განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003320951
saqme #1/233-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - მ------ მ--------------,ადვოკატების - ზ---- ნ--------- და გ------- პ-----–---–--,თარჯიმან - ნ--–- ს------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033221019001
ბრალდებულ - მ------ მ--------------
პირადი ნომერი - 3----------
დაბადებული - 1-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
განათლება - ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული- ს----------- რაიონი, სოფელი ლ-----–-- მ---------
ფაქტობრივად მცხოვრები - ს----------- რაიონი, სოფელი ლ-----–-- მ--------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ------ მ-------------- ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, წინასწარი შეთანხმებით არასრულწლოვნის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 2 თებერვალს, 15 წლის გ----- მ------------- დედისაგან - ა------- მ--------------გან შეიტყო, რომ მამა - მ------ მ------------- ქორწინების მიზნით აპირებდა უცნობ მამ---ცზე მის დანიშვნას, რაზეც გ----- მ-------------- განაცხადა უარი, თუმცა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 2017 წლის 22 მარტს, ს----------- რაიონის, სოფელ ლ-----–--ში, მ---------------- საცხოვრებელ სახლში გაიმართა ნიშნობა და ითქვა, რომ ქორწინება შედგებოდა 2 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მ------ მ-------------- იცოდა შვილის ნამდვილი ნება, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ფსიქიკური იძულების გზით, არასრულწლოვან შვილს -გ----- მ-------------- აიძულებდა ქორწინებას, კერძოდ, უკრძალავდა განათლების მიღებას, ეუბნებოდა, რომ იყო ქალი და გასაკეთებელი ჰქონდა ქალის საქმე, რასაც წარმოადგენდა: "ოჯახში ტრიალი, სახლის დალაგება და სხვადასხვა საოჯახო საქმე", ეს იყო მისი დანიშნულება და არა სკოლაში სწავლა, რადგან, მომავალში ქმართან სწორედ ეს გამოადგებოდა. 2019 წლის 5 მაისს, გ----- მ-------------- პირველად გაიცნო დ----- გ--------, რომელზეც უნდა ექორწინა, ხოლო, იმავე დღეს მშობლებს განუცხადა, რომ არ სურდა ქორწინება, რაზეც მ------ მ------------- გაბრაზდა, უყვირა და უთხრა, რომ არ ჰქონდა ხმის ამოღების, შეწინააღმდეგების და აზრის გამოთქმის უფლება, ხოლო, ქორწინება აუცილებლად შედგებოდა 2019 წლის 25 ოქტომბერს.
ესე იგი, მ------ მ-------------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა მ------ მ-------------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მ------ მ-------------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ და უშუალოდ ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 12 დეკემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ------ მ-------------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ------ მ-------------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ------ მ-------------- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №2810861 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; დადგენილება გ----- მ-------------- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ გ----- მ-------------- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ა----– ა-–-----, ხ--–--– თ--–-------, დ----- გ--------ს, რ------ უ----------, ზ-------- გ---------, მ------ ა----------, ა------- მ--------------, გ---–---- ა--–-----, ს------ ნ---------, ხ------- ჭ-–-----–---–--, ჰ----- გ---------, ვ---- ა----------, მ--- ე-----–---–--, თ----–- მ--------------ა და ა------- ჯ----------- გამოკითხვის ოქმები; ინფორმაცია გ----- მ-------------- შესახებ; მ--- ე-----–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; გ----- მ-------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; დ----- გ--------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; მ------ მ-------------- დაკავების ოქმი; მ------ მ-------------- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ მ------ მ-------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მ------ მ-------------- ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, წინასწარი შეთანხმებით არასრულწლოვნის მიმართ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მართებულად მიაჩნია, რომ მ------ მ------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, მ------ მ------------- სასჯელის სახე და ზომა განესაზღვროს მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ბრალდებულ მ------ მ-------------- პასუხისმგებლობის უმძიმებს ის გარემოება, რომ მისი ქმედება ჩადენილია დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ანუ, მ------ მ-------------- მიმართ სასჯელის ვადა განსაზღვრულ უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის სულ მცირე ერთი წლით მეტით.
ამავდროულად, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მ------ მ------------- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, იგი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მ------ მ------------- არის როგორც დაზარალებულის, ასევე სხვა 3 შვილის მარჩენალი. წარსულში არასდროს ყოფილა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მხილებული. კეთილსინდისიერად იცავდა და ასრულებდა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების დროს მისთვის დაკისრებულ დამატებით ვალდებულებებს. აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაკავებამდე იყო დასაქმებული და ფიზიკური შრომით არჩენდა ოჯახს. ამდენად, ბრალდებულის მიერ მომხდარი ფაქტის გულწრფელი აღიარება და მონანიება სასამართლოსათვის წარმოადგენს საფუძველს აღნიშნული მიიჩნიოს მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ასევე, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ------ მ------------- სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 3 (სამი) წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ მ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 3 (სამი) წელი.
2. გაუქმდეს მ------ მ-------------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სს ”საქართველოს ბანკში” გადახდილი გირაოს თანხა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს ი----- ვ--–---- (პირადი №-----------).
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------ მ------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 ოქტომბრიდან - 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, მსჯავრდებულ მ------ მ-------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა მ------ მ-------------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
6. საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ,- გ----- მ-------------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 5 ცალი მოსაწვევი ბარათი, ზარდახშა მასში მოთავსებული 4 ცალი ცარიელი კოლოფით, სამი წყვილი საყურე, ერთი ცალი ყელსაბამით, ერთი ცალი სამაჯური და სამი ცალი ბეჭედი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში; გ----- მ-------------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საქორწინო კაბა და 10 ფუთა სასაჩუქრე პაკეტი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა------- მ-------------- და ინახება ს----------- რაიონის, სოფელ ლ-----–--ში მდებარე ა------- მ-------------- საცხოვრებელ სახლში; ასევე, ა----- გ--------ს სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საძინებელი ავეჯი, კარადა, მაგიდა, სკამები, სარკე, დივანი, ლეიბები, სამზარეულოს ავეჯი, „Beko”-ს ფირმის მაცივარი, რაც ხელწერილით ჩაბარდა ა----- გ-------- და ინახება ს----------- რაიონის სოფელ ლ-----–--ში მდებარე ა----- გ--------ს საცხოვრებელ სახლში, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, კანონით დადგენილი წესით.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი