცა------–---–მა, 201- წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ხონის რაიონი სოფელ გ-----------–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად იძალადა დედაზე დ--–- ნა–--–-–---–--ე, ვინაიდან ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ფულის მიცემაზე. კერძოდ სი---- ცა------–---–მა დ--–- ნა–--–-–---–ს ზურგისა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა სი---- ცა------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმეებმა (დაზარალებულებმა) დ--–- ნა–--–-–---–მა და მ--- გვ------მ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - სი---- ცა------–---–ის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხონის შს რაიონული სამმართველოს დეტქტივ-გამომძიებელმა ფრ------ გუ----მ განაცხადა, რომ 201- წლის 15 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება დ--–- ნა–--–-–---–ის ცემის ფაქტზე. დაზარალებულმა პოლიციაში გამოკითხვისას განუმარტა, რომ მისმა შვილმა ს. ცა------–---–მა სცემა მუშტებით მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ვინაიდან ვერ მიცსა ფული. ეს ფაქტი გამოკითხვისას დაუდასტურა ს. ცა------–---–ის მეუღლემ ნა---- გვ------მ, რომელმაც ასევე განუმარტა, რომ წინა დღით ს. ცა------–---–მა მასაც სცემა. გამოძიების ფარგლებში მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და დააკავა ს. ცა------–---–ი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- მა------მა განაცხადა, რომ 201- წლის 15 ნოემბერს სამმართველოში შევიდა შეტყობინება სი---- ცა------–---–ის მიერ დედის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე. ს. ცა------–---–ის დედა და მეუღლე მიიყვანეს სამმართველოში. მათ განმარტეს, რომ ს. ცა------–---–მა იძალადა მათზე. თვითონ პოლიციის თანამშრომელ გ. ბ----ესთან ერთად მივიდა ს. ცა------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნელი დააკავეს სახლის ეზოში.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- შვ--------ემ განაცხადა, 201- წლის 15 ნოემბერს ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ხონი, სოფელ გ-----------–ში დ--–- ნა–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში. სადაც იმყოფებოდნენ დ. ნა–--–-–---–ი და ნა---- გვ------. დ. ნა–--–-–---–მა განაცხადა, რომ მისმა შვილმა სი---- ცა------–---–მა მიაყენა დაზიანება. ნ. გვ------მ განაცხადა, რომ ს. ცა------–---–მა მას სცემა 14 ნოემბერს. მიღებული განმარტებების შემდეგ, მან გამოსცა შემაკავებელი ორდერები ს. ცა------–---–ის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ფსიქოლოგმა ეკ--------ე არ----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, და განმარტა, რომ ც. ცა------–---–ის ქმედებების გამო, დ--–- ნა–--–-–---–ი ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ განიცდიდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ფსიქოლოგმა გი------ გრ-----–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული 201- წლის 22 ნოემბრის N5--------9 ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა შ----- ცა------–---–მა განაცხადა, რომ სი---- ცა------–---–ი არის მისი მამა და ის და დედა(ნა---- გვ------) არ ჩხუბობენ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 02 დეკემბრის N00841101- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით სი---- ცა------–---–ის ქმედებები შეიცავს შურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბოლატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა დ--–- ნა–--–-–---–ის ტანჯვას
(ს.ფ. 120-125).
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 22 ნოემბრის N5--------9 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 15.11.1-წ. 23:03-23:15სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე დ--–- ნა–--–-–---–ის სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელბის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარითს. (ს.ფ. 09–12).
2.10. 201- წლის 15 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხონის რაიონის სოფელ გ-----------–ში დ--–- ნა–--–-–---–ისა და მ--- გვ------ს კუთვნილ ორსართულიან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სამზარეულოს ტიპის ოთახში, სადაც შევდივართ ხის ორფრთიანი კარით. სამზარეულოს ოთახში დგას შეშის ღუმელი, ორი საწოლი და ორი ხის მაგიდა. დათვალიერებისას რაიმე სახის კვალი ან ნივთმტკიცება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ნა---- გვ------მ სამზარეულოს ტიპის მეორე სამზარეულოსა ოთახის დასავლეთ მხარეს ხელით მიუთითა ფანჯარაზე მინაზე და დასავლეთ კუთხეში გატეხილ ორ ცალ კერამიკულ თეფშზე, რაც ნა---- გვ------ს განმარტებით ჩაამსხვრია მისმა მეუღლემ სი---- ცა------–---–მა დედამისთან დ--–- ნა–--–-–---–თან ფიზიკური დაპირისპირების დროს. აღნიშნულით დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
(ს.ფ. 27–35).
2.11. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 201- წლის 25 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ სი---- ცა------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე სი---- ცა------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
სი---- ცა------–---–ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, - ხოლო ათი წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
სი---- ცა------–---–ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, - ხოლო ათი წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სი---- ცა------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე სი---- ცა------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
სი---- ცა------–---–ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, - ხოლო ათი წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
(ს.ფ. 85–91).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ სი---- ცა------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 1261 მულხის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.5. სი---- ცა------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ „...უმოტივოდ ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალად მეუღლეზე ნა---- გვ--------ე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ფიზიკურად იძალადა დედაზე დ--–- ნა–--–-–---–--ე, ვინაიდან ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ფულის მიცემაზე. კერძოდ სი---- ცა------–---–მა დ--–- ნა–--–-–---–ს ზურგისა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი....“ .
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.13. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულებმა მ--- გვ------მ და დ--–- ნა–--–-–---–მა, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - სი---- ცა------–---–ის მიმართ.
3.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.15. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.16. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.17. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
3.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფომაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.1-. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ს. ცა------–---–ის მიერ მ. გვ------სა და დ. ნა–--–-–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
3.20. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ საქართველოს სისსხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გამამტყუვნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა, განიცადა თუ არა ტკივილი დაზარალებულმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
3.21. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.22. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.23. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.24. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.25. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სი---- ცა------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, სი---- ცა------–---–ის ბრალეულობაში.
3.26. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული სი---- ცა------–---–ის უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
სი---- ცა------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (201- წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) და გამართლდეს.
სი---- ცა------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (201- წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) და გამართლდეს.
სი---- ცა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
სი---- ცა------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტოს გამართლებულ სი---- ცა------–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი