განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/145-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველ--ნი
სხდომის მდივ--- - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--- გო–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თო------ პა----ე.
მამის სახელი: გ---------.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო.
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: ქ. სამტრედია, ბა----------ის ქ. N--ში.
ბრალდებული - ენ--ი ცი-–--ე.
მამის სახელი: ე-–------.
დაბადებული: 2-.0-.2--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო.
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: ქ. სამტრედია, ჭა------ის ქ. N2----ში.
ადვოკატი - თე----- ჟვ---, ილ-- ჯა---–--ე.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა ( თო------ პა----ე, ენ--ი ცი-–--ე):
- პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 1- ივნისს, დილის საათებში, ქ. სამტრედია, ჭა------ის ქუჩაზე, თო------ პა----ე და ენ--ი ცი-–--ე, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სამტრედია-ვ---ს დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორს ვა------ კლ-------–---–ს, რომელსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თო------ პა----ემ თავი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო ენ--ი ცი-–--ემ ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნულით ვა------ კლ-------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის მოუშლელად.
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თო------ პა----ისა და ენ--ი ცი-–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა თო------ პა----ემ და ენ--ი ცი-–--ემ ისარგებლეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვა------ კლ-------–---–მა განაცხადა, რომ არის პოლიციელი მუშაობს დაცვის პოლიციის სამტრედია-ვ---ს ქვეგანყოფილებაში. 2019 წლის 1- ივნისს დილით, დაახლოებით 09:15 საათზე, სამსახურის, პოლიციის ფორმაში ჩაცმული მიდიოდა სამსახურში. ჭა------ის ქუჩაზე, ჩაუარა სამ პირს, რომელთაგან ერთ-ერთმა, ენ--ი ცი-–--ემ დაუძახა ძაღლი და შეაგინა პირადად და მთლ--ნად პოლიციის მისამართით. იგი მიბრუნდა უკან და კითხა, თუ რატომ აგინებდა, რაზეც ე. ცი-–--ემ მას დაარტყა. იმავდროულად მას დაარტყა ასევე თ. პა----ემ და ცემდნენ მას. იქ იყო, ხალხი, ქალებმა დაუწყეს ყვირილი რატო ცემთ, რას ერჩითო და ამის შემდეგ გაიქცნენ სამივენი. ა. ცი-–--ეს თ. პა----ეს არ იცნობდა და არც უნახავს. ისინი ამოიცნო ფოტოსურათით ამოცნობისას, შემთხვევიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. მისივე განმარტებით, მომხდარის შესახებ მას რა---- სა---ისთვის არაფერი უთქვამს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მა----- ცხ------ემ განაცხადა, რომ არის მაღაზია მაგნიტის მენეჯერი, რომელიც მდებარეობს სამტრედიაში, ჭა------ის ქუჩის სამ ნომერში. მაღაზიას აქვს შიდა და გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეოკამერები. ისინი მუშაობენ გამართულად, თუ ინტერნეტის პრობლემა არ იქნება. თარიღი არ ახსოვს, დილით როდესაც სამსახურში მივიდა, დახვდნენ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ სასამართლოს განჩინება და დაათვალიერეს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა საჭირო ჩანაწერები ვერ იპოვეს. პოლიციელები ორჯერ იყვნენ მისულები. პირველად ნებართვა არ ჰქონდათ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გი------ ნა–--–-–---–მა განაცხადა, რომ იყო მორიგე და გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე. მან ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნა ექსპერტიზა. ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ვ. კლ-------–---–მა ამოიცნო ე. ცი-–--ე და თ. პა----ე. ფოტოსურათით ამოცნობა ჩაატარა შემთხვევის დღეს(1- ივნისი). მაღაზია მაგნიტში კამერების ჩანაწერებისთვის მისული იყო მარტო.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა რა---- სა---ემ განაცხადა, რომ სამტრედიაში, ჭა------ის ქუჩაზე აქვს ღვინის მაღაზია. სამუშაოს იწყებს დილის ათი საათიდან. სამუშაოზე ყოფნისას სიგარეტის მოსაწევად გამოვიდა გარეთ. დაინახა იქვე პოლიციელები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის იყო ვა------ კლ-------–---–ი, რომელიც არის მისი უბნელი და იცნობს. მეორე დილით, ვ. კლ-------–---–თან ერთდ იმგზავრა მიკროავტობუსით და კითხა, თუ რახდებოდა, რატომ იყვნენ პოლიციელები, მაღაზია ხომ არ გაუტეხავთ, რაზეც ვ. კლ-------–---–მა უპასუხა, რომ მან იჩხუბა, ცემეს და ამის გამო იყვნენ იქ. რამოდენიმე დღის შემდეგ მასთან მივიდა გამომძიებელი გ. ნა–--–-–---–ი და ჰკითხა, იცოდა თუ არა რამე მომხდარის შესახებ, რაზეც უარით უპასუხა. შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ მიაკითხა პოლიციამ, სასაუბრო გვაქვს და ბოლოს წაიყვანეს პოლიციაში სადაც დაუსვევს სულ ორი კითხვა. ჩვენება არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი. მან არცკი იცოდა მოწმედ თუ კითხავდენ. თუმცა პოლიციასაც მხოლოდ ის უთხრა, რაც სასამართლოს.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მა----- ნო---–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო დასკვნის სისწორე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 1-.0-.19წ. 17:45-18:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ვა------ კლ-------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარცხენა იდაყვის სახსრის ზინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ს.ფ. 33-36).
2.8. 2019წლის 1- ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში ჭა------ის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და იგი წარმოადგენს საკალადბურთო მოედნის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, რომელსაც აღმოსავლეთით მდებარეობს სუპერმარკეტი მაგნიტი, სუპერმარკეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით კედლები გააჩნია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები, სამხრეთით ესაზღვრება დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი, დასავლეთით კალადბურთის მოედანი, ჩრდილოეთით ჭა------ის ქუჩა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკთან მდგომი ლითონის კონსტრუქცია ორი ჯიხური, მოწმე ვა------ კლ-------–---–ის განმარტებით აღნიშნულ ადგილზე მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის უცნობმა ახალგზარდა მამაკაცმა, რომლებიც მისი განმარტებით ინციდენტის შემდეგ წავიდნენ რესპუბლიკის ქუჩის მიმართულებით, შემთხვევის ადგილი დათვალიერებული და დასურათებული იქნა ექსპერტის მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის, მქონე რაიმე ნივთი ამოღებული ვერ იქნა.
(ს.ფ. 3-11)
2.9. 2019 წლის 07 ივლისის ფოტოამოცნობის ოქმით დადგენილ--, რომ მოწმე ვა------ კლ-------–---–მა ამოიცნო N2 ფოტოზე გამოსახული პიროვნება საშუალოდ შეჭრილი შავი თმებით, შავი ფერის თვალებით, მრგვალი პირის სახით, შავი ხშირი წარბებით და სახის საერთო მოყვ---ლობით ენ--ი ცი-–--ე.
(ს.ფ. 75-77).
2.10. 2019 წლის 07 ივლისის ფოტოამოცნობის ოქმით დადგენილ--, რომ მოწმე ვა------ კლ-------–---–მა ამოიცნო N3 ფოტოზე გამოსახული პიროვნება ქერა თმით, ცისფერი თვალებით. ღია ფერის წარბებით, მრგვალი პირისახით და სახის საერთო მოყვ---ლობით თო------ პა----ე.
(ს.ფ. 78-80)
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლ-- და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ თო------ პა----ისა და ენ--ი ცი-–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველ-- დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
3.5. ენ--ი ცი-–--ეს და თო------ პა----ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ „...თო------ პა----ე და ენ--ი ცი-–--ე, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სამტრედია-ვ---ს დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორს ვა------ კლ-------–---–ს, რომელსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თო------ პა----ემ თავი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო ენ--ი ცი-–--ემ ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნულით ვა------ კლ-------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯამრთელობის მოუშლელად“.
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 2--ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.8. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.9. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.11. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.1-. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. დაზარალებულ ვ. კლ-------–---–ის ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა.
3.13. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს საქმეში არსებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, ვინაიდან მითითებული ოქმებისა და თანდართული ფოტოილუსტრაციების გამოკვლევით დადგენილ--, რომ ამოცნობის ჩატარებისას დარღვეულ-- საპროცესო კანონის მოთხოვნები, კერძოდ, ფოტოილუსტრაციაზე ნათლად ჩანს, რომ როგორც თ. პა----ის, ისე ე. ცი-–--ის ფოტოსურათის ქვედა მხარეს აქვს წარწერა „სრს;2019“ სხვა ფოტოებს კი ასეთი წარწერა არ აქვთ.
3.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ფოტოსურათით ამოცნობისას ამომცნობს უნდა აჩვენონ მინიმუმ 4 ფოტოსურათი (რომელთაგან ერთი ეკუთვნის ამოსაცნობ პირს). ფოტოებზე აღბეჭდილი პირები მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ამოსაცნობი პირისგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი კი განსაზღვრავს ამოცნობის დაუშვებლად ცნობის სხვა საფუძველს. კერძოდ, ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა თუ მისი მიმდინარეობისას ამომცნობს მიანიშნებენ ამოსაცნობ ობიექტზე. შესაბამისად, მითითებულ ამოცნობის ოქმებს და ფოტოილუსტრაციებს, (ს.ფ.75-77;78-80) როგორც დაუშვებელ მტკიცებულებებს სასამართლო ვერ გამოიყენებს.
3.15. ფოტოსურათით ამოცნობასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მისი ჩამტარებელი და მონაწილე პირების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, კერძოდ გამომძიებელმა გ. ნა–--–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ მან ამოცნობა ჩაატარა შემთხვევის დღეს (1-.0-.2019), დაზარალებულის ჩვენებით კი ამოცნობა ჩატარდა შემთხვევიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ამოცნობა ჩატარებულ-- 2019 წლის 7 ივლისს.
3.16. მითითებული გარემოებები კი აკნინებს დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომის განხილვისას ბრალდებულების უშუალოდ ამოცნობას (რასაც ბრალდების მხარე დამოუკიდებელ მტკიცებულებად მიიჩნევს) და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.17. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს სარწმუნო, უტყუარი მტკიცებულება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას და იგი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ვერ გამოდგება.
3.18. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებას ვ. კლ-------–---–ის პოლიციის ფორმის ტანსაცმელს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით დადგენილ--, რომ დაზიანება არ აღენიშნება. შესაბამისად მას თ. პა----ისა და ე. ცი-–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების მატერიალური, ფაქტობრივი გარემოების დადგენის კუთხით რაიმე მტკიცებითი ღირებულება არ გააჩნია.
3.19. სხვა წერილობით მტკიცებულებები, საპროცესო დოკუმენტაცია არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვ--- იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.2-. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თო------ პა----ისა და ენ--ი ცი-–--ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, თო------ პა----ისა და ენ--ი ცი-–--ის ბრალეულობაში.
3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულები თო------ პა----ე და ენ--ი ცი-–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თო------ პა----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
თო------ პა----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
თო------ პა----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ენ--ი ცი-–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ენ--ი ცი-–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ენ--ი ცი-–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტოთ გამართლებულ თო------ პა----ეს და ენ--ი ცი-–--ეს, რომ უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება ვა------ კლ-------–---–ისაგან ამოღებული მაისური და შარვალი, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელ-- მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველ--ნი