განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100120003420635
saqme #1/6-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ---- ჯ-------–---–--,ბრალდებულ _ ზ------ ი------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034141019001
ბრალდებულ ზ------ ი------ მიმართ
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომრით: 4-----------
განათლება: უ-----–--- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: თ---–---, I-- მასივი, I კვარტალი, კ--------- 4, ბინა №--; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---, I-- მასივი, I კვარტალი, კ--------- 4, ბინა №--;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ზ------ ი------ ჩაიდინა ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა; მანვე, ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედებანი გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 14 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ნარკოტიკული ნივთიერების -„ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზ------ ი----- ს--------- რაიონის ქალაქ წ-----–-, თ---------–---- და შ--–-- ს---–---–-- ქუჩების გადაკვეთაზე მართავდა „ფორდ ტრანზიტი“-ს მოდელის ავტომანქანას სახ. ნომრით A--------, რაშიც იგი მხილებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ.
ესე იგი, ზ------ ი------ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- ზ------ ი------ ს--------- რაიონის, სოფელ ჯ-------- ტერიტორიაზე უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 14 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ს--------- რაიონის ქ. წ-----–-, თ---------–----ა და შ--–-- ს---–---–-- ქუჩების გადაკვეთაზე, „ფორდ ტრანზიტი“-ს მოდელის სახ. ნომრით A-------- ავტომანქანით მოძრაობისას, ჯიბით ინახავდა 9.33 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას, რაშიც იგი მხილებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ.
ესე იგი, ზ------ ი------ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ზ------ ი------ მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ------ ი------ მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2020 წლის 6 თებერვალს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ საქმის არსებით განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ------ ი------ მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ ი------ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ------ ი------ ბრალეულობა, კერძოდ:
ვ----– ჯ--–--–---–-- პატაკები - MA 7 19 02726555 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის ოქმი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 ოქტომბრის №906180 დასკვნა; მოწმეების - ვ----– ჯ--–--–---–--, ლ---- ო----–---–--, თ-------- ა-–----–---–--ა და ი---- კ----–------–---–-- გამოკითხვის ოქმები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №587/სქ დასკვნა; ბრალდებულ ზ------ ი------ ჩვენებები; ბრალდებულის მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომის ეტაპზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან მიმართებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ზ------ ი------ მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ზ------ ი------ ჩაიდინა ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა; მანვე ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ზ------ ი------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ------ ი----- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდნენ როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე მცირელოვანი შვილი, და და დისშვილები. მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ზ------ ი------ სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ ი------ მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით. ამასთან, ზ------ ი-----, სსკ-ის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, როგორც ნარკოტიკული საშუალების გავრცელებაში ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ი----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. ზ------ ი----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 (ორასი) საათის ოდენობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ ი----- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ------ ი----- 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
5. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
6. ამ ვადის ათვლა დაიწყოს პირობითი მსჯავრისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
7. გაუქმდეს ზ------ ი------ მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ს---------------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს ზ------ ი----- (პირადი №-----------).
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ზ------ ი------ ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ზ------ ი------ დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
10. საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
11. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი